• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

სომხური პრესა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პერიოდში საქართველოში 32 სომხური პერიოდული გამოცემა ფუნქციონირებდა. საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული მართველობის ფორმიდან გამომდინარე მაქსიმალურად იყო დაცული პრესის თავისუფლება, გამონაკლისს წარმოადგენდა 1918-ის დეკემბერი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით სომხეთთან ომის პერიოდში დროებით დაიხურა რამოდენიმე პროპაგანდისტული გამოცემა.  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოდიოდა შემდეგი სომხურენოვანი პრესის ორგანოები:

 `მშაკ~ (მუშა). ლიტერატურული და პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; 1872-1921, 4 გვ., რედ.-გამომ. _ გრ. არწრუნი, 1892-დან რედ. _ ალე. ქალანთარი, შემდეგ ჰამბ. არაქელიანი; 1913-დან რედ.-გამომ. _ ჰამბ. არაქელიანი, 1918 წლიდან _ ლ. ქალანთარი.

`ჰორიზონ~ (ჰორიზონტი) -`ნორ ჰორიზონი~ . ლიტერატურული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაზეთი. (დაშნაკცუთიუნის ორგანო). თბილისი;  1909-1918, 4 გვ., რედ.-გამომ. ბ. ნურალიანი, შემდეგ ს. საჰაკიანი; ფაქტიური რედ. იყვნენ _ ლ.  თუმანიანი, მ. ვალადიანი, ნ. აღბალიანი, ა. ჯამალიანი, ა. შაჰხათუნი, მ. ვარდანიანი, ს. გრუზინიანი (ვრაციანი), ვ. ნავასარდიანი. 1908–09 წ. ერქვა `გორწ~. 1918-დან გამოიცემოდა `ნორ ჰორიზონის~ სათაურით.

`აშხატავორ~ (მშრომელი). მუშურ-გლეხური გაზეთი. თბილისი; 1917-1920; 4 გვ,.  რედ. _ ვ. ტერ-გრიგორიანი (ვაჰან ხორენი).

`ნორ აშხატავორ~ (ახალი მშრომელი). მუშური და გლეხური გაზეთი. დაშნაკცუთიუნის საქართველოსა და თბილისის კომიტეტების ორგანო. თბილისი; 1919-1920, 4 გვ.,  რედ.  _ ზ. ზორიანი.

`პაიქარ~ (ბრძოლა). ლიტერატურული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ყოველკვირეული გაზეთი. სოციალ დემოკრატ მუშათა პარტიის ამიერკავკასიის ფორმირების ორგანო. თბილისი; 1915-1919, 4 გვ., რედ.-გამომ.ი ჰ. სარგსიანი.

`ბანვორი კრივ~ (პროლეტარის ბრძოლა). რუსეთის სოციალ-დემოკრატ (მუშათა) პარტიის (ბოლშვეიკების) თბილისის კომიტეტის ორგანო. თბილისი; 1917-1918; 4 გვ,. რედ. _ ს. ხანოიანი, ა. არავიანი.

 `გრაკან გეღარვესტაკან ალმანახ~ (მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი). თბილისი; 1917, 1919, 48 გვ., დირ. მ. ეფრიკიანი, გ. მკრტჩიანი, ჰ. მაილიანი.

`მიუთიუნ~ (ერთობა). სრულიად სომეხ მოსწავლეთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. მხატვრული და ლიტერატურული ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი;  1917-1919, 4 გვ.,  რედ.  _ გ. აბოვიანი,  ს. ელბაკიანი.

`შარჟუმ~ (მოძრაობა). მოსწავლეთა ბეჭდვითი ორგანო. ახალციხე,  1917 _ 1918, 4 გვ., რედ.  ა. ავაგიანი, მ. ზარაფიანი.

`ჰაიასტან~ (სომხეთი). ყოველდღიური გაზეთი. (სარდალ ანდრანიკის ბეჭდვითი ორგანო). თბილისი; 1917-1918, 4 გვ., რედ. ვ. თოთოვენცი.

`ჰაიკაშენ~. ყოველთვიური ლიტერატურულ-პოლიტიკური ეროვნული გამოცემა. ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის კავკასიის ცენტრალური სამმართველოს ორგანო. თბილისი; 1917 _ 1918. 48 გვ., სარედაქციო კოლეგია.

`აშხატანქი დროშაკ~ (პროლეტარის დროშა). სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ამიერკავკასიის რეგიონისა და თბილისის კომიტეტების ორგანო. თბილისი;, 1918-1919; 4 გვ,. სარედაქციო კოლეგია.

`ბანვორ~ (მუშა). რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის (უმრავლესობის) კავკასიის ქვეყნების და თბილისის კომიტეტების ორგანო. თბილისი; 1918; 4 გვ,. რედ. _ ს. კასიანი და სხვ.

`კაიწ~ (ნაპერწკალი). ნახევრადოფიციალური ორგანო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის სომხეთის ჰნჩაკიანთა (ლიბერალური) პარტიის აღმასრულებელი ორგანოს გამოცემა. თბილისი; 1918, 4 გვ., მფლობელი ს. მურადიანი.

`კარმირ დროშაკ~ (წითელი დროშა). ყოველდღიური გაზეთი. ბოლშევიკური გამოცემა. თბილისი; 1918, 4 გვ., რედ.-გამომ. მკრტიჩ გარდაშიანი.

`კარმირ ორერ~ (წითელი დღეები). სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. თბილისი; 1918, 4 გვ., რედ.: გ. ვარდანიანის და ვ. ერემიანის

`კომუნა~. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული (მუშათა) პარტიის თბილისის და რეგიონალური კომიტეტების ორგანო. არალეგალური გაზეთი. თბილისი; 1918, 4 გვ.,  გამომ. ჰ. კამარინი.

`ლრაბერ~ (მაცნე). საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული გამოცემა. ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; რედ..გამომ.  სიმ. მკრტჩიანი, ტ. ნაზარიანი.

`ნორ კÁანქ~ (ახალი ცხოვრება). პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჟურნალი (მენშევიკური მიმართულების).. სოხუმი, 1918, 4 სარედაქციო კოლეგია.

`ჟოღოვრდი ძაინ~ (ხალხის ხმა). საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული ყოველდღიური გაზეთი. სომხეთის სახალხო პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო.. თბილისი; 1918-1919; 4გვ. სარედაქციო კოლეგია.

`ჟოღოვურდ~ (ხალხი). საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული ყოველდღიური გაზეთი. თბილისი; 1918-1920; 4 გვ,.

`ჰრაზდან~. მხატვრულ-ლიტერატურული კრებული (ერთწლიანი გამოცემა). თბილისი; 1918, 96 გვ., სარედაქციო ჯგუფი.

`არაგაწი~. ამერიკის სომეხ მოსწავლეთა ბიუროს გამოცემა. თბილისი; 1919, 4 გვ.,

`ბანვორ~ (მუშა). ყოველთვიური გამოცემა. თბილისი; 1919, 26 გვ., რედ.  ს. ერზნკიანი.

`ბანვორი ძაინ~ (პროლეტარის ხმა). საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სომხური სექციის ორგანო. თბილისი; 1919-1921; 2 გვ,. სარედაქციო ჯგუფი.

ბოღბოჯ~ (კვირტი). ლიტერატურული, სახელოვნებო ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი; 1919, 20 გვ.,

`გორწავორ~ (მშრომელი). სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის განყოფილების ორგანო. თბილისი; 1919; 4 გვ,. სარედაქციო ჯგუფი.

`ვორბი ძაინ~ (ობლის ხმა). გამოდიოდა ორშაბათობით. მოსკოვის სომხური კომიტეტის ობოლ მოსწავლეთა კავშირის ორგანო. თბილისი; 1919, 4 გვ.,

`ზოკი ჭროიგ~ (ზოკის ხმა). ილუსტრირებული ლიტერატურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გამოცემა (ზოკურ დიალექტზე). თბილისი; 1919, 8 გვ., რედ.: რ. ზარგარენცი, ჰ.  თუმანიანი.

`ლუის~ (სინათლე). მოსწავლეების ყოველკვირეული გაზეთი. სომეხ რევოლუციონერთა ერთობის (დაშნაკცუთიუნის) მოსწავლეთა კავშირის თბილისის კომიტეტის ორგანო. თბილისი; 1919, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.      

`სოციალ-დემოკრატ~ (სოციალ-დემოკრატი). მუშური ყოველკვირეული გაზეთი. რსდ(მ) პარტიის ამიერკავკასიის ბიუროს ბეჭდვითი ორგანო. თბილისი; 1919, 4 გვ., სარედაქციო ჯგუფი (არშაკ ზურაბიანი).

`ფაროს~ (შუქურა). პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ჟურნალი. სოხუმი, 1919, 4 გვ., 32`ჰარაჯი~. პროლეტარული გაზეთი. თბილისი; სტამბა `როტინიანი~, 1919-1920, 4 გვ., სარედაქციო კოლეგია.

ჯეორჯიან მესენჯერ - The Georgian Messenger

ჯეორჯიან მესენჯერ - The Georgian Messenger (23. 02. 1919–29. 06. 1919, თბილისი) ინგლისურენოვანი ყოველკვირეულ იგაზეთი გამოდიოდა 1919 წელს,  თბილისში. გამოცემას რედაქტორობდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი ელისაბედ ორბელიანი. იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. სულ გამოვიდა  გაზეთის 13 ნომერი. მისი გამოცემა მოულოდნელა დშეწყდა. „The Georgian Messenger“-ის დახურვის შემდეგ, იმავე წელს გამოსვლა დაიწყო გაზეთმა „The Georgian Mail“. არსებობის  ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, „The Georgian Messenger“-მა დიდ იროლი შეასრულა საქართველოსა და ინგლისს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში, რასაც ხელს უწყობდა მისი მრავალმხრივი პროფილი. გაზეთი,  ერთი მხრივ, ემსახურებოდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ინგლისურენოვან სამყაროში, მეორე მხრივ კი - ქართველ მკითხველს აცნობდა დასავლურ კულტურას, აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს საზღვარგარეთული  ცხოვრების შესახებ. ამ საქმეს ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო გაზეთის რედაქტორმა, ინგლისური ენის უბადლო მცოდნემ, ელისაბედ ორბელიანმა. აღსანიშნავია, რომ ელ. ორბელიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი იყო პირველი საუნივერსიტეტო საბჭოს წევრი. უნივერსიტეტის გახსნის დღეს წარმოთქმული მისი სიტყვა გამოქვეყნდა ჟურნალის, „თეატრი და ცხოვრების“ 1918 წლის ნოემბრის ნომერში. „The Georgian Messenger“-ისკულტურტრეგერული მიზანდასახულობა იმთავითვე გაცხადდა მეთაურ წერილში“To our readers”. რედაქცია ჰპირდებოდა მკითხველს, რომ შეეცდებოდა „შეევსო ინფორმაციული სიცარიელე“ და საკუთარი წვლილი შეეტანა  კულტურათა გაცნობა - დაახლოებაში, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. მართალია,გაზეთის მთავარი ამოცანა ინგლისელებისთვის ევროპისა და მათი დისლოკაციის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირება იყო, მაგრამ რეალურად იგი უფრო ქართული კულტურის პროპაგანდას ემსახურებოდა. ნათქვამს ნათლად ადასტურებს აგრეთვე გამოცემის პირველი ნომრის პირველივე გვერდზე დასტამბული ვიქტორ სიმონიშვილის სტატია „God Speed, Georgia” (“ღმერთი გფარავდეს, საქართველო“), რომელშიც მოკლე ისტორიული ექსკურსის მოხმობით, ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს ქართული რესპუბლიკის შექმნის მნიშვნელობა და ბრიტანეთის მთავრობის ძალისხმევა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს დიპლომატიური მხარდაჭერისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი გაძლიერებისთვის. გაზეთში წარმოდგენილია რუბრიკები:  „ევროპაში“, „ტიფლისი“, „საქართველო“, „ქართული იუმორი“. რუბრიკით „ევროპაში“ იბეჭდება ინფორმაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. სიახლეები თემატურადაა გამიჯნული ქვერუბრიკებით: „ინგლისი“, გერმანია“, „რუსეთი“, „ავსტრია-უნგრეთი“, „სერბია“ და ა.შ. რუბრიკა „საქართველო“  გვთავაზობს მეტად საინტერესო და საგულისხმო მასალას საქართველოს ისტორიის, იმდოინდელი პოლიტიკური ცხოვრებისა და დემოკრატიული საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექსტები გამდიდრებულია ვიზუალური მასალით. მაგალითად, 25 მაისის ნომერში ( #11) გამოქვეყნებულ საიუბილეო წერილს - „1918 წლის 26 მაისიდან, 1919 წლის 26 მაისამდე“ ერთვის საქართველოს მთავრობის წევრების - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ევგენი გეგჭკორის, ნოე ხომერიკის, კონსტანტინე კანდელაკის ფოტოები. გაზეთის ისტორიული პროფილის პუბლიკაციათა შორის უნდა გამოიყოს ინგლისელი მეცნიერის, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, უილია მმორფილის სტატია საქართველოზე, რომელიც 1899 წლით დათარიღებული „სამეფო აზრის საზოგადოების ჟურნალიდან“ დაიბეჭდა. მასში მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხისა და მისი ტრადიციების შესახებ. ისტორიულ მეგზურობას უწევს გაზეთის მკითხველს ოლივერ უორდროპის მემუარული ჩანაწერები „თბილისი“ და სხვ.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები, რომელთაც „The Georgian Messenger“-ი უხვად გვთავაზობს. გაზეთში იბეჭდება ამონარიდები მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი  „ვეფხისტყაოსნიდან“, ოლივერ უორდროპის თარგმანები: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ილია ჭავჭავაძის ლექსის, „ქართვლის დედის“, შემოკლებული თარგმანი. უნდა გამოვყოთ  ელისაბედ ორბელიანის მიერ შესანიშნავად თარგმნილი ქართული კლასიკური მწერლობის რჩეული ნიმუშები: ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, შიო არაგვისპირელის, დონიმიკა ერისთავისა და სხვათა ნაწარმოებები. გაზეთი ინტერესდება აგრეთვე ქართველ ქალთა პრობლემებით. ამ თემას ეძღვნება ელ.ორბელიანის, ე. შიუკაშილის წერილები. საგულისხმოა აგრეთვე  „The Georgian Messenger“-ის პოლემიკა გაზეთ “Transcaucasian Post”- თან თბილისის საქალაქო არჩევნების თემაზე. გამოცემაში გვხვდება განცხადებებიც, რომლებიც ძირითადად ქვეყნის კულტურული ცხოვრების სიახლეებს გვაცნობს.

ჯარი და ერი

ჯარი და ერი. ყოველვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა.ს სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები : ალექსნადრე ანდრონიკაშვილი ;  ანდრია ბენაშვილი; გიორგი კვინიტაძე; ზაქარია ყიფშიძე პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი; ავქსენტი აბესაძე  და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს. ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები  და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს;  ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში;  კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა  და სხვა.

ჯეორჯიან მეილ - The Georgian Mail

ჯეორჯიან მეილ - The Georgian Mail (06. 08. 1919- 16. 06.1920,  თბილისი)ინგლისურენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველკვირეული გაზეთი გამოდიოდა 1919-1920 წლებში, თბილისში. იგი დაარსდა ორენოვანი გაზეთის, „ტიფლისსკი ლისტოკის“ რუსული ნაწილის დახურვის შემდეგ. გამოცემის ინგლისურ ნაწილს შეუცვალეს სახელი და უწოდეს „The Georgian Mail“. გაზეთი იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. მისი რედაქცია  ჯერ სოლოლაკის ქუჩა #1-ში განთავსდა,შემდეგ კი მისამართი შეიცვალა და კალოუბნის #3-ში გადავიდა.„The Georgian Mail“-ს რედაქტორობდა ინგლისის არმიის კაპიტანი  ლინდელეი სკოტი (გაზეთს ხელს აწერს სკოტლანდ ლიდელის (Scotland Liddel) სახელით).  წინამორბედი ინგლისურენოვანი გაზეთის, The Georgain Messenger-ისაგან განსხვავებით, The Georgian Mail-ში სჭარბობს ინგლისური თემატიკა. აქ თითქმის აღარ გვხვდება ქართველ კორესპონდენტთა წერილები, საერთოდ ქრება ქართული ლიტერატურის ნიმუშები. ვრცლად არის მიმოხილული დიდი ბრიტანეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ძლიერდება ანტისაბჭოური პროპაგანდა. გარკვეული ადგილი უკავია ინგლისურ იუმორსა და ლიტერატურის ნიმუშებს. გაზეთი პირველ გვერდს მუდმივად უთმობს ინგლისის პოლიტიკური ცხოვრების ამსახველ მასალას, მეორე გვერდზე აქვეყნებს მოკლე ცნობებსქართული რეალობიდან, მომდევნოზე კი- ინფორმაციებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბოლო გვერდი ეთმობა ლიტერატურულნაწარმოებებს,  ინფორმაციულ შენიშვნებსა და განცხადებებს.

გაზეთი ეხმიანება დემოკრატიულ საქართველოს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, აშუქებს სიახლეებს, მსჯელობს  სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას,შექმნილ სიტუაციას გამოცემა აფასებს არა როგორც მენშევიკური მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგს, არამედ როგორც მეფის რუსეთის მძიმე დანატოვარს. The Georgian Mail-ში გამოქვეყნებულია უნიკალური მასალაბათუმსა და მის ოლქში მიმდინარე პროცესების შესახებ.  გაზეთის 1920 წლის აპრილ-მაისის ნომრებში ხშირად საუბრობენ ბათუმის საკითხში მოკავშირეთა „კეთილშობილურ მისიაზე“, ბათუმის გარდაქმნის გეგმებზე, საპორტო ქალაქის სავაჭრო პერსპექტივებზე და ა. შ.

The Georgian Mail-ის ფურცლებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოკავშირეების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს და განსაკუთრებული შეფასება მიეცა ამ საკითხში დიდი ბრიტანეთისდამსახურებას. გაზეთი ბრიტანული პოლიტიკის შემქმნელთა აპოლოგეტად გვევლინება და  1920 წლის იანვრის ნომრებს ძირითადად აღნიშნულ თემას უძღვნის.  აღსანიშნავია, რომ The Georgian Mail-ის 1920 წლის 28 იანვრის ნომერი იხსნება საქართველოს მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას, ვრცელი სიტყვით, რომელიც მან  საქართველოს დამფუძნებელ კრებაზეწარმოთქვა. აღნიშნულია, რომ  კრებას სხვადასხვა ქვეყნის მისიების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის რწმუნებული ოლივერ უორდროპი. გაზეთი დიდ შეფასებას აძლევს   საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს მენშევიკურ მთავრობას შორის 7 მაისს დადებულ საზავო ხელშკრულებას და ეს მიაჩნია „საქართველოს დემოკრატიის“ მორიგ გამარჯვებად.1920 წლის 9 ივნისის (№45) ნომერშიგამოქვეყნებულიახელშეკრულების ტექსტი, რომელსაც რედაქტორის კომენტარები ახლავს. გაზეთში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებს. The Georgian Mail საერთაშორისო  პოლიტიკური პროცესების ამსახველ მრავალ საინტერესო მასალას შეიცავს.  1919 წლის მეორე ნახევრისა და 1920 წლის პირველი თვეების ნომრებში ფართოდაა გაშუქებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.  საგარეო ფაქტორებზეა ყურადღება გამახვილებული  პუბლიკაციაში „სპარსეთის ხელახალი დაბადება“ (14.01. 1920), ვრცელ ინტერვიუში აზერბაიჯანის საგრეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან-ხოისკისთან, სადაც საუბარია აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებზე (04.02. 1920) და ა.შ. გაზეთში განხილულიაებრაელთა საკითხიც. 1919 წლის 1 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილი წერილი „სიმართლე ბოლშევიზმის შესახებ“  გვიამბობს ებრაელთა მდგომარეობაზე რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდგომ რუსეთში. ამავე თემას ეხება სტატიები:  „ძარცვა და ტერორი ოდესაში“ (22. 10.1919), „ბოლშევიკური საშინელებები“ (05.11.1919) და სხვ. გაზეთი ხშირად ბეჭდავს საქართველოს შესახებინგლისური პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს. მაგ.: 1919 წლის 5 ნოემბრის გამოცემაში (№14) იბეჭდება „The Orient News”- დან გადმობეჭდილი სტატია „კავკასიის პრობლემები“, 1919 წლის 31 დეკემბრის ნომერში - „ქართველთა გადასახლებები ბოლშევიკების მიერ“  და სხვ.

ჯანმრთელობის დეპარტამენტი

ჯანმრთელობის დეპარტამენტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში უმაღლესი ჯანმრთელობის ორგანო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ ამიერკავკასიის საექიმო-სასანიტარო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა საქართველოს საექიმო-სასანიტარო განყოფილება. თავდაპირველად განყოფილება მომარაგების სამინისტროში შედიოდა, შემდგომში კი მისი ეფექტურობის გასაზრდელად და ადგილობრივ დონეზე მისი საქმიანობის გასააქტიურებლად, განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. განყოფილება დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად ებრძოდა ქოლერის ეპიდემიებს, რომელიც ძირითადად ლტოლვილთა გადაადგილებას  და შიმშილობას უკავშირდებოდა. განყოფილების ანგარიშის მიხედვით ეპიდემიის დროს ბაკურიანში გახსნა 2 ლაზარეთი, 100  და 50 საწოლიანი, ასევე გადასროლილი იქნა სასანიტარო მოძრავი რაზმი; ბორჯომში გაიხსნა 30 საწოლიანი ლაზარეთი, გაიგზავნა სასანიტარო 30 საწოლიანი მატარებელი და სადეზინფექციო რაზმი. საექიმო სასანიტარო განყოფილება ეპიდემიას ებრძოდა ხაშურში, სურამსა და ყვარელში. 1918-1919 წლებში ქართლ-კახეთში მოქმედებდა ე.წ. „მფრინავი სასანიტარო რაზმი“, რომელიც ეპიდემიის კერებში სადენზიფექციო-სასანიტარო სამუშაოებს ატარებდა. საექიმო სასანიტარო განყოფილებამ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ერობებს გადასცა 4-4 საწოლიანი ლაზარეთები, სადაც ექიმთა ეტაპობრივ განაწილებას თავადვე უზრუნველყოფდა. 1920-ს 1 ივნისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაიწყო განხილვა კანონისა „ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსებისა“. 1920-ს 13 ივლის საბოლოოდ კრებამ კანონი დაამტკიცა. აღნიშნული კანონის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროში საექიმო-სასანიტარო განყოფილების ნაცვლად  იქმნებოდა ჯანმრთელობის დეპარტამენტი, რომელსაც ექნებოდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი. დეპარტამენტის უფროსი პროფესიით ექიმი უნდა ყოფილიყო. დეპარტამენტის მოვალეობა იყო შეემუშავებინა საექიმო-სასანიტარო კანონპროექტები, ეწარმოებინა საექსპერტიზო საქმე, განაგებს საფარმაციო საქმეს, აკონტროლებს საექიმო საქმეებს. კანონის თანახმად დეპარტამენტი შედგებოდა 5 განყოფილებისაგან: 1) ერობის და ქალაქის მედიცინის 2) საკურორტო,    3) სარკინიგზო,   4) საფარმაციო საქმეების და 5)სამხედრო.  კანონის თანახმად დეპარტამენტის ადმინისტრაციული ხარჯები 1920 წლისათვის 2 968 504 მანეთს შეადგენდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates