• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სამხედრო უნიფორმა და თანამდებობათა გასარჩევი ნიშნები

სამხედრო უნიფორმა და თანამდებობათა გასარჩევი ნიშნები. საქართველო სდამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,  საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები პირველ ხანებში ძველი მეფის რუსეთის დროინდელ ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი. მთავრობის 1918 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით, სამხრეებისა და საერთოდ რაიმე განმასხვავებელი ნიშნის ტარება მხრებზე უნდა მოსპობილიყო ქართულ ჯარში.  1918 წლის  24 სექტემბერს, მთავრობამ ნება დართო სამხედრო სამინისტროს ჯარში შემოეღო კოკარდა ქუდისათვის ეროვნული დროშის ფერებში. ოფიცერთა სამხრეებზე კი დაეწერათ ინიციალები ქ.ლ ანუ ქართული ლაშქარი.  1919 წლის 30 იანვარს სამხედრო მინისტრმა ახალი ბრძანებით დაამატა, რომ თუ ოფიცერთა სამხრეებზე იწერებოდა ინიციალები ქ.ლ;  ჯარისკაცთა სამხრეებზე დაწერილიყო პოლკის ნომერი და ,,ქარ" ანუ ქართული. დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 29 ივლისს დაამტკიცა ჯარისკაცთა და ოფიცერთა ტანისამოსის ფორმა და ნაწილებისა და თანამდებობების გასარჩევი ნიშნები.  შეიქმნა ოფიცერთა და ჯარისკაცთა ჩვეულებრივი, სადარაჯო და საველე ფორმები. ოფიცრებს ფორმის საყელოსა და ყოშებზე  ანუ სამაჯეზე მიეკერებოდა სხვადასხვა ფერისა, ხარისხიდა და რაოდენობის ზონრები ანუ ლენტები. შტაბ ოფიცრებისა და ობერ ოფიცრებისათვის ზონარი უნდა ყოფილიყო ნაქსოვი აბრეშუმისაგან, ხოლო გენერალთათვის კი ოქრომკერდით. ქვეითი ჯარის ზონარი უნდა ყოფილიყო შინდისფერი; ცხენოსანი ჯარის - ცისფერი; სპეციალური დარგის (ტექნიკური ძალები) ჯარებისა და გენერალური შტაბის ოფიცერთათვის - შავი; შტაბების ოფიცრებისა და ტოოგრაფთათვის -მუქი ყვითელი, სანაპირო ჯარებისათვის - მწვანე; სამხედრო სკოლისათვის - წითელი. უმცროს ოფიცრებს ზონარი საყელოსა და სამაჯეზე თითო ზოლად მოევლებოდა; გუნდის უფროს ოფიცერსა და მის თანასწორ პირთ - საყელოზე ერთ ზოლად, ხოლო სამაჯეზე კი ორ ზოლად; გუნდის უფროსთ და მის თანასწორ პირთ, საყელოზე ერთ ზოლად, სამაჯეზე სამ ზოლად; ათასეულის უფროსის თანაშემწეს და მის თანასწორ პირთ - საყელოზე ხვეულებით ერთ ზოლად, ხოლო სამაჯეზე ხვეულებით სამ ზოლად;  ბრიგადის უფროსის თანაშემწეს; ცალკეული ათასეულის მეთაურს და მათ თანასწორ პირთ - საყელოზე ხვეულებით ორ ზოლად, სამაჯეზე ხვეულებით ორ ზოლად;  ბრიგადის უფროსს და მათ თანასწორ პირთ - ცალ ზოლად ოქრომკერდის ზონარი, როგორც საყელოზე ისე სამაჯეზე; სამხედრო მინისტრის თანაშემწეს,ჯარის სარდალსა და სამხედრო საბჭოს წევრთ - ორ-ორ ზოლად ოქრომკერდის სირმა, საყელოსა და სამაჯეზე. ბოხოხსა და თუშურ ქუდს ზედა მხარეს, უნდა ჰქონოდა ისეთივე ზონარი შემოვლებული როგორც საყელოზე, მხოლოდ უხვეულოდ. ქვეითი ჯარის გასარჩევ სიმბოლოდ მიღებული იქნა - ორი გადაჯვარედინებული თოფი; არტილერიის - ორი გადაჯვარედინებული ზარბაზანი, შუაში ალიანი ყუმბარით შავი ფერისა; ცხენოსან ჯარში -ორი გადაჯვარედინებული ხმალი; მესაგრეთათვის - გადაყვარედინებული წერაქვი და ნიჩაბი, საავტომობილო ნაწილში - ავტომობილი; საავიაციოში - აეროპლანი; ტოპოგრაფისტებისათვის - ფარგალი და სამკუთხედი. აქსელბანტების ტარება შეეძლოთ ადიუტანტებს და გენერალური შტაბის ოფიცრებს. დეზები უნდა ეტარებინათ იმათ ვისაც გადაეცემოდა ცხენები;  სამხედრო უწყების მოხელეებს და ექიმებს უნდა ეტარებინათ ოფიცერთა მსგავსი ფრენჩი და ხალათი. ექიმების გასარჩევი ნიშანი იქნებოდა საყელოს ორსავ მხარეს მინანქრის წითელი ჯვარი, ხოლო ბეითლებისათვის კი ლურჯი. გენერლებს და ოფიცრებს ეძლეოდათ უფლება სამსახურს გარეთ ევლოთ სამოქალაქო ფორმით.  ახალი ფორმის დამტკიცებიდან მალევე აღმოჩნდა,  რომ    ფორმაზე თანამდებობათა გასარჩევი ზონრები ძალზე უხერხული სახმარი გამოდგა, რადგანაც ხშირად იკეცებოდა; ასევე  საზაფხულო ხალათები გარეცხვისთანავე ხუნდებოდა. 1920-ის 20 აპრილს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულმა კანონმა ცვლილება შეიტანა ფორმასა და თანამდებობის გასარჩევ ნიშნებში. თანამდებობის გასარჩევი ნიშნები ამიერიდან უნდა დატანილიყო მხოლოდ ხალათის, ფრენჩის და პალტოს საყელოზე და ზონრების ნაცვლად უნდა დამაგრებულიყო ფერადი ნაჭრები იგივე ,,პეტლიცები". ლეიტენანტთათვის - კუთხე ერთი ვარსკვლავით; უფროს ლეიტენანტთათვის - კუთხე ორი ვარსკვლავით; კაპიტანთათვის -კუთხე სამი ვარსკვლავით; მაიორთათვის - ორი კუთხე ორი ვარსკვლავით; პოლკოვნიკთათვის - ორი კუთხე სამი ვარსკვლავით; გენერალთათვის - კუთხე ზიგზაგებით და ერთი ვარსკვლავით; სამხედრო მინისტრის თანაშემწის, ჯარის სარდლის და სამხედრო საბჭოს წევრთათვის კი - კუთხე ზიგზაგებითა და ორი ვარსკვლავით. კუთხეები უნდა ყოფილიყო ვერცხლის , ხოლო ვარსკვლავები კი ოქროსი უნდა ყოფილიყო. ჯარისკაცთაგან, თავდმდეგს უნდა გაეკეთებინა ერთი ლითონის ვარსკვლავი პალტოსა და ხალათის საყელოზე; უმცროს ნაცვალს - ორი ვარსკვლავი; უფროს ნაცვალს - სამი ვარსკვლავი; ზემდეგს -1 ზონარი და სამი ვარსკვლავი; ზედმეტ მსახურს -ზემდეგის მსგავსად პლიუს საყელოზე კუთხე წვეტით ქვემოთ.  დაემატა რამოდენიმე ახალი ლიტერი სამხრეულებზე ყვითელი ფერის ლითონისაგან. სამხედრო სკოლა -,,სკ"; საარმიოარტილერის დივიზიონი - ,,არმ"; სადარაჯო ათასეული - ,,დ"; სამხედრო სამინისტრსო განყოფილება -,,სმმ"; სანაპირო ჯარის სამმართველო - ,,სნპ", გენერალური შტაბის ოფიცერთათვის კი სახელმწიფო გერბი. სამხედრო უწყების მოხელეებს, წინა წლისაგან განსხვავებით ფორმაზე უნდა ეტარებინათ ყვითელი ფერის ერთი ვარსკვლავი.  1919 წლის 27 სექტემბერს სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა დაამტკიცა გვარდიელთა ფორმებზე განმასხვავებელი ნიშნები. უნტერ ოფიცერთათვის: ცალკეული ნაწილის უნტერ ოფიცერი- ერთი სამკუთხა ზოლი; ოცეულის უნტე ოფიცერი- ორი სამკუთხა ზოლი; ფელდფებელი ან ვახმისტრი - სამი სამკუთხა ზოლი. ოფიცერთათვის: უმცროსი ოფიცერი- ერთი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი; უფროსი ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი; ასეულის და ბატარეის მეთაური ოფიცერი - სამი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი; ცალკეული შენაერთის მეთაურის მოადგილე ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი და ორი ვარსკვლავი; ცალკეული შენაერთის მეთაური - სამი სამკუთხა ზოლი და ორი ვარსკვლავი.  

სამხედრო სამსახურის ფორმა და ვადა რეგულარულ ჯარში

სამხედრო სამსახურის ფორმა და ვადა რეგულარულ ჯარში - 1918-ის 20 აგვისტოს მიღებული სამხედრო ბეგარის და მუდმივი ჯარის შევსების დებულების თანახმად, ჯარი უნდა შევსებულიყო საყოველთაო სამხედრო სამსახურის საფუძველზე, ჯარში არ იწვევდნენ მხოლოდ მუსლიმებს.  სამხედრო ვალდებულად ითვლებოდა პირი 20-დან – 45 წლის ჩათვლით. სამხედრო სამსახურში ყოველი წლის 15 ნოემბერს უნდა გაწვეულიყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც მომავალი წლის პირველ იანვრამდე უსრულდებოდათ 20 წელი. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლიანი იყო, თუმცა ნამდვილ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა, შემდეგ გადაირიცხებოდა თადარიგში – 15 წლით და ბოლოს ლაშქარში 8 წლით. მოლაშქრე და სათადარიგო ჯარისკაცები ექვემდებარებოდნენ სამხედრო კონტროლს და პერიოდულად გადიოდნენ წრთვნებს. ვინც ჯარში სამსახურისათვის უვარგისი იქნებოდა, გაიწვევდნენ არმიაში ისეთი მოვალეობის შესასრულებლად, რაც მის ფიზიკურ აგებულებას შეესაბამებოდა. ჯარში გაწვევის გადადება შეიძლებოდა რამდენიმე შემთხვევაში: თუ კონტიგენტი შეივსებოდა, თუ გასაწვევი პირი იყო საშუალო სკოლის მოსწავლე და წარადგენდა შესაბამის მოწმობას ასეთი პირებისათვის სამხედრო ბეგარის გადადება შეიძლებოდა 22 წლამდე, ასევე, თუ პირი მიცემული იყო სამართალში ან მის შესახებ მიმდინარეობდა გამოძიება, საქმის დასრულებამდე ჯარში არ გაიწვევდნენ. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს  სამუდამოდ ათავისუფლებდნენ ჯარიდან. 1919-ის 29 ივლისს მიღებული სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების ახალი კანონის თანახმად, შემცირდა სამსახურის ვადა. ამიერიდან 2 წლის ნაცვლად, ქვეითთა ჯარში მსახურობდნენ – 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში, ხოლო სხვა სახეობის ჯარებში 1 წელიწადსა და 8 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ჯარისკაცების სურვილი იქნებოდა და საამისოდაც ვარგისები იქნებოდნენ, შეეძლოთ ჯარში დარჩენა ზედმეტი სამსახურისათვის. სკოლის მოსწავლეთათვის სამხედრო სამსახურის გადავადებამ 22-ის ნაცვლად 21 წლამდე გადმოიწია. ჯარში გაწვევისაგან მაჰმადიან მოქალაქეებთან ერთად განთავისუფლდნენ დუხაბორთა რელიგიური სექტის წარმომადგენელნი.  მთავრობის 1919-ის 4 ნოემრბის გადაწყვეტილებით ჯარში გაწვევისაგან დროებით გათავისუფლდნენ აფხაზები, მათ მიეცათ ნება მოხალისედ, საკუთარი სურვილით ჩარიცხულიყვნენ არმიაში.

 სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია

 სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია. 1917-ის დეკემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოში შეიქმნა   „სამუსლიმანო საქართველოს“ საქმეთა სექცია. მის თავმჯდომარედ ა.ჩხენკელი აირჩიეს. მოადგილედ მ. აბაშიძე, მდივნად დ.ცერცვაძე, საქმეთა მმართველად პ.საყვარელიძე. იმავე სექციის დადგენილებით, სამუშაო გეგმის შედგენა ივ.გომართელს დაევალა. სექციის ამოცანას, „სამუსლიმანო საქართველოს“ შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეკრება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. 1917 წლის 13 დეკემბრის სექციის სხდომამ, საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოს სტატუსი განიხილა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სამუსლიმანო საქართველოს კანტონის უფლებებით საქართველოს შემადგენლობაში მ.აბაშიძისეული მოთხოვნა მოექცა. სექციის მონაწილეთა უმრავლესობამ  იგი იმ მოტივით უარყო, რომ საქართველოს სინამდვილიდან გამომდინარე, ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საზიანო აღმოჩნდებოდა. იმავე სხდომის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოს, საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მინიჭების შესახებ საგანგებო მიმართვის მომზადება დაევალა. ეროვნული საბჭოს 1917 -ის 17 დეკემბრის დადგენილებით, იმ ქართველი მაჰმადიანებისთვის, რომელთა სასაუბრო ენასაც ქართული წარმოადგენდა, სწავლება ქართულ ენაზე უნდა მომხდარიყო, ხოლო თურქული სავალდებულო საგნად გამოცხადებულიყო. იქ სადაც ქართული არ იცოდნენ, სწავლება თურქულ ენაზე უნდა მომხდარიყო, ხოლო ქართული სავალდებულო საგნად დარჩენილიყო. რაც შეეხება  ა.ჩხენკელის მოხსენებას - სამაჰმადიანო საქართველოს შესახებ, მსაში რეგიონისათვის საკუთარი თვითმმართველობის მინიჭების საკითხის ფართო საზოგადოებაში გატანის და საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის შექმნის აუცილებლობა იყო დასმული. სირთულეს ავტონომიის ტერიტორიული ფარგლების გაურკვევლობა ქმნიდა. ამ ხარვეზის ნაწილობრივად გამოსწორების მცდელობას „სახელმწიფოებრივი ტერიტორიის“  შესახებ პ.საყვარელიძის მიერ 1918 წელს მომზადებული „დებულება“ წარმოადგენდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუსლიმანო საქართველო, შემდეგი ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულებით იყო წრმოდგენილი: სამცხე- საათაბაგო, ახალციხე-ახალქალაქის მაზრა (მესხეთი და ჯავახეთი), არტაანის ოლქი - კოლა- არტაანი, ოლთისის ოლქი (ძველი ტაო), თორთუმი, ისპირი ჭანეთი. ბათუმის ოლქი - ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ლივანა. შემდგომში „სამუსლიმანო საქართველოს“ ტერიტორიული საზღვრები მხოლოდ ბათუმისა და ართვინის ოკრუგებით შემოფარგლა. ამ გადაწყვეტილებას, პ.ინგოროყვას მიერ შემუშავებული „პროექტი საქართველოს ტერიტორიის დანაწილებისა ახალ საადმინისტრაციო ერთეულებად“ (ოლქებად) ~ დაედო საფუძვლად. რეგიონში დამკვიდრების მიზნით, ოსმალეთის ხელისუფლებამ `სამუსლიმანო საქართველოს ~ ოსმალეთის შემადგენლობაში ავტონომიის მიცემის ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის 1918-ის 25 დეკემბრის დადგენილებით, „სამუსლიმანო საქართველოს“  ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. . გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა მუსლიმანი ქართველებისადმი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის სტატუსი იყო დადასტურებული. ამის შემდგომ,.  ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების 1919-ის 31 აგვისტოს ყრილობაზე მიღებული დადგენილება - ბათუმის ოლქის ფართო ავტონომიური უფლებებით საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთების შესახებ.იგივე გამეორდა ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების 1919-ის პირველი სექტემბრის ყრილობაზე. ყრილობების დადგენილებები დადასტურდა საქართველოს მთავრობის 1919 -ის 11 სექტემბრის დადგენილებით, რომელიც განსახილველად გადაეცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას, დადგენილებაში ჩამოთვლილი უფლებრივი მოთხოვნები ფართო ავტონომიის ფარგლებს სცილდებოდა და სახელმწიფოში, სახელმწიფოს უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკური ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა. ბათუმის ოლქისადმი ავტონომიური უფლებების მინიჭების საქმეში, საქართველოს ხელისუფლების ურყეობის მიუხედავად, ოლქში ინგლისელთა ყოფნა, დაპირების რეალურ აღსრულებას ხელს უშლიდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა, მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს 1920-ის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათუმის ერთა ლიგის მანდატით პორტო- ფრანკოდ გამოცხადების ფაქტი. 1920-ის 7 ივლისს, მოკავშირეებმა ბათუმის ოლქი საქართველოს ოფიციალურად გადმოსცეს. რეგიონში ქართული ჯარი შევიდა.  „სამუსლიმანო საქართველს“ მეჯლისისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, შემუშავდა ამუსლიმანო საქართველოსთვის, იმ ეტაპზე შესატყვისი მართვა- გამგეობის მოდელი. რაც შეეხება ავტონომიის უფლებების ამოქმედებას, ეს მოხდებოდა რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. საქართველოს ხელისუფლების ამ დანაპირებს, დამფუძნებელი კრების მიერ 1920 წლის ივნისში გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტის 120-ე მუხლი ადასტურებდა, რომლის მიხედვითაც, „სამუსლიმანო საქართველოს“   მართვა- გამგეობა ავტონომიის პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა,  ხოლო 1921-ის 21 თებერვალს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული საქართველოს კონსტიტუციის 107- ე მუხლით, „სამუსლიმანო საქართველოს  ბათუმის მხარეს, ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა“  ეძლეოდა.   

სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა. 1918 წ. 27 დე­კე­მბერს, საქართვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სახელმწიფო გერ­ბის და მთა­­ვრობის შტანდარტის ოფიციალური აღწერილობის დამტკიცებას­თან ერთად, დაამტკიცეს სა­ქართ­­ველოს ­სამხედრო დროშის აღწერილობა, რომელშიც ვკი­თხულობთ: „საქართველოს რე­სპუბლიკის სამხედრო დროშა შესდგება კვადრატული ფორმის თეთრი ალმისაგან, რომ­ლის შუა­გუ­ლ­ში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის ღერბი გვირგვინში; ალამს შე­მო­ვლებული აქვს შვინდისფერი არშია, გარშემორტყმულია ვერცხლის ზოლით; ალამს აქვს სამი შვინდისფერი კუწუბი, ვერცხლის ზოლ-შემოვლებული. დროშის ბუნი შვინდისფერია, მოოქროვილ-ლახვრიანი, რომელზედაც ცალმეტად ჩამოშვებულია ორი ოქროს ფოჩი“. საქართვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დროშის ესკიზის ავტორია სახელმწიფო გერბის ესკიზის ავტორი - ფრანგული წარმომა­ვ­­­ლო­ბის რუსი მხატვარი ევგენი ევგენის ძე ლან­სე­­რე (1875-1946), რო­მელიც 1917-1934 წლებში კავკასიაში, ძირი­თა­­დად კი თბი­ლისში მოღ­ვა­წე­ო­ბდა. მოგვიანებით (1933) მას მიენიჭა სა­­ქარ­თ­­­ვე­ლ­ოს ხელოვნების დამ­სახუ­რე­ბული მოღ­ვა­წის წოდება.

 სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია

 სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია. 1917-ის დეკემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოში შეიქმნა   „სამუსლიმანო საქართველოს“ საქმეთა სექცია. მის თავმჯდომარედ ა.ჩხენკელი აირჩიეს. მოადგილედ მ. აბაშიძე, მდივნად დ.ცერცვაძე, საქმეთა მმართველად პ.საყვარელიძე. იმავე სექციის დადგენილებით, სამუშაო გეგმის შედგენა ივ.გომართელს დაევალა. სექციის ამოცანას, „სამუსლიმანო საქართველოს“ შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეკრება და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. 1917 წლის 13 დეკემბრის სექციის სხდომამ, საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოს სტატუსი განიხილა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სამუსლიმანო საქართველოს კანტონის უფლებებით საქართველოს შემადგენლობაში მ.აბაშიძისეული მოთხოვნა მოექცა. სექციის მონაწილეთა უმრავლესობამ  იგი იმ მოტივით უარყო, რომ საქართველოს სინამდვილიდან გამომდინარე, ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საზიანო აღმოჩნდებოდა. იმავე სხდომის დადგენილებით, ეროვნულ საბჭოს, საქართველოს შემადგენლობაში სამუსლიმანო საქართველოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მინიჭების შესახებ საგანგებო მიმართვის მომზადება დაევალა. ეროვნული საბჭოს 1917 -ის 17 დეკემბრის დადგენილებით, იმ ქართველი მაჰმადიანებისთვის, რომელთა სასაუბრო ენასაც ქართული წარმოადგენდა, სწავლება ქართულ ენაზე უნდა მომხდარიყო, ხოლო თურქული სავალდებულო საგნად გამოცხადებულიყო. იქ სადაც ქართული არ იცოდნენ, სწავლება თურქულ ენაზე უნდა მომხდარიყო, ხოლო ქართული სავალდებულო საგნად დარჩენილიყო. რაც შეეხება  ა.ჩხენკელის მოხსენებას - სამაჰმადიანო საქართველოს შესახებ, მსაში რეგიონისათვის საკუთარი თვითმმართველობის მინიჭების საკითხის ფართო საზოგადოებაში გატანის და საზოგადოებრივ- პოლიტიკური აზრის შექმნის აუცილებლობა იყო დასმული. სირთულეს ავტონომიის ტერიტორიული ფარგლების გაურკვევლობა ქმნიდა. ამ ხარვეზის ნაწილობრივად გამოსწორების მცდელობას „სახელმწიფოებრივი ტერიტორიის“  შესახებ პ.საყვარელიძის მიერ 1918 წელს მომზადებული „დებულება“ წარმოადგენდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუსლიმანო საქართველო, შემდეგი ტერიტორიული და ადმინისტრაციული ერთეულებით იყო წრმოდგენილი: სამცხე- საათაბაგო, ახალციხე-ახალქალაქის მაზრა (მესხეთი და ჯავახეთი), არტაანის ოლქი - კოლა- არტაანი, ოლთისის ოლქი (ძველი ტაო), თორთუმი, ისპირი ჭანეთი. ბათუმის ოლქი - ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ლივანა. შემდგომში „სამუსლიმანო საქართველოს“ ტერიტორიული საზღვრები მხოლოდ ბათუმისა და ართვინის ოკრუგებით შემოფარგლა. ამ გადაწყვეტილებას, პ.ინგოროყვას მიერ შემუშავებული „პროექტი საქართველოს ტერიტორიის დანაწილებისა ახალ საადმინისტრაციო ერთეულებად“ (ოლქებად) ~ დაედო საფუძვლად. რეგიონში დამკვიდრების მიზნით, ოსმალეთის ხელისუფლებამ `სამუსლიმანო საქართველოს ~ ოსმალეთის შემადგენლობაში ავტონომიის მიცემის ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის 1918-ის 25 დეკემბრის დადგენილებით, „სამუსლიმანო საქართველოს“  ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. . გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა მუსლიმანი ქართველებისადმი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიის სტატუსი იყო დადასტურებული. ამის შემდგომ,.  ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების 1919-ის 31 აგვისტოს ყრილობაზე მიღებული დადგენილება - ბათუმის ოლქის ფართო ავტონომიური უფლებებით საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთების შესახებ.იგივე გამეორდა ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების 1919-ის პირველი სექტემბრის ყრილობაზე. ყრილობების დადგენილებები დადასტურდა საქართველოს მთავრობის 1919 -ის 11 სექტემბრის დადგენილებით, რომელიც განსახილველად გადაეცა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას, დადგენილებაში ჩამოთვლილი უფლებრივი მოთხოვნები ფართო ავტონომიის ფარგლებს სცილდებოდა და სახელმწიფოში, სახელმწიფოს უფლებებით აღჭურვილი პოლიტიკური ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა. ბათუმის ოლქისადმი ავტონომიური უფლებების მინიჭების საქმეში, საქართველოს ხელისუფლების ურყეობის მიუხედავად, ოლქში ინგლისელთა ყოფნა, დაპირების რეალურ აღსრულებას ხელს უშლიდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა, მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს 1920-ის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათუმის ერთა ლიგის მანდატით პორტო- ფრანკოდ გამოცხადების ფაქტი. 1920-ის 7 ივლისს, მოკავშირეებმა ბათუმის ოლქი საქართველოს ოფიციალურად გადმოსცეს. რეგიონში ქართული ჯარი შევიდა.  „სამუსლიმანო საქართველს“ მეჯლისისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, შემუშავდა ამუსლიმანო საქართველოსთვის, იმ ეტაპზე შესატყვისი მართვა- გამგეობის მოდელი. რაც შეეხება ავტონომიის უფლებების ამოქმედებას, ეს მოხდებოდა რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. საქართველოს ხელისუფლების ამ დანაპირებს, დამფუძნებელი კრების მიერ 1920 წლის ივნისში გამოქვეყნებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტის 120-ე მუხლი ადასტურებდა, რომლის მიხედვითაც, „სამუსლიმანო საქართველოს“   მართვა- გამგეობა ავტონომიის პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა,  ხოლო 1921-ის 21 თებერვალს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული საქართველოს კონსტიტუციის 107- ე მუხლით, „სამუსლიმანო საქართველოს  ბათუმის მხარეს, ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა“  ეძლეოდა.   

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates