• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯაბადარის დრამატული სტუდია

ჯაბადარის დრამატული სტუდია - 1918-1920 – 1918 გაზაფხულზე გამოქვეყნდა წერილები ,,ქართული თეატრის აღორძინება“, რომელიც ქართული დრამატული სტუდიის მიერ სასცენო ხელოვნების სტუდიის დაარსებას იუწყებოდა. ქართულ დრამატულ წრეს  საფრანგეთიდან ჩამოსული ანტუანის თეატრის რეჟისორი გიორგი ჯაბადარი ჩაუდგა სათავეში. სტუდია მოთავსებული იყო მაშინდელ ფრეილინის ქუჩაზე. იყო სტუდია თეატრი, სადაც დამწყები ძალებთან ერთად გამოცდილი, იმ დროს სახელმოხვეჭილი მსახიობები და რეჟისორებიც მოღვაწეობდნენ. სტუდიის ხელმძღვანელი გ.ჯ. ფრანგული კლასიკური სამსახიობო ტექნიკის მომხრე იყო, რაც ხმისა და სუნთქვის სწორ დაყენებას გულისხმობდა, ასევე ბუნებრივი, ცხოვრებაში დაყენებულ კილოს ემხრობოდა. ჯაბადარის სტუდიის რეპერტუარი დეკადენტური პიესებისაგან შედგებოდა. 1919 სტუდიას ეწოდა ,,საქართველოს ცენტრალური კოოპერატივთა კავშირის ქართული დრამატული სტუდია“, რადგან კოოპერაციის დახმარებით ფინანსდებოდა. მალევე თეატრალურ სივრცეში წარმოიქმნა დავა. გ.ჯ.-ს დრამატული სტუდია დარჩა უბინაოდ და უსახსროდ. რეპეტიციები ფრეილინის ქუჩაზე, წარმოდგენები კი ქართული კლუბის სცენაზე იდგმებოდა. თვეში ერთხელ ან ორჯერ რუსული თეატრის ე.წ. ,,ტარტოს“ არტისტული საზოგადოების შენობაში. დაიდგა ბრიეს სარწმუნოება, როსტანის რომანტიკოსები, ჯაკოს ვიტა ფოთლები, ჰაუპტმანის ჰანელე, შ. შარაშიძის ავგაროზი, ი.გედევანიშვილის სინათლე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates