• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახვითი ხელოვნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

სახვითი ხელოვნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1918-ში საქართველოს კულტურისათვის მოკლე, მაგრამ მშვენიერი ეპოქა დგება; როგორც ფრანგები 1890-1914-ებზე ამბობენ, La Belle Époque. ეს დრო მისთვის ზოგადად ტრაგიკულია (1914-1918-ის I მსოფლიო ომი, 1917-ში რუსეთის ბოლშევიკური გადატრიალება), მაგრამ ძალიან იღბლიანიც - საქართველო დამოუკიდებლობას იბრუნებს; 1918-1921-ში ის დემოკრატიული რესპუბლიკაა და ოპტიმისტურია. 1918-1921-ის ქართულ კულტურას თავისი წინაპირობაც აქვს:მოდერნიზმის გზას უკვე 1900-ში ადგება, რასაც მოწმობს მხატვარ გიგო გაბაშვილის, ახლახანს აღმოჩენილი ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნაწარმოები, ფოტოგრაფია. ის ქართულ სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმის ფუძემდებელი აღმოჩნდა. ქართული მოდერნისტული ხელოვნების ათვლის წერტილიც 1900-ში ინაცვლებს. ილია ზდანევიჩი 1911-მდე, მოზარდი, ეცნობა მარინეტის, ფუტურზმის ფუძემდებელის მანიფესტებს, იწყებს სიმბოლისტური ტიპის ლექსების წერას. დავით კაკაბაძე 1910-სთვის მუშაობას იწყებს ფერწერასა და ფოტოგრაფიაში. 1918-დან კი თბილისი მოდერნიზმის და ავანგარდის მნიშვნელოვანი ცენტრია; ინტერნაციონალურია, პარიზულ მოდერნიზმზე/ავანგარდზე ამოზრდილი, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ ავანგარდთან თანამშრომლობით გამდიდრებული .გრიგოლ რობაქიძე 1918-1920-ზე წერს, «თბილისი გახდა პოეტების ქალაქი, კაფე «ინტერნაციონალში» იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. <...>ტფილისი შეიქნა ფანტასტური». ის ახალგაზრდული და ლაღია; სახელოვნებო ექსპერიმენტის, ხელოვნების ფუნქციის გადააზრების, ახალი ენის შექმნის დროა. თბილისში მყოფი რუსი ფუტურისტი ალექსეი კრუჩონიხი 1919-ში ჟურნალში «კურანტები» («Куранты», ტფილისი), თბილისს კულტურის მესამე ცენტრს უწოდებს. აკმეისტი პოეტი იური დეგენი კი თბილისის ჟურნალში «ფენისქი» («Феникс»,1919) წერს: «კავკასიამ რუსულ ფუტურიზმს მისცა ვლადიმერ მაიაკოვსკი და ძმები ილია და კირილ ზდანევიჩებიო». «ფანტასტურ» დედაქალაქში 1918-დან მუშაობენ საქართველოს მკვიდრი პოლონელი, სომეხი, გერმანელი მხატვრები, პოეტები, რუსეთიდან ჩამოსულიხელოვანები, ქართველი მოდერნისტები და ავანგარდისტები; «შემოქმედებითი ძალების სიმრავლემ საქართველოს დედაქალაქი ევროპული კულტურის ცენტრად აქცია». 1918-დან იწყება ავანგარდული არტისტული კაჶეების ეპოქა, ხმაურიანი პროცესი უცნაური რიტორიკით, ესთეტიკური «ამბოხით», «ინდივიდუალიზმის, თავისუფლების, ხელოვნების თვითმიზნობის» დამკვიდრებით. ტიციან ტაბიძე წერილში დადაიზმი და ცისფერი ყანწები, წერს, «სამოქალაქო ცხოვრების განვითარებამ, როცა პოლიტიკა ცალკე გამოიყო <...>მისცა მას (გრ. რ.-ეს – ნ. ყ.) საშუალება უფრო ემხილა თავისი პოეტის ბუნება». ის სწორედ ხელოვნების თავისუფლებას გულისხმობს, იმას, რასაცლადო გუდიაშვილი გრაფიკულ ნახატში «გაუმარჯოს თავისუფალ ხელოვნებას თავისუფალ საქართველოში», რითიც იხსნება ჟურნალის «თეატრი და ცხოვრება» 1918-ის პირველი ნომერი. დ. კ. 1919-ში თავის ჟურნალში შვიდი მნათობი, წერს: «მხატვრობას მხოლოდ მაშინ შეუძლია აღორძინების გზას დაადგეს, როდესაც იგი მხოლოდ მხატვრულ მიზნებს ემსახურება».იბეჭდება მისი წერილები მხატვრულ ფორმაზე, სურათის პრინციპზე, და სხვ.ამ წლებში საქართველოშია ბორისფოგელი, მერიეტლინგერ-ერისთავი, ვერა როხლინა, თბილისის განუმეორებელი მკვიდრი ოსკარ შმერლინგი და სხვები.ესაათვით-რეფლექსირების, საკუთარი კულტურის კვლევის დრო ზღვა ესსეისტიკით ხელოვნების ფუნქციაზე, ისტორიაზე, მოდერნისტების/ავანგარდისტების ადგილზე ისტორიაში. ილ.ზ.1919-ში, თავისი ჯგუფის, «41°»-ის ამავე სახელწოდების გაზეთში წერს: «ფუტურისტებმა მიხაილ ლე-დანტიუმ, პოეტმა ილია ზდანევიჩმა და მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა საქართველოს ეროვნული გენია აღმოაჩინეს და გადაარჩინეს»-ო.მართლაც, დუქნებისთვის აბრების და სურათების მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი თბილისურმა და რუსეთის ავანგარდმა აღმოაჩინა - ძმებმა ზდანევიჩებმა და რუსმა მხატვარმა მიხ. ლე-დ-მ.1918-1921 არტისტული კაფეების გარდა არტისტული წიგნების, ჟურნალების ეპოქაცაა. უნიკალურია«41°»-ის მიერ გამოცემულიწიგნები ალ. კრ-ის, კ. ზ-ის «Учитесь Худоги» (1917),ილ. ზ.-ის «Янко крУль албАнскай» (1918), ალ. კრ-ის «Ожирение роз» (1918), ვასილი კამენსკის, კ. ზ-ის, ალ. კრ-ის «Железобетонные поэмы» (1918), ალ. კრ-ის «Лакированное трико» (1919), ილ. ზ-ის «Остраф пАсхи» (1919), მისივე «згА Якабы» (1920), კრებული «Фантастический Духан Софьи Мельниковой», (41°. 1919),და სხვ. ჯგუფის წევრები (ილ. და კ. ზ-ები, კ. ჩ., ა. კრ., ლ. გ., იგორ ტერენტიევი), იწყებენ პოეზიის ხმოვანი პლანის განახლებას (ზაუმი), სწავლობენ დიაქრონიას / სინქრონიას ხელოვნებაში და სხვას ვას. კ. თბილისის ცირკის არენაზე, ცხენზე შემჯდარი, ლექსებს კითხულობს და სურათებს ხატავს. ამაზე ისიმ ხანად თბილისში მყოფ რეჟისიორზე, ნიკოლაი ევრეინოვზე წიგნში წერს, რომლის ყდას ალექსანდრე შერვაშიძე, ქართველი მოდერნისტი აფორმებს. მაიაკოვსკი მთაწმინდიდან თბილისს დაჰყურებს და ამბობს: «აი ეს აუდიტორიაა! ამ მთის ესტრადიდან შეგიძლია მსოფლიოს ელაპარაკო». მოდერნისტები გოლოვინზე ჭრელ სპარსულ ქსოვილებში გამოწყობილები, სახემოხატულები დადიან.

გამოდის უამრავი ჟურნალი -«თეატრი და ცხოვრება», «მეოცნებე ნიამორები», «ცისფერი ყანწები», «შვიდი მნათობი», «თოლაბურასის სარტყელი», «ARS», «ფენიქსი», «კურანტები», «არლეკინი», «ტფილისი». გაზეთები: «41°», «კავკაზსკი ვესნიკი», «ბარრიკადი», «დღე», და სხვა; 1918-დან იბეჭდება დეკლარაციები, მანიფესტები, თეორიული ტექსტები, თარგმანები, მიმდინარე სახელოვნებო ამბების ქრონიკები, ქვეყნდება ახალი ნამუშევრების ილუსტრაციები.საინტერესოად. კ.-ის და მისი ძმის, ისტორიკოსის სარგის კაკაბაძის ჟურნალი «შვიდ მნათობი» ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფსიქოლოგიაზე, კოოპერატიულ მოძრაობაზე, მემკვიდრეობაზე, პოლიტიკაზე, ისტორიაზე, განათლებაზე.კომპოზიტორ ნიკოლოზ ჩერეპნინის რექტორობის დროს (1918-1921)კონსერვატორიაში კითხულობენ ლექციებს, იმართება არტისტული სასამართლო პროცესებიც, მაგალითად მოსკოვის სამხატვრო თეატრზე და მეფე ერეკლე II-ზე, თავჯდომარით, ადვოკატით, პროკურორით, სახალხო მსაჯულებით, მაყურებლითდაავანგარდული შემართებით. ამ დროს ყალიბდება ილ. და კ. ზ.-ების კონცეფცია «ორკესტრულ ფერწერაზე», რომელიც მოჰყვება ილ. ზ.-ს «Всечество»-ს(«ყველაფრობის») კონცეფციას. 1919-ში მისი ინიციატივით გამოიცემა წიგნი სოფია მელნიკოვას, რომელიც ავლენს თბილისის ავანგარდის მულტინაციოანლურ სახეს: წიგნი პოლილინგვურია, ქართული, რუსული, სომხური ტექსტებით, ავტორების გვარების ლათინური თარგმანებით; აერთიანებს წიგნის ორ მოდელს – ავანგარდულ წიგნს ტრადიციულთან. მასში შედის დიმიტრი გორდეევის წერილიც«იოსებ ზილიხანიანის» პირთა სიის შესახებ, XVII ს-ის პალიმფსესტური ტიპის ხელნაწერზე. თავად წიგნიც «პალიმფსესტური» და პოლისტილურია: ზაუმი, სიმბოლისტური, აკმეისტური პოეზია, კუბო-ფუტურიზმი, ნეოსიმბოლისტური გრაფიკა; ისტორია - სხვადასხვა ეპოქების, მეთოდების ერთი წიგნის სივრცეში გამთლიანება .მოდერნისტი სტ. ტ.-ის სიტყვებიც: «მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე. რუსთაველი<...> როგორც ქართულისი ტყვის შემკრები <...> და მალარმე <...> პრეზენტიზმისა და ფუტურიზმის». რუსთაველი ქართული სიტყვის გამამთლიანებელია, მალარმე «ჯერ გაუხსნელ ფორმულების ავტორი». ესაა ნოვაციისა და მემკვიდრეობის ათვისების ხანა -ამ დროის ყველა ავანგარდული ჟურნალი ისტორიას უთმობს ადგილს. როგორც დ. კ. წერს, ის მოვლენას ხედავს არა «ერთი განსაკუთრებული მხრიდან», არამედ «მთლიანი არსებით სივრცეში», ახასიათებს პანორამული აღქმა, სიმულტანიზმი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისური სახელოვნებო ჟურნალი «ARS»-ის სარედაქციო კოლეგია წერს; «ამიერკავკასია - ესკულტურების ქვეყანაა. <...> შემოქმედებითი ძალების რა სიმდიდრე იჯაჭვება აქ » კოლეგია ინტერნაციონალურია: ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, გრ. რ., ლელი ჯაფარიძე,  ტ. ტ.; იუ. დ., რუსი აკმეისტი პოეტი სერგეი გოროდეცკი, თბილისელი სომეხი მწერალი ოვანეს თუმანიანი, თბილისელი სომეხი მხატვარი ეღიშე თათევოსიანი, ფრანგი წარმოშობის რუსი მხატვარი იოზეფ შარლემანი; დ.კ., რუსი ზაუმის პოეტი ალ. კრ., პიანისტი ჰაინრიხ ნეიგაუზი, ისტორიკოსიექვთიმე თაყაიშვილი, რუსი ისტორიკოსი დ. გ., არქიტექტორები ანატოლი კალგინი და ნიკოლაი სევეროვი, თბილისელი არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქელიანი. რედაქციასთან გახსნილ არტისტერიუმშ იკითხება ლექციები ხელოვნებაზე, იმართებ აგამოფენები. 1918-ში აწყობენი ურიმარის, ლ.გ.-ის, ბაჟბეუკ-მელიკოვის გამოფენებს; სწავლობენ თბილისს, ზომავენ, ხაზავენ სახლების გეგმებს, ქმნიან ჩანახატებს. ARS-ს კავშირი აქვს კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ნსტიტუტთან ,ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, ექ.თ.-თან. ნ.მ., ენის ახალი თეორიის შემქმნელი, რომლის მოსაზრებები უკვე 1900-1910-იანებში ყალიბდება, მნიშვნელოვანია ილ. ზ.-თვის; ის1917-1919-იანშიმისი ნაშრომების ანალიზს მთელს დღიურს უთმობს. კოლაუ ჩერნიავსკიმის თეორიას სწავლობს ზაუმურ პოეზიაში სიტყვის ექსპერიმენტის თვალსაზრისით. დ. კ. იკვლევს ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას, ოქრომჭედლობას; მოდერნისტი დიმიტრი შევარდნაძე აფუძნებს თბილისის ხელოვნების მუზეუმს, ხელოვნების ეროვნულ გალერეას, ქმნის ტფილისური სკოლის სათავადაზნაუროპორტრეტის, ირანული პორტრეტის, ფიროსმანის ნამუშევრების კოლექციებს. აარსებს ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას, ავანგარდისტების მონაწილეობითა წყობს ექსპედიციებს შუასაუკუნეების არქიტექტურის, კედლის მხატვრობის საკვლევად; 1920-ში აწყობს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას. საზოგადოებამასთან არსებულ სომეხ მხატვართა კავშირთან ერთად გამოსცემს კატალოგებს, აწყობს გამოფენებს მოდერნისტების, ავანგარდისტების, რეალისტი მხატვრების მონაწილეობით. სახელმწიფო აფინანსებს ახალგაზრდების უცხოეთში მუშაობასდა ევროპაში მიემგზავრებიან მხატვრები: დ. კ., ლ. გ., შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთო მაღალაშვილი, მიხ.ჭ., ვასილ ჯორჯაძე, მწერალი ნიკოლო მიწიშვილი, კომპოზიტორები ირაკლი ჯაბადარი, ირაკლი ორბელიანი, რეჟისიორი დავით კუშიტაშვილი, მომღერლები სანდრო ინაშვილი, მიხეილ ნანობაშვილი, და სხვები.ესაასწრაფი ქმედებების დრო - ხელოვნება აქტიურად იჭრება ცხოვრებაში და პირიქით, ცხოვრება იჭრება ხელოვნებაში.ცოტა ხანში კი, 1923 წელს პოეტი უკვე იტყვის, საქართველო სიზმრებისა და მწუხარების ქვეყანააო.

სახელმწიფო კონტროლი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

სახელმწიფო კონტროლი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის შემოღების საკითხი. გათვალისწინებული იყო, რომ მის კონტროლს დაექვემდებარებოდა ბიუჯეტური ორგანიზაციების ფინანსები და მთლიანად, ქვეყნის შემოსავ ლები და ხარჯები. 1918 წლის 3 ივნისს ეროვნული საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე დასაბუთდასახელმწიფო კონტროლის სამსახურის დაარსების აუცილებლობის საკითხი. კანონი "სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების" შესახებ ერთხმად მიიღო  ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 28 ივნისის სხდომაზე. მისი ხელმძღვანელი-სახელმწიფო კონტროლიორი უნდა აერჩიაეროვნულ საბჭოს. იგი არ უნდა შესულიყო   მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში. მთავრობასა და სახელმწიფო კონტროლიორს შორის უთანხმოების საკითხებს წყვეტდა ეროვნული საბჭო. დღის წესრიგში სახელმწიფო კონტროლიორის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა. ამ თანამდებობაზე სოციალისტ-ფედერალისტთა მიერ დასახელდა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი. (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტი, პროფესორი). ხმათა დიდი უმრავლესობით სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ფ. გოგიჩაიშვილი. 1918 წლის 6 დეკემბერს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დებულება "სახელმწიფო კონტროლისა და მისი უწყების საგანთათვის" და "რევიზიის წესდება". დამტკიცებული  დებულების მიხედვით:სახელმწიფო კონტროლიორი, მინისტრის უფლებით, მონაწილეობდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში; სახელმწიფო კონტროლიორს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურად 15 დეკემბერს უნდა  წარედგინა საანგარიშო მოხსენება ჩატარებული სამუშაოების შესახებ; ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო კონტროლიორის წარდგინებით ნიშნავდა და ათავისუფლებდა სახელმწიფო კონტროლიორის მოადგილეს, ხოლო სახელმწიფო კონტროლის სხვა მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა თავად სახელმწიფო კონტროლიორი. სახელმწიფო კონტროლიორის ფუნქციებში ასევე შევიდა: საკანონმდებლო ორგანოში წარდგენამდე ბიუჯეტის პროექტის შედგენის შემოწმება, ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, სახელმწიფო საწარმოებისა და დაწესებულებების ფულადი სახსრების ბრუნვის, მატერიალური ქონების მდგომარეობის შემოწმება, კრედიტების განაწილებაზე კონტროლი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხარჯების შემოწმება სახელმწიფო კონტროლის კომპეტენციაში არ შედიოდა. სახელმწიფო კონტროლის ორგანოში შეიქმნა "საერთო საკრებულო"  სახელმწიფო კონტროლიორის თავმჯდომარეობით. "საკრებულოს" უფლება ჰქონდა მოესმინა საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენი საანგარიშო მოხსენება და განეხილა წინადადებები მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ,აგრეთვე მოემზადებინა დასკვნა კონტროლიორის დავალებით გადაცემულ საკითხებზე.  სახელმწიფო კონტროლის მიერ ჩატარებული რევიზიების ანგარიშები 3 რიგად ნაწილდებოდა: პირველი რიგის ანგარიშები სამუდამოდ უნდა დაცულიყო, მეორე რიგის ანგარიშები 10 წელი (გახანგრძლივება შეეძლო "საერთო საკრებულოს") და მესამე რიგის "ადმინისტრაციული საქმეები" 5-10 წლის ვადით. სახელმწიფო კონტროლიორი, შესაბამისი სფეროს მინისტრთან შეთანხმებით, ადგენდა, თუ რომელ რიგს უნდა მიკუთვნებოდა შედგენილი ანგარიში.

სახელმწიფო კონტროლის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ბევრი ფინანსური დარღვევა. თავის მხრივ, ფ. გოგიჩაიშვილმა, როგორც ქართული ეკონომიკური აზრის მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველმა სახელმწიფო კონტროლიორმა, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფინანსური კონტროლის სისტემის საფუძვლების შექმნაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან დამფუძნებელ კრებას მიმართა თხოვნით  - დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 14 მარტს კენჭისყრის შედეგად დააკმაყოფილა სახელმწიფო კონტროლიორის ფ. გოგიჩაიშვილის თხოვნა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, მაგრამ მას დაევალა მოვალეობის შესრულება ახალი სახელმწიფო კონტროლიორის არჩევამდე. 1919 წლის 9 მაისს, დ. თოფურიძემ, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით, დამფუძნებელ კრებას სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე ასარჩევად ისევ ფ. გოგიჩაიშვილის კანდიდატურა (სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა) წარუდგინა. ფარული კენჭისყრის შედეგად (მონაწილე 66 კაციდან მომხრე - 61, წინააღმდეგი - 2, თავი შეიკავა - 1, გაუქმებული აღმოჩნდა -2). სახელმწიფო კონტროლის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს ფილიპე გოგიჩაიშვილი. ამის შემდეგაც "კონტროლიორის ინსტიტუტმა" ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.

სახალხო უნივერსიტეტები

სახალხო უნივერსიტეტები სახალხო უნივერსიტეტები საქართველოში უკვე XX ს.-ის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა. პირველი სახალხო უნივერსიტეტი ალექსანდრე გარსევანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. სახალხო უნივერსიტეტები იყო: თბილისში, ქუთაისში, გორში, ჭიათურაში, ხონში, ფოთში, თელავში და სხვ. სულ ასეთი 12 უნივერსიტეტი არსებობდა. აქ საინტერესო ლექციებს კითხულობდნენ ცნობილი მეცნიერები, მწერლები, სპეციალისტები. სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებად ეწერებოდა მრავალი მსურველი. დამოუკიდებლობის წლებში სახალხო უნივერსიტეტების გახსნამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ის უკვე სოფლებშიც იხსნებოდა. მაგ.: თელავის რაიონის სოფეულ ნაფარეულში, სოფელ ფშაველში, სადაც ითხოვდნენ ისიდორე რამიშვილის ლექციას და უნივერსიტეტისთვის მისი სახელის მინიჭებას. 1920 დაიწყო არსებული უნივერსიტეტების რეორგანიზაცია თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის - ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით. სარეორგანიზაციოდ აირჩა სპეციალური კომიტეტი. მთავრობას უჭირდა ამ დაწესებულებების დაფინანსება, ამიტომ მას ხალხი ეხმარებოდა. ამგვარი უნივერსიტეტების როლზე საუბრობდა პუბლიცისტი ივანე როსტომაშვილი გაზეთის სპეც. რუბრიკაში _ „სახალხო სკოლა და სახალხო უნივერსიტეტი“.        

სახელმწიფო ენის შესახებ კანონი

სახელმწიფო ენის შესახებ კანონი. საკონსტიტუციო კომისიის 1918-ის 14 სექტემბერს კომისიას გადაეცა დ. ჩიქოვანის წინადადება ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობისათვის ქართული ენის ცოდნის სავალდებულოობის შესახებ. იმავე სხდომაზე  პ. საყვარელიძეს დაევალა შესაბამისი კანონ-პროექტის შემუშავება და შემდგომი სხდომისთვის მისი წარმოდგენა. 1918-ის 21 სექტემბერს ამ საკითხზე კომისიამ იმსჯელა. საბოლოოდ, ეროვნულმა საბჭომ კანონ-პროექტი 1918-ის  1 ოქტომბერს მიიღო. ის შესდგება სამი მუხლისაგან და აქვს ორი შენიშვნა. კანონში მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. საქართველოს ეროვნულ საბჭოში საქმის წარმოება და კამათი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შესაძლებელი. კანონი მხოლოდ ერვნულ უმცირესობათა წარმომადგენელებს უფლებას აძლევდა, თუ მათ სახელმწიფო ენა არ იცოდნენ, სიტყვა წარმოეთქვათ საკუთარ ენაზე. ეს საკითხი კიდევ უფრო დაზუსტდა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918-ის 15 ოქტომბრის კანონში „წესი ენის ხმარებისა“, რომელიც ეროვნული საბჭოს რეგლამენტის დამატებას წარმოადგენდა. ცალკე, 1919-ის 14 იანვრის კანონით „ადგილობრივ თვითმართველობათა ორგანოებში ენის ხმარებისა“, მოწესრიგდა ადგილობრივ ორგანოებში ენის გამოყენების საკითხი. რასაკვირველია, უპირატესობა მიენიჭა ისევ ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას, მაგრამ ეროვნულ უმცირესობებს, ასევე, შეეძლოთ, ესარგებლათ თავიანთი დედაენით.

   ქართული ენისადმი განსაკუთრებული მზრუნველობა იმ პერიოდის არაერთ კანონში ჩანს. მაგალითად, 1918-ის 24 სექტემბრის „მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის“ შესახებ კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მოსამართლეთა ყრილობაზე ქართულად უნდა წარმართულიყო. ამ კანონის თანახმად, ოფიციალურ ტექსტად ითველებოდა ქართული ტექსტი.„ნაფიც-მსაჯულთა შესახებ “ 1919-ის 17 იანვრის დებულებით, ნაფიც-მსაჯულს ქართული ენის ცოდნა მოეთხოვებოდა.

„რა ენაზე უნდა მოეწყოს სენატში საქმის წარმოება?“ ეს კითხვა 1919-ის 31 ოქტომბერს დაისვა საქართველოს სენატის საზოგადო კრების სხდომაზე. განხილვის შემდეგ სენატმა ერთხმად დაადგინა: „სენატის რეზოლუცია და განჩინება დაწერილ უნდა იქნეს ქართულად“.

ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი 1921 კონსტიტუციაში მე-3 მუხლითაა გარანტირებული.                                                                                                              

სახალხო გვარდია

სახალხო გვარდია  - ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შექმნეს წითელი გვარდია, რომელმაც 1917-ის რუსეთის რევოლცუიების შემდეგ, საქართველოში, ანარქიულ ვითარებაში წესრიგი დაამყარა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-ის 2 ივლისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შესახებ“, რითაც სოციალ-დემოკრატიული პარტიული წითელი გვარდია გადაკეთდა სახალხო გვარდიად. კანონის მიხედვით, გვარდიის მიზანს  რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა შეადგენდა. გვარდიაში სამსახური შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არ ირიცხებოდა ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სახალხო გვარდიელი ვალდებული იყო მთავრობის მოწოდებისთანავე გამოცხადებულიყო საკუთარ რაიონულ შტაბში, იმ იარაღით და აღკაზმულობით, რომელიც მას ჰქონდა მიბარებული შტაბისაგან. მოხალისეთათვის გვარდიაში სამსახური უსასყიდლო იყო, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობის აღსრულების დროს მას ეძლეოდა მთავრობისაგან დახმარება, ხოლო ინსტრუქტორები და ოფიცრები იღებდნენ სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისაგან მიღებულ ჯამაგირს. გვარდია მშვიდობიანობის დროს იმართებოდა მთავარი შტაბის, საოლქო და სარაიონო შტაბების მეშვეობით. გვარდია ომის დროს ემორჩილებოდა საერთო მთავარსარდალს.  სახალხო გვარდიის გაწვევა შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს, თუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ უფლებით სარგებლობა, გვარდიის გამოწვევის უფლება ჰქონდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს. საგანგებო ვითარებაში ამ ფუნქციით სარგებლობა შეეძლო მთავარ და რაიონულ შტაბებს, 1919 -დან ადგილობრივ შტაბებს ეს უფლება ჩამოერთვათ. სახალხო გვარდია შედგებოდა რეგულარული და არარეგულარული შენაერთებისაგან. რეგულარული შენაერთები : საგანგებო ქვეითი ბატალიონი; ცხენოსანი დივიზიონი; საარტილერიო ბრიგადა; საგანგებო ტყვიისმფრქვეველთა რაზმი; ჯავშნოსან ავტომობილთა გუნდი (1920 -დან ჯავშანსატანკო დივიზიონი); ჯავშნიანი რკინიგზის რაზმი; საინჟინრო გუნდი.  19 სარეზერვო არარეგულარული ბატალიონი, რომლებიც ომის დროს იკრიბებოდნენ ტერიტორიული პრინციპით: თბილისის 4 ბატალიონი; გარეკახეთის ბატალიონი; კახეთის პირველი და მეორე ბატალიონები; დუშეთის ბატალიონები, ქართლის პირველი და  მეორე ბატალიონები; ახალციხის ბატალიონი, იმერეთის პირველი,   მეორე და მესამე ბატალიონები; სამეგრელოს პირველი და მეორე ბატალიონები; სოხუმის, გურიის და ბათუმის ბატალიონები. მთლიანობაში გვარდიის რეგულარული და არარეგულარული შენაერთების სამობილიზაციო შესაძლებლობა    დაახლოებით 15 000 მებრძოლს შეადგენდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates