• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00
Previous Next

ჩვენ შესახებ

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა შეიქმნა თსუ ბიბლიოთეკის ბაზაზე 2015 წელს. სწორედ ამ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცა მამია ბერიშვილის  არქივი, ხოლო 2018 წელს კი ბიბლიოთეკამ მიიღო აკაკი და კიტა ჩხენკელების საარქივო დოკუმენტები, პირადი წერილები და დღიურები.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევას და მის შესახებ  არსებული დოკუმენტების საბიბლიოთეკო დამუშავებას.

2015 წლიდან დღემდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელმა ცენტრმა-ბიბლიოთეკამ გამოსცა 10-მდე წიგნი, მოაწყო 20-მდე გამოფენა და არაერთი სტუდენტური და საერთაშორისო კონფერენცია-ფორუმი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევითი ცენტრი-ბიბლიოთეკის ეგიდით დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა, როგორიცაა არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების ისტორია საქართველოში, კულტურა, ხელოვნება და ადამიანის უფლებები. გამოიცა სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის საინტერესო მრავალი სახელმძღვანელო და ნაშრომი. ითარგმნა სხვადასხვა უცხოელი ავტორების, მათ შორის, ვლადიმერ ვოიტინსკის, კარლ კაუცკისა და პირველი ინტერნაციონალის სხვა და სხვა წარმომადგენელთა სტატიები და ნაშრომები. ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო მასალა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ არსებული ისტორიული ფაქტების  ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოღვაწეთა შთამომავლებთან და ემიგრაციის წარმომადგენლებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში იქმნება მრავალი ახალი და საინტერესო პროექტი.

 

სალომე დუნდუას ლექცია - სახელმწიფოს შექმნის ფილოსოფიური წინაპირობები, მოდერატორი - ნიკა მუყასაშვილი

აღნიშნულ პოდკასტში, რომელიც თბილისის სახელმწიფოს ბიბლიოთეკისთვისაა ჩაწერილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - სალომე დუნდუა მიმოიხილავს სახელმწიფოს შექმნის წარმოშობის წინაპირობებს, სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს ფილოსოფიის ანტიკურ სკოლაზე, სოციალური კონტრაქთის თეორიებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

სალომე დუნდუას ლექცია "სახელმწიფოს შექმნის ფილოსოფიური წინაპირობები" - აუდიო

საუბრები ამერიკული დემოკრატიის შესახებ - გიორგი ლაბაძე და ნიკა მუყასაშვილი

საუბრები ამერიკული დემოკრატიის შესახებ - გიორგი ლაბაძე და ნიკა მუყასაშვილი - აუდიო

ზვიად აბაშიძე

ზვიად აბაშიძე - ერი სახელმწიფოს მშენებლობის საკითხები საქართველოში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates