• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯეორჯიან მესენჯერ - The Georgian Messenger

ჯეორჯიან მესენჯერ - The Georgian Messenger (23. 02. 1919–29. 06. 1919, თბილისი) ინგლისურენოვანი ყოველკვირეულ იგაზეთი გამოდიოდა 1919 წელს,  თბილისში. გამოცემას რედაქტორობდა ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი ელისაბედ ორბელიანი. იბეჭდებოდა ოთხ გვერდზე. სულ გამოვიდა  გაზეთის 13 ნომერი. მისი გამოცემა მოულოდნელა დშეწყდა. „The Georgian Messenger“-ის დახურვის შემდეგ, იმავე წელს გამოსვლა დაიწყო გაზეთმა „The Georgian Mail“. არსებობის  ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, „The Georgian Messenger“-მა დიდ იროლი შეასრულა საქართველოსა და ინგლისს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში, რასაც ხელს უწყობდა მისი მრავალმხრივი პროფილი. გაზეთი,  ერთი მხრივ, ემსახურებოდა, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ინგლისურენოვან სამყაროში, მეორე მხრივ კი - ქართველ მკითხველს აცნობდა დასავლურ კულტურას, აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს საზღვარგარეთული  ცხოვრების შესახებ. ამ საქმეს ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო გაზეთის რედაქტორმა, ინგლისური ენის უბადლო მცოდნემ, ელისაბედ ორბელიანმა. აღსანიშნავია, რომ ელ. ორბელიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი იყო პირველი საუნივერსიტეტო საბჭოს წევრი. უნივერსიტეტის გახსნის დღეს წარმოთქმული მისი სიტყვა გამოქვეყნდა ჟურნალის, „თეატრი და ცხოვრების“ 1918 წლის ნოემბრის ნომერში. „The Georgian Messenger“-ისკულტურტრეგერული მიზანდასახულობა იმთავითვე გაცხადდა მეთაურ წერილში“To our readers”. რედაქცია ჰპირდებოდა მკითხველს, რომ შეეცდებოდა „შეევსო ინფორმაციული სიცარიელე“ და საკუთარი წვლილი შეეტანა  კულტურათა გაცნობა - დაახლოებაში, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებაში. მართალია,გაზეთის მთავარი ამოცანა ინგლისელებისთვის ევროპისა და მათი დისლოკაციის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირება იყო, მაგრამ რეალურად იგი უფრო ქართული კულტურის პროპაგანდას ემსახურებოდა. ნათქვამს ნათლად ადასტურებს აგრეთვე გამოცემის პირველი ნომრის პირველივე გვერდზე დასტამბული ვიქტორ სიმონიშვილის სტატია „God Speed, Georgia” (“ღმერთი გფარავდეს, საქართველო“), რომელშიც მოკლე ისტორიული ექსკურსის მოხმობით, ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს ქართული რესპუბლიკის შექმნის მნიშვნელობა და ბრიტანეთის მთავრობის ძალისხმევა ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს დიპლომატიური მხარდაჭერისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი გაძლიერებისთვის. გაზეთში წარმოდგენილია რუბრიკები:  „ევროპაში“, „ტიფლისი“, „საქართველო“, „ქართული იუმორი“. რუბრიკით „ევროპაში“ იბეჭდება ინფორმაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. სიახლეები თემატურადაა გამიჯნული ქვერუბრიკებით: „ინგლისი“, გერმანია“, „რუსეთი“, „ავსტრია-უნგრეთი“, „სერბია“ და ა.შ. რუბრიკა „საქართველო“  გვთავაზობს მეტად საინტერესო და საგულისხმო მასალას საქართველოს ისტორიის, იმდოინდელი პოლიტიკური ცხოვრებისა და დემოკრატიული საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექსტები გამდიდრებულია ვიზუალური მასალით. მაგალითად, 25 მაისის ნომერში ( #11) გამოქვეყნებულ საიუბილეო წერილს - „1918 წლის 26 მაისიდან, 1919 წლის 26 მაისამდე“ ერთვის საქართველოს მთავრობის წევრების - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ევგენი გეგჭკორის, ნოე ხომერიკის, კონსტანტინე კანდელაკის ფოტოები. გაზეთის ისტორიული პროფილის პუბლიკაციათა შორის უნდა გამოიყოს ინგლისელი მეცნიერის, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, უილია მმორფილის სტატია საქართველოზე, რომელიც 1899 წლით დათარიღებული „სამეფო აზრის საზოგადოების ჟურნალიდან“ დაიბეჭდა. მასში მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, ქართველი ხალხისა და მისი ტრადიციების შესახებ. ისტორიულ მეგზურობას უწევს გაზეთის მკითხველს ოლივერ უორდროპის მემუარული ჩანაწერები „თბილისი“ და სხვ.

 ცალკე აღნიშვნის ღირსია ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანები, რომელთაც „The Georgian Messenger“-ი უხვად გვთავაზობს. გაზეთში იბეჭდება ამონარიდები მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი  „ვეფხისტყაოსნიდან“, ოლივერ უორდროპის თარგმანები: სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები, ილია ჭავჭავაძის ლექსის, „ქართვლის დედის“, შემოკლებული თარგმანი. უნდა გამოვყოთ  ელისაბედ ორბელიანის მიერ შესანიშნავად თარგმნილი ქართული კლასიკური მწერლობის რჩეული ნიმუშები: ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, შიო არაგვისპირელის, დონიმიკა ერისთავისა და სხვათა ნაწარმოებები. გაზეთი ინტერესდება აგრეთვე ქართველ ქალთა პრობლემებით. ამ თემას ეძღვნება ელ.ორბელიანის, ე. შიუკაშილის წერილები. საგულისხმოა აგრეთვე  „The Georgian Messenger“-ის პოლემიკა გაზეთ “Transcaucasian Post”- თან თბილისის საქალაქო არჩევნების თემაზე. გამოცემაში გვხვდება განცხადებებიც, რომლებიც ძირითადად ქვეყნის კულტურული ცხოვრების სიახლეებს გვაცნობს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates