• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

საქართველო-აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ხელშეკრულება

საქართველო-აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების ხელშეკრულება  1919-ის 16 ივნისს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, ერთობლივ თავდაცვით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.  მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ ორმა მეზობელმა სახელმწიფომ ერთმანეთს სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს, მხოლოდ, მტრის შემოსევის დროს, ხოლო თუ რომელიმე მათგანი თავად მოიწადინებს შეტევითი ომის დაწყებას ვინმეს წინააღმდეგ, მეორე მხარე მოვალე არ არის მას მხარი დაუჭიროს. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება და აზერბაიჯანის მთავრობა იღებენ სამხედრო ურთიერთდახმარების ვალდებულებას მესამე მხრიდან აგრესიის შემთხვევაში; თანხმდებიან, ტერიტორიული დავების მოლაპარაკების და არბიტრაჟის გზით გადაწყვეტაზე. ორივე რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შეთავაზეს, რათა  აღნიშნულ ხელშეკრულებას შეერთებოდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისში, საქართველოს დრ-ის მხრიდან - ე. გეგეჭკორმა (საგარეო საქმეთა მინისტრი), ნ. რამიშვილმა (შინაგან საქმეთა მინისტრი), გენერალი-მაიორმა ალ. გედევანიშვილმა (თავდაცვის მინისტრის მოადგილე), გენერალმა ი. ოდიშელიძე (სამხედრო საბჭოს წევრი); აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან: მამად ჯაფაროვმა (საგარეო საქმეთა მინისტრი), გენერალი სამედბეკ მეხმანდაროვმა (თავდაცვის მინისტრი), გენერალ-ლეიტენანტმა სულეიმანბეკ სულკევიჩმა (გენერალური შტაბის უფროსი). ხელშეკრულების ზოგიერთ მუხლში ვკითხულობთ: 1. „შეთანხმების შემკვრელი ორივე სახელმწიფო მოვალე არის მთელი შეიარაღებული ძალებით და სამხედრო საშუალებით გაილაშქროს ყველა თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც კი ორივე ან ერთ-ერთ შეთანხმებულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ან ტერიტორიულ ხელშეუხებლობას საფრთხეს უქადის. შენიშვნა: ეს მუხლი არ ეხება იმ უთანხმოებებს, რომელსაც გამოიწვევს საზღვრების საკითხი ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული გამიჯვნის დაუმთავრებლობის ნიადაგზე.  3.       ეს შეთანხმება განსაკუთრებით თავდაცვითი ხასიათისაა და თუ რომელიმე მხარემ წინასწარ შეუთანხმებლად ომი გამოუცხადა ან საომარი მოქმედება დაიწყო, შეთანხმების მონაწილე მეორე მხარე მოვალე არ არის მონაწილეობა მიიღოს ამ საომარ მოქმედებაში. 4. ხელშეკრულების მონაწილენი მოვალენი არიან ყოველგვარი დავა, რომელიც კი მათ შორის მოხდება საზღვრების საკითხის გამო, გადაწყვიტონ შეთანხმებით ან არბიტრაჟით, რომლის გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს აღიარებული, როგორც საბოლოო და ორივე მხარისთვის სავალდებულო. 5. ეს შეთანხმება შეიკრას 3 წლის ვადით. ხელშეკრულების თითოეულ მონაწილეს უფლება ეძლევა ამ ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე განაცხადოს სურვილი მისი ახალი ვადით განახლების ან მისი უარყოფის შესახებ. უკანასკნელ შემთხვევაში ხელშეკრულება მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ კარგავს ძალას. 7. პირველ და მეორე მუხლებში აღნიშნული პირობების შექმნის დროს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოები მოვალენი არიან სეპარატიული ზავი არ შეკრან. 10. ამიერკავკასიის მესამე რესპუბლიკას - სომხეთს უფლება ენიჭება ამ ხელშეკრულების ოფიციალურად გადაცემის დღიდან 2 კვირის განმავლობაში განაცხადოს, რომ თანახმაა შემოუერთდეს ამ შეთანხმებას.  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის პრობლემატური იყო ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი, ასევე, აზერბაიჯანის მხარდაჭერა სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის მიმართ, თუმცა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დოკუმენტი ერთხმად იქნა რატიფიცირებული, აზერბაიჯანის პარლამენტში კი მისი დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ ბოლშევიკები გამოვიდნენ.  მიუხედავად ასეთი ხელშეკრულებისა, ორივე სახელმწიფო, 1920-1921 წლებში, ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. 1920 წლის 28 აპრილს, ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, იქაური პოლიტიკური ელიტის ნაწილი თბილისში გადმოვიდა, მაგრამ 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საბჭოთა რუსეთმა საქართველოც დაიპყრო. წითელი არმიის ინტერვენციისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბოლშევიკური პარტიისათვის ქვეყნის მმართველობის გადაცემას  აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ასეთ ვითარებაში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აზერბაიჯანთან თავდაცვითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა აღარ მოეთხოვებოდა. ქართული სამხედრო შენაერთების აზერბაიჯანში გაგზავნისაგან საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა. თბილისმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ბოლშევიკთაგან დევნილ აზერბაიჯანის დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები გასაბჭოებულ ბაქოში. აზერბაიჯანის რევკომის განკარგულებით თითქმის სრული შემადგენლობით დააპატიმრეს საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა, დახვრიტეს აზერბაიჯანის არმიაში მომსახურე რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის გენერალი ბ. მაყაშვილი და სხვ.

სასულიერო განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

სასულიერო განათლება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1917-is 12/25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის და 1918 წ. 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველ სასულიერო კრებულს და მორწმუნე საზოგადოებას იმედი მიეცა, რომ საქართველოს ეკლესია, რომელიც საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მოახერხებდა თავისი კუთვნილი ადგილის დაკავებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა იყო განათლების საკითხი, რასაც ჯერ თანმიმდეvრულად და მიზან0მიმართულად მეფის რუსეთი ებრძოდა. საქართველოში უნდა მომხდარიყო რუსული ეკლესიის მიერ დამკვიდრებული სასულიერო-საგaნმანათლებლო სისტემის ქართულით შეცვლა, ამ მიზნით ქართველ სასულიერო პირებს შორის ფართო მუშაობა გაიაშალა. მათ შეკრებებზე აღნიშნული საკითხი აქტიური მსჯელობის საგნად სწორედ ეს საკითხი იქცა. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულს მხოლოდ ის რეაგირება მოჰყვა, რომ 1918-ის. 22 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო კანონი „საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების“ შესახებ  ყველა ტიპისა და საფეხურის სახაზინო და კერძო უფლებიან სკოლებში. ამ დადგენილებიდამ ერთი თვის თავზე თბილისის სასულიერო სემინარია, გადაკეთდა „ტფილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიად“. ცენტრალური ხელისუფლების აღნიშნულ ნაბიჯს სასულიერო კრებულის და მრევლის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა მთავრობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა და აღნიშნულიც მისი იდეოლოგიურ-რელიგიური პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

საოსტატო სემინარიები

საოსტატო სემინარიები პედაგოგთა კადრების მომზადებას ქართული საზოგადოება ცარიზმის პერიოდიდანვე ესწრაფვოდა. ამ სფეროში დასაქმებულთა შორის საპატიო ადგილი ქალებს ეკავათ.  ქალთა საოსტატო ინსტიტუტები და კურსები არსებობდა  სახელმწიფო სტატუსითაც,  მაგრამ უმეტესობა  კერძო იყო. ამგვარი კადრების მომზადებაში გარკვეული წვლილი შეიტანა „განათლების“ საზოგადოებამ, რომელსაც სათავეში ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი -წერეთელი ედგა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იყო 5 საოსტატო სემინარია. 1918-ის  2 აგვისტოს განათლების მინისტრმა  გიორგი ლასხიშვილმა პარლამენტს მოხსენება წარუდგინა სამასწავლებლო ინსტიტუტებისა და სემინარიების გაეროვნების შესახებ.  საქართველოში ამ დროს 4 პედაგოგიური სასწავლებელი იყო: ტფილისის საოსტატო ინსტიტუტი, სემინარიები გორში, ხონსა  და სოხუმში. მინისტრი თითოეულ მათგანს ახასიათებდა და იმ პერსპექტივას წარმოაჩენდა, რაც ამ სასწავლებლებს ელოდა დამოუკიდებლობის პირობებში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სასწავლებლებში იკლო როგორც ადგილობრივ არაქართველთა, ასევე ჩამოსულების რიცხვმა. რადგან პოლიტიკური ვითარება მძიმე იყო.  მინისტრი ვარაუდობდა, რომ ინსტიტუტსა და სემინარიებში რუსული და სხვა არაქართული კლასები შეიძლებოდა დახურულიყო. აზერბაიჯანლებისთვის სემინარია განჯაში იყო გახსნილი, სომხებისთვის ერევანში. ამიტომ, მინისტრი გამოთქვამდა თვალსაზრისს, რომ სემინარიებსა და საოსტატო ინსტიტუტებში მხოლოდ ქართული განყოფილებები დარჩებოდა, სოხუმში კი იქნებოდა ქართული და აფხაზური განყოფილებები. საამისოდ, სოხუმის სემინარიის ახალი, აფხაზური განყოფილებისათვის მინისტრი ითხოვდა მთავრობისაგან კრედიტის გაცემას. მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საოსტატო სემინარიების ქართულ სასწავლებლებად გარდაქმნას. ვინაიდან მასწავლებელთა კადრების სიმცირე, თანაც დაბალი ხარისხი იყო, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ცდილობდა მდგომარეობის გამოსწორებას. განათლების რეფორმას სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები განახორციელებდნენ, ამ კადრებს დრო ჭირდებოდა, დრო კი არ იცდიდა. ამისთვის, სამინისტრომ სცადა როგორც ძველი კადრების გამოყენება ( მათი გადამზადება თუ გადასამზადებელი კადრებისათვის გამოყენება) , ასევე ძველი სასწავლებლების პედაგოგიური პროფილით რეორგანიზაცია. ამ მხრივ საინტერესოა განათლების მინისტრის მიერ 1918 წლის 2აგვისტოს პარლამენტში წარდგენილი მოსაზრება საზოგადოება „განათლების“ თამარ მეფის სახელობის საოსტატო სემინარიის შესახებ. მინისტრი წერდა: საქართველოს ტერიტორიაზე მთავრობას არა აქვს არც ერთი საპედაგოგიო სასწავლებელი, სადაც შეიძლებოდეს ქალთა მომზადება სახალხო სკოლების მასწავლებლებად. არსებული სკოლები ყველა სავაჟოა. საჭიროება ქალთა საოსტატო სემინარიისა დიდია და განათლების სამინისტროც პირველ რიგში აყენებს ამგვარი სკოლის შექმნას. მაგრამ ვინაიდან დღევანდელს პირობებში ახალი სკოლის შექმნა მეტად ძნელია და არც მოკლე ხანში მოხერხდება, სამინისტრო ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა  გვესარგებლა უკვე არსებული ქალთა სემინარიით და იგი სახელმწიფო საჭიროებისათვის შეგვეფარდებინა და გამოგვეყენებინა. ამგვარია „განათლების საზოგადოების“ თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარია. სამინისტრომ მიიღო მხედველობაში, რომ „განათლების საზოგადოება“ იმთავითვე ქართულად აწარმოებდა სკოლაში სწავლა-აღზრდის საქმეს და ამ მხრივ თვალსაჩინო წარმატებაც გამოიჩინა, გაითვალისწინა, რომ სასწავლებელს უკვე 2 სემინარიული კლასი აქვს, მაშასადამე ორი წლის შემდეგ სრული ქართული სემინარია გვექნებოდა.  არა უგულვებელჰყო ის გარემოებაც, რომ სკოლა მასწავლებელთა მხრივ უზრუნველყოფილია (ყველა მასწავლებელი სათანადო უმაღლესი განათლებით არის აღჭურვილი), აქვს აგრეთვე ბინის ასაგებად შეგროვილი 22, 284მან. და დაადგინა: აღიძრას, თანახმად „განათლების“საზოგადოების თხოვნისა, შუამდგომლობა ეროვნული საბჭოს წინაშე, რომ : ა) „განათლების“ საზოგადოების თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარია ცნობილი იქმნას სახელმწიფო სასწავლებლად და გადავიდეს მთელი სასკოლო მოწყობილობით , ბიბლიოთეკით, მუზეუმით მთავრობის გამგებლობაში; ბ) მიეცეს სემინარიას სახელმწიფო ხაზინიდან ყოველწლიური დახმარება თანახმად არსებული სახელმწიფო საოსტატო სემინარიების ხარჯთ-აღრიცხვის ნორმებისა“. ეროვნულმა საბჭომ  მიიღო დოკუმენტი, როგორც კანონი 1918-ის 6 სექტემბრის სხდომაზე, სადაც იგი წარადგინა სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა რაჟდენ არსენიძემ. 1919 წლისათვის მთელი რიგი ცვლილებები შევიდა თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის შტატებში. დიდი ყურადღება ეთმობოდა ე.წ.„სამაგალითო სკოლას“, რომელიც სემინარიასთან არსებობდა და სადაც მომავალი სახალხო სკოლის მასწავლებელი ისმენდა სამაგალითო გაკვეთილებს. მას გამოცდილი მასწავლებელი ავარჯიშებდა გაკვეთილის სრულყოფაში, მეთოდურ ჩვევებში. განათლების სამინისტრომ დააყენა საკითხი „სამაგალითო მასწავლებელთა“ ხელფასების გადიდების შესახებ. სამასწავლებლო სემინარიის (საოსტატოს ნაცვლად, პარლამენტმა სიტყვა სამასწავლებლო შემოიტანა)  დამატებითი შტატების შესახებ 1919 წლის იანვარში  მიღებული კანონი ასეთ ახალ შტატებს ითვალისწინებდა: 1. ნაცვლად ოთხისა, თამარ მეფის სახელობის სამასწავლებლო სემინარიაში 7 შტატი წესდებოდა; 2. აღდგა ხელგარჯილობისა და ხელსაქმის მასწავლებლის თანამდებობა; 3. სემინარიის მასწავლებელთათვის შემოღებულიიქნა 5-წლეულები, თითო 500 მან. 4. კლასის დამრიგებელს წლიურად განესაზღვრა 1800 მან. 5. დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული დეკრეტი სამოქალაქო უწყების მუშაკთათვის ხელფასების მომატების შესახებ გავრცელდა საოსტატო სემინარიის მასწავლებლებზეც, მათ მოემატა ხელფასი; 

სასამართლო განაჩენის შეცვლის შესახებ კანონი

სასამართლო განაჩენის შეცვლის შესახებ კანონი. ტერმინი ,,სასამართლო ხელისუფლება“ ქართულ სინამდვილეში პირველად სწორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში იყო გამოყენებული. კონკრეტულად, მხედველობაშია 1919 წ. 29 ივლისისკანონი ,,საქართველოს სენატის დებულების შემოღებისა“. ამ კანონით განისაზღვრა, თუ რომელ ორგანოებს ეკუთვნოდა ,,სასამართლო ხელისუფლება“ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.  თუმცა 1921 წ. კონსტიტუციაში სიტყვა „სასამართლო ხელისუფლება“ არც ერთხელაა მოხსენიებული, კონსტიტუციის შესაბამის ნაწილს „სასამართლოები“ ეწოდება.

1919 წ. 17 აპრილის დადგენილება „სასამართლოს განაჩენის შეცვლის თაობაზე შემოსული თხოვნების განხილვისა“ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მხარეებად გამოდიოდნენ სასამართლო პროცესებზე, უფლებას არ აძლევდა შეეტანა სააპელაციო საჩივარი დამფუძნებელ კრებაში. დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ დამფუძნებელი კრება ყოფილიყო საბოლოო ინსტანცია სისხლის სამართლის საქმეებზე. იურიდიული კომისიის სახელით დავით ონიაშვილი განმარტავდა, რომ „დამფუძნებელი კრება არ უნდა არჩევდეს ასეთ მოთხოვნებს. დამფუძნებელი კრება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ასეთი საქმეების გარჩევა ხელს შეუშლის და შეაფერხებს მის მოღვაწეობას“.ა ღნიშნული დადგენილება მოიცავს ერთ პუნქტს და აღიარებს: „საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შემოსული თხოვნებიდა შუამდგომლობანი, რომლებიც სასამართლოს განაჩენის შეცვლას შეეხება, დამფუძნებელი კრების მიერ განუხილველი დარჩება“. ამ დებულებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გაემიჯნა მართლმსაჯულებით ფუნქციებს, ეს საკითხი, ჯერ კიდევ, აქტუალური იყო ევროპაში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც გერმანიის უმაღლესი ხელისუფლება ნაკლებად ერეოდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰემ პირველი 1739 წ. იმუქრებოდა, რომ იგი შეუბრალებლად ჩამოახრჩობდა ყველა იმათ, ვინც მას მიმართავდა სასამართლოს მიერ გარჩეული საქმეებისათვის თხოვნით და 1752 წ. 22 ოქტომბრის რესკრიპტრით აცხადებდა, რომ არ ჩაერეოდა სასამართლოს საქმეებში და თვითონაც სახელმწიფო კანონებს დაემორჩილებოდა.

1919 წ. 19 ივლის სდამფიძნებელმ აკრებამ მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს (სენატის) დებულება.  1919 წ. 7 ოქტომბერს არჩეულ იქნა სენატის პირველი წევრები 15 მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი სასამართლო მუშაობას შეუდგა 1919 წ. 23 ოქტომბერს. სენატი აღიჭურვა სასამართლოს განაჩენის შეცვლის უფლებამოსილებით. სენატის დებულების მე-8 მუხლის მიხედვით, იგი თავისი მოღვაწეობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას.

საბოლოოდ ეს საკითი კონსტიტუციურ რანგში იქნა აყვანილი. 1921 წ. კონსტიტუციის 79-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრატიული ორგანოს მიერ.

სამხრეთ-დასავლეთ  კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს  შექმნის მცდელობა

სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მუსლიმანური სახელმწიფოს  შექმნის მცდელობა. სამხრეთ საქართველოს მუსლიმანებით დასახლებულ ტერიტორიაზე პროოსმალური ძალები ათეული წლების მანძილზე ეწეოდნენ ანტიქართულ აგიტაციას, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა 1910-იანი წლებიდან. პროოსმალური აგიტაციის დასაყრდენი იყო ექიმ სულთანოვის მიერ 1914 ახალციხეში შექმნილი „საქველმოქმედო საზოგადოება“. 1917-ის 17 ნოემბერს ახალციხეში ჩატარდა მუსლიმანთა ყრილობა, რომლის მიერ მიღებული დადგენილებით  სამხრეთ- დასავლეთის ქართული ოლქები საქართველოსგან ჩამოცილებულად გამოცხადდა, ხოლო არდაგან- ბათუმის ოლქებისა და ახალციხე- ახალქალაქის მაზრების ბაზაზე, უნდა შექმნილიყო ე. წ. „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა“. 1917-ის დეკემბერში მოხდა მუსლიმან ქართველთა აჯანყება, რომლებმაც ახალციხე ალყაში მოაქციეს. აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: ომარ- ფაიკ ნამინ ზადე (ყიფიანი), ზია- ბეგ ავალიშვილი, ზორი ზორიანცი, ბაღჩი- ბეგ მაჩაბელი, გუდა გუდიევი, სერვერ- ბეგ ათაბაგი (ჯაყელი) და სხვ. 1918-ის იანვარში, აწყურთან გზის ჩაკეტვით, აჯანყებულებმა სამცხე- ჯავახეთი საქართველოს ჩამოაცილეს, ხოლო მუსლიმან ქართველთა ჯარი ოსმალეთის არმიას შეუერთეს. ახალციხე- ახალქალაქის მაზრების გენერალ- გუბერნატორის მცდელობა, პროოსმალური ორიენტაციის მქონე აჯანყებულებს გამკლავებოდა, უშედეგო აღმოჩნდა.მუდროსის ზავის შემდეგ (1918. 30 ოქტომბერი) ოსმალეთს უნდა დაეტოვებინა ამიერკავკასიის ტერიტორია, მაგრამ ის აჭიანურებდა ჯარის გასვლას ყარსის ოლქიდან. ოსმალთა ხელშეწყობით 1919-ის იანვარში სერვერ- ბეგის ხელმძღვანელობით დაიწყო აჯანყება, შეიქმნა ე. წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის ნაციონალური მთავრობა, რომელსაც იბრაიმ-ბეი ჩაუდგა სათავეში (ყარსის მესამე კონგრესი. 1919-ის 17- 18 იანვარი). მთავრობის რეზიდენციად ყარსი გამოცხადდა. აჯანყებული პროოსმალური ორიენტაციის ბეგები, თავიანთი მიზნების განხორციელებას რეალობად მიიჩნევდნენ, რადგან მხარდაჭერას ოსმალეთიდან და ამიერკავკასიის რეგიონში მყოფი ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ელოდნენ. ინგლისის სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელთა ხელშეწყობით, ხალილ- ფაშამ ახალციხეში 200  შეიარაღებული ოსმალო ასკერი და რამდენიმე ოფიცერი დატოვა. იმავდროულად, პროოსმალური ორიენტაციის მუსლიმან ქართველებს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია- წამალი გადაეცა.საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნ.ჟორდანიამ, გენ. უოკერი აჯანყებული სერვერ- ბეგის მხარდაჭერაში და ყარსის მუსლიმანური სახელმწიფოს მფარველობაში დაადანაშაულა. ვ.ნოზაძის მტკიცებით, ინგლისელთა ასეთი პოზიცია, სომხურ ინტერესებთან იყო გადაჯაჭვული. ე.ი. სამხრეთ- დასავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, სომხურ- ინგლისური ანტიქართული კურსი მოქმედებდა. მათი ხელშეწყობით განხორციელდა პარიზის კონფერენციაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით, „ყარსის მთავრობის“ წარმომადგენლის გაგზავნა. ინგლისელთა ფარული მხარდაჭერით, სერვერ- ბეგმა ახალციხეში შესვლისთანავე გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი მოაწყო. იმავდროულად, ადგილობრივი მთავრობის სახით შეიქმნა ახალციხის საგანგებო კომისარიატი. მის შემადგენლობაში შევიდნენ: სერვერ-ბეგი ათაბაგოვი (თავმჯდომარე), პრინცი ათაბაგი-ქობლინსკი (თანაშემწე), გომაშევიჩი (შინაგან საქმეთა კომისარი) და სხვ. ახალციხეში სამხედრო წესები იქნა შემოღებული, ქალაქის კომენდანტად ახმედოვი დაინიშნა, ხოლო ახალციხის მაზრის უფროსად იასონ-ბეგ ფალავანდოვი. სერვერ- ბეგის მმართველობა 27 დღე გაგრძელდა. . სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობამ ენერგიული ზომები მიიღო. 1919-ის აპრილის დასაწყისში ქართულმა ჯარმა გენერალ გ. გ.კვინიტაძის სარდლობით წარმატებული კონტრშეტევა წამოიწყო. აპრილის მეორე ნახევარში კვინიტაძემ დაძლია სერვერბეგის წინააღმდეგობა და 20 აპრილს არტაანი აიღო.. ქართველთა წინსვლან  ინგლისელები იძულებული გახადა 1919-ის აპრილიდან აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყო და „ყარსის მთავრობა“ გასაწირად გაემეტებინა. 13 აპრილს, ინგლისელებმა „სამხრეთ- დასავლეთ კავკასიის“ პარლამენტი დაითხოვეს, ხოლო „მთავრობის“ 12 წევრი დააპატიმრეს და კუნძულ მალტაზე გადაასახლეს.  საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეძლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სერვერ-ბეგის აჯანყების ლიკვიდაცია,  და რეგიონში წესრიგის დამყარება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates