• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამიერკავკასიის სახელმწიფოების სამშვიდობო კონფერენციები

ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლად გამოცხადების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) შემდეგ, თითოეული მათგანის სახელმწიფოებრივი მშენებლობის წარმატებულ გარანტს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება ინიციატივით გამოვიდა, მოეწვიათ კონფერენცია, რომელზედაც განიხილავდნენ რეგიონში რესპუბლიკათა შორის არსებულ პრობლემებს და მიაღწევდნენ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას. 1918 წ-ის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მიმართა აზერბაიჯანის, სომხეთისა და კავკასიის მთიელთა კავშირის მთავრობებს საერთო კონფერენციის მოწვევის წინადადებით. დოკუმენტში დასმული იყო საკითხები: ა). ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის სასურველი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ნორმების დადგენის, ურთიერთნდობისა და დახმარების პირობების შემუშავების აუცილებლობა; ბ). კონკრეტულად იყო მითითებული ამიერკავკასიის წარმომადგენლების თბილისში შეკრების თარიღი (1918 წ-ის 3 ნოემბერი, 12 საათი). იმავე დოკუმენტში დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი განსახილველი საკითხები: 1. კონფერენციაზე მოწვეული მთავრობებისგან სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ურთიერთცნობა; 2. ყველა სადავო საკითხების, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის საშუალებით მოწესრიგება; 3. მონაწილე სახელმწიფოებს ვალდებულება უნდა ეკისრათ, არ შესულიყვნენ ისეთ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, რომელიც ზიანს მიაყენებდა კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს; 4. სოლიდარობით და მხარდაჭერით გამოსულიყვნენ საერთაშორისო კონგრესებზე, მათი დამოუკიდებლობის ცნობისა და ინტერესების დაცვის მიზნით. მიუხედავად ამისა, სომხეთის ხელისუფლებამ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქართულმა მხარემ სომხეთის დიპლომატიურ წრეებს კონფერენციის მოწვევის დროდ 14 ნოემბერი შესთავაზა. სომხეთმა ამჯერადაც თავშეკავება  არჩია, რის გამოც კონფერენცია 30 ნოემბრისათვის გადაიდო. ქართული მხარის შეთავაზება სომხეთის ხელისუფლებამ ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა და ამიერკავკასიის ერების საერთო - სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის იდეა ჩაშალა. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევით, 1919 წ-ის 25 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია მაინც გაიხსნა. მასში მონაწილეობდნენ: საქართველოდან -  ე. გეგეჭკორი,  ნ. რამიშვილი, კ. კანდელაკი; სომხეთიდან - ს. მამიკონიანი, ს. ფ. ტიგრანიანი, ს. ს. არუთინიანი; აზერბაიჯანიდან - მ. ჯაფაროვი, ფ. ხან-ხოისკი, ხასმ-მამედოვი; მთიელთა რესპუბლიკიდან - კანტემირი, ფანზულაევი, ბუტაევი. ქართული მხარის მიერ შემუშავებული კონფერენციის დღის წესრიგი, კონფერენციის მონაწილეთა მხრიდან მოწონებულ იქნა. იგი 8 ძირითადი საკითხის განხილვას ითვალისწინებდა: რკინიგზების, ფოსტა-ტელეგრაფის, საქონლის გაცვლა-გამოცვლის, ტერიტორიული კითხვების გადაწყვეტას, საერთო ძალებით დამოუკიდებლობის დაცვას, მოსალოდნელი წინასწარი საფრთხის დროულად განმუხტვას, ლტოლვილთა და სამოსამართლო უფლებრივი ნორმების მოსაგვარებელი მექანიზმის შემუშავებას. აღნიშნული საკითხების მოსამზადებლად და კონფერენციის პლენუმზე გასატანად შესაბამისი დარგობრივი კომისიები შეიქმნა. კონფერენციის 1919 წ-ის 9 ივნისის სხდომაზე ევ. გეგეჭკორმა ამიერკავკასიის სახელმწიფოთა სამხედრო ძალების გაერთიანების საკითხი დააყენა. ნ. რამიშვილმა ყურადღება იმ მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა, მოხალისეთა ჯარისგან (დენიკინისგან) კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას რომ ემუქრებოდა. ქართული მხარის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტის იმ დებულებას, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად ამიერკავკასიის სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაერთიანებას ითვალისწინებდა, სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ს. ტიგრანიანმა და ს. მამიკონიანმა მხარი არ დაუჭირეს. მიზეზად სომხეთის მთავრობის პოზიციის არცოდნა, მათთან შეთანხმების საჭიროება დაასახელეს და სხდომის ერთი კვირით გადადება მოითხოვეს. ამით სომხურმა მხარემ რეზოლუციის მხარდაჭერას თავი აარიდა. მათი ეს ქმედება ალ. ხატისოვმა იმით „გაამართლა“, რომ სომხეთის გაერთიანებაში აჯიმოვის ჯგუფს და დენიკინს დიდი დამსახურება მიუძღოდათ. იმავე ალ. ხატისოვმა აღნიშნული კონფერენცია საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთზე ზემოქმედების მცდელობად და სომხური ტერიტორიების დასათმობად ჩატარებულ ღონისძიებად გამოაცხადა. ალ. ხატისოვი სომხურ ტერიტორიებში ახალქალაქის, ბორჩალოსა და ახალციხის მაზრებს გულისხმობდა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა: 1. ტერიტორიული და სხვა სადავო საკითხების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები ენერგიულად გაგრძელებულიყო; 2. ექვსი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების უშედეგობის შემთხვევაში, დავა არბიტრაჟით გადაწყვეტილიყო; 3. მოდავე მხარეებს ცალ-ცალკე შეედგინათ სამი საარბიტრაჟო კომისია; 4. კომისიების მუშაობის უშედეგობის შემთხვევაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ერთად უნდა მიემართათ ანტანტის საბჭოს ან ერთა ლიგის საარბიტრაჟო კომისიის გამოყოფის შესახებ. ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  საბოლოო იქნებოდა. 1919 წ-ის 3 ნოემბერს საქართველო-სომხეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეორე მუხლი სადავო საკითხების გადაწყვეტას არბიტრაჟის წესით სავალდებულოდ აღიარებდა. იმავე წლის 16 ივნისს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებული სამხედრო ხელშეკრულება მტრის თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებდა. ამ დოკუმენტს სომხური მხარე არ შეუერთდა. ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლი სომხეთის წარმომადგენლობას 2 კვირის განმავლობაში მოფიქრების შესაძლებლობას აძლევდა.  სომხური მხარის თავშეკავება საქართველოს ტერიტორიების მიმართ პრეტენზიების შენარჩუნების სურვილით იყო განპირობებული. ამ მიმართულებით მათი პოზიცია სან-რემოს კონფერენციაზე (1919, 18 იანვარი - 1920,  21 იანვარი) გამოიკვეთა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო ფრონტი, 1920 წლის აპრილ-მაისი

1920 წ-ის მაისის ბოლოს, საქართველოს საზღვრებთან შექმნილი რთული ვითარების გამო, შეიქმნა „რესპუბლიკის დაცვის საბჭო“. ამავე დროს თბილისის, თელავის სიღნაღის, ბორჩალოს, ახალციხის, ახალქალაქის, გორის, დუშეთისა და თიანეთის მაზრებში   გამოცხადდა სამხედრო წესები. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი გ.კვინიტაძე.

27 აპრილს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ სამხედრო მოქმედებები დაიწყო აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ. 28 აპრილს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა ბაქოში, ხოლო 1 მაისს წითელი არმიის ნაწილები განჯაში შევიდნენ.

აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა იმავეს გაკეთება საქართველოშიც მოისურვეს და უკვე 1 მაისს  მოხდა პირველი სამხედრო შეტაკებები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. 2 და 3 მაისს ბრძოლები მიმდინარეობდა წითელი და ფოილოს ხიდების რაიონებში. 4 მაისს მოწინააღმდეგემ სცადა, ალყაში მოექცია ფოილოს ხიდთან მყოფი ქართული შენაერთები, თუმცა ამ უკანასკნელთა მიერ ტაქტიკური უკანდახევის გამო, ჩანაფიქრი ვერ შეასრულა.  ს. ორჯონიკიძე მოსკოვში უპატაკებდა, რომ ყველაფერი კარგად მიდის და არაუგვიანეს 12 მაისისა ის თბილისში იქნება. საბჭოთა ქვედანაყოფების შეტევის შესაჩერებლად ქართული მხარე იძულებული გახდა, 5 მაისს ფოილოს სარკინიგზო ხიდი აეფეთქებინა. ამის შემდეგ ფოილოს ხიდის რაიონში მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.

მეტად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა წითელი ხიდის მიდამოებშიც. მართალია ქართული შენაერთები უკან იხევდნენ, მაგრამ მტერი მაინც ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.

იმ დროს, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლები მიდიოდა, მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გ. ურატაძე. ამ მომენტისთვის საბჭოთა რუსეთი რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, რადგან მარცხს მარცხზე განიცდიდა დასავლეთის ფრონტზე პოლონეთთან მიმდინარე ომში. 6 მაისს პოლონელებმა კიევი დაიკავეს. ამავე დროს სამხედრო მოქმედებები გაააქტიურა ყირიმში მყოფმა ბარონმა ვრანგელმაც. შექმნილ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უკეთესია საქართველოსთან ხელშეკრულების დადება, რაც მოხდა კიდეც 7 მაისს.

მიუხედავად მოსკოვში დადებული შეთანხმებისა ბრძოლა არ შეწყვეტილა. 8 და 9 მაისს მოწინააღმდეგემ შეძლო ბობკარისა (ბაბაკიარის) და ტარსის სიმაღლეების დაკავება და 4-5 ვერსის მანძილზე შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე წითელი ხიდის რაიონში. ამავე პერიოდში თავდასხმა მოხდა ლაგოდეხის რაიონში განლაგებულ ქართულ სასაზღვრო საგუშაგოზეც.

საქართველოს სხვა საზღვრებზე და ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი რთული ვითარების გამო დაგვიანდა დამატებითი სამხედრო შენაერთების მობილიზაცია და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაგზავნა. მხოლოდ 9 და 10 მაისს მივიდნენ ახალი ბატალიონები სადგურ სანდარაში (მარნეულის მახლობლად), საიდანაც უკვე საკუთარი სვლით დაიძრნენ ფრონტის ხაზისკენ. ამავე დროს, ფრონტის ხაზზე მყოფმა სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონმა, სამეგრელოსა და კახეთის ბატალიონებმა, ცხენოსანი დივიზიონის დახმარებით, მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანეს და უკან დაახევინეს. ქართული შენაერთების წინააღმდეგ მოქმედებდა საბჭოთა რუსეთის ორი პოლკი და საბჭოთა აზერბაიჯანის რამდენიმე რაზმი.

11 მაისს შეტევაში უკვე ფრონტზე წინა დღით ჩამოსული ქვედანაყოფებიც ჩაერთნენ. იერიში ორ კოლონად განხორციელდა. მარცხენა ფრთა, რომელსაც მეთაურობდა საგანგებო რაზმის უფროსი პოლკოვნიკი ვანო ცომაია, წითელი ხიდის მიმართულებით უტევდა. მარჯვენა ფრთა კი,  პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობით, სადახლოდან დაიძრა. მას ტარსის მთა - ბაბაკიარის ქედი - სოფელი ასლანბეგის მიმართულებით უნდა ემოძრავა. მათ ბაბაკიარის ქედს მიაღწიეს და რამდენიმე სიმაღლეც დაიკავეს. ბრძოლაში მონაწილეობდა ორი ქართული თვითმფრინავიც, რომელიც მოწინააღმდეგეს ბომბებს უშენდა. მიღწეული წარმატების შემდეგ მთავრსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, ფრონტზე მყოფი შენაერთები გენერალ ა. ჯიჯიხიას დაუქვემდებარა და თავად თბილისში დაბრუნდა. მთავრსარდლის ჩანაფიქრით, ეს ქვედანაყოფები მხოლოდ მეწინავე ნაწილს წარმოადგენდა და ძირითადი საბრძოლო ოპერაციები ფრონტის ხაზზე მოგვიანებით გადასროლილ შენაერთებს უნდა ეწარმოებინათ.

12 მაისს, გამთენიისას, 3 საათზე შეტევა გაგრძელდა. 5 საათისთვის მარცხენა კოლონამ დაიკავა წითელი ხიდი და სტრატეგიული სიმაღლეები, აიღო სოფელი შიხალო. ამავე დროს მარჯვენა კოლონამ სრულად დაიკავა ბაბაკიარის ქედის სიმაღლეები. შეტევაში მონაწილეობდნენ გვარდიის იმერეთის, კახეთისა და თბილისის ბატალიონები რომელთაც ეხმარებოდა ცხენოსანი დივიზიონი. მოწინააღმდეგემ უკან დაიხია, კავალერია ცდილობდა უკანდახეულები დაეცვა. სამწუხაროდ, ქართულ შეიარაღებულ ძალებს არ ჰყავდათ საკმარისი შენაერთები იმისთვის, რომ უკანდახეული მტრისთვის მარჯვენა ფლანგიდან მოევლოთ და სრულად გაენადგურებინათ. შუადღისათვის ქართველების ჯავშანმატარებელმა ფოილოს ხიდთან ძლიერი ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგეს.

13 მაისისთვის მოწინააღმდეგე მდინარე ინჯასუს მარჯვენა ნაპირზე არსებულ სიმაღლეებზე იყო გამაგრებული. ქართულმა შენაერთებმა, და ეს ძირითადად კვლავ სახალხო გვარდიის ბატალიონები იყო, მტერს შეუტიეს. მოწინააღმდეგის მხრიდან ბრძოლაში ჩაება აქამდე რეზერვში მყოფი დასვენებული შენაერთები. ქართულმა ქვედანაყოფებმა დაიკავეს კაიმახლუს მთის სიმაღლეები. შევიდნენ სოფლებში: ზედა და ქვედა კამარლუ. დღის ბოლოსთვის ქართველების მარჯვენა კოლონის მარცხენა ფრთა სოფელ ასლანბეგში შევიდა. კოლონის ცენტრისა და მარჯვენა ფრთის ნაწილები კი აბეგის ქედიდან 6-7 ვერსის დაშორებაზე იმყოფებოდნენ.

14 მაისს, მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში მონაწილე დანაყოფები უკვე დაღლილი იყო, რეზერვიც ჩამორჩა და აღალიც, მაინც გადაწყდა შეტევის გაგრძელება. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა, უკან დაეხია და ქართულმა შენაერთებმა აბეგის ქედის სიმაღლეები დაიკავეს. ქართული შენაერთები უკვე 20-25 ვერსის მანძილზე იყვნენ შეჭრილი საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

 15 მაისს, შუადღისას, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა ქართული პოზიციების მიმართულებით. საღამოსთვის სროლა კიდევ უფრო გახშირდა. 15-დან 16 მაისის ღამეს სამტრედიის ბატალიონის ერთმა ჯგუფმა მოწინააღმდეგის შეტევა ვერ შეამჩნია და სტრატეგიული სიმაღლე დაკარგა მარჯვენა ფრთაზე. სამტრედიელთა უკან დახევამ სხვა შენაერთებშიც პანიკა გამოიწვია. ქვედანაყოფებმა პოზიციები მიატოვეს და უკან დახევა დაიწყეს. კომუნიკაციის თითქმის არარსებობამ, გარკვეულმა გაუგებრობამ და შეუთანხმებლობამ ის გამოიწვია, რომ მთელი ღამის მანძილზე ქართული შენაერთები უკან დახევას განაგრძობდნენ. მათი შეჩერება და კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა მხოლოდ 16 მაისს მოხერხდა, როდესაც უკანდახეულებმა წითელ ხიდს მიაღწიეს. აქ გენერალმა ჯიჯიხიამ ხელახლა დაიწყო მათი დაწყობა. ამ დროისთვის ფრონტზე ჩამოვიდნენ მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე და სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი ვ. ჯუღელი.

17 მაისს ქართულმა შენაერთებმა კვლავ დაიწყეს წინსვლა. მთავარსარდლის განკარგულებით შექმნილი იყო ოთხი საიერიშო კოლონა: პოლკოვნიკ ჩხეიძის - სადახლოდან აღმოსავლეთით, კერპილთან; გენერალ ჯიჯიხიასი - წითელი ხიდის აღმოსავლეთით;  გენერალ გედევანიშვილის - სალ-ოღლისთან ფოილოს ხიდის მიმართულებით; გენერალ სუმბათაშვილის - ლაგოდეხთან. მთელი ამ ძალების 4/5 თავმოყრილი იყო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადახლოს ზოლიდან წითელ ხიდამდე. ქართული სარდლობა საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის შენაერთების წინააღმდეგ დიდი შეტევის დაწყებას აპირებდა.

18 მაისს თბილისიდან მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება მოვიდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამიტომ მთავრსარდალმაც შეტევა აღარ დაიწყო.

26 მაისს საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის დროებითი ზავი დაიდო. საზავო ხელშეკრულება კი 12 ივნისს გაფორმდა.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა

ამიერკავკასიის დამოუკი-დებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ოსმალეთი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვდა ამიერკავკასიის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და ეცნო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები - ყარსის, არდაგანის და ბათუმის ოლქების ოსმალეთის ხელში გადასვლა. მას შემდეგ, რაც ოსმალეთის ჯარმა 1918 წ-ის მარტ-აპრილში დაიკავა ზემოაღნიშნული ტერიტორიები და ამიერკავკასიის ფარგლებში შემოიჭრა, ამიერკავკასიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობებზე წასულიყო. 1918 წ-ის 22 აპრილს რუსეთის სოც-დემ. პარტიის (მენშევიკების) ა/კ-ის საოლქო კომიტეტის სხდომამ დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, თუმცა ნ. ჟორდანიამ თავი შეიკავა.  იმავე დღეს შეიკრიბა ა/კ-ის სეიმი ნ. ჩხეიძის თავმჯდომარეობით. დ. ონიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ა/კ-იის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რომელსაც სეიმის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. სეიმის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე სხდომამ ევ. გეგეჭკორის მთავრობის გადადგომა დაადასტურა და ახალი მთავრობის შედგენა აკ. ჩხენკელს დაავალა. 26 აპრილს სეიმმა დაამტკიცა ა. ჩხენკელის მიერ შედგენილი ა/კ-ის რესპუბლიკის მთავრობა: აკ. ჩხენკელი - მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი; ნ. რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი; ა. ხატისოვი - ფინანსთა მინისტრი; ხ. ბ. მელიქ-ასლანოვი - გზათა მინისტრი; ფ. ხ. ხოისკი - იუსტიციის მინისტრი;  გრ. გიორგაძე - სამხედრო მინისტრი; ნ. ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი; ნ. ბ. უსუბეკოვი - სახალხო განათლების მინისტრი; მ. ჰაჯინსკი - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი; ა. სააკიანი - სასურსათო საქმეთა მინისტრი, რ. კაჩაზნუნი - სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი; ა. ერზინკიანი - შრომის მინისტრი; ი. ბ. ჰაიდაროვი - სახელმწიფო კონტროლიორი. ამიერკავკასიის მთავრობის მომავალი საქმიანობის მიზნები და ამოცანები იმავე სხდომაზე აკ. ჩხენკელის მიერ წაკითხულ დეკლარაციაში იქნა გაცხადებული. ახალი ფედერაციული გაერთიანების წინაშე თავიდანვე დაისვა მის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრობლემა, რაც ახალ კონსტიტუციას უნდა დაერეგულირებინა. შეიქმნა ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის 24 კაციანი შემადგენლობა. კომისიაში ამიერკავკასიის მთავრობის რეკომენდაციით 9 კაცი იქნა შეყვანილი, ხოლო 5-5 წევრის წარდგენის უფლება ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელების ეროვნულ საბჭოებს მიეცა. საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 2 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით, კომისიაში შეყვანილ იქნენ: გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე, შ. მესხიშვილი, რ. არსენიძე, ი. გობეჩია. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის შექმნის საკითხს, იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1918 წ-ის 9 მაისის სხდომაზე იქნა დასმული, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წ-ის 12 მაისის სხდომაზე მოხსენება საქართველოსა და ამიერკავკასიის კონსტიტუციის პროექტის მომზადების შესახებ, ს. ჯაფარიძემ წაიკითხა. მის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი (საგარეო პოლიტიკა, სამხედრო საქმე, ფინანსები, ფოსტა-ტელეგრაფი, განათლება, სამოქალაქო და სისხლის სამართალი, შრომის უფლებების დაცვა) უფლებები ა/კ-იის სეიმის პრეროგატივად რჩებოდა. ამავდროულად, უნდა შემუშავებულიყო საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის  კონსტიტუციები. 9 მაისს გამართულმა საქართველოს ეროვნული საბჭოს მორიგმა კრებამ დაადასტურა, რომ გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო ძნელი იყო ცალკეული ერების ინტერესების შეთანხმება, განსაკუთრებით, ტერიტორიული გადამიჯვნა. ა/კ-იის ერთიანობა შეუძლებელი გახადა  სამივე ერის განსხვავებულმა პოზიციამ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში. აზერბაიჯანელები აშკარად პროოსმალურ ორიენტაციას ღიად აფიქსირებდნენ; თანდათან იკვეთებოდა საქართველოს პროგერმანული ორიენტაცია, მაშინ როდესაც სომხები ანტანტის ორიენტაციის ერთგულნი რჩებოდნენ. ამავდროულად, სულ უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების განწყობა საქართველოს ეროვნულ საბჭოში. ამგვარი წინააღმდეგობების ფონზე, ა/კ-იის ერთიანი სახელმწიფოს არსებობა სულ უფრო ფორმალური ხდებოდა. მის არსებობას საბოლოო საფუძველი გამოაცალა საქართველო-გერმანიის ფარულმა შეთანხმებამ და საქართველოს ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებამ, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა. 1918 წ-ის 26 მაისის 11 სთ-ზე დაიწყო ამიერკავკასიის  სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელზეც ირ. წერეთელმა თავისი მეორე გამოსვლის დროს განაცხადა: რადგან ამიერკავკასიის მუსლიმები თურქებს ემხრობიან, ამიერკავკასია წყვეტს არსებობას,  და რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დრო დადგა. უკანასკნელი რეზოლუციით, სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა.

ადმინისტრაციული დაყოფა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

1918 წ-ის 2 აგვისტოს მიღებული კანონით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია ცხრა მაზრით (თბილისი, დუშეთი, თიანეთი, გორი, თელავი, სიღნაღი, ბორჩალო, ახალციხე, ახალქალაქი); ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით (ქუთაისი, ახალსენაკი, ლეჩხუმი, რაჭა, ზუგდიდი, ოზურგეთი, შორაპანი); სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი. 1920 წ-ის  ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. ავტონომიური მხარის სტატუსი მიიღეს: აფხაზეთმა (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველომ (ბათუმის ოლქი) და ზაქათალის ოლქმა. შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა. გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში - ოლქის კომისარი, მაზრაში - მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰყავდათ თავიანთი აპარატი - სულ 14 სამაზრო და 56 სარაიონო კომისარი. ყველა სასოფლო თემში შეიქმნა 5-კაციანი მილიცია.   1918  ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმნის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მმართველობის სისტემა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates