• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ხეთის დრამატული წრე

ხეთის დრამატული წრე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, დაარსდა თეატრალური დასები რეგიონებში. ერთ-ერთი აქტიური წრე იყო ხეთაში. 1895-დან, როგორც ადგილობრივ ისე სხვადასხვა სოფლებში მართავდნენ წარმოდგენებს. თუმცა, ოფიციალურად 10. VIII. 1919 დაარსდა. სცენისმოყვარეების მუშაობას შენობის არქონა აბრკოლებდა. პირველი წარმოდგენა თ. კობახიძის სახლში გაიმართა. დაიდგა გ. ერისთავის ,,ძუნწი“.  21. XI. 1919 ვ. ნაჭყეპიას თაოსნობით, ჟურ. ,,თეატრი და ცხოვრება“ დასახმარებლად ვ. გუნიას ,,და-ძმა“ დაიდგა. ხეთის დრამატული წრის წევრები იყვნენ: ვ. ნაჭყებია, პ. მეუნარგია, ე. კობახიძე, ს. კობახიძე, ტ და ნ. ლატარიები, სონია, ნადია და თეოდოსა დავითის ასული კობახიძეები და სხვ. მათ ფინანსურად ეხმარებოდნენ: თ.ქირია, ი. ლატარია და სევერინე ბუკია.           

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates