• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება

ჭიათურის შავი ქვის მომპოვებელი საზოგადოება - ჭიათურაში შავი ქვის - მანგანუმის - მოპოვება 1879 წ-დან იღებს სათავეს. მისი მოპოვების ინიციატორი ცნობილი მწერალი აკაკი წერეთელი იყო. საბადოს ტერიტორია თავდაპირველად  10 სოფელს მოიცავდა. უტრანსპორტობისა და უგზოობის გამო, მოპოვებული მადანი დანიშნულების ადგილამდე ხშირად ვერ აღწევდა. მიუხედავად ამისა, ქართველ მეწარმეთა ნაწილმა 1894  გაიყვანა  ჭიათურა- შორაპნის  რკინიგზის ვიწრო ლიანდაგი.

დაარსდა მანგანუმის მრეწველთა ყრილობა, რომლის თავმჯდომარეც  სიცოცხლის ბოლომდე, ანუ 1917 წ-მდე, გიორგი ზდანევიჩ-მაიაშვილი იყო. პირველმა მსოფლიო ომმა  ძლიერ შეუშალა მწარმოებლებს ხელი მანგანუმის საზღვარგარეთ გატანაში, რადგანაც ჩაიკეტა დარდანელის სრუტე. 1918 წლისათვის  მწარმოებლების უმეტესი ნაწილი ერთ სააქციო საზოგადოებაში გაერთიანდა.  მათი კაპიტალი  30 მილიონ ოქროს მანეთს შეადგენდა და აერთიანებდა 165 დიდ თუ პატარა საწარმოს. ჭიათურაში არსებული 22 ფირმიდან 6 წარმოადგენდა ქართველთა საკუთრებას, მათ შორის  იყო  მანგანუმის მრეწველთა საზოგადოება,

მრეწველთა საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ ნიკო ნიკოლაძე  აირჩიეს. სააქციო საზოგადოებას ფილიალები  ჰქონდა: გერმანიაში, ინგლისში, თურქეთში. ჭიათურის მანგანუმის მრეწველთა საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ ქართული მანგანუმი უმსხვილესი საწარმო გახდა. 1919 წელს ჭიათურის მანგანუმის ექსპორტზე მონოპოლია გამოცხადდა.  ექსპორტის უფლება მიენიჭა საზოგადოება ,,ჩემოს’’. 1919 გაიტანეს 26 00000 ტონა მანგანუმი, ხოლო 1920, 120 00000 ტონა. შავი ქვის მრეწველთა საზოგადოება აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, აფინანსებდა სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლას. 1918 შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და წიგნსაცავი და  ლაბორატორია აჩუქა ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად ჩაერია ჭიათურის მანგანუმის მოპოვებაში. 1925 წელს  შავი ქვის ქვის მრეწველთა საზოგადოებამ და  ორგანიზაცია ჩემომაც არსებობა შეწყვიტა.  საბჭოთა ხელისუფლებამ მანგანუმის მოპოვების უფლება 20 წლით გადასცა ამერიკულ კომპანია ,, ჰარიმანს’’ თუმცა ეს თანამშრომლობა მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates