ჯარი და ერი. ყოველვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 17 ნოემბერს, სულ დაიბეჭდა 4 ნომერი. ჟურნალს რედაქტორობდა ა.ს სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები : ალექსნადრე ანდრონიკაშვილი ; ანდრია ბენაშვილი; გიორგი კვინიტაძე; ზაქარია ყიფშიძე პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი; ავქსენტი აბესაძე და სხვები. გამოცემის ფასი შეადგენდა 2 მანეთს. ჟურნალში ძირითადად იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები მაგ: რუსი ოფიცრობა და საქართველო; მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ჩვენს ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა და სხვა.