• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სახვითი ხელოვნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

სახვითი ხელოვნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1918-ში საქართველოს კულტურისათვის მოკლე, მაგრამ მშვენიერი ეპოქა დგება; როგორც ფრანგები 1890-1914-ებზე ამბობენ, La Belle Époque. ეს დრო მისთვის ზოგადად ტრაგიკულია (1914-1918-ის I მსოფლიო ომი, 1917-ში რუსეთის ბოლშევიკური გადატრიალება), მაგრამ ძალიან იღბლიანიც - საქართველო დამოუკიდებლობას იბრუნებს; 1918-1921-ში ის დემოკრატიული რესპუბლიკაა და ოპტიმისტურია. 1918-1921-ის ქართულ კულტურას თავისი წინაპირობაც აქვს:მოდერნიზმის გზას უკვე 1900-ში ადგება, რასაც მოწმობს მხატვარ გიგო გაბაშვილის, ახლახანს აღმოჩენილი ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნაწარმოები, ფოტოგრაფია. ის ქართულ სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმის ფუძემდებელი აღმოჩნდა. ქართული მოდერნისტული ხელოვნების ათვლის წერტილიც 1900-ში ინაცვლებს. ილია ზდანევიჩი 1911-მდე, მოზარდი, ეცნობა მარინეტის, ფუტურზმის ფუძემდებელის მანიფესტებს, იწყებს სიმბოლისტური ტიპის ლექსების წერას. დავით კაკაბაძე 1910-სთვის მუშაობას იწყებს ფერწერასა და ფოტოგრაფიაში. 1918-დან კი თბილისი მოდერნიზმის და ავანგარდის მნიშვნელოვანი ცენტრია; ინტერნაციონალურია, პარიზულ მოდერნიზმზე/ავანგარდზე ამოზრდილი, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ ავანგარდთან თანამშრომლობით გამდიდრებული .გრიგოლ რობაქიძე 1918-1920-ზე წერს, «თბილისი გახდა პოეტების ქალაქი, კაფე «ინტერნაციონალში» იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. <...>ტფილისი შეიქნა ფანტასტური». ის ახალგაზრდული და ლაღია; სახელოვნებო ექსპერიმენტის, ხელოვნების ფუნქციის გადააზრების, ახალი ენის შექმნის დროა. თბილისში მყოფი რუსი ფუტურისტი ალექსეი კრუჩონიხი 1919-ში ჟურნალში «კურანტები» («Куранты», ტფილისი), თბილისს კულტურის მესამე ცენტრს უწოდებს. აკმეისტი პოეტი იური დეგენი კი თბილისის ჟურნალში «ფენისქი» («Феникс»,1919) წერს: «კავკასიამ რუსულ ფუტურიზმს მისცა ვლადიმერ მაიაკოვსკი და ძმები ილია და კირილ ზდანევიჩებიო». «ფანტასტურ» დედაქალაქში 1918-დან მუშაობენ საქართველოს მკვიდრი პოლონელი, სომეხი, გერმანელი მხატვრები, პოეტები, რუსეთიდან ჩამოსულიხელოვანები, ქართველი მოდერნისტები და ავანგარდისტები; «შემოქმედებითი ძალების სიმრავლემ საქართველოს დედაქალაქი ევროპული კულტურის ცენტრად აქცია». 1918-დან იწყება ავანგარდული არტისტული კაჶეების ეპოქა, ხმაურიანი პროცესი უცნაური რიტორიკით, ესთეტიკური «ამბოხით», «ინდივიდუალიზმის, თავისუფლების, ხელოვნების თვითმიზნობის» დამკვიდრებით. ტიციან ტაბიძე წერილში დადაიზმი და ცისფერი ყანწები, წერს, «სამოქალაქო ცხოვრების განვითარებამ, როცა პოლიტიკა ცალკე გამოიყო <...>მისცა მას (გრ. რ.-ეს – ნ. ყ.) საშუალება უფრო ემხილა თავისი პოეტის ბუნება». ის სწორედ ხელოვნების თავისუფლებას გულისხმობს, იმას, რასაცლადო გუდიაშვილი გრაფიკულ ნახატში «გაუმარჯოს თავისუფალ ხელოვნებას თავისუფალ საქართველოში», რითიც იხსნება ჟურნალის «თეატრი და ცხოვრება» 1918-ის პირველი ნომერი. დ. კ. 1919-ში თავის ჟურნალში შვიდი მნათობი, წერს: «მხატვრობას მხოლოდ მაშინ შეუძლია აღორძინების გზას დაადგეს, როდესაც იგი მხოლოდ მხატვრულ მიზნებს ემსახურება».იბეჭდება მისი წერილები მხატვრულ ფორმაზე, სურათის პრინციპზე, და სხვ.ამ წლებში საქართველოშია ბორისფოგელი, მერიეტლინგერ-ერისთავი, ვერა როხლინა, თბილისის განუმეორებელი მკვიდრი ოსკარ შმერლინგი და სხვები.ესაათვით-რეფლექსირების, საკუთარი კულტურის კვლევის დრო ზღვა ესსეისტიკით ხელოვნების ფუნქციაზე, ისტორიაზე, მოდერნისტების/ავანგარდისტების ადგილზე ისტორიაში. ილ.ზ.1919-ში, თავისი ჯგუფის, «41°»-ის ამავე სახელწოდების გაზეთში წერს: «ფუტურისტებმა მიხაილ ლე-დანტიუმ, პოეტმა ილია ზდანევიჩმა და მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა საქართველოს ეროვნული გენია აღმოაჩინეს და გადაარჩინეს»-ო.მართლაც, დუქნებისთვის აბრების და სურათების მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი თბილისურმა და რუსეთის ავანგარდმა აღმოაჩინა - ძმებმა ზდანევიჩებმა და რუსმა მხატვარმა მიხ. ლე-დ-მ.1918-1921 არტისტული კაფეების გარდა არტისტული წიგნების, ჟურნალების ეპოქაცაა. უნიკალურია«41°»-ის მიერ გამოცემულიწიგნები ალ. კრ-ის, კ. ზ-ის «Учитесь Худоги» (1917),ილ. ზ.-ის «Янко крУль албАнскай» (1918), ალ. კრ-ის «Ожирение роз» (1918), ვასილი კამენსკის, კ. ზ-ის, ალ. კრ-ის «Железобетонные поэмы» (1918), ალ. კრ-ის «Лакированное трико» (1919), ილ. ზ-ის «Остраф пАсхи» (1919), მისივე «згА Якабы» (1920), კრებული «Фантастический Духан Софьи Мельниковой», (41°. 1919),და სხვ. ჯგუფის წევრები (ილ. და კ. ზ-ები, კ. ჩ., ა. კრ., ლ. გ., იგორ ტერენტიევი), იწყებენ პოეზიის ხმოვანი პლანის განახლებას (ზაუმი), სწავლობენ დიაქრონიას / სინქრონიას ხელოვნებაში და სხვას ვას. კ. თბილისის ცირკის არენაზე, ცხენზე შემჯდარი, ლექსებს კითხულობს და სურათებს ხატავს. ამაზე ისიმ ხანად თბილისში მყოფ რეჟისიორზე, ნიკოლაი ევრეინოვზე წიგნში წერს, რომლის ყდას ალექსანდრე შერვაშიძე, ქართველი მოდერნისტი აფორმებს. მაიაკოვსკი მთაწმინდიდან თბილისს დაჰყურებს და ამბობს: «აი ეს აუდიტორიაა! ამ მთის ესტრადიდან შეგიძლია მსოფლიოს ელაპარაკო». მოდერნისტები გოლოვინზე ჭრელ სპარსულ ქსოვილებში გამოწყობილები, სახემოხატულები დადიან.

გამოდის უამრავი ჟურნალი -«თეატრი და ცხოვრება», «მეოცნებე ნიამორები», «ცისფერი ყანწები», «შვიდი მნათობი», «თოლაბურასის სარტყელი», «ARS», «ფენიქსი», «კურანტები», «არლეკინი», «ტფილისი». გაზეთები: «41°», «კავკაზსკი ვესნიკი», «ბარრიკადი», «დღე», და სხვა; 1918-დან იბეჭდება დეკლარაციები, მანიფესტები, თეორიული ტექსტები, თარგმანები, მიმდინარე სახელოვნებო ამბების ქრონიკები, ქვეყნდება ახალი ნამუშევრების ილუსტრაციები.საინტერესოად. კ.-ის და მისი ძმის, ისტორიკოსის სარგის კაკაბაძის ჟურნალი «შვიდ მნათობი» ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ფსიქოლოგიაზე, კოოპერატიულ მოძრაობაზე, მემკვიდრეობაზე, პოლიტიკაზე, ისტორიაზე, განათლებაზე.კომპოზიტორ ნიკოლოზ ჩერეპნინის რექტორობის დროს (1918-1921)კონსერვატორიაში კითხულობენ ლექციებს, იმართება არტისტული სასამართლო პროცესებიც, მაგალითად მოსკოვის სამხატვრო თეატრზე და მეფე ერეკლე II-ზე, თავჯდომარით, ადვოკატით, პროკურორით, სახალხო მსაჯულებით, მაყურებლითდაავანგარდული შემართებით. ამ დროს ყალიბდება ილ. და კ. ზ.-ების კონცეფცია «ორკესტრულ ფერწერაზე», რომელიც მოჰყვება ილ. ზ.-ს «Всечество»-ს(«ყველაფრობის») კონცეფციას. 1919-ში მისი ინიციატივით გამოიცემა წიგნი სოფია მელნიკოვას, რომელიც ავლენს თბილისის ავანგარდის მულტინაციოანლურ სახეს: წიგნი პოლილინგვურია, ქართული, რუსული, სომხური ტექსტებით, ავტორების გვარების ლათინური თარგმანებით; აერთიანებს წიგნის ორ მოდელს – ავანგარდულ წიგნს ტრადიციულთან. მასში შედის დიმიტრი გორდეევის წერილიც«იოსებ ზილიხანიანის» პირთა სიის შესახებ, XVII ს-ის პალიმფსესტური ტიპის ხელნაწერზე. თავად წიგნიც «პალიმფსესტური» და პოლისტილურია: ზაუმი, სიმბოლისტური, აკმეისტური პოეზია, კუბო-ფუტურიზმი, ნეოსიმბოლისტური გრაფიკა; ისტორია - სხვადასხვა ეპოქების, მეთოდების ერთი წიგნის სივრცეში გამთლიანება .მოდერნისტი სტ. ტ.-ის სიტყვებიც: «მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე. რუსთაველი<...> როგორც ქართულისი ტყვის შემკრები <...> და მალარმე <...> პრეზენტიზმისა და ფუტურიზმის». რუსთაველი ქართული სიტყვის გამამთლიანებელია, მალარმე «ჯერ გაუხსნელ ფორმულების ავტორი». ესაა ნოვაციისა და მემკვიდრეობის ათვისების ხანა -ამ დროის ყველა ავანგარდული ჟურნალი ისტორიას უთმობს ადგილს. როგორც დ. კ. წერს, ის მოვლენას ხედავს არა «ერთი განსაკუთრებული მხრიდან», არამედ «მთლიანი არსებით სივრცეში», ახასიათებს პანორამული აღქმა, სიმულტანიზმი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისური სახელოვნებო ჟურნალი «ARS»-ის სარედაქციო კოლეგია წერს; «ამიერკავკასია - ესკულტურების ქვეყანაა. <...> შემოქმედებითი ძალების რა სიმდიდრე იჯაჭვება აქ » კოლეგია ინტერნაციონალურია: ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, გრ. რ., ლელი ჯაფარიძე,  ტ. ტ.; იუ. დ., რუსი აკმეისტი პოეტი სერგეი გოროდეცკი, თბილისელი სომეხი მწერალი ოვანეს თუმანიანი, თბილისელი სომეხი მხატვარი ეღიშე თათევოსიანი, ფრანგი წარმოშობის რუსი მხატვარი იოზეფ შარლემანი; დ.კ., რუსი ზაუმის პოეტი ალ. კრ., პიანისტი ჰაინრიხ ნეიგაუზი, ისტორიკოსიექვთიმე თაყაიშვილი, რუსი ისტორიკოსი დ. გ., არქიტექტორები ანატოლი კალგინი და ნიკოლაი სევეროვი, თბილისელი არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქელიანი. რედაქციასთან გახსნილ არტისტერიუმშ იკითხება ლექციები ხელოვნებაზე, იმართებ აგამოფენები. 1918-ში აწყობენი ურიმარის, ლ.გ.-ის, ბაჟბეუკ-მელიკოვის გამოფენებს; სწავლობენ თბილისს, ზომავენ, ხაზავენ სახლების გეგმებს, ქმნიან ჩანახატებს. ARS-ს კავშირი აქვს კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ნსტიტუტთან ,ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, ექ.თ.-თან. ნ.მ., ენის ახალი თეორიის შემქმნელი, რომლის მოსაზრებები უკვე 1900-1910-იანებში ყალიბდება, მნიშვნელოვანია ილ. ზ.-თვის; ის1917-1919-იანშიმისი ნაშრომების ანალიზს მთელს დღიურს უთმობს. კოლაუ ჩერნიავსკიმის თეორიას სწავლობს ზაუმურ პოეზიაში სიტყვის ექსპერიმენტის თვალსაზრისით. დ. კ. იკვლევს ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას, ოქრომჭედლობას; მოდერნისტი დიმიტრი შევარდნაძე აფუძნებს თბილისის ხელოვნების მუზეუმს, ხელოვნების ეროვნულ გალერეას, ქმნის ტფილისური სკოლის სათავადაზნაუროპორტრეტის, ირანული პორტრეტის, ფიროსმანის ნამუშევრების კოლექციებს. აარსებს ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას, ავანგარდისტების მონაწილეობითა წყობს ექსპედიციებს შუასაუკუნეების არქიტექტურის, კედლის მხატვრობის საკვლევად; 1920-ში აწყობს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას. საზოგადოებამასთან არსებულ სომეხ მხატვართა კავშირთან ერთად გამოსცემს კატალოგებს, აწყობს გამოფენებს მოდერნისტების, ავანგარდისტების, რეალისტი მხატვრების მონაწილეობით. სახელმწიფო აფინანსებს ახალგაზრდების უცხოეთში მუშაობასდა ევროპაში მიემგზავრებიან მხატვრები: დ. კ., ლ. გ., შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთო მაღალაშვილი, მიხ.ჭ., ვასილ ჯორჯაძე, მწერალი ნიკოლო მიწიშვილი, კომპოზიტორები ირაკლი ჯაბადარი, ირაკლი ორბელიანი, რეჟისიორი დავით კუშიტაშვილი, მომღერლები სანდრო ინაშვილი, მიხეილ ნანობაშვილი, და სხვები.ესაასწრაფი ქმედებების დრო - ხელოვნება აქტიურად იჭრება ცხოვრებაში და პირიქით, ცხოვრება იჭრება ხელოვნებაში.ცოტა ხანში კი, 1923 წელს პოეტი უკვე იტყვის, საქართველო სიზმრებისა და მწუხარების ქვეყანააო.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates