1918
იანვარი
26 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - ქართული გიმნაზიის შენობაში (წყნეთის ქ. №51) ქართული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ.
ერთობა, 1918, №20, გვ. 2.
გამოქვეყნდა ცნობა ქართული უნივერსიტეტის გახსნის და სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის ლექციებისა და გეგმის შესახებ.
საქართველო, 1918, №21, გვ. 4.
26 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - ქართული გიმნაზიის შენობაში (წყნეთის ქ. №51) ქართული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ.
ერთობა, 1918, №20, გვ. 2.
გამოქვეყნდა ცნობა ქართული უნივერსიტეტის გახსნის და სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის ლექციებისა და გეგმის შესახებ.
საქართველო, 1918, №21, გვ. 4.
28 იანვარი
გამოქვეყნდა წერილი - „ქართული უნივერსიტეტის გახსნა“.
ერთობა, 1918, №22, გვ. 2-3.
საქართველო, 1918, №23, გვ. 3.
სახალხო საქმე, 1918, №157, გვ. 3-4.
გამოქვეყნდა ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიუმის, მეცნიერ-ხელმძღვანელთა და ლექტორთა შემადგენლობა.
ალიონი, 1918, №7, გვ. 3-4.
ქართული უნივერსიტეტის გახსნა „26 იანვარი შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის კულტურულ დღესასწაულათ. 26 იანვარს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი: უნივერსიტეტის გახსნას აუარებელი ხალხი დაესწრო, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ბევრი გარეთ დარჩა, ქართული გიმნაზიის ვრცელ დარბაზმაც ვერ დაიტია ყველანი. დაჟინებით მოითხოვდნენ უნივერსიტეტის გახსნა მომხდარიყო გარეთ, გიმნაზიის ეზოში, რომ ყველას მისცემოდა საშუალება წარმოთქმული სიტყვები მოესმინა. დაესწრო პროფესორთა შემადგენლობა და სხვა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. უნივერსიტეტი გახსნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს დავალებით აკაკი ჩხენკელმა. მოქალაქენო, სთქვა მან - საქართველოს ეროვნულ საბჭოს მონდობილობით ბედნიერება მაქვს გავხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი (ტაში). მე ვამბობ პირველითქო, აქედან ცხადია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ არ გვქონია არც ერთი მაღალი სასწავლებელი. მე არ შევეხები შორეულ წარსულს, რომელიც განიყოფა რუსეთის ფარგლებში ჩვენი ცხოვრების ხანიდან. მაშინ ჩვენ გვქონდა დროის შესაფერისი უმაღლესი სასწავლებლებიც.
ერს, რომელსაც არა აქვს, თავისი სამეცნიერო ტაძარი, არ შეუძლია სთქვას, რომ იგი სრულ-ასაკოვანია. როცა მე მესმოდა საზღვარ-გარეთ საქართველოს შესახებ საგმირო ამბები, თუ რა მონაწილეობას იღებდა იგი განმათავისუფლებელ მოძრაობაში, - მაშინ მეკითხებოდნენ რამდენი უნივერსიტეტი, პოლიტეხნიკუმი და უმაღლესი სასწავლებელია საქართველოშიო. და მე ამ შეკითხვაზე მხოლოდ გაწითლებით ვუპასუხებდი: ჩვენ არ შეგვეძლო განათლება მიგვეღო სამშობლო ენაზე. რა ერია ის ერი, რომელსაც არა აქვს საშუალება მეცნიერების ნაყოფით სამშობლო ენაზე. ჩვენ რუსეთის საზღვრებში ცხოვრებამ მოგვიტანა კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური თვითცნობიერება, ეს უნდა მიეწეროს როგორც რუსეთის საზღვრებში ცხოვრებას, ისე თვით ქართველ ერის უნარს, რომელმაც აუღო ალღო ახალ ცხოვრებას, ახალ ხანას, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე შედგა ფეხი და ცნობილ ჰყო საკუთარი თავი როგორც შინ, ისე გარეშე უფრო ფართოთ, ვინემ ეს წარსულში იყო. მაშინ იტყოდნენ: ესა და ეს მეფე; ესა და ეს სარდალიო. არ იყო ისეთი ხანა, რომ ეთქვათ ქართველი ერი წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზმს, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს უცხოელებშიო. თუ რატომ არ გვქონდა მაღალი სასწავლებელი, ამის მიზეზი ყველამ იცის. ჩვენ სხვებთან ერთად ვიყავით ჩაგრული ერი, მოკლებული ყოველგვარ უფლებას. ახლა მოგვეცა საშუალება გავხსნათ ქართული უნივერსიტეტი. ეს მიეწერება დიდ მოძრაობას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი ერი მისი დემოკრატია. მაშასადამე, როცა ქართველი დემოკრატია იბრძოდა სოციალურ-პოლიტიკურ უფლებებისათვის, ამავე დროს იგი იბრძოდა ერის უფლებებისათვის. დემოკრატიის ღვაწლმა მოგვივლინა დღევანდელი დღესასწაული. თქვენ იცით ქართველი ხალხის დაუშრეტელი წყურვილი ცოდნის შეძენისადმი. ჩვენი სასწავლებლები, რომლებშიაც უფრო გამარუსებელი და ბიუროკრატიული რეჟიმი იყო გამეფებული, ვერ იტევდნენ ჩვენ მოსწავლეებს. სტატისტიკის მიხედვით ჩვენში ათჯერ მეტი სასწავლებელი იყო საჭირო, რომ მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებია. თუ რამდენად ძლიერია ჩვენში სწავლა-განათლების სურვილი, ეს სჩანს გურიის მაგალითიდან. გურიაში დღეს იმდენი სასწავლებელია, რომ საყოველთაო სავალდებულო სწავლის შემოღების შემდეგაც არ იქნება საჭირო ახალი სასწავლებლის გახსნა. და თუ ეს სკოლები ეროვნული გახდა, მათი მნიშვნელობა ყველასთვის ცხადი იქნება, რატომ პირველათ იხსნება მაღალი სასწავლებელი, როცა ჯერ კიდევ არ გვაქვს დაბალი და საშუალო ეროვნული სასწავლებლები? ასეთ ხანაში სწორეთ საჭიროა ქართული უნივერსიტეტი, რომლიდანაც უნდა გამოვიდეს ის ხალხი, რომელიც გაუძღვება დაბალ და საშუალო ეროვნულ სკოლებს. საჭიროა ცოდნა, მეთოდი, რომ ახალგაზრდებს გრძნობა გაუფაქიზოთ, ხასიათი განვუმტკიცოთ. ცხადია, ჩვენ დიდი სიხარულით უნდა მივეგებოთ ამ ხანის დაწყებას, ქარ. უნივერსიტეტის გახსნას. ჩვენ გვეჭირვება დიდი ცოდნა-განათლება. ამ მხრით არ ვართ მაინცდამაინც დაწინაურებული. ერთა ისტორიაში არის მაგალითები, როცა ერი იჩენს უნარს ერთ რომელიმე დარგში, ვთქვათ პოლიტიკაში, პუბლიცისტიკაში. მაშინ მეცნიერებისათვის მას აღარ რჩება ძალა და ღონე. ჩვენ სწავლა-განათლების მხრით ბევრ ერს ჩამოვრჩით უკან, ისეთ ერებსაც, რომლებიც პოლიტიკურათ ჩვენზე დაბლა დგანან. ჩვენ გვესაჭიროება შესწავლა წარსულის, შეგნება აწმყოსი და გათვალისწინება მომავლის. ჩვენ შეიძლება კარგათ ვიცოდეთ რომელიმე ბრაზილიის წარსული, ხოლო ბევრი არ აღმოჩნდა ჩვენში, რომ თავის ერის წარსული იცოდეს. ეს სრულებითაც არ მოასწავებს, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ წარსულის გზით. არა, ჩვენ უკვე შევდექით იმ გზაზე, რომლითაც განათლებული ერები მიდიან. წარსულის შესწავლა გვესაჭიროება ჩვენ აწმყოს შესაგნებათ და მომავლის გასათვალისწინებლათ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თანამედროვე მეცნიერების დარგები, შევისწავლოთ ახალი მეთოდები; ეს საჭიროა მომავალ მასწავლებლებისათვის.
თებერვალი
11 თებერვალი
დაიბეჭდა შ. გაჩეჩილაძის წერილი - „სალამი ქართულ უნივერსიტეტს“.
ალიონი, 1918, №11, გვ. 3.
მაისი
26 მაისი
გამოქვეყნდა ცნობა - „საფილოსოფიო საზოგადოების კრება“ – „1918 წლის 26 მაისს, კვირა დღეს დილის 11 საათზე ქართული უნივერსიტეტის დარბაზში დანიშნულია დამფუძნებელი კრება პირველი ქართული საფილოსოფიო საზოგადოებისა“.
სახალხო საქმე, 1918, N241, გვ. 3.
ივნისი
2 ივნისი
ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის ფონდის დასახმარებლად საღამო გაიმართა. სახალხო საქმე, 1918, N243, გვ. 3.
5 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტისთვის შემოწირულობების შესახებ.
6 ივნისი
26 მაისს ქართული უნივერსიტეტის I აუდიტორიაში დაარსდა „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, დიმიტრი უზნაძე, იოსებ ყიფშიძე, გიორგი ახვლედიანი, იუსტინე აბულაძე, გრიგოლ რობაქიძე, დავით კარიჭაშვილი, მოსე ჯანაშვილი, ილია ჭყონია და სტუდენტები. ამავე შეხვედრაზე აირჩიეს საზოგადოების 46 წევრი, მათ შორის იყვნენ: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, აკაკი შანიძე და სხვები.
სახალხო საქმე, 1918, N250, გვ. 3.
გამოქვეყნდა ქართულ უნივერსიტეტისათვის შემომწირველების სია:
1. ბ. ისიდორე კოსტავამ ოცდაექვსი ცალი ძველი ფული-ორი ვერცხლისა და დანარჩენი სპილენძისა.
2. თ. მთავრიშვილის და ამხ. წიგნის მაღაზიამ საკუთარი გამოცემა „ერობა კავკასიაში“ და ა. ნაზაროვისა.
3. გიორგი ჭიჭინაძემ - სოფ. თლუდიდან (ქვემო რაჭა) ხის ჯვარი ათონური ხელობისა, ბრინჯაოს ბალთა და ბეჭდის თვალი.
4. ქ-ნ ელ. ჯამბაკურ-ორბელიანისამ დიდი ფრანგული წიგნი: „საფრანგეთის რევოლუცია“ გამოცემული არმან დაიოს რედაქტორობით.
5. ქუთაისის მასწავლებელთა გამომცემელმა ამხანაგობამ „განათლება“ ორ-ორი ცალი საკუთარი გამოცემანი 17 სხვა და სხვა სახელმძღვანელო წიგნებისა“.
6. ასურმა მურადოვმა ერთი ასურული წიგნი.
7. წერა-კითხვის წიგნის მაღაზიამ ორ-ორი ცალი 45 წიგნი საკუთარი გამოცემანი.
8. ჟურნალ „განათლების“ რედაქტორმა ყველა გამოცემების ორ-ორი ცალი გარდა პირველი დიდი ტომიანი ჟურნალებისა,რომელიც ცეცხლმა იმსხვერპლა.
9. უცნობ პირმა დიდი ხელთნაწერი 1845 წ. წიგნი „დავრიშიანი“ და სხვა მოთხრობები.
სახალხო საქმე, 1918, N250, გვ. 3.
9 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა ქართული უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის არჩევის შესახებ კრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1918, კვირა, 9 ივნისი, №113, გვ. 3.
სახალხო საქმე, 1918 წელი, 9 ივნისი, № 253, გვ. 3.
13 ივნისი
12 ივნისს ივანე ჯავახიშვილმა ტფილისის უნივერსიტეტში დაასრულა სალექციო კურსი „სამართლის ისტორია“. მომავალი სემესტრის დაწყების დრო გამოცხადებული იქნება ადგილობრივ გაზეთებში უნივერსიტეტის გამგეობის მიერ, რომელსაც პროფესორთა საბჭომ დააკისრა სემესტრის დასაწყისი დროის გადაწყვეტა.
სახალხო საქმე, 1918 წელი, 13 ივნისი, №256, გვ. 3.
დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა პროფესორ გიორგი ახვლედიანის „ენათმეცნიერების შესავლი“, ლექციების მეორე ნაწილი. წიგნი მოიცავს 91 გვერდს და მასში მოთავსებულია 6-12 ლექციები. წიგნის შეძენა შესაძლებელია ტფილისის უნივერსიტეტში, სტუნდტთა გამგეობის წევრ ქეთევან კარიჭაშვილთან.
13 ივნისი
12 ივნისს ივანე ჯავახიშვილმა ტფილისის უნივერსიტეტში დაასრულა სალექციო კურსი „სამართლის ისტორია“. მომავალი სემესტრის დაწყების დრო გამოცხადებული იქნება ადგილობრივ გაზეთებში უნივერსიტეტის გამგეობის მიერ, რომელსაც პროფესორთა საბჭომ დააკისრა სემესტრის დასაწყისი დროის გადაწყვეტა.
სახალხო საქმე, 1918 წელი, 13 ივნისი, №256, გვ. 3.
დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა პროფესორ გიორგი ახვლედიანის „ენათმეცნიერების შესავლი“, ლექციების მეორე ნაწილი. წიგნი მოიცავს 91 გვერდს და მასში მოთავსებულია 6-12 ლექციები. წიგნის შეძენა შესაძლებელია ტფილისის უნივერსიტეტში, სტუნდტთა გამგეობის წევრ ქეთევან კარიჭაშვილთან.
სახალხო საქმე, 1918, №256, გვ. 3.
15 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში სატერმინოლოგიო სექციის გამართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს.
საქართველო, 1918, შაბათი, 15 ივნისი, №117, გვ. 3.
18 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტისათვის შემოწირულობების შესახებ.
საქართველო, 1918, №119, გვ. 2.
პროფესორთა საბჭოს დადგენილებით ამ წლის სექტემბრიდან გაიხსნება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო და სამკურნალო (მედიკური) ფაკულტეტი.
სახალხო საქმე, 1918 წელი, 18 ივნისი, №259, გვ.3.
ივლისი
21 ივლისი
გამოქვეყნდა ტფილისის უნივერსიტეტისათვის სტუდენტთა კავშირის ორგანიზებით გამართული საღამოს ანგარიში.
საქართველო, 1918, №135, გვ. 2.
27 ივლისი
გამოქვეყნდა ანონსი ტფილისის უნივერსიტეტის დასახმარებლად მე-2 ქართული კლუბის სირცეში გასამართი ღონისძიებების შესახებ.
საქართველო, 1918, №149, გვ. 2.
28 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა განათლების სამინისტროს მიერ კანონ-პროექტის შემუშავების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.
საქართველო, 1918, №150, გვ. 2.
აგვისტო
1 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა - ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებასთან დაკავშირებით სახალხო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც სახალხო განათლების მინისტრი უხელმძღვანელებს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №7, გვ. 4.
4 აგვისტო
გამოქვეყნდა ქართული ლატარიის გამგეობის მოწოდება კულტურული და კომერციული დაწესებულებებისადმი, ქართული უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ლატარიის გათამაშებაში ჩართვასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №10, გვ. 4.
8 აგვისტო
გამოქვეყნდა სახალხო განათლების სამინისტროს დადგენილება - ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთებასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთვის განხორციელების 4 პუნქტიანი გეგმა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №12, გვ. 6.
სახალხო საქმე, 1918, N300 გვ 2.
გამოქვეყნდა ცნობა საშუალო სკოლის მასწავლებელთათვის ქ. თბილისში მოწყობილ პირველ ქართულ კურსებზე - პირველ აგვისტოს თბილისში პირველად გაიხსნა ქართულ ენაზე არსებული საშუალო სკოლის მასწავლებლების კურსები, რომელსაც დაესწრო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 60-ზე მეტი მასწავლებელი. კურსები გახსნა საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა. მინისტრის შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა.
სახალხო საქმე, 1918, N300, გვ. 3.
9 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტისათვის შემოწირულობების შესახებ.
საქართველო, 1918, პარასკევი, 9 აგვისტო, №156, გვ. 4.
გამოქვეყნდა ცნობა - განათლების მინისტრის წარდგინების თანახმად, მთავრობამ დაადგინა, რომ ქართულ უნივერსიტეტს ამიერიდან თფილისის სახაზინო უნივერსიტეტი დაარქვეს. უნივერსიტეტის ხარჯთაღრიცხვა კი წლის ბოლომდე 289 ათასი მანეთით განისაზღვრა.
ხალხის მეგობარი, 1918, №2, გვ. 3.
10 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა - თბილისის საეპარქიო გიმნაზიის დირექტორი დ. უზნაძე დაინიშნა უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარ გამგედ; ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებელი ვ. ბერიძე - განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორად; ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი გ. ჭუმბურიძე - დაბალ სკოლების მთავარ გამგის მოვალეობის დროებით შემსრულებლად; ა. ჭუმბურიძე - განათლების მინისტრის პირად მდივნად; კ. აბაშიძე - უმაღლეს და საშუალო სკოლების განყოფილების საქმის მმართველად.
სახალხო საქმე, 1918, N302, გვ.1.
11 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა - თბილისის უნივერსიტეტმა ბარბარე ღვინიაშვილისგან მიიღო სხვადასხვა აღმოსავლურ ენაზე დაწერილი ათი წიგნი, ალექსანდრე ნეიმანისგან - მე-19 საუკუნის ერთი ხელნაწერი, გენერალ გაბაშვილისგან - 1 ატლასი, 32 წიგნი, ჟურნალები და რუკები; გიორგი ბურჭულაძისგან -„კვალი, უკანასკნელი 7 წლის“, 1905 წლის „მოგზაური“, 1910 წლის „ერი“, 1910 წლის „საქართველოს მოამბე“, 1906 წლის „ივერია“ და სხვა.
სახალხო საქმე, 1918, N303, გვ. 3.
13 აგვისტო
გამოქვეყნდა სახალხო განათლების მინისტრის თხოვნა ქალაქის თავისადმი ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის დახმარების გაწევის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №16, გვ. 5.
გამოქვეყნდა ცნობა - შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მთავრობის სახელით ბრძანა სასწავლებლების ნაციონალიზაცია. ამასთანავე, აღნიშნა, რომ დაცული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა უფლებები.
სახალხო საქმე, 1918, N304, გვ. 3.
გამოქვეყნდა ანონსი - თბილისის მთავრობის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყებოდა მხოლოდ ოქტომბრის პირველიდან.
სახალხო საქმე, 1918, N304, გვ. 2.
გამოქვეყნდა ცნობა - განათლების მინისტრმა ქალაქის თავს სთხოვა დახმარებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას თბილისში სტუდენტებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლის აშენებაში.
სახალხო საქმე, 1918, N304, გვ. 3.
14 აგვისტო
გამოქვეყნდა ანონსი ტფილისის უნივერსიტეტის სასარგებლოდ უახლოეს მომავალში ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით.
სახალხო საქმე,1918, N305, გვ. 2.
დაიბეჭდა განათლების სამინისტროს თხოვნა ქალაქის გამგეობისადმი, ტფილისის უნივერსიტეტის გამგეობისათვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით, სტუდენტებისათვის საცხოვრებლის უზრუნველყოფის შესახებ.
შრომა, 1918, №8, გვ. 3.
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართული უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლადაა მიმართული.
შრომა, 1918, №8, გვ. 3.
27 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა - განათლების სამინისტრომ სთხოვა ქალაქის გამგეობას, რომ ღარიბი სტუდენტებისთვის (ას კაცს) გამოეყოთ შესაფერისი ბინა.
სახალხო საქმე, 1918, № 314, გვ. 3.
29 აგვისტო
გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, რომელშიც უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და მისი სახელმწიფო დაწესებულებად გარდაქმნაზეა საუბარი.
საქართველო, 1918, №172, გვ. 2.
ი. იმედაშვილის ავტორობით გამოქვეყნდა წერილი - 27 აგვისტოს 13:00 საათზე გაიხსნა ეროვნული საბჭოს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე. სხვა საკითხებთან ერთად კრებაზე იმსჯელეს უნივერსიტეტის სახელის შეცვლისა და ავტონომიის შესახებ. სიტყვით გამოვიდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები დააფიქსირეს ლეო ნათაძემ, ნოე ცინცაძემ, დიმიტრი უზნაძემ და შალვა ქარუმიძემ. საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო უნივერსიტეტს დარქმეოდა „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ასევე დაადგინეს, რომ უნივერსიტეტს ჰქონოდა ფართო ავტონომია, რომელიც მოვალე იქნებოდა ანგარიში წარედგინა მხოლოდ ეროვნულ საბჭოსთვის და სამინისტროსთვის. კრებაზე ასევე დაამტკიცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1918 წლის შემოდგომის სემესტრის (1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.
სახალხო საქმე,1918 , №317. გვ. № 1-2.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„მომხსენებლის უფერული გამოსვლის გამო ეროვნულ საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე შეუმჩნევლად ჩატარდა ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომლის დამტკიცებას მოუთმენლად ელოდა კულტურული საქართველო. მე მოგახსენებთ ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო დაწესებულებად გამოცხადებაზე.
იმ დროს, როდესაც „ქართლის ბედი“ გადაუწყვეტელი იყო და საერთო პოლიტიკური გეზი ჯერ „რუსეთის დემოკრატიულსა და რევოლუციურ ფრონტს“ ვერ მოსცილდებოდა, როდესაც სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ბრძოლის პლატფორმა სრულიად რუსეთის დამფუძნებელ კრების იდეას ემსახურებოდა და ეს ნაციონალური აღმშენებლობა მიჩნეული იყო კონტრევოლუციურ სულისკვეთებად, - აი, ამ გარდამავალ დროს ერის კულტურული მუშაკნი საძირკველს უყრიდნენ ქართულ უმაღლეს სკოლას - საქართველოს წინსვლისა და განვითარების საწინდარს. დაუღალავათ მებრძოლნი სამშობლოს აღორძინებისათვის გასაოცარი ენერგიისა და უზომო სიყვარულით შეუდგნენ ამ საქმის შესრულებას, რომლის კეთილად დაგვირგვინების იმედს ობიექტური პირობები არც თუ ისე იძლეოდნენ.
მიმდინარე წლის 26 იანვარს პროფესორთა მცირერიცხოვან ჯგუფმა დაარსა ქართული კერძო უნივერსიტეტი და ამ დღიდან დაწყებული უნივერსიტეტში არ შეჩერებულა მეცნიერული მუშაობა..
ეროვნულ უმაღლეს საზოგადო-განათლების სასწავლებლის დაარსება უთუოდ დიდ კულტურულ მოვლენად ჩაითვლება, მითუმეტეს, დღევანდელს კულტურის დაქვეითების ხანაში. ქართველ ერისათვის უნივერსიტეტი - უკვე უფლებით აღჭურვილი და სახელმწიფოს ინსტიტუტად გამოცხადებული - შეიქმნება იმ ცენტრად, სადაც ერის შეერთებული აზროვნებისა და კულტურულ პოლიტიკურ შემოქმედებას თავისუფლად მოქმედების ასპარეზი მოეცემა. უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ზედმეტია სიტყვის გაგრძელება, რადგანაც ეს იქნებოდა აქსიომურ ჭეშმარიტების განმეორება, რომ განათლება და უმაღლესი განათლება განსაკუთრებით საზოგადოების წინსვლის si ne qua non-ია.
ნახევრად გადაგვარებულ ქართველობისათვის ეროვნული უნივერსიტეტი უმთავრესი ფაქტორია, რომელსაც ძალუძს შეაჩეროს დენაციონალიზაციის დამღუპველი პროცესი. ქართველ ერს ხელახლა ეძლევა საშუალება განავითაროს თანდაყოლილი ნიჭი და კულტურულ- მეცნიერული შემოქმედება. შებოჭვილ აზრს თავისუფლება ენიჭება, დახურული გონება ჰპოვებს საშუალებას წარმატებისათვის...
ყველა სხვა კანონპროექტთა შორის, სამშაბათის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი ქართულ კერძო უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ არის უმნიშვნელოვანესი ერისთვის საკეთილო შედეგებით.
ქართველი ხალხი დააფასებს იმ უანგარო მუშათა ღვაწლს, რომელთაც მთელი ძალ-ღონე და გამოცდილება შესწირეს დიად ეროვნულ კულტურულ საქმეს და რომელთა დაუღალავ მოღვაწეობამ მოგვცა სახელმწიფოს მეცნიერული ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი.
რ. ინგილო
30 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა - ეროვნული საბჭოს 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამავე ცნობით, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს დაემატა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ფაკულტეტები.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №29, გვ. 1.
ქართული უნივერსიტეტის გამგეობის სახელით გამოქვეყნდა ცნობა - საისტორიო-საფილოსოფიო ფაკულტეტებს ენკენისთვისთვის დაემატებოდა სამათემატიკო, საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები. მოცემულ განცხადებაში საუბარია სტუდენტის მიღების წესებზე და სწავლის საფასურის გადახდის რაოდენობაზე.
სახალხო საქმე, 1918, №318, გვ. 1.
სექტემბერი
3 სექტემბერი
გამოქვეყნდა ეროვნული საბჭოს განცხადება - 3 სექტემბერს გაიხსნა ეროვნული საბჭოს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ი. ბარათაშვილი. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანონპროექტის საბოლოო ტექსტი. შალვა ამირეჯიბმა წაიკითხა ეს დოკუმენტი და კრებამ კანონის ტექსტი ზოგიერთი შესწორებით უკამათოდ დაამტკიცა. განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა და ნოე ცინცაძემ ისაუბრეს სასწავლებლების ავტონომიის შესახებ. კრებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ აკაკი ფაღავა, ალექსანდრე ლომთათიძე, შალვა ქარუმიძე, ფაჩუაშვილი და ა. ახმეტელი.
სახალხო საქმე, 1918, №323, გვ. 2.
4 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №33, გვ. 1.
5 სექტემბერი
გამოქვეყნდა ს. ასლანიშვილის წერილი სამეცნიერო კრებულის „ცხოვრება და მეცნიერება“ გამოსვლის შესახებ.
ხალხის მეგობარი, 1918, №2, გვ. 3.
14 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №42, გვ. 2.
ერთობა, 1918, №197, გვ. 1.
17 სექტემბერი
გამოქვეყნდა ცნობა - მთავრობის ინიციატივით გამოვიდა პირველი ქართული ლატარიის 5 მილიონის ღირებულების ორასი ათასი ბილეთი. მოგებიდან შემოსული თანხა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეატრს გადაეცემა.
სახალხო საქმე, 1918, №332, გვ. 1.
ერთობა, 1918, №198, გვ. 1.
18 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №44, გვ. 1.
ერთობა, 1918, №199, გვ. 1.
სახალხო საქმე, 1918, №333, გვ. 2.
გამოქვეყნდა ცნობა - ქართველი მანდილოსნები შეიკრიბნენ ქართულ კლუბში, რათა შეემუშავებინათ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ლატარიის სწრაფად გაყიდვის წესი. მათ მიაჩნდათ, რომ ლატარია საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თბილისის ქუჩებში. ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ ეროვნულ საქმეს. კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე.
სახალხო საქმე, 1918, №333, გვ. 1.
19 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №45, გვ. 2.
ერთობა, 1918, №200, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობები სათაურით თბილისის უნივერსიტეტში:
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ივანე ჯავახიშვილი ორი კვირით დასასვენებლად თელავში წავიდა. დეკანის მოვალეობის შესრულება დაევალა იოსებ ყიფშიძეს.
უნივერსიტეტის გამგეობამ მისწერა ქალაქის თავს სწავლის დაწყების გამო სხვაგან გადაეყვანათ უნივერსიტეტის შენობაში მოთავსებული ლტოლვილები.
საექიმო ნაწილის აუდიტორიების და ლაბორატორიების მოწყობის საქმეს ხელმძღვანელობდა პროფესორი მელიქიშვილი.
დასვენების შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ შალვა ნუცუბიძე და მდივან-მწიგნობრის თანაშემწე საგანიძე.
ქალთა და ვაჟთა გიმნაზიები მალე გადავიდოდნენ სხვაგან და უნივერსიტეტის შენობა სრულიად განთავისუფლებული იქნებოდა.
სახალხო საქმე, 1918, №334, გვ. 3.
20 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა. ამავე ნომერში გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის ქალაქის გამგეობის ხელში გადასვლასთან დაკავშირებით, 25 სექტემბერს კი აკადემიური მეცადინეობის დაწყების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №46, გვ. 2.
სახალხო საქმე, 1918, №335, გვ. 2.
ერთობა, 1918, №200, გვ. 4.
21 სექტემბერი
გამოქვეყნდა ცნობები სათაურით სახელმწიფო უნივერსიტეტში:
მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა მათემატიკის კათედრაზე მოწვეული პროფესორი ა. რაზმაძე.
გამგეობის ბრძანებით ხაზინადარობა დაევალა მდივან-მწიგნობარ ივ. გველესიანს.
პროფესორი გიორგი ახვლედიანი დასასვენებლად გაემგზავრა ლეჩხუმში.
სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ვ. მოსეშვილი შავი ქვის მრეწველთა მიერ გ. ზდანოვიჩის სახელობაზე შეწირული ქიმიური ლაბორატორიის თბილისში გადმოსატანად გაემგზავრა ქუთაისში.
შენობის გამგე-მეთვალყურედ მოიწვიეს ანტონ თვალჭრელიძე.
საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად ალ. ჯანელიძე სასწავლებლად და პროფესორობის მისაღებად გაემგზავრა საფრანგეთში.
სახალხო საქმე, 1918, №336, გვ. 3.
გამოქვეყნდა ლატარიის რეკლამა, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლადაა შექმნილი.
ერთობა, 1918, №202, გვ. 4.
24 სექტემბერი
დაიბეჭდა ლექსი ლატარიაზე, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
შრომა, 1918, №35, გვ. 2.
ერთობა, 1918, №203, გვ. 4.
25 სექტემბერი
დაიბეჭდა ლექსი ლატარიაზე, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
ერთობა, 1918, №203, გვ. 4.
26 სექტემბერი
გამოქვეყნდა ცნობა - იოსებ იმედაშვილმა („უცხო სიტყვათა ლექსიკონის“ შემდგენელ-გამომცემელმა) ციხეში ყოფნის დროს (1910-1912 წწ.) შეადგინა „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი“, რომელშიც შესული იყო ყველა ქართველი მოღვაწე დაწყებული ფარნავაზიდან დამთავრებული 1918 წლამდე. წიგნი სავსე იყო ბიბლიოგრაფიული და ისტორიული ცნობებით. შედგენილი იყო ორგვარი წესით ანბანისა და ჟამთრიგობის მიხედვით. ეს შრომა შევსებული იყო ათასზე მეტი სურათით. უახლოეს მომავალში იგეგმებოდა გამოცემა.
სახალხო საქმე, 1918, №342, გვ. 3.
დაიბეჭდა ლექსი ლატარიაზე, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
ერთობა, 1918, №204, გვ. 4.
27 სექტემბერი
დაიბეჭდა ლექსი ლატარიაზე, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1918, №179, გვ. 2.
ერთობა, 1918, №205, გვ. 4.
დაიბეჭდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა. ასევე, გამოქვეყნდა უცნობი ავტორის წერილი ლატარიის გათამაშების მნიშვნელობაზე.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №51, გვ. 1
უნივერსიტეტს და თეატრს
„ასე იყო: რუსეთის თვითმპყრობელობის თვალში კულტურული საქმიანობა აბუჩად იყო აგდებული. თვით რუსეთშიც ყოველგვარი კულტურული დაწესებულება პოლიციური მზრუნველობით იყო გარ-შემორტყმული და კულტურული ფხიანობა რკინის ხელთათმანებში იყო გამოგუდული. თუ ასე იყო თვით ცენტრალურ რუსეთში, - უარესი და უსაშინლესი იყო ჩვენი მდგომარეობა, „ინოროდცების“ მდგომარეობა, რომელთათვისაც არავითარ კულტურაზე ზრუნვა, თუ გინდ პოლიტიკურიც, არ არსებობდა. თვითმპყრობელობის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა კულტურის დარგში გამოიხატებოდა მხოლოდ კულტურის განიავებაში და საზოგადოებრივ-კულტურულ ინიცატივის ჩაკვლა-ჩამარხვაში. საზოგადოებას უხდებოდა დიდი ბრძოლის გადახდა, რომ რომელიმე კულტურული კერა დაეარსებინა, და მის გარშემო თავისი საკუთარი ძალ-ღონით ცხოვრება გაეჩაღებინა. უნივერსიტეტს არ გვაძლევდნენ და თეატრზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია: ქართული თეატრი თავის ანაბარად იყო მიტოვებული... გაჩანაგებული და გაპარტახებული იყო ჩვენი კულტურული საქმე, და ქართული საზოგადოება მთელ ღონეს ჰკარგავდა, რომ რომელიმე კულტურული სიცოცხლე აემუშავებინა და აეფერადებინა... ძველ დროში ამას ვერ მოვესწარით.
ეხლა, როდესაც „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, ჩვენ ვართ პატრონი და ბატონი ჩვენი საქმიანობისა, უნდა გაეშლევინოს ფრთა ჩვენს კულტურულ ცხოვრებას, ჩვენი ხალხის შემოქმედებით ძალა-ენერგიას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი რამ არის ხელის შემშლელი და მათ შორის უმთავრესია ჩვენი სიღარიბე. მეტად ხელს უშლის კულტურულ საქმიანობის გაძლიერებას და გაფართოებას. მაგრამ არსებულ მდგომარეობას ხომ ვერ გავამტკიცებთ! უნდა გადავლახოთ მძიმე პირობები და საკუთარი ძალ-ღონით შევქმნათ ჩვენი ძლიერება. ხელი-ხელ გადაჭდობა, მხარი-მხარს მიცემა და ერთად სვლა - შეგვიმსუბუქებს მძიმე მდგომარეობას. ამ მხრივ ქართული ლატარიის მოწყობას უსათუოდ თავისი წვლილი შეაქვს ამ საერთო საქმეში. მცირედი თანხის გაღებით კეთდება დიდი საქმე - უნივერსიტეტისა და თეატრისა. ორივე საძირკველია ერის კულტურისა და თუ ჩვენ იგი განვამტკიცეთ, - ეს საწინდარი იქნება მომავალი კულტურულ აყვავებისა.
ლატარიის დღეების მომწყობმა კომიტეტმა დანიშნა ლატარიის ბილეთების საჯარო გაყიდვა და მოუწოდა ყველას, ვისაც უყვარს უნივერსიტეტი და თეატრი, ეს ორი დედაბოძი ერის კულტუროსნებისა, გამოიღოს თავისი წვლილი და იყიდოს ბილეთი. ეს მოწოდება უნდა მისწვდეს ყოველ ქართველს, - ყრუსაც. ყველამ უნდა გაიგონოს და გაიგოს იგი.
უბრალო და პაწაწინა წვლილის შეტანით დიდი საერთო საქმე კეთდება, კულტურული ყავარჯენი შეიქმნება და თავისუფალი გზა გაიკაფება.
და ვინ იქნება ისეთი ქართველი, რომ ამაში მონაწილეობა არ მიიღოს, უნივერსიტეტს და თეატრს ძმური დახმარების ხელი არ გაუწოდოს?
ხვალ და ზეგ გაიმართება ლატარიის ბილეთების საჯარო გაყიდვა და ყველამ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა.
უნივერსიტეტს და თეატრს დახმარება!
უნივერსიტეტს და თეატრს გამშვენება!
უნივერსიტეტს და თეატრს სალამი და სიყვარული!“
28 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №53, გვ. 1.
სახალხო საქმე, 1918, № 344, გვ. 1.
ერთობა, 1918, №207, გვ. 4.
29 სექტემბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
სახალხო საქმე, 1918, №345, გვ. 1.
ერთობა, 1918, №208, გვ. 4.
გამოქვეყნდა ცნობები სათაურით სახელმწიფო უნივერსიტეტში:
29 სექტემბერს დილის 2 საათზე ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრება. განსვენებულ კირიონ მეორის ხსოვნის პატივსაცემად წაიკითხეს მოხსენებები: მოსე ჯანაშვილმა „მისი უწმინდესობა კირიონი“; ლეონ მელიქსეთ-ბეგმა „სამეცნიერო შრომანი კირიონ მე-2-სა რუსულ ენაზედ“.
სახალხო საქმე, 1918, №345, გვ. 2.
სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა კავშირის გამგეობის კრება. განიხილეს სტუდენტთა საცხოვრებლისა და სასადილოს საკითხები.
სახალხო საქმე, 1918, 345, გვ. 2.
გამოქვეყნდა ლატარიის რეკლამა და ლექსი, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
კლდე, 1918, №3, გვ. 4.
ოქტომბერი
1 ოქტომბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №54, გვ. 1.
სახალხო საქმე, 1918, №346, გვ. 1.
ერთობა, 1918, №209, გვ. 4.
გამოქვეყნდა ცნობა - მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საშუალო და პირველ დაწყებით უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო იყო ქართული ენა. გადაწყდა საქართველოს ისტორია შეესწავლა ყველა არაქართველ მოსწავლესა თუ სტუდენტს. მათთვის, ვინც არ იცოდა ქართული, საქართველოს ისტორია დროებით იქნებოდა რუსულ ენაზე.
სახალხო საქმე, 1918, №346, გვ. 2.
2 ოქტომბერი
დაიბეჭდა რეკლამა ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №55, გვ. 1.
სახალხო საქმე, 1918, №347, გვ. 1.
ერთობა, 1918, №210, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით სახელმწიფო უნივერსიტეტში:
თბილისში შვებულებიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ივანე ჯავახიშვილი.
ტექნიკური პრობლემების გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 ოქტომბერს ვერ დაიწყო სწავლა.
სახალხო საქმე, 1918, № 347, გვ. 3.
3 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №56, გვ. 1.
სახალხო საქმე, 1918, №348, გვ. 1.
ერთობა, 1918, №211, გვ. 1.
გიყვარს შენ თეატრი,
უნივერსიტეტი?
რად გინდა რეკლამა,
ანდა ეტიკეტი?!
იყიდე ბილეთი,
უხვ-მომგებიანი,
იაფი, სულ ოცდა
ხუთ მანეთიანი!
იყავით ესთეტნი,
იყავით ღვთიანი
რომ უფრო ბრწყინავდეს
თქვენი ცა მზიანი!
მერწმუნეთ, იგია
მდიდარი ჭკვიანი,
ვისაც ბილეთები,
აქვს მომგებიანი!
იჩქარეთ, მანამ ჯერ
არ არის გვიანი:
იყიდეთ ბილეთი
უხვ-მომგებიანი!
4 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №57, გვ. 1.
ერთობა, 1918, №212, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა - ქართული ლატარია - გზათა ოლქის მოსამსახურეთა კორპორაციამ შეიძინა ლატარიის ბილეთები. ხონის ქალაქის თავმა ივ. ჭავჭავანიძემ თავის რაიონის მცხოვრებლებს უყიდა 2. 000 ბილეთი. ქუთაისის ბილეთებით საჯარო ვაჭრობის მომწყობ კომისიაში აირჩიეს მსახიობი ვასო აბაშიძე. დუშეთის მაზრაში ბილეთებს გაავრცელებდა ნაფიცი ვექილი დ. ზ. ჭიაბრიშვილი.
სახალხო საქმე, 1918, №349, გვ. 3
5 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №58, გვ. 1.
ერთობა, 1918, №213, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა - განათლების სამინისტრომ მიმართა ქალაქის თვითმართველობას, რათა სტუდენტებს რიგ გარეშე მისცემოდათ საერთო საცხოვრებელი ბინა. სტუდენტთა წარმომადგენლებმა აუხსნეს ქალაქის გამგეობის წევრ ბატონ ფირუმოვს, რომ ახლად ჩამოსული სტუდენტების უმრავლესობა პირდაპირ ქუჩაში ათენებდა ღამეს. გამგეობის წევრი დაპირდა სტუდენტებს, რომ ყველა ღონეს იხმარდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
ამავე განათლების სამინისტრომ ქალაქის თავს მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დაეწესებინათ სამგზავრო შეღავათები, კერძოდ მათთვის შეემცირებინათ ტრამვაის გადასახადი. ამის საჭიროება განპირობებული იყო იმით, რომ უნივერსიტეტი მდებარეობდა ქალაქის გარეუბანში, წყნეთის ქუჩის ახლოს და ყველა სტუდენტი იძულებული იყო ტრამვაით ემგზავრა.
სახალხო საქმე, 1918, №350, გვ. 3.
6 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №59, გვ. 1.
კლდე, 1918, №4, გვ. 4.
ერთობა, 1918, №214, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ყველა დარგში სწავლის 10 ოქტომბერს დაწყებასთან დაკავშირებით.
შრომა, 1918, №45, გვ. 3.
8 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №60, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა - 28, 29 სექტემბერს თბილისის ქუჩებში გამართული ქართული ლატარიის ბილეთების საჯაროდ გაყიდვის გამო ლატარიის დირექტორი და გამგეობა მადლობას უხდიდა სამხედრო სამინისტროს და მინისტრს ნოე ხომერიკს, მსახიობ ვასო აბაშიძეს და სხვას.
სახალხო საქმე, 1918, № 352, გვ. 4.
9 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1918, №189, გვ. 2.
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №61, გვ. 1.
გამოქვეყნდა ლექსი - ლექსი ქართული ლატარია
კითხვა-პასუხი
- ე მანდ ბიჭო, აგი გახე, ე ხალხი რომ იქით გარბის,
ე ლამაზიც მოგოგმანებს, ჭირიმე მის შავ თვალ-წარბებს!..
ეს ვინ არის. ქართველია? სომეხი თუ თათარია?...
ბიჭოს ჯორით მოჩაქჩაქებს, მღვდელი აბიათარია...
ჩვენი სინო - მეზურნეც კი, ეგ ხომ დიდი ნატარია...
- ვა, არ იცი ბილეთები და ქართული ლატარია?
- მერე რაო?
- ვა ფული ღირს, მანეთია ოცდა ხუთი..
- ეჰ, ვინ მამცა?
- მაშ რა არის, შინ გიწყვია ათი ფუთი.
- ეჰ, მასხარავ, ჭკუა იოხთურ? რად ხარ მეთქი ეგრე ცეტი?
- ვა, ხომ გიყვარს, კარგად ვიცი, თეატრი და უნივერსიტეტი!
ფულს რომ მისცემ, ბილეთს მოგცემს, შეეწევი საქმეს რაღა!
იმ ბილეთით ფულს მოიგებ, გეფიცები ჩემს სულს აღა!
რომ მოიგებ, იმ მოგების მერე განა იცი ფასი?
თუმნობით რო ჩავკრათ ჩოთქსა, შენ გერგება ათ-ათასი!
- ეჰ, რას ამბოობ!... მაშ გავრბივარ, მიმაქვს ოთხი გეგეჭკორი
და თუ ყველა ვერ მოვიგე დაგაბღავლებ როგორც ღორი!
სახალხო საქმე, 1918, № 352, გვ. 1.
10 ოქტომბერი
ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ყველა დარგის სტუდენტებისათვის 10 ოქტომბერს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1918, №188, გვ. 2.
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №62, გვ. 1.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, თბილისში მიხეილის საავადმყოფოს საბებიო ინსტიტუტი გადაეცეს საქართველოს უნივერსიტეტს საკლინიკო სამუშაოდ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №62, გვ. 1.
12 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №64, გვ. 1.
13 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №65, გვ. 1.
კლდე, 1918, №5, გვ. 4.
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სწავლის დაწყებასთან დაკავშრებით.
შრომა, 1918, №51, გვ. 3.
15 ოქტომბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
ხალხის მეგობარი, 1918, №281, გვ. 1.
16 ოქტომბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №66, გვ. 2.
16 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ლექციები იწყება 5 საათზე და 9 საათამდე მიმდინარეობს. ამავე დროს, გამოქვეყნდა ანონსი, უახლოეს მომავალში საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.
შრომა, 1918, №52, გვ. 3.
17 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №195, გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №67, გვ. 2.
ერთობა, 1918, №222, გვ. 1.
18 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №196, გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №68, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №283, გვ. 1.
ერთობა, 1918, №223, გვ. 1.
19 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №197, გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №69, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა - საექიმო ფაკულტეტის ქართველ სტუდენტთა საყურადღებოდ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ჩატარდა საექიმო ფაკულტეტის იმ ქართველ სტუდენტთა კრება, რომელნიც სწავლობდნენ ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტში. განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის გახსნის საკითხი.
სახალხო საქმე, 1918, №361, გვ. 2.
20 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №198, გვ. 1.
გამოქვეყნდა გაზეთის რედაქციის წერილი-მოწოდება ლატარიის ბილეთების შესაძენად.
კლდე, 1918, №6, გვ. 3.
გამოქვეყნდა ცნობა ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღებაზე თხოვნების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1918, №198, გვ. 3.
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №70, გვ. 1.
22 ოქტომბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №71, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობები სათაურით - სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე უკვე ყველა ლექტორი კითხულობდა თავისი პროფესიის შესაბამის ლექციას.
ხარკოვიდან ჩამოვიდა ანატომიის ცნობილი პროფესორი ალ. ნათიშვილი, რომელსაც თავისი სპეციალობის მიხედვით (ანატომიიდან) სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე უნდა წაეკითხა ლექციები.
სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი ვ. მოსეშვილი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა და თავის ფაკულტეტზე შეუდგა საქმიანობას.
თბილისში ჩამოვიდა მათემატიკის პროფესორი ანდრია რაზმაძე.
სახალხო საქმე, 1918, №363, გვ. 3.
გამოქვეყნდა ცნობა - შეწირულობა უნივერსიტეტისათვის - გზის გამგის ა. წივწივაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ კახეთის რკინიგზის გამგეობამ და სამმართველომ უნივერსიტეტს შესწირა 500 მანეთი.
სახალხო საქმე, 1918 №363, გვ. 3.
23 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №200, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის დეკანმა უარყო სტუდენტების მოთხოვნა აღნიშნულ ფაკულტეტზე მეორე კურსის გახსნასთან დაკავშირებით.
სახალხო საქმე, 1918, №364, გვ. 3.
გამოქვეყნდა ცნობა - სტუდენტების კრება - 20 ოქტომბერს პარტიულ კლუბში ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტექნიკუმის და ამიერკავკასიის უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა საერთო კრება, რომელსაც დაესწრო 317 ადამიანი.
სახალხო საქმე, 1918, №364, გვ. 3.
23 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების სურვილია ამავე წლიდან მეორე კურსის გახსნის შესახებ, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ დეკანატმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შრომა, 1918, №58, გვ. 3.
24 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №201, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №288, გვ. 1.
დაიბეჭდა უარი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანის მიერ მე-2 კურსის გახსნასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1918, №201, გვ. 3.
გამოქვეყნდა ცნობა - ჩაი ქართულ უნივერსიტეტში: სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტის თანადგომით გადაწყვეტილი ჰქონდა მოეწყო ჩაის საღამოები.
სახალხო საქმე, 1918, №365, გვ. 3.
25 ოქტომბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №74, გვ. 1.
საქართველო, 1918, №202, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №289, გვ. 1.
26 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №203, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №290, გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №75, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა - სახელმწიფო უნივერსიტეტი -
სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინიშნა სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა კრება.
სახალხო საქმე, 1918, №367, გვ. 2.
გამოქვეყნდა ცნობა - სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ფედერალისტთა სტუდენტთა კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგო უდროოდ გარდაცვლილ ვალიკო ვერულაშვილს ხსოვნას. ამის შემდეგ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კ. კობახიძე, მდივნად - ს. აბულაძე.
სახალხო საქმე, 1918, №367, გვ. 3.
გამოქვეყნდა ცნობა - სახალხო სახლის ცენტრალურ შენობაში დანიშნული იყო ქართველ ლექტორთა კრება. ლექტორებს სთხოვდნენ აუცილებლად დასწრებოდნენ.
სახალხო საქმე, 1918, №367, გვ. 3.
გამოქვეყნდა ცნობა - მთავრობის ნებართვით ქართული ლატარიის სასარგებლოდ მეორე ქართულ კლუბში გაიმართა ლოტო. კლუბში დაუკრა გერმანულმა ორკესტრმა.
სახალხო საქმე, 1918, №367, გვ 3.
27 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №204, გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №76, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №291, გვ. 1.
29 ოქტომბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №205, გვ. 1.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №77, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №292, გვ. 1.
30 ოქტომბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №78, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №293, გვ. 1.
31 ოქტომბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №79, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №294, გვ. 1.
ნოემბერი
1 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №80, გვ. 1.
ხალხის მეგობარი, 1918, №295, გვ. 1.
2 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
ხალხის მეგობარი, 1918, №296, გვ. 1.
გამოქვეყნდა ანონსი, კვირას 3 ნოემბერს დილის 11 საათზე ქართული უნივერსიტეტის შენობაში სოციალ დემოკრატ სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
ერთობა, 1918, №236, გვ. 2.
3 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
ხალხის მეგობარი, 1918, №297, გვ. 1.
7 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №85, გვ. 1.
9 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №87, გვ. 1.
10 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №88, გვ. 1.
ერთობა, 1918, №243, გვ. 4.
12 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №89, გვ. 1.
13 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №90, გვ. 1.
ერთობა, 1918, №245, გვ. 4.
13 ნოემბერი
გამოქვეყნდა რეკლმა უნივერსიტეტის სტუდენტი ამზადებს მოსწავლეებს ქართულსა და გერმანულ ენაში.
შრომა, 1918, №75, გვ. 1.
14 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №91, გვ. 1.
15 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №91, გვ. 1.
16 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №93, გვ. 1.
ერთობა, 1918, №248, გვ. 1.
გამოქვეყნდა ცნობა გაზეთ „შრომის“ რედაქციაში სტუდენტთა საერთო კრების გამართვასთან დაკავშირებით.
შრომა, 1918, №78, გვ. 1.
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტის წერილი „თბილისის ქართულ უნივერსიტეტში“, რომელშიც უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებია აღწერილი, განსაკუთრებული ყურადღება კი უდისციპლინობაზეა გამახვილებული.
შრომა, 1918, №78, გვ. 4.
17 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №94, გვ. 1.
ერთობა, 1918, №249, გვ. 4.
გამოქვეყნდა ცნობა, ხუთშაბათს 14 ნოემბერს, უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატ სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ. კრებამ აირჩია დროებითო კომიტეტი. რომლის წევრებიც არიან: იც. ცხადაძე, ვ. იაშვილი, პ. ნემსაძე, ლ. მაჭავარიანი და პ. ქებაძის ასული.
კლდე, 1918, №10, გვ. 4.
19 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №95, გვ. 1.
20 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1918, №96, გვ. 1.
23 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
ერთობა, 1918, №254, გვ. 4.
24 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
ერთობა, 1918, №255, გვ. 4.
26 ნოემბერი
დაიბეჭდა მოწოდება და ლექსი ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად ეწყობა.
ერთობა, 1918, №256, გვ. 4.
დეკემბერი
7 დეკემბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №234, გვ. 1.
8 დეკემბერი
დაიბეჭდა ლატარიის რეკლამა, რომელიც ქართულ უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად გაიმართება.
საქართველო, 1918, №235, გვ. 1.
ერთობა, 1918, №266, გვ. 3.
8 დეკემბერი
გამოქვეყნდა ი-ა-ს წერილი ლატარიის შესახებ, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის სასარგებლოდ იმართება.
შრომა, 1918, №95, გვ. 1.
19 დეკემბერი
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალ სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1918, №243, გვ. 3.
20 დეკემბერი
გამოქვეყნდა ელპარიძის წერილი სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის მიერ რიგ გარეშედ ჩატარებული ლექციის შესახებ.
საქართველო, 1918, №244, გვ. 3.
22 დეკემბერი
ნ. ჭრელიშვილის წერილი უნივერსიტეტისთვის შეწირულობების შესახებ.
საქართველო, 1918, №246, გვ. 4.
წყარო: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა, 1918–1921", თსუ გამომცემლობა, 2021
1919
იანვარი
1 იანვარი
გამოქვეყნდა ლექსი ქართულ უნივერსიტეტზე.
შრომა, 1919, N1, გვ. 3
3 იანვარი
იუსტიციის მინისტრმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს თხოვნით, რათა პროფესორთა საბჭოს განსახილველად წარედგინოს საკითხი იურიდიულ ფაკულტეტის დაარსების შესახებ. თავის მხრივ სამინისტრო ყოველგვარ დახმარებას აღუთქვამს უნივერსიტეტს ხსენებულ ფაკულტეტის დაარსების საქმეში.
შრომა, 1919, N2, გვ. 3
4 იანვარი
იუსტიციის მინისტრმა თხოვნით მიმართა საერო განათლების მინისტრს აღძრას საკითხი სახელმწიფო უნივერსიტეტთან ან რომელიმე დაწესებულებასთან კომისიის დანიშვნის შესახებ, რომელიც გამოცდის იმ ახალგაზრდებს, ვინც ვერ მოასწრო რუსეთის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტის კურსდამთავრება და მისცემს მათ დიპლომებს იმავე უფლებით, რა უფლებებსაც ანიჭებდა რუსეთის უნივერსიტეტი.
შრომა, 1919, N3, გვ. 3
4 იანვარი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-ქალთა ინტერპარტიული ბიუროს დროებითი გამგეობა სთხოვს ყველას ვისაც დაევალა აჭარელ ბავშვებთან მეცადინეობა მიბრძანდნენ „ძმურ ნუგეშში“ დირექტივების მისაღებად. ცნობის მიღება შეიძლება მორიგესთან ყოველ დღე დილიდან საღამოს 10 საათამდე.
სახალხო საქმე, 1919, N424, გვ. 3
14 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა 13 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1919, №9, გვ. 2
24 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტისათვის შემოწირულობების შესახებ.
საქართველო, 1919, №18, გვ. 3
26 იანვარი
გამოქვეყნდა ანონსი - სამშაბათს, 28 იანვარს, საღამოს 5 საათზე დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ქალთა ინტერპარტიულ ბიუროს საერთო კრება. სთხოვენ წევრებს აუცილებლათ დაესწრონ კრებას, რადგან გასარჩევია საყურადღებო საკითხები.
შრომა, 1919, N19, გვ. 3
27 იანვარი
23 იანვარს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სოციალისტ-ფედერალისტ სტუდენტთა კრება,რომელმაც მოისმინა რა დამფუძნებელი კრებისა და აგრეთვე ფედერალურ საბჭოს კრებებზე მომხდარ ინციდენტის შესახებ დაადგინა: გაკიცხულ იქნას ალ.წერეთლის საქციელი,რომელიც მიმართულია პარტიის მთლიანობის წინააღმდეგ,ადასტურებს ფედერალურ საბჭოს დადგენილებას მისი გამორიცხვის შესახებ პარტიიდან და მოუწოდებს ამხანაგ მუშებს ისევ დაუბრუნდნენ თავის წმინდა დროშას-საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას.
სახალხო საქმე, 1919, N441, გვ. 3
29 იანვარი
სამშაბათს, იანვრის 28-ს საღამოს დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ქალთა ინტერპარტიული ბიუროს საერთო კრება. წევრებს სთხოვენ აუცილებლად დაესწრონ, რადგან გადასაწყვეტია ფრიად საყურადღებო საკითხები.
კლდე,1919, N18, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობის კრება დანიშნულია იანვრის 29-ს უნივერსიტეტში ლექციების შემდეგ-გამგეობის წევრებს ევალებათაუცილებლად დაესწრონ კრებას.
სახალხო საქმე,1919, N443, გვ. 3
30 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - სტუდენტობა თითქმის სრულიად გაიქცა. აღარ არიან არც პროფესორები. მათი უმეტესობა გაიქცა „სოვდეპიდან“. ვინც დარჩა, ისინი მუშაობას განაგრძობენ ძლიერ ცუდ პირობებში. ზოგიერთი ცნობილი ეკონომისტი გადავიდა ბოლშევიკთა ბანაკში და მუშაობენ სახალხო მეურნეობის ცენტრალურ საბჭოში.
შრომა, 1919, N19, გვ. 3
თებერვალი
2 თებერვალი
სტუდენტი ვანო მესხი გვთხოვს გამოვაცხადოთ, რომ მან დაკარგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატრიკული N435. მპოვნელს სთხოვს მიუტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში, რისთვისაც მიიღებს შესაფერის ჯილდოს.
შრომა, 1919, N25, გვ. 3
6 თებერვალი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინა მიხაილის საავადმყოფოს ტერიტორიის საორგანიზაციო პროქტი.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №29, გვ. 4
7 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა - ტფილისის უნივერსიტეტისათვის საბჭომ აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხაილის საავადმყოფოსა და საბებიო ინსტიტუტის რეორგანიზების საკითხი.
საქართველო, 1919, №29, გვ. 3
7 თებერვალი
„გამოვიდა ორი რვეული ქართული ტერმინოლოგიით ნორმალურ ანატომიისა,პირველ რვეულში მოთავსებულია ტერმინები ოსტეოლოგიის,სინდესმოლოგიისა და ასტროლოგიის,მეორე რვეულში კი მიოლოგიისა.აღნიშნული ტერმინები შედგენილია პროფ.ნათიშვილის მიერ სხვა გამოჩენილ პროფესორების მონაწილეობით. სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა ითქვას,რომ დიდი მუშაობა სწარმოებს სხვადასხვა სამეურნეო დარგში“.
სახალხო საქმე, 1919, N451,გვ.3
8 თებერვალი
ტფილისის უნივერსიტეტის შენობაში მოთავსებული სასურსათო საწყობის მცველებმა საწყობიდან რამდენიმე ტომარა ფქვილი დაფარულად გამოიტანა და გაყიდა.ბოროტმოქმედებიდაატუსაღეს.
სახალხო საქმე, 1919, N452, გვ. 3
8 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა „უნივერსიტეტში ტერმინოლოგიის გარშემო“, სადაც უნივერსიტეტში 2 რვეულად დაბეჭდილი ნორმალურ ანატომიის ტერმინოლოგიის ლექსიკონის დაბეჭდვაზეა საუბარი.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №31, გვ. 3
12 თებერვალი
3 თებერვალს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერპარტიული ბიუროს სტუდენტ ქალთა სხდომა.გამგეობის თავჯდომარემ კრებას გააცნო ბიუროს წარსული მოქმედება სომხეთთან ომის დროს.
სახალხოსაქმე, 1919, N455, გვ. 3
18 თებერვალი
16 თებერვალს დილის 9 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ი.ბუაჩიძემ მოკლა თავისი ცოლი შუშანიკი.
სახალხო საქმე,1919, N459, გვ. 2
23 თებერვალი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და უნივერსიტეტის გამგეობა გამოუთქმელი მწუხარებით აუწყებს სტუდენტებსა და საზოგადოებას ქართული ენის კათედრის პროფესორის იოსებ ყიფშიძის უდროოდ გარდაცვალებას.პანაშვიდები ყოველდღე ქაშვეთის წმ.გიორგის ეკლესიაში შუადღის 12 საათზე.
სახალხო საქმე,1919, N464,გვ.1
23 თებერვალი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო ღრმა მწუხარებით აუწყებს უნივერსიტეტის მსმენელთ და გარეშე საზოგადოებას, რომ პარასკევს 21 თებერვალს, საღამოს 8 საათზე წინწკლებიანი სახადით გარდაიცვალა ქართული უნივერსიტეტის აქტიური დამაარსებელთაგანი და საბჭოს მდივანი პროფესორი იოსებ ყიფშიძე. წირვა დაიწყება დღეს, 25 თებერვალს, დილის 9 საათზე ქაშვეთის ეკლესიაში და წესის აგების შემდეგ 12 საათზე წაასვენებენ დიდუბეში და დაკრძალავენ ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.
შრომა, 1919, N42, გვ.1.
25 თებერვალი
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო ღრმა მწუხარებით აუწყებს უნივერსიტეტის მსმენელთ და გარეშე საზოგადოებას, რომ პარასკევს 21 თებერვალს, საღამოს 8 საათზე წინწკლებიანი სახადით გარდაიცვალა ქართული უნივერსიტეტის აქტიური დამაარსებელთაგანი და საბჭოს მდივანი პროფესორი იოსებ ყიფშიძე. პანაშვიდი ყოველ დღე, შუადღის 12 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში“.
შრომა, 1919, N43, გვ.1.
25 თებერვალი
„სახალხო საქმის“ რედაქტორმა თედო ღლონტმა სამახსოვრო წერილი მიუძღვნა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას სათაურით „პროფესორი იოსებ ყიფშიძე (1881-1919)
სახალხო საქმე, 1919, N465, გვ. 4
ტფილისის უნივერსიტეტის პროფესორმა სიმონ ყაუხჩიშვილმა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას წერილი მიუძღვნა შემდეგი სათაურით „იაფეტიდოლოგიის გლოვა“.
სახალხო საქმე, 1919, N465, გვ. 4
გამოქვეყნდა სტატია იოსებ ყიფშიძის შესახებ სათაურით ,,კარგი ადამიანი’’. სტატიის ავტორია სანგანიძე.
სახალხო საქმე, 1919, N465, გვ. 4
შაბათს თებერვლის 22-ს საღამოს 6-ს ნახევარზე მიცვალებული პროფესორი გამოასვენეს საკუთარი ბინიდან და წაასვენეს ქაშვეთის წმ.გიორგის ეკლესიაში. გამოსვენებას დაესწრნენ გარდა ჭირისუფლებისა,ახლობლებისა და მეგობრებისა აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები,ლექტორები და მეცნიერ-ხელმძღვანელები,სტუდენტები, სოც-ფედ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები და „სახალხო საქმის“ წარმომადგენელი.
სახალხო საქმე, 1919, N465, გვ. 4
კვირას,თებერვლის 23-ს,შუადღის 12 საათზე გადახდილ იქმნა ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი.
სახალხო საქმე, 1919, N465, გვ. 4
იოსებ ყიფშიძეს დაკრძალავენ დღეს დიდუბეში,ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. დილის 9-ის ნახევარზე დაიწყება წირვა ქაშვეთის ეკლესიაში. მწირველი იქნება კათალიკოსი ლეონიდი. წესის აგების შემდეგ 12 საათზე წაასვენებენ დიდუბეში,გოლოვინისა და მიხეილის პროსპექტით.
სახალხო საქმე, 1919, N465, გვ. 4
იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციები არ იქნება. მთელი სტუდენტობა ლექციას დაესწრება.
სახალხო საქმე,1919, წელი, N465,გვ.4
შუადღის 12 საათზე ქაშვეთის ეკლესიაში იოსებ ყიფშიძის პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მინისტრის ამხანაგი,უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორები,დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი და სტუდენტები.
სახალხო საქმე,1919, წელი, N465,გვ.4
ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის კორპორაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო.
სახალხო საქმე,1919, წელი, N465,გვ.4
ხაშურის სოციალისტ-ფედერალისტ ახალგაზრდათა ორგანიზაცია გლოვობს ქართველი ერის კულტურული წინსვლის ჭეშმარიტ მოციქულს იოსებ ყიფშიძეს.
სახალხო საქმე,1919, წელი, N465,გვ.4
26 თებერვალი
გაზეთში გამოქვეყნდა ლადო გეგეჭკორის სტატია „სამაგალითო ადამიანი“,რომელიც პროფ.იოსებყიფშიძის შესახებ იუწყებოდა.
სახალხო საქმე,1919, წელი, N466,გვ.3
გაზეთში გამოქვეყნდა ვარლამ ძიძიგურის სტატია „პროფ.იოსებ ყიფშიძე,უღვთო არის შენი სიკვდილი“.
სახალხო საქმე,1919, წელი, N466,გვ. 3
27 თებერვალი
გამოქვეყნდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის წერილი იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო, რომელსაც ერთვის იოსების ბიოგრაფია.
შრომა, 1919, N45, გვ. 2
„სამშაბათს,25 თებერვალს,დილის 10 საათზე ქაშვეთის ეკლესიაში დაიწყო წირვა,სადაც ესვენა პროფესორი ივანე ყიფშიძე.წირვას დაესწრნენ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორთა საბჭო სრული შემადგენლობით.ნაშუადღევის სრულ 3 საათზე განსვენებული პროფესორი მიაბარეს სამარეს,ქართველ მოღვაწეთა პანთეონში,არ.მამულაშვილის გვერდით“.
სახალხო საქმე, 1919, N467, გვ.2
28 თებერვალი
გაზეთში გამოქვეყნდა კ.გაგუას სტატია „პროფ.იოსებ ყიფშიძის ხსოვნას“,სადაც ავტორი საუბრობს მის პიროვნებასა და მოღვაწეობაზე.
სახალხო საქმე, 1919, N467, გვ. 3
მარტი
1 მარტი
გამოქვეყნდა ცნობა სახელწოდებით - „უნივერსიტეტში ტერმინოლოგიის გარშემო“, სადაც უნივერსიტეტში ორ რვეულად დაბეჭდილი ნორმალურ ანატომიის ტერმინოლოგიის ლექსიკონის დაბეჭდვაზეა საუბარი.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №48, გვ. 3.
4 მარტი
გამოქვეყნდა ანონსი ტფილისის უნივერსიტეტში სტუდენტ ეროვნულ დემოკრატთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1919, №49, გვ. 2.
5 მარტი
უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ უნივერსიტეტის დეკანს ივანე ჯავახიშვილს რადიოტელეგრაფით აცნობა მისი მოვალეობის შემსრულებლის იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №51, გვ. 3.
პროფესორ იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს იწერებიან ზუგდიდის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის მოწაფეები, ზუგდიდის მასწავლებელთა კორპორაცია, ბორჯომი,ასევე წერენ ბორჯომიდან და ფოთიდან.
სახალხო საქმე, 1919, N472, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭომ რადიოთი აცნობა პროფ.ივ.ჯავახიშვილს,რომ დროებითი თანამდებობის აღმასრულებელი პროფ ი.ყიფშიძე გარდაიცვალა.
სახალხო საქმე, 1919, N472, გვ. 3
ხუთშაბათს 6 მარტს ლექციების შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში დანიშნულია ამავე უნივერსიტეტის სოციალისტ-ფედერალისტ სტუდენტთა საერთო კრება. განსახილველია ფრიად მნიშვნელოვანი საკითხები.
სახალხო საქმე, 1919, N472, გვ. 3
7მარტი
გაზეთში გამოქვეყნებულია ო.ნიკოლეიშვილის სტატია სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის სტუდენტ სიმონ ნიკოლეიშვილის შესახებ,რომელიც სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს დაიღუპა.
სახალხო საქმე,1919, N474, გვ.5
8 მარტი
გამოქვეყნდა ანონსი ტფილისის უნივერსიტეტში სტუდენტ ეროვნულ დემოკრატთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1919, №49, გვ. 2
12მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით,სტუდენტები და მსმენელები უნდა შეიკრიბონ დღეს დილის სრულ 10 საათზე უნივერსიტეტში იქიდან დღესასწაულზე ერთად გასამგზავრებლად. გამგეობა მოუწოდებს ამხანაგებს მონაწილეობა მიიღონ დღესასწაულში.
სახალხო საქმე,1919, N478, გვ. 3
15 მარტი
სახალხო საქმეში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ცხოვრება“,სადაც საუბარი იყო სტუდენტურ ცხოვრებასა და სტუდენტური კავშირის გამგეობის მუშაობაზე.
სახალხო საქმე,1919, N480,გვ. 3
17 მარტი
გამოქვეყნდა წერილი სათაურით „ქართული უნივერსიტეტისთვის“, რომელშიც უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი.
კლდე, 1919, N39, გვ. 2
18 მარტი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ აცნობა ქართულ სამუსიკო საზოგადოების გამგეობას, რომ მის აღძრულ თხოვნაზე ქართულ უნივერსიტეტში მუსიკის კურსის წაკითხვასთან დაკავშირებით მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, უნივერსიტეტი მათ სთხოვს შესაფერისი კანდიდატის წარმოდგენას.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №61, გვ. 3
გამოქვეყნდა სტუდენტ ა. მახათაძის წერილი სახელმწიფო უნივერსიტეტის საპედაგოგო-სამეცნიერო წრის დაარსებასთან დაკავშირებით.
ერთობა, 1919, №61, გვ. 2
21 მარტი
გამოქვეყნდა ცნობა - კვირას,მარტის 23,დილის 11 საათზე ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზის პირველ აუდიტორიაში მოხდება სტუდენტების კრება. განსახილველია შემდეგი საკითხები: 1. გამგეობის მოხსენება 2. სარევიზიო კომისიის მოხსენება 3. წესდების განხილვა 4. ახალი გამგეობის და სარევიზიო კომისიის არჩევნები5. მიმდინარე საკითხები.
სახალხო საქმე,1919, N485, გვ. 3
22 მარტი
გამოქვეყნდა ე.პატარიძის წერილი „ქართულ უნივერსიტეტის გამგეობა“.
საქართველო, 1919, №64, გვ. 2
23 მარტი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტისათვის შემომწირველთა სია და შემოწირულობანი.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №66, გვ. 4
25 მარტი
სამშაბათს,18 მარტს საღამოს 5 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში გაიხსნა „სამეცნიერო-სალიტერატურო წრე“.კრება გახსნა სავლე აბულაძემ,თავმჯდომარედ აირჩიეს ვასო გორგაძე, მდივნად კი სპირიდონ კიკაჩეიშვილი. კრება დასრულდა საღამოს 8 საათზე.
სახალხო საქმე,1919, N488, გვ. 3
27 მარტი
23 მარტს გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო კრება ამხ. მ.კაკაბაძის თავმჯდომარეობით.
სახალხო საქმე, 1919, N490, გვ. 3
28 მარტი
გამოქვეყნდა ანონსი შაბათს, 29 მარტს უნივერსიტეტის სოც. დემოკრატიული სტუდენტთა კრების ჩატარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №70, გვ. 4
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის პროფესორის ნათიშვილის საანატომიო ტერმინოლოგიის წიგნის რეკლამა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №70, გვ. 4
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის შუამდგომლობა ქალაქის სამედიკო-სასანიტარო ინსპექტორის წინაშე, რათა უპატრონო მკვდრების გვამები გადმოეცეს უნივერსიტეტს სტუდენტებისათვის სასწავლო მიზნით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №70, გვ. 4
ანსანის ავტორობით გამოქვეყნდა წერილი „სტუდენტთა შორის“, რომელშიც 28 მარტს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზოგადო კრების შესახებაა საუბარი.
ერთობა, 1919, №70, გვ. 4
30 მარტი
5 აპრილსქართული კლუბის დარბაზში გაიმართება სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის სასარგებლოდ დიდი ტრადიციული საღამო. საღამოს პროგრამა: სპექტაკლი-კონცერტი-კაბარე და ბალი.
სახალხო საქმე, 1919, N493, გვ. 2
აპრილი
1 აპრილი
გამოქვეყნდა ცნობა 30 მარტს უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა კრების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №73, გვ. 4
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N73, გვ. 4
3 აპრილი
გამოქვეყნდა ან-სონის წერილი სათაურით „სტუდენტთა შორის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, რომელშიც 30 მარტს უნივერსიტეტში სტუდენტთა შორის გამართული კრების შესახებ იყო საუბარი.
ერთობა, 1919, N75, გვ. 3
4 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N76, გვ. 4
ქართული ლატარია
დავანებოთ თავი
ყველაფერს და ყველას!
ერთი კითხვა მწვავი
ახლა ითხოვს შველას.
ჯერ არ დაგვირგვინდა,
ლატარიის ბედი!
ხელოვნება გვინდა
განათლების სვეტი.
ეხლა ლექსი აქებს,
ჩვენი ქვეყნის მმართველს,
ყველა მოქალაქეს,
ყველა ერთგულ ქართველს:
მოგვაშურეთ მალე
ჩვენ გასწავლით გზასა...
სწრაფად დაიცალა,
ბილეთების კასა!
მსურს მუდამ ვუმღერო,
ერს სხვა ფიქრით გართულს:
„მოაშურე ერო,
ლატარიას ქართულს“.
5 აპრილი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გრანდიოზული საღამოს ჩატარების შესახებ.
საქართველო, 1919, №76, გვ. 1
გამოქვეყნდა ცნობა - 6 აპრილს დიდუბის ტაძარში ჩატარდება წირვა და პანაშვიდი პროფესორ იოსებ ყიფშიძის გარდაცვალებიდან 40 დღის აღსანიშნავად. წირვა დაიწყება დილის 10 საათზე,პანაშვიდი წირვის შემდეგ.
სახალხო საქმე,1919, N498, გვ. 2
მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტზე განზრახულიამესამე კურსის გახსნა. იმ შემთხვევაში,თუ ამის მსურველი ერთი კვირის განმავლობაში 50 კაცი აღმოჩნდება.
სახალხო საქმე,1919, N498, გვ. 3
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N77, გვ. 4
6 აპრილი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტის პროფესორის ივანე ჯავახიშვილის ოსმალეთიდან დაბრუნების შესახებ.
საქართველო, 1919, №77, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის მესამე კურსის გახსნისა და სტუდენტების მიღების შესახებ.
საქართველო, 1919, №77, გვ. 2
7 აპრილი
გამოქვეყნდა ლ. კიკაბიძის წერილი სათაურით „კავკაზსკი“ უნივერსიტეტი და ქართული სტუდენტობა“, რომელშიც უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი.
კლდე, 1919, N42, გვ. 2
გამოქვეყნდა ი. ყიფშიძის წერილი „უმაღლესი სპეციალური სასწავლებელი“, რომელშიც ქვეყნის განათლების სისტემასა და ქართული უნივერსიტეტის ბედზეა საუბარი.
კლდე,1919, N42, გვ. 2
9აპრილი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საზოგადო კრებამ შემდეგი მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა დამფუძნებელ კრებას:
„ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა ესალმება ქართველი ერის სუვერენობის დამადასტურებელ საქართველოს დამფუძნებელ კრებას და გამოსთქვამს სურვილს,რომ კაპიტალიზმის რღვევის ხანაში საქართველოს სოციალისტური წარმომადგენლობა გაბედულად ამოუდგეს გვერდში მებრძოლ სოციალისტურ დემოკრატიას“.
სახალხო საქმე,1919, N501, გვ. 3
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N79, გვ. 4
10 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N80, გვ. 4
11 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N81, გვ. 4
11 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N81, გვ. 4
13 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N83, გვ. 4
14 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N84, გვ. 4
16 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N85, გვ. 4
17 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N79, გვ. 4
18 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N87, გვ. 4
24 აპრილი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N88, გვ. 4
მაისი
3 მაისი
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამხ.სავლე აბულაძემ გადაუშალა მსმენელებს თუ რამდენი მთავარი დარგებიდან შესდგება ქართული ხალხური პოეზია,ყოველივე დარგი გააშუქა შესაფერისი ლექსებ-იგავ-არაკებ-ანდაზა-ზღაპრებით“.
სახალხო საქმე, 1919, N516, გვ. 4
4 მაისი
გამოქვეყნდა წერილი პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მიერ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციის შესახებ.
საქართველო, 1919, №95, გვ. 4.
7 მაისი
გამოქვეყნდა წერილი პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მიერ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციის შესახებ.
საქართველო, 1919, №97, გვ. 2-3.
8 მაისი
გამოქვეყნდა წერილი პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მიერ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციის შესახებ.
საქართველო, 1919, №98, გვ. 3-4.
სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო-სამკურნალო ფაკულტეტი გაიყო ორ დამოუკიდებელ ფაკულტეტად -სამათემატიკო და საბუნემისმეტყველო ფაკულტეტად. სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს ივანე ჯავახიშვილი და მდივნად აკაკი შანიძე. ასევე მოიწვიეს ახალი პროფესორები: აკადემიკოსისერგი ნავაშინი ბოტანიკის კათედრაზე, ოდესის უნივერსიტეტის პრივ.დოცენტი იას.მოსაშვილი ქიმიის კათედრაზე(მეორე პროფესორად). ოდესის პოლიტექნიკურის დოცენტი დიდებულიძე.
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N99, გვ. 2
სახალხო საქმე,1919, N520, გვ. 4
9 მაისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო- სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტების მატების გამო გაყოფის შესახებ.
საქართველო, 1919, №99, გვ. 2.
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში დეკნებისა და მდივნების არჩევის შესახებ.
საქართველო, 1919, №99, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე მესამე კურსის გახსნის, ხოლო სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სამეურნეო განყოფილების დამატების შესახებ.
საქართველო, 1919, №99, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში ახალი პროფესორების მოწვევის შესახებ.
საქართველო, 1919, №99, გვ. 2
10 მაისი
გამოქვეყნდა ლექსი ქართული ლატარიას, რომელიც უნივერსიტეტს ეძღვნება.
ერთობა, 1919, N101, გვ. 3-4
11 მაისი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამძიმარი იოსებ ოცხელის გარდაცვალების გამო.
საქართველო, 1919, №101, გვ. 1
13 მაისი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის დასახმარებლად ლატარიის ბილეთების რეკლამა.
საქართველო, 1919, №102, გვ. 1
17 მაისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტთა კრების გამართვასთან დაკავშირებით, რომელზეც იმსჯელებენ სტუდენტთა კოოპერატივისა და 26 მაისის დღესასწაულზე დასწრებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1919, №106, გვ. 1
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის საბჭოს, რათა მათთვის სასადილო სივრცე გამოიყოს.
საქართველო, 1919, №106, გვ. 1
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა ქალაქის კავშირის გამგეობას, რათა სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომ ფასად მოაწოდონ საქონელი.
საქართველო, 1919, №106, გვ. 1
17 მაისი
ორშაბათს19 მაისს, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციების დასრულების შემდეგ, დანიშნულია სტუდენტთა კრება. განსახილველია კოოპერატივების დაარსებისა და 26 მაისის დღესასწაულის საკითხები.
სახალხო საქმე, 1919, N528, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობამ თხოვნით მიმართა ქალაქთა კავშირს,მომარაგების კომიტეტს და ქალაქის გამგეობას,რათა მათ სტუდენტობას დახმარება აღმოუჩინონ,სხვადასხვა საქონელი დაუთმონ ხელმისაწვდომ ფასებში.
სახალხო საქმე, 1919, N528, გვ. 3
სახელმწიფოუნივერსიტეტისსტუდენტთა გამგეობამ ქალაქის თვითმმართველობას სტუდენტთა სასადილოს გასახსნელად დახმარება თხოვა.
სახალხო საქმე, 1919, N528, გვ. 3
26 მაისის დღესასწაულზე სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტობა ცალკე არ გამოვა. სტუდენტებს დაევალათ ადმინისტრაციულ მოვალეობათა შესრულება.
სახალხო საქმე, 1919, N528, გვ. 3
19 მაისი
გამოქვეყნდა ქართული ლატარიის რეკლამა.
კლდე, 1919, N48, გვ. 1
21მაისი
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „სახალხო განათლების მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტში“
„ორშაბათს,მაისის 19-ს, საღამოს 6 საათზე სახალხო განათლების მინისტრმა ნ.ბ. რამიშვილმა,მისს ამხანაგმა ნ.ცინცაძემ და სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვ.მ ბერიძემ დაათვალიერეს ტფილისის ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათ შეეგება პროფ. ივ. ჯავახიშვილი,რომელმაც ვრცელი მოხსენება გაუკეთა მინისტრს უნივერსიტეტის მიმდინარე საქმეთა და საჭიროებათა შესახებ. სხვათა შორის მინისტრი დაესწრო და მოისმინა ლექციები პროფ. ივ.ჯავახიშვილისა და პროფ. დმ.უზნაძისა“.
სახალხო საქმე, 1919, N531, გვ. 2
22 მაისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მომარაგების კომიტეტიდან ხელმისაწვდომ ფასებში სხვადასხვა საქონლის დარიგებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა 19 მაისს გამართული კრების შესახებ, სადაც 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებაზე იყო საუბარი.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ფსიქოლოგიაზე მისაღები გამოცდების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა გიორგი ახვლედიანის მიერ ლექციების მესამე ნაწილის მალე დაბეჭდვასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მომარაგების კომიტეტიდან ხელმისაწვდომ ფასებში სხვადასხვა საქონლის დარიგებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სამკურნალო ფაკულტეტის მესამე კურსის გახსნასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად ალ. ნათიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა მომავალი წლიდან სამეურნეო ნაწილის მოწყობასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა პროფესორ მელიქიშვილის მიერ ქიმიის გამოცდის დაწყებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტების მიერ პირველი კურსის მეცადინეობის დასრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში სამეცნიერო წრეების დაარსებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სამეცნიერო საპედაგოგო წრის მიერ სამკითხველოს მოწყობასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ქალაქის გამგეობის მიერ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მილოვის ბინაზე სასადილოს გამოყოფასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა კავშირის გამგეობამ უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს მიმართა თხოვნით სტუდენტებისათვის ექიმის გამოყოფასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №111, გვ. 3
23 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირას, 25 მაისს 17:00 საათზე დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა საერთო კრება.
სახალხო საქმე, 1919, N533, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში“
როგორც გამოირკვა,მომავალი სასწავლო წლიდან ტფ.სახელმწიფო უნივერსიტეტში არ გაიხსნება იურიდიული ფაკულტეტი,ვინაიდან საჭირო პროფესორთა რიცხვი საგრძნობლად მცირეა.
სახალხო საქმე, 1919, N533, გვ. 3
25 მაისი
დილას 11 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში დანიშნულია ქართული საფილოსოფიო საზოგადოების წევრთა კრება. მომხსენებელია შალვა ნუცუბიძე.
სახალხო საქმე, 1919, N535, გვ. 3
7 ივნისს ახალი კლუბის საზაფხულო შენობასა და ბაღში სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა კავშირის სასარგებლოდ საღამოს სეირნობა გაიმართება.
სახალხო საქმე, 1919, N535, გვ. 3
26 მაისი
გამოქვეყნდა ქართული ლატარიის რეკლამა.
კლდე, 1919, N49, გვ. 1
28 მაისი
გამოქვეყნდა ლატარიის ბილეთების რეკლამა.
საქართველო, 1919, №108, გვ. 4
28 მაისი
აკაკი ხოშტარიამ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობას შესწირა 10,000მ.
სახალხო საქმე, 1919, N536, გვ. 3
29 მაისი
ქალაქის გამგეობამ მოიჯარადრეებს რეკვიზიციით ჩამოართვა კაფე „კარა ლიდო“ და სრული ინვენტარით გადაეცა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობას სტუდენტთა სასადილოს მოსაწყობად.
სახალხო საქმე, 1919, N537, გვ. 3
ივნისი
4 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა - პროფესორი გიორგი ახვლედიანი 10 სექტემბრიდან ენათმეცნიერებაში დაიწყებს გამოცდებს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №120, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა - პროფესორი აკაკი შანიძე სექტემბრის პირველი რიცხვებიდან ძველ ქართულში დაიწყებს გამოცდებს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №120, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა - სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ლათინური კათედრის დაარსების შესახებ, რომლის ლექტორად გ. ნათაძე იქნება მოწვეული.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №120, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სალიტერატურო წრის გამგეობამ მიზნად დაისახა ქართული ხალხური სიტყვიერების შესწავლა-დამუშავება და ამ საკითზე რეფერატის მომზადება.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №120, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა - ტფილისის ქალაქის თავის გამგეობამ ერევნის მოედანთან ერთ-ერთ კერძო პირს გამოართვა კაფე-რესტორანი (ყველანაირი ინვენტარით), რომელიც სტუდენტთა კავშირს გადაეცა სასადილოს მოსაწყობად.
საქართველო, 1919, №113, გვ. 3
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №120, გვ. 2
სახალხო საქმე, 1919, N541, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა აკაკი ხოშტარიამ სტუდენტთა კავშირს 10 000 მან შეწირვასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №120, გვ. 2
6 ივნისი
31 მაისს მთავრობამ მოიწონა განათლების მინისტრის კანონპროექტი სწავლა-განათლების მისაღებად საზღვარგარეთ ახალგაზრდების გაგზავნის შესახებ. დაადგინა სტიპენდიისათვის გამოყოფილიყო ერთი მილიონი მანეთი. ეს საკითხი დასამტკიცებლად გადაეცა დამფუძნებელ კრებას.
სახალხო საქმე,1919, N543, გვ. 2
ქართულ უნივერსიტეტის დარბაზში დანიშნული იყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტთა საერთო კრება.
სახალხო საქმე,1919, N543, გვ. 2
საფილოსოფოსო საზოგადოებაში - 29 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში ჩატარდა „პეტრიწის საფილოსოფიო საზოგადოების“ კრება, რომელიც 1918 წელს დაარსდა. კრება გახსნა ს. გორგაძემ, ხოლო თავმჯდომარედ აირჩიეს პროფესორი დიმიტრი უზნაძე, მდივნად - გ. მამრაძე. კრებამ პატივისცემით მოიხსენია ამ საზოგადოების გარდაცვლილი წევრები: იოსებ ყიფშიძე, დავ. ყიფშიძე, ნ. ჯორჯიკია. კრებაზე მოხსენებით წარდგა შ. ნუცუბიძე, რასაც მოჰყვა კამათი. შემდეგ აირჩიეს ახალი წევრები: მიტროპოლიტი ნაზარი ქუთათელი, დავით ურბნელი, იესე ბარათაშვილი, ივანე ბერიაშვილი, სიმონ ყახჩიშვილი და სხვა. დასასრულს აირჩიეს საბჭოს წევრები: დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, სერგო დანელია, სერგო გორგაძე, გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე და ნიკიფორე იმნაშვილი.
სახალხო საქმე,1919, N543, გვ. 4
7 ივნისი
ახალ კლუბის დარბაზში სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კავშირის სასარგებლოდ ჩატარდება დიდი სალიტერატურო-საკონცერტო საღამო. ი. სარაჯიშვილის, ინაშვილის, ი. გრიშაშვილის და სხვების მონაწილეობით.
სახალხო საქმე,1919, N544, გვ. 2
8 ივნისი
7 ივნისს თავისუფლების მოედანზე ყოფილ კაფე „კარა-ლიდოს“ შენობაში გაიხსნა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის სასადილო.
სახალხო საქმე,1919, N545, გვ. 3
11 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა მიმდინარე წლის სემესტრის დასრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სწავლის 15 ივნისს შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ორშაბათს 2 ივნისს სტუდენტთა სამეცნიერო სალიტერატურო წრეში რეფერატი წაიკითხა სტუდენტმა ვ. გორგაძემ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ზაფხულიდან სტუდენტთა სამეცნიერო სალიტერატურო წრემ ჟურნალის გამოცემას შეუდგება.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ერევნის მოედანზე, ყოფილ კაფე „კარა-ლიდოს“ ტერიტორიაზე სტუდენტთა კაფის გახსნასთან დაკავშირებით, სადაც სადილის მიღება ყველა ეროვნების სტუდენტთა გარდა, ნებისმიერ კერძო პირსაც შეუძლია, აქვეა ჩაი და ნამცხვარი დილასა და საღამოს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტ ზაალ ჩილხაძის თაოსნობით უნივერსიტეტის სტუდენტ მსმენელთა დრამატული წრის დაარსების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა დრამატული წრის დაარსება
„სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდ. ზაალ ჩიხლაძის თაოსნობით დაარსდა სტუდენტ მსმენელთა დრამატული წრე. წრის წევრების პირველმა კრებამ 30 ივნისს შეიმუშავა თავისი სამოქმედო გეგმა და აირჩია სათანადო გამგეობა. აღნიშნული წრე მიზნად ისახავს განავითაროს სტუდენტებში მისწრაფება დრამატული საზოგადოებისადმი და დრამატულ საღამოების მოწყობით დახმარება გაუწიოს სტუდენტთა კავშირს. იგი მიზნათ ისახავს აგრეთვე შეაკეთოს უნივერსიტეტის სააქტო ზალა, რომლისთვისაც საჭიროა თანხა. პროფესორთა საბჭომ სხვა ხარჯებთან ერთად უკვე გამოსთხოვა განათლების მინისტრს, გარდა ზალის მოწყობისა განზრახული აქვთ მთავრობის დახმარებით შეიძინონ იაფ ფასებში სამუსიკო ინსტრუმენტები და აგრეთვე მოაწყონ დაბა-სოფლებში ლექცია-წარმოდგენები“.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
სტუდენტთა დრამატული წრის გამგეობა მსახიობ ნინო ჩხეიძეს იუბილეს ულოცავს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა საეკონომიკო დარგზე ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად მეორე პროფესორის მოწვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №125, გვ. 3
მთავრობამ 1 მილიონი მანეთი გამოყო საზღვარგარეთ სტუდენტთა გასაგზავნად. დამფუძნებელმა კრებამ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ სამინისტროსგან შეადგინა საგანგებო კომისია, რომელიც შეიმუშავებდა გეგმას, თუ რა პრინციპით უნდა გაეგზავნათ სტუდენტები საზღვარგარეთ.
სახალხო საქმე,1919, N545, გვ. 3
12 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ნუცუბიძემ დაამთავრა თავისი ნაშრომი „ლოგიკის სახელმძღვანელო“. ხსენებული ნაშრომი გამზადებულია დასაბეჭდად.
სახალხო საქმე,1919, N547, გვ. 2
გამოქვეყნდა ანონსი უნივერსიტეტში ეროვნულ დემოკრატ სტუდენტთა კრების შესახებ.
საქართველო, 1919, №119, გვ. 3
14 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ მთავრობას სთხოვა, რომ მოეგვარებინა მომარაგების საკითხები და სტუდენტებისთვის დაკლებულ ფასებში მიეწოდებინათ საქონელი. მთავრობამ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.
სახალხო საქმე, 1919, N547, გვ. 2
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასადილო გაუმჯობესდა. ყოველდღიურად სადილობდა 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა სტუდენტი იყო.
სახალხო საქმე,1919, N549, გვ. 2
17 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტთა სასადილოში წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №130, გვ. 3
ლექციები შეწყდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე. მიმდინარეობდა გამოცდები. მომავალი სემესტრიდან უნივერსიტეტში ახალი მეცნიერები (როგორც ქართველები, ასევე უცხოელები) მოიწვიეს.
სახალხო საქმე,1919, N551, გვ. 3
შალვა ხავთასიმ დაკარგა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიიდან აღებული „მეტრიკული“ დოკუმენტი N166.
სახალხო საქმე,1919, N551, გვ. 3
გამოქვეყნდა მოწოდება სათაურით„ტფ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა „სამეცნიერო სალიტერატურო“ წრისა“– „სამეცნიერო სალიტერატურო წრე მოუწოდებდა ყველას, ვისაც სურდა შეკრებილიყო და მეცნიერულად შესწავლილიყო ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები, გადაეცათ უნივერსიტეტისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ზეპირი სიტყვიერების ნიმუშები, განსაკუთრებით კი გურია-სამეგრელოდან. მოწოდებას ხელს აწერდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა „სამეცნიერო სალიტერატურო“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვ. გორგოძე და მდივანი, სტუდენტი ბარნაბა ლაბარტყავა“.
სახალხო საქმე,1919, N551, გვ. 4
19 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის 1919-1920 წლის ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №132, გვ. 1-2
24 ივნისი
26 ივნისს საქართველოს სოც.-ფედერალისტთა პარტიის კლუბში (ლორის მელიქოვის ქუჩა N1) ჩატარდება შალვა ნუცუბიძის ლექცია თემაზე: „ფედერალიზმი და საქართველოს დამოუკიდებლობა“.
სახალხო საქმე, 1919,N557, გვ. 3
25 ივნისი
გამოქვეყნდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯთაღრიცხვა, რომელიც განსახილველად დამფუძნებელ კრებას გადაეცა.
საქართველო, 1919, №130, გვ. 3
გამოქვეყნდა შ.თაქთაქიშვილის წერილი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების მიერ წიგნების შესაძენად გამართული საღამოს შესახებ.
საქართველო, 1919, №130, გვ. 4
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთი ჯგუფის მიერ სამეცნიერო ჟურნალის გამოცემის შესახებ.
საქართველო, 1919, №130, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ სტუდენტებისათვის 2-ჯერ დაარიგა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.
საქართველო, 1919, №130, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა რესპუბლიკის სასურსათო საბჭოს, რათა სტუდენტებისათვის შეღავათები დაუშვან.
საქართველო, 1919, №130, გვ. 3
26 ივნისს საქართველოს სოც.-ფედერალისტთა პარტიის კლუბში (ლორის მელიქოვის ქუჩა N1) ჩატარდება შალვა ნუცუბიძის ლექცია თემაზე: „ფედერალიზმი და საქართველოს დამოუკიდებლობა“.
სახალხო საქმე, 1919,N558, გვ. 3
26 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის რექტორი პ. მელიქიშვილი განათლების სამინისტროს დახმარებას სთხოვს უცხოეთიდან ქართველი პროფესორების ჩამოყვანას, თავის მხრივ განათლების მინისტრი დახმარებას დაჰპირდა მას.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №138, გვ. 1-2
26 ივნისს საქართველოს სოც.-ფედერალისტთა პარტიის კლუბში (ლორის მელიქოვის ქუჩა N1) ჩატარდება შალვა ნუცუბიძის ლექცია თემაზე: „ფედერალიზმი და საქართველოს დამოუკიდებლობა“.
სახალხო საქმე, 1919,N558, გვ. 3
27 ივნისი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტი თხოვნით მიმართავს ტფილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიას, რათა იქ დაცული ბერძნული, რომაული და ბიზანტიური წიგნები დაეთმოს უნივერსიტეტს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №139, გვ. 2
29 ივნისს ქართულ კლუბში ჩატარდება შალვა ნუცუბიძის ლექცია თემაზე: „მომავალი საზოგადოება“.
სახალხო საქმე, 1919,N560, გვ. 1
28 ივნისი
გაზეთი „სახალხო საქმე“ 1919 წლის 28 ივნისი N561 გვ 3 - ლექციის გადადება.
ლექტორ შალვა ნუცუბიძეს ავადმყოფობის გამო გადაიდო 29 ივნისის დანიშნული ლექცია.
სახალხო საქმე, 1919,N561, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადგინა მომავალი სემესტრიდან ბერძნული ენისა და სიტყვიერების კათედრაზე პეტროგრადიდან მოეწვიათ ცნობილი პაპიროლოგი გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, რომელსაც პეტროგრადის უნივერსიტეტში პროფესორ ზალინსკის შემდეგ ებარა კათედრა.
სახალხო საქმე, 1919,N561, გვ. 3
26 ივნისის შალვა ნუცუბიძემ წაიკითხა ლექცია.
სახალხო საქმე, 1919,N561, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა უახლოეს მომავალში ჟურნალის გამოცემა გადაწყვიტეს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №140, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ 2-ჯერ დაარიგა დაპირებული ფეხსაცმელი, დანარჩენ ფეხსაცმელს შემდეგ კვირაში გამოიტანს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №140, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ მიმართა რესპუბლიკის სასურსათო საბჭოს, სასადილოსათვის პროდუქტის დაკლებულ ფასში აღების სურვილით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №140, გვ. 3
ივლისი
5 ივლისი
დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და დაამტკიცა განათლების კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართველ ახალგაზრდათა სპეციალურ სწავლის მისაღებად საზღვარგარეთ გაგზავნისთვის 2 მილიონი მანეთის გადადების შესახებ. მალევე უნდა აერჩიათ საუწყებათშორისო კომისია, რომელიც გამოარკვევდა სავალდებულო სპეციალური საგნების საჭიროებას და განიხილავდა მსურველთა თხოვნებს.
სახალხო საქმე, 1919,N567, გვ. 3
გამოქვეყნდა ს. ასლანიშვილი წერილი სახელწოდებით „ბიბლიოგრაფია“, სადაც საუბარია სამეცნიერო და საზოგადოებრივ სამკურნალო ჟურნალ „ექიმზე“. ავტორის აზრით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გახსნამ ხელი შეუწყო საქართველოს რესპუბლიკაში სხვადასხვა სამეცნიერო შრომებისა და ახალი კვლევების გამოცემას. ჟურნალი „ექიმი“ გამოსცა ქართველ მკურნალთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებამ. სარედაქციო კოლეგიაში იყვნენ: მედიცინის დოქტორი ს. ვირსალაძე, პროფესორი ვ. მოსეშვილი, მედიცინის დოქტორი გ. მუხაძე, მკურნალი შ. მიქელაძე, და პროფესორი ალ. ნათიშვილი.
სახალხო საქმე, 1919,N567, გვ. 3
6 ივლისი
4 ივლისს ჩატარდა დამფუძნებელი კრების მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სიმ. მდივანი. კრებაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილეს საზღვარგარეთ ახალგაზრდათა გაგზავნის საკითხი. გ. ანჯაფარიძემ წაიკითხა კანონპროექტი სასწავლებლად გასაგზავნ ახალგაზრდებისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ. კანონპროექტი მიიღეს მცირედი შესწორებით. საკითხის მოსაწესრიგებლად შემდგარ საუწყებათშორისო კომისიაში მოიწვიეს დამფუძნებელი კრების კომისიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სახალხო საქმე, 1919,N568, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის სასადილოში დანიშნული იყო სტუდენტთა კავშირის გამგეობის სხდომა.
სახალხო საქმე, 1919,N568, გვ. 3
9 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა ვაკეში სასულიერო სემინარიის ყოფილი ტერიტორიაგადაეცემა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №149, გვ. 1
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის ვაჟთა გიმნაზიის ბიბლიოთეკა გადაეცა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №149, გვ. 1
16 ივლისი
თბილისის ქალაქის მედიკოსი, სანიტარული უწყების ინსპექტორი ექიმი შალვა ანტ. მიქელაძე მიიწვიეს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო კლინიკაში.
სახალხო საქმე, 1919,N576, გვ. 3
17 ივლისი
15 ივლისს სტამბულიდან თბილისში ჩამოვიდა პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ავალიანი. იგი პროფესორად მიწვეული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასთან ერთად ჩამოვიდნენ ასამდე ქართველი ტყვე ჯარისკაცი და სტუდენტები, რომელნიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ ჩარჩენილნი.
სახალხო საქმე, 1919,N577, გვ. 3
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ბინის დარბაზში პროფესორ სიმონ ავალიანიწაიკითხავს ლექციას შემდეგ თემებზე: „რუსეთის თანამედროვე მდგომარეობა“ და „ოსმალეთის თანამედროვე მდგომარეობა“.
სახალხო საქმე, 1919,N577, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა გამგეობა აცხადებდა, რომ მათ მიერ გამოიცა და იყიდებოდა ნ. ციციშვილის მიერ შედგენილი არაორგანული ქიმიის ვრცელი კონსპექტი. იმ სტუდენტებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქუთაისში ან მის ახლო-მახლო მაზრებში კონსპექტის შეძენა შეეძლოთ სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტ ებანოიძესთან.
სახალხო საქმე, 1919,N577, გვ. 3
18 ივლისი
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ბინის დარბაზში პროფესორ სიმონ ავალიანიწაიკითხავს ლექცია შემდეგ თემებზე: „რუსეთის თანამედროვე მდგომარეობა“ და „ოსმალეთის თანამედროვე მდგომარეობა“.
სახალხო საქმე, 1919,N577, გვ. 3
19 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის ფიზიკური ობსერვატორიის ტფილისის უნივერსიტეტისათვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №158, გვ. 2
20 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობამ კრებაზე იმსჯელა სტუდენტთა ჩადენილ ბოროტმოქმედებების შესახებ და დაადგინა: „ვინაიდან ადმინისტრაციაში მოსამსახურე სტუდენტთა მრავალი უმსგავსო საქციელი ჩირქსა სცხებს სტუდენტების სახელს ამიტომ აუცილებლად საჭიროა მილიციიდან და ადმინისტრაციის სამსახურიდან გამოწვეულ იქნან ქართველი სტუდენტები“.
სახალხო საქმე, 1919,N580, გვ. 3
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ბინის დარბაზში პროფესორ სიმონ ავალიანის ლექცია ჩატარდა.
სახალხო საქმე, 1919,N580, გვ. 3
22 ივლისი
სოც.-ფედერალისტთა პარტიის კლუბში გრ. გველესიანის თავმჯდომარეობით ჩატარდა კრება, სადაც საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა პროფესორმა სიმონ ავალიანმა წაიკითხა ლექცია „რუსეთის თანამედროვე მდგომარეობა“ (წერილს თან ახლავს მომხსენებლის სიტყვის შინაარსი).
სახალხო საქმე, 1919,N581, გვ. 3
24 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა შემოდგომის სემესტრიდან აცხადებს მოსწავლეთა მიღებას.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №162, გვ. 1
სახელმწიფო უნივერსიტეტმა რუსეთიდან მოიწვია ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრივატ-დოცენტი მინერალოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე. იგი უკვე ჩამოვიდა საქართველოში.
სახალხო საქმე, 1919,N583, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი დასასვენებლად გაემგზავრა. მის მოვალეობას შეასრულებდა სიბრძნისმეტყველების დეკანი პროფესორი ივანე ჯავახიშვილი.
სახალხო საქმე, 1919,N583, გვ. 3
ივლისის პირველ რიცხვში დასრულდა შემდეგ კურსზე გადასასვლელი გამოცდები. გამოცდები განახლდებოდა აგვისტოს 20-დან.
სახალხო საქმე, 1919,N583, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა დრამატიული წრის გამგეობის კრების გამართვის შესახებ.
სახალხო საქმე, 1919,N583, გვ. 3
25 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ხელმძღვანელობით იგეგმებოდა პერიოდული სამეცნიერო ორგანოს გამოცემა, რომელშიც უნდა დაიბეჭდოს სამეცნიერო წერილები და გამოკვლევები.
სახალხო საქმე, 1919,N584, გვ. 3
იბეჭდება განსვენებულ იოსებ ყიფშიძის გამოუქვეყნებელი შრომა, „მეგრული ენის დამატებითი გამოკვლევა“.
სახალხო საქმე, 1919,N584, გვ. 3
თბილისში დაბრუნდა პროფესორი აკაკი შანიძე, რომელიც ხევის კილოკავების შესაგროვებლად ხევსურეთში იყო წასული. მას შეუგროვებია ბევრი მასალა.
სახალხო საქმე, 1919, N584, გვ. 3
ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ -უნივერსიტეტის განცხადებით სტუდენტების ჩარიცხვა შეიძლებოდა სამ ფაკულტეტზე: სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო (სააგრონომიო დარგი) და საექიმოზე. აღნიშნულ ფაკულტეტებზე მიიღებოდა ყველა მოსწავლე, განურჩევლად სქესისა, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ერთ-ერთი უმაღლესი ან საშუალო სასწავლებელი. განცხადებას თან ახლავს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიღების წესები და მოთხოვნები.
სახალხო საქმე, 1919, N584, გვ. 3
26 ივლისი
ივლისის ბოლოს უნივერსიტეტში დაჩქარებით მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მომავალი სასწავლო წლისთვის აწყობდნენ ლაბორატორიებსა და ახალ აუდიტორიებს.
სახალხო საქმე, 1919, N585, გვ. 3
ხელოვნების ისტორიის პროფესორი დ. ჩუბინაშვილი წასული იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც მან ისტორიისთვის მასალების შესაგროვებლად მოიარა და დაათვალიერა უძველესი მონასტრები და ნაშთები.
სახალხო საქმე, 1919, N585, გვ. 3
დამფუძნებელი კრების დადგენილების თანახმად სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მოსამსახურეებს მოემატათ ჯამაგირები.
სახალხო საქმე, 1919, N585, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ენკენისთვის 15 თფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება მათემატიკურ განყოფილების სახელმწიფო კომისია.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №164, გვ. 4
27 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა შორის დაარსდა დრამატიული წრე, რომლის ხელმძღვანელობა ითავა სახელმწიფო თეატრის კომისარმა ალ. წუწუნავამ. აღნიშნულიწრე მუშაობას შეუდგებოდა მომავალი სასწავლო წლიდან. წრის წევრების ჩაწერა შესაძლებელი იყო სტუდენტთა სასადილოში ხუთშაბათობით და შაბათობით.
სახალხო საქმე, 1919, N586, გვ. 3
ფოთში 27 ივლისს ცირკის შენობაში შალვა ნუცუბიძე წაიკითხავს ლექციას „ფედერალიზმი და საქართველოს დამოუკიდებლობა“.
სახალხო საქმე, 1919, N586, გვ. 3
29 ივლისი
ივანე ჯავახიშვილმა თხოვნით მიმართა სახალხო განათლების სამინისტროს ოდესიდან უნივერსიტეტის წიგნების ჩამოტანასთან დაკავშირებით.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №166, გვ. 4
პროფესორთა საბჭომ სახალხო საქმეს სთხოვა გამოეცხადებინა შემდეგი: „სახალხო საქმის ივლისის 25 ნომერში მოთავსებული ცნობა, თითქოს მომავალ სამოსწავლო წლიდან ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განზრახული იყოს იურიდიული ფაკულტეტის გახსნა, სადაც მეცადინეობა რუსულ ენაზე იქნება, სრულიად უსაფუძვლოა“.
სახალხო საქმე, 1919, N587, გვ. 3
30 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ივანე ჯავახიშვლიმა თხოვნით მიმართა სახალხო განათლების მინისტრს უნივერსიტეტისთვის უკრაინიდან წიგნების ჩამოტანაში დახმარებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1919, №160, გვ. 3
31 ივლისი
პროფესორ ივანე ჯავახიშვილს სახელმწიფო თეატრში წაიკითხავს ლექციას -„საქართველოს საზღვრები, ისტორიული და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული“.
სახალხო საქმე, 1919, N589, გვ. 3
აგვისტო
3 აგვისტო
ხონის ადგილობრივი თეატრის დარბაზში 1 ივლისს ჩატარდა უნივერსიტეტის პროფესორის შალვა ნუცუბიძის საჯარო ლექცია შემდეგ თემაზე: „ფედერალიზმი და საქართველოს დამოუკიდებლობა“. ლექტორს შეკითხვები დაუსვა პოლ. ბახტაძემ (კომ.) და ექიმმა ჟორდანიამ (ერ.-დემ.)
სახალხო საქმე, 1919, N592, გვ. 3
8 აგვისტო
მთავრობამ დაადგინა განათლების მინისტრს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაედო 1, 538, 476 მანეთი.
სახალხო საქმე, 1919, N596, გვ. 2
განათლების სამინისტროს სურდა თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორად მოეწვია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბ. ბენაშვილი.
სახალხო საქმე, 1919, N596, გვ. 3
9 აგვისტო
თბილისში ჩამოვიდა ეკატერინოსლავის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ. კახიანი. ეკატერინოსლავის უნივერსიტეტში იგი იყო ანატომიის კათედრის სპეციალისტი და ამ დარგის ლექტორი. კახიანის ჩამოსვლის მიზეზი გახლდათ ის, რომ იგი მოწვეული იყო ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სახალხო საქმე, 1919, N597, გვ. 3
12 აგვისტო
თბილისში ჩამოვიდა დონის უნივერსიტეტის პროფესორი შალვა კრინიცკი.
სახალხო საქმე, 1919, N599, გვ. 3
თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ლექციები უნდა წაეკითხა პეტროგრადის პროფესორ ლუკინს და უნივერსიტეტის მასწავლებელ ვიკბერგს. მეორე კურსზე მათემატიკურ ანალიზს წაიკითხავდა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ა. რაზმაძე.
სახალხო საქმე, 1919, N599, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სასადილოში გაიმართა იმავე უნივერსიტეტის სტუდენტების საღამო, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა და ლიტერატორებმა.
სახალხო საქმე, 1919, N599, გვ. 3
14 აგვისტო
გამოქვეყნდა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1919-1920 წლის ხარჯთაღრიცხვა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №180, გვ. 1-2.
14 აგვისტო
ქალაქის საექიმო სასანიტარო ინსპექტორმა შალვა მიქელაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკაში მიწვევის გამო დატოვა თავისი თანამდებობა. სასანიტარო ინსპექტორად აირჩიეს ექიმი მეუნარგია.
სახალხო საქმე, 1919, N601, გვ. 3
15 აგვისტო
კონსტანტინე ნიკოლაშვილმა დაკარგა უნივერსიტეტის წიგნაკი, მოწმობა და საბუთები.
სახალხო საქმე, 1919, N602, გვ. 3
21 აგვისტო
სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა აკაკი შანიძემ განაახლა არაბული ენის ლექციების კითხვა.
სახალხო საქმე, 1919, N606, გვ. 3
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყებოდა 15 სექტემბრიდან.
სახალხო საქმე, 1919, N606, გვ. 3
23 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ მომარაგების კოოპერატივიდან მიიღო დახმარება.
საქართველო, 1919, №180, გვ. 3.
26 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიული განყოფილების დაარსების შესახებ.
საქართველო, 1919, №182, გვ. 4
ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტთა ჯგუფის თხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გახსნილიყო აგრონომიის განყოფილების მესამე კურსი (ლექციებს წაიკითხავდნენ ქართულ და რუსულ ენაზე). სტუდენტები მიმართავდნენ ყველა უნივერსიტეტს მხარი დაეჭირათ ამ იდეისთვის. თხოვნები მიიღებოდა უნივერსიტეტის რექტორის სახელზე 30 აგვისტომდე.
სახალხო საქმე, 1919, N610, გვ. 3
28 აგვისტო
სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში კვირას 16:00 სთ-ზე საექიმო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩატარდება სტუდენტთა კრება.
სახალხო საქმე, 1919, N612, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის იაფფასიანი სამკერვალოს გახსნასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1919, №184, გვ. 4
30 აგვისტო
მოქალაქის ავტორობით გამოქვეყნდა წერილი. მოქალაქე განათლების სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სთხოვს რუსეთის უნივერსიტეტის 8 სემესტრის ჩათვლილი ყველა სტუდენტებისთვის მიეცათ დიპლომები. სტუდენტებს ომის დაწყების გამო ვერ მოუსწრიათ დიპლომის აღება ომის შემდეგ ბევრი უნივერსიტეტი დახურულა, რუსეთში ჩასვლასაც ვეღარ ახერხებდნენ.
სახალხო საქმე, 1919, N614, გვ. 3
სექტემბერი
4 სექტემბერი
უნივერსიტეტში დანიშნული იყო ყველა იმ სტუდენტთა კრება, რომლებსაც სურდათ საექიმო ფაკულტეტის მესამე კურსზე მოხვედრა. სტუდენტებს უნდა ეპასუხათ პროფესორების მიერ დასმულ შეკითხვებზე. კრების მომწვევი იყო შესაბამისი კომისია.
სახალხო საქმე, 1919, N619, გვ. 3
უნივერსიტეტის შენობაში დანიშნული იყო ამიერკავკასიის და რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტთა კრება. წინა კრებაზე არჩეულ კომისიას უნდა გაეკეთებინა მოხსენება და გაემართა რექტორთან მოლაპარაკებები.
სახალხო საქმე, 1919, N619, გვ. 3
5 სექტემბერი
გამოქვეყნდა ცნობა, 5 საათზე სახელმწიფო უნვიერსიტეტში სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №198, გვ. 4
6 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტში დანიშნული იყო სტუდენტთა კავშირის გამგეობის სხდომა, რომელსაც უნდა განეხილა მნიშვნელოვანი საკითხები.
სახალხო საქმე, 1919, N621, გვ. 3
10 სექტემბერი
დაიბეჭდა შალვა ნუცუბიძის მიერ შედგენილი ლოგიკა (ელემენტარული კურსი). წიგნი მოიწონა განათლების სამინისტროსთან არსებულმა სასწავლო კომისიამ.
სახალხო საქმე, 1919, N624, გვ. 3
13 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა აგრონომიული ფაკულტეტის მესამე კურსი, რომელიც ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი. ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველთა თხოვნების მიღება შესაძლებელი იყო 20 სექტემბრამდე.
სახალხო საქმე, 1919, N626, გვ. 3
16 სექტემბერი
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ განყოფილების I და II კურსის გახსნის შესახებ.
ერთობა, 1919, N209, გვ. 3
18 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტში სასოფლო-სამეურნეო მექანიკის კათედრაზე მოიწვიეს ცნობილი მეურნე და ქიმიკოს-ტექნოლოგი კ.მ. ამირეჯიბი.
სახალხო საქმე, 1919, N630, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტში დანიშნულია საექიმო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტთა კრება.
სახალხო საქმე, 1919, N630, გვ. 4
19 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე სწავლა 29 სექტემბრიდან დაიწყებოდა.
სახალხო საქმე, 1919, N631, გვ. 4
უნივერსიტეტი აცხადებდა სტუდენტების მიღებას სამეურნეო ფაკულტეტის მესამე კურსზე. საბუთების შეტანა შესაძლებელი იყო 29 სექტემბრამდე.
სახალხო საქმე, 1919, N631, გვ. 4
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს სწავლა ეწყებოდა 22 სექტემბრიდან (ანუ მომავალი ორშაბათიდან).
სახალხო საქმე, 1919, N631, გვ. 4
20 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით ყველა ფაკულტეტზე სწავლა იწყებოდა 29 სექტემბერს. გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციის განცხადებით, N631-ში, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ცნობა შეცდომით იყო დაბეჭდილი.
სახალხო საქმე, 1919, N632, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობამ მხედველობაში მიიღო თბილისში ახლად ჩამოსული სტუდენტთა გაჭირვებული მდგომარეობა უბინობის მხრივ და გადაწყვიტა თხოვნით მიემართა ქალაქის გამგეობისთვის, რათა მას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საცხოვრებლად დაეთმო ერთ-ერთ შესაფერისი შენობა.
სახალხო საქმე, 1919, N632, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობამ დაადგინა აერჩია განსაკუთრებული კომისია, რომელიც ვალდებული იქნებოდა შეექმნა სახელმწიფო უნივერსიტეტის სასადილოს ფონდისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა. კომისიაში აირჩიეს: ე. პატარიძე, ზ. ჩიხლაძე და ი. წერეთელი.
სახალხო საქმე, 1919, N632, გვ. 3
სტუდენტთა გამგეობას გადაწყვეტილი ჰქონდა ოფიციალურად გაეხსნა სტუდენტთა კოოპერატივი, რომელიც ფაქტიურად თითქმის უკვე არსებობდა და სტუდენტებს ხელმისაწვდომ ფასში აწვდიდა სხვადასხვა ნივთებს და პირველსაჭიროების საქონელს. კოოპერატივის წესდება უკვე დამტკიცებული იყო და მალე ოფიციალურადაც გაიხსნებოდა.
სახალხო საქმე, 1919, N632, გვ. 3
რუსეთიდან ჩამოვიდა სამკურნალო ფაკულტეტზე მოწვეული პროფესორი დიაგნოსტიკოსი ალ. ალადაშვილი. უნდა ჩამოსულიყო ბაქტეროლოგიის ცნობილი პროფესორი სვიმ. ამირეჯიბი.
სახალხო საქმე, 1919, N632, გვ. 3
21 სექტემბერი
სტუდენტთა გამგეობამ უბინაო სტუდენტების მოსათავსებლად პროფესორთა საბჭოსგან ჩაიბარა ყოფილი სემინარიის შენობა. მსურველებს თხოვნით უნდა მიემართათ სტუდენტთა კავშირის გამგეობისთვის.
სახალხო საქმე, 1919, N633, გვ. 3
23 სექტემბერი
სასულიერო სემინარიის მთლიანი შენობა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ხელში გადავიდა. პროფესორთა საბჭომ ხსენებული შენობის ნახევარი დაუთმო სტუდენტთა კავშირს უბინაო სტუდენტების საცხოვრებლად.
სახალხო საქმე, 1919, N634, გვ. 3
ჩატარდა სავაჭრო სამრეწველო კომიტეტის კრება, რომელსაც დაესწრო უნივერსიტეტის რექტორი პრფ. პეტრე მელიქიშვილი. კრებამ მოისმინა პალატის სასწავლო განყოფილების გამგის მიხეილ თაქთაქიშვილის მოხსენება. კრებამ დაადგინა დაარსებული 4 სემესტრიანი სავაჭრო-სამრეწველო აკადემია. აირჩიეს სამი წევრისგან შემდგარი კომისია: ფინანსთა მინისტრი კანდელაკი, პროფ. მელიქიშვილი და მიხეილ თაქთაქიშვილი.
სახალხო საქმე, 1919, N636, გვ. 3
11 ოქტომბერს უნივერსიტეტის სასადილოში ამავე სასადილოს ფონდი გასაძლიერებლად უნდა ჩატარებულიყო კაბარე ვახშმით. მაგიდები იყიდებოდა წინასწარ. თითო 4 კაციანი მაგიდა ღირდა 100 მანეთი.
სახალხო საქმე, 1919, N636, გვ. 3
26 სექტემბერი
გამოქვეყნდა ცნობა - 2 ნოემბერს დასრულდებოდა ლატარიის გათამაშება, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ დაფუძნდა. „ქართული უნივერსიტეტის და თეატრის განვითარებით აღორძინდება თავისუფალ საქართველოში მეცნიერება და ხელოვნება“ - ეწერა გაზეთის პირველ გვერდზე.
სახალხო საქმე, 1919, N637, გვ. 1
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნათიშვილმა ქართულ ენაზე შეადგინა ანატომიის სახელმძღვანელო.
სახალხო საქმე, 1919, N637, გვ. 2
30 სექტემბერი
გამოქვეყნდა გოგი შალიბაშვილის წერილი „პრაქტიკული იურიდიულის კურსების დაარსება ტფილისის უნივერსიტეტთან“.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №219, გვ. 3
ოქტომბერი
1 ოქტომბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობის ბინაში დანიშნული იყო მესამე კურსის სტუდენტთა კრება.
სახალხო საქმე, 1919, N641, გვ. 3
2 ოქტომბერი
იურიდიულ საზოგადოების საბჭოს მდივანმა გ. შალიბაშვილმა ამავე საბჭოს დავალებით შეიმუშავა თბილისის ქართულ უნივერსიტეტთან პრაქტიკული იურიდიული კურსების დაარსების პროგრამა. საბჭომ უცვლელად მიიღო პროექტი რის შემდეგაც გადაეცა რექტორს.
სახალხო საქმე, 1919, N642, გვ. 2
დაგეგმილი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო ფაკულტეტის ყველა სტუდენტის კრება. განსახილველი იყო საორგანიზაციო საკითხები და მომავალი სააკადემიო წლის სამეცნიერო მუშაობის გეგმა.
სახალხო საქმე, 1919, N642, გვ. 2
3 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა სახალხო განათლების სამინისტრომ კითხვით მიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების თუ რა უჯდებათ თითოეულ სტუდენტს თავის რჩენა თვიურად.
საქართველო, 1919, №213, გვ. 2
4 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლატარიის რეკლამა, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1919, №214, გვ. 1
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სექციის მიერ იგეგმებოდა, მსახიობ ნ. დავითაშვილის, ვ. გამყრელიძის და დ. ჩარკვიანის მონაწილეობით წარმოედგინათ „სამშობლო“. წარმოდგენის დაწყებამდე ივ. გომართელს უნდა წაეკითხა რეფერატი სახ. უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ.
სახალხო საქმე, 1919, N644, გვ. 3
9 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლატარიის რეკლამა, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1919, №218, გვ. 1
17 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ანონსი უნივერსიტეტის სტუდენტ კავშირის გამგეობის ორგანიზებით, შაბათს სტუდენტთა სასადილოს გასაძლიერებლად გაიმართება კაბარე-ვახშამი.
საქართველო, 1919, №224, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტ კავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა ამიერკავკასიის კოოპერატივთა ყრილობას სტუდენტთა სასადილოს დასახმარებლად.
საქართველო, 1919, №224, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა გრძელდება ჩაწერა უნივერსიტეტის სტუდენტთათვის საქონლის მისაღებად.
საქართველო, 1919, №224, გვ. 2
18 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ლატარიის რეკლამა, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1919, №225, გვ. 1
19 ოქტომბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა კრება.
ერთობა, 1919, N238, გვ. 3
23 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ქართული ლატარიის განცხადება 2 ნოემბერს სახელმწიფო თეატრში ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით.
ერთობა, 1919, N241, გვ. 3
25 ოქტომბერი
გამოქვეყნდა სააგენტო „იმერეთის“ გამგე ისიდორე კვიცარიძის მოწოდება ლატარიის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით.
ერთობა, 1919, N243, გვ. 3
ნოემბერი
1 ნოემბერი
გამოქვეყნდა სტუდენტთა კავშირის გამგეობის მოწოდება სტუდენტებისადმი, რომელთაც ლატარიის გათამაშების ღონისძიებაზე იწვევენ.
საქართველო, 1919, №237, გვ. 2
გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ლატარიის რეკლამა, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1919, №237, გვ. 2
2 ნოემბერი
გამოქვეყნდა მოწოდებები და ლექსი ლატარიაზე, რომელიც უნივერსიტეტისა და თეატრის დასახმარებლად იმართება.
საქართველო, 1919, №238, გვ. 2
4 ნოემბერი
გამოქვეყნდა ანონსი ოთხშაბათს დანიშნული გალობის გუნდის კრებასთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელად უნივერსიტეტის დრამატულმა წრემ სტუდენტი შალვა ბოჭორიშვილი (ჯვარისელი) მიიწვია.
საქართველო, 1919, №239, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის დრამატული წრე მოუწოდებს იწვევს ახალ წევრებს.
საქართველო, 1919, №239, გვ. 3
გამოქვეყნდა ანონსი დრამატული წრის გამოცდების შესახებ მეორე აუდიტორიაში ხუთშაბათს 11 საათზე, რომლის კომისრად ალექსანდრე წუწუნავაა მიწვეული.
საქართველო, 1919, №239, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კოოპერატივის კრების გამართვასთან დაკავშირებით, რომლის არჩევნებიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
საქართველო, 1919, №239, გვ. 3
გამოქვეყნდა წერილი უნივერსიტეტისათვის ლატარიის გათამაშებასთან დაკავშირებით.
ერთობა, 1919, N251, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში დრამატული წრის დაარსების შესახებ.
ერთობა, 1919, N251, გვ. 3
7 ნოემბერი
გამოქვეყნდა ვაკანსია სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე 2 ქართულენოვანი ასისტენტის მიღებასთან დაკავშირებით.
ერთობა, 1919, N254, გვ. 2
საქართველო, 1919, №242 გვ. 3
8 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში სტუდენტთა დრამატული წრის დაარსების შესახებ, რომლის ხელმძღვანელად დრამატული თეატრის კომისარი, ალექსანდრე წუწუნავა მიიწვიეს.
საქართველო, 1919, №243, გვ. 3
გამოქვეყნდა ანონსი 8 ნოემბერს, 7 საათზე სტუდენტ ეროვნულ დემოკრატთა კრების შესახებ.
საქართველო, 1919, №243, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა კოოპერატივის „სტუდენტის“ დამფუძნებელი კრების გაგრძელებისა და გამგეობის არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარების შესახებ.
საქართველო, 1919, №243, გვ. 3
26 ნოემბერი
გამოქვეყნდა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამადლობელი წერილი შემომწირველებს.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №268, გვ. 3
დეკემბერი
3 დეკემბერი
გამოქვეყნდა ცნობა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობას გადაეცა ყოფილი სასტუმრო „ბო-მონდის“ ბინა.
საქართველოს რესპუბლიკა, №274, გვ. 3
16 დეკემბერი
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის კათედრაზე 2 ასისტენტის დამატებასთან დაკავშირებით კონკურსის გამოცხადების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №284, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიოლოგიის კათედრისათვის სამედიცინო იარაღებისა და ინსტრუმენტების შეძენასთან დაკავშირებით ივანე ბერიტაშვილი თხოვნით მიმართავს ყველას, ვისაც რაიმე მოეპოვება.
საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №284, გვ. 3
28 დეკემბერი
დღეს 11 საათზე სოციალ დემოკრატ სტუდენტთა „ეკონომიკურ-ფილოსოფიურ“ წრეში ნ. იმნაიშვილი წაიკითხავს მორიგ ლექციას.
ერთობა, 1919, N254, გვ. 2
წყარო: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა, 1918–1921", თსუ გამომცემლობა, 2021
1920
იანვარი
10 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „ქართველი სტუდენტი“, რომელშიც 26 იანვარს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით საღამოს მოწყობასა და ჟურნალს „საქართველოს სტუდენტი“ გამოცემაზეა საუბარი.
ერთობა, 1920, №6, გვ. 3
11 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“.
ერთობა, 1920, №7, გვ. 3
საქართველო, 1920, №7, გვ. 1
13 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, რომლისთვისაც წერილების, მოგონებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას თხოვს ამხანაგებს.
საქართველო, 1920, №8, გვ. 1
გამოქვეყნდა წერილი უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის მიერ 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად საქართველოს დაბა-ქალაქებში ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №8, გვ. 3
14 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, რომლისთვისაც წერილების, მოგონებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას თხოვს ამხანაგებს.
საქართველო, 1920, №9, გვ. 1
გამოქვეყნდა სტუდენტთა კავშირის მოწოდება დაბა-ქალაქებისადმი.
ერთობა, 1920, №9, გვ. 4
15 იანვარი
უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, რომლისთვისაც წერილების, მოგონებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას თხოვს ამხანაგებს.
საქართველო, 1920, №10, გვ. 1
გამოქვეყნდა უნივერსიტეტში სტუდენტთა კავშირის გამგეობის მოწოდება 26 იანვრის, უნივერსიტეტის გახსნის დღის აღნიშვნა საქართველოს დაბა-ქალაქებშიც. ასევე, უნივერსიტეტის დასახმარებლად თანხების მოძიებაზე ზრუნვა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №10, გვ. 3
21 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, ამავე დროს დაბა-ქალაქებში აღნიშნავს ამ დღეს.
საქართველო, 1920, №14, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სექტემბრიდან სწავლების გადასახადი უნივერსიტეტში 300 მანეთამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №14, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა ინიციატივით გაიმართება ტიტე მარგველაშვილის ლექცია ჯერ თბილისში, მერე რეგიონებში.
საქართველო, 1920, №14, გვ. 3
24 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებში სხვადასხვა აქტივობების შესახებ.
საქართველო, 1920, №17, გვ. 3
გამოქვეყნდა ანონსი 26 სექტემბერს, არტისტული საზოგადოების დარბაზში უნივერსიტეტის „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ.
საქართველო, 1920, №18, გვ. 2
25 იანვარი
გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „ქართველ სტუდენტის დღე“.
საქართველო, 1920, №18, გვ. 2
27 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა, განათლების მინისტრის განკარგულებით 26 იანვარს, სტუდენტთა დღის გამო ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შეწყვეტასთანდაკავშირებით.
საქართველო, 1920, №19, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა ქალაქის გამგეობამ სტუდენტთა დღის გასართობი საღამოები გაათავისუფლა 2/3 გადასახადისაგან.
საქართველო, 1920, №19, გვ. 2
გამოქვეყნდა წერილი „ქართული უნივერსიტეტის ორი წლის თავი“.
ერთობა, 1920, №19, გვ. 1
28 იანვარი
გამოქვეყნდა ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიუმის, მეცნიერ-ხელმძღვანელთა და ლექტორების შემადგენლობა.
ალიონი, 1920, №7, გვ. 3-4
30 იანვარი
გამოქვეყნდა ანონსი 31 იანვარს უნივერსიტეტში სამეურნეო დარგის სტუდენტთა კრების გამართვასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №21, გვ. 2
თებერვალი
5 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა დღეს უნივერსიტეტის დახმარებით თბილისში 120 000 მანეთი შემოვიდა.
საქართველო, 1920, №25, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა დღედან შემოსული თანხებიდან სტუდენტთა კავშირის გამგეობამ კოოპერატივის წლიურ საბრუნავ თანხად 70 000 მანეთი გადადო, ხოლო სასადილოსათვის 30 000.
საქართველო, 1920, №25, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ქალაქის გამგეობამ სტუდენტთა სასადილოს ნისიად გადასცა სურსათ-სანოვაგე. ამან ხალხის სიმრავლე გამოიწვია და დიდად გაიზარდა მოსადილეთა რიცხვი.
საქართველო, 1920, №25, გვ. 3
11 თებერვალი
გამოქვეყნდა შ. გაჩეჩილაძის წერილი „სალამი ქართულ უნივერსიტეტს“.
ალიონი, 1920, №11, გვ. 3
13 თებერვალი
გამოქვეყნდა ანონსი კვირას 15 საათზე დანიშნულია ყველა ფაკულტეტის ეროვნულ-დემოკრატთა სტუდენტთა კრება.
საქართველო, 1920, №32, გვ. 3
18 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა თბილისის უნივერსიტეტის მოამბის №1 დაბეჭდვის შესახებ, რომელშიც ი. ყიფშიძის, შ. ნუცუბიძის, კ. კეკელიძის, დ. უზნაძის, ა. შანიძის, ს. ავალიანის, ე. თაყაიშვილის წერილებია მოთავსებული.
საქართველო, 1920, №36, გვ. 3
20 თებერვალი
22 ივნისს 10 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობა სტუდენტთა საერთო კრებას იწვევს.
სახალხო საქმე, 1920, №758, გვ. 1
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №40, გვ. 2
20 თებერვალი
22 ივნისს 10 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობა სტუდენტთა საერთო კრებას იწვევს.
სახალხო საქმე, 1920, №758, გვ. 1
სტუდენტთა დღის სალიკვიდაციო კომისია დაბეჯითებით სთხოვს იმ პროვინციების კომისიებს, რომელთაც თავის დაბაქალაქში მოაწყვეს იანვრის 26 დღესასწაული და დღემდე ანგარიში არ გამოუგზავნიათ - დააჩქარონ მისი გამოგზავნა, რათა შესაძლებელი გახდეს საბოლოოდ ანგარიშების დამთავრება და მათი დაბეჭდვა გაზეთებში.
სახალხო საქმე, 1920, №758, გვ. 1
21 თებერვალი
22 ივნისს 10 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობა სტუდენტთა საერთო კრებას იწვევს.
სახალხო საქმე, 1920, №759, გვ. 1
24 თებერვალი
სტუდენტთა საერთო კრებამ დამხმარე კომიტეტს მედიკამენტებთან ერთად 10 000 მანეთი შესწირა და დახმარება შესთავაზა სტუდენტების სახით.
სახალხო საქმე, 1920, №761, გვ. 3
22 თებერვალს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტ მსმენელთა საერთო კრება. განიხილეს საკითხი, რომელიც შეეხებოდა კავშირის გამგეობისა და სარევიზიო კომისიების არჩევნებს, ასევე წლიურ ანგარიშებს და სხვ. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ბარნაბიშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №761, გვ. 4
26 თებერვალი
საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო ფაკულტეტის სოც. ფედერალისტთა სტუდენტთა კრება ჩატარდება 26 თებერვალს ლექციების შემდეგ.
სხვა ფაკულტეტის სოც. ფედერალისტთა კრება დაინიშნა 27 თებერვალს. 29 თებერვალს კი ჩაინიშნა სტუდენტ-მსმენელთა საერთო კრება, რომელიც აირჩევს ახალ გამგეობას.
სახალხო საქმე, 1920, №763, გვ. 4
27 თებერვალი
29 თებერვალს დაინიშნა სტუდენტ-მსმენელთა საერთო კრება. აღნიშნულ კრებაზე ჩატარდება არჩევნები, რომლითაც აირჩევენ ახალ გამგეობას.
სახალხო საქმე, 1920, №764, გვ. 4
28 თებერვალი
29 თებერვალს ჩატარდება სტუდენტთა საერთო კრება ახალი გამგეობის ასარჩევად.
სახალხო საქმე, 1920, №765, გვ. 4
29 თებერვალი
29 თებერვალს 11:00 საათზე სასამართლო დაწესებულებათა შენობაში დანიშნულია სტუდენტ-იურისტთა კრება.
სახალხო საქმე, 1920, №766, გვ. 4
29 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება უნივერსიტეტის სტუდენტ-მსმენელთა საერთო კრება. დღის წესრიგია: 1. გამგეობის მოხსენება 2. სარევიზიო კომისიის მოხსენება 3. წესდების მუხლების შეცვლა 4. გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები.
სახალხო საქმე, 1920, №766, გვ. 4
გამოქვეყნდა ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა ს. დანელიას წერილი „ბიბლიოგრაფია: ტფ. უნივერსიტეტის მოამბე, წ.1., ნაშრომში ტფილისის უნივერსიტეტის შრომების დაბეჭდვის მნიშვნელობაზეა საუბარი.
განათლება, 1920, №2-3, თებერვალი
მარტი
4 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ფედერალისტ სტუდენტთა მთავარი ბიუროს სხდომა დაინიშნა პარასკევს 5 მარტს, პირველ აუდიტორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №769, გვ. 4
6 მარტი
გამოქვეყნდა ლორდი კერზონის წერილში ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამიერკავკასიის სხვა უნივერიტეტების შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №771, გვ. 3
7 მარტი
დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება სტუდენტთა საერთო კრება. დღის წესრიგშია გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები. ამ დღეს ჩვენი სტუდენტების თვალწინ გადაიშლება მთელი მოღვაწეობა გამგეობისა. უნდა სიმართლე ითქვას, ბევრი რამ გაკეთდა ამ წელიწადს. გაიხსნა სტუდენტთა სასადილო, მოეწყო იაფფასიანი ბინები, გაიხსნა სტუდენტთა კოოპერატივი „ჩვენი ოჯახი“ და მოწყობილ იქმნა „სტუდენტთა დღე“, რომლის შემოსავალიც 300 000 მანეთს უდრის.
სახალხო საქმე, 1920, №772, გვ. 3
9 მარტი
გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატთა სტუდენტთათვის მოწოდება ეროვნულ დემოკრატთა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრაქციის გამგეობისაგან არჩევნებზე მისვლასთან და ხმა №2 მიცემასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №52, გვ. 3.
11 მარტი
7-9 მარტს ჩატარდა სტუდენტთა კავშირის გამგეობის არჩევნები. მონაწილეობა მიიღო ხუთმა ორგანიზაციამ. ჯამში 934-მა სტუდენტმა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: სოციალ-დემოკრატები - 230 ხმა და შეძლეს 6 კაცის გაყვანა; ნაციონალ-დემოკრატებმა - 211 ხმა, გაიყვანეს 6 კაცი; სოციალისტ-ფედერალისტები - 468 ხმა, გაიყვანეს 13 კაცი; მაშვრალები - 16 ხმა, ნაციონალისტები - 9 ხმა.
გამგეობა 25 კაცისაგან შედგებოდა, მათგან აირჩიეს სარევიზიო კომისია, რომელშიც 3 სოციალისტ-ფედერალისტია.
სახალხო საქმე, 1920, №775, გვ. 3
დღეს გაიმართება სოციალისტ-ფედერალისტთა დროებითი ბიუროს, ახლადარჩეული გამგეობისა და სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის შეერთებული სხდომა.
სახალხო საქმე, 1920, №775, გვ. 3
12 მარტი
7 მარტს, კვირას, გაიმართა სტუდენტთა წლიური კრება, რომელიც ჩატარდა დერეფანში, რადგან უამრავი ხალხი დაესწრო. „კრება გახსნა თავმჯდომარე შალვა კიკნაძემ და მას მოუწოდა თავმჯდომარის არჩევა. თავმჯდომარედ აირჩიეს ვიქტორ მხეიძე, ხოლო მდივნებად სხვა პარტიის წარმომადგენლები: პალადი ჩხიკვაძე და მ.ერისთავი.კრებამ პატივი მიაგო ვარლა მგელოვანის ხსოვნას.წაიკითხეს დღის წესრიგი, რომელიც შეეხება: გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებებს, არჩევნებს და სხვ. მაშვრალებმა შემოიტანეს დატყვევებული სტუდენტ-ბოლშევიკების საკითხი.გამგეობის ქმედებების შესახებ განაცხადა შალვა კიკნაძემ და მის დეფექტებზეც ისაუბრა (გამგეობამ სტუდენტებს შეუქმნა სასადილო, უფასო ბინები და სხვ).მოხსენება წაიკითხა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ძიძიგურმა და გამგეობის ბუღალტერია სხვადასხვა შეცდომაში დაადანაშაულა. ოპოზიციიდან აქტიურობდა ვეშაპელის წარმომადგენელი პროკოფი ნემსაძე.
გამგეობის საქმიანობა ასევე შეაფასა სოც-ფედერალისტმა ალ. ინაშვილმა და უკმაყოფილება გამოთქვა საზოგადოების მიმართ, რადგან მას სტუდენტების მიმართ არანაირი რწმენა არ გააჩნია.კრებამ ასევე მიიღო რეზოლუცია დაპატიმრებული ბოლშევიკი სტუდენტების შესახებ და გადაწყდა დეპეშის გაგზავნა ლორდი კერზონის-ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერისადმი, რადგან სალამი გადაეცათ ინგლისელ სტუდენტებისათვის. ისაუბრეს ასევე წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ“.
სახალხო საქმე, 1920, №776, გვ. 3
12 მარტი
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ მსმენელთა კავშირის გამგეობა სასადილოში იწვევს ახალი გამგეობის წევრებს ანგარიშის ჩასაბარებლად.
საქართველო, 1920, №55, გვ. 3
14 მარტი
ახალი გამგეობის სხდომა დანიშნულია 14 მარტს, სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, №777, გვ. 2
სოც-ფედერალისტთა სარევიზიო კომისია კვირას იწვევს ამხანაგთა საერთო კრებას. განსახილველია შემდეგი საკითხები: გადამდგარი ბიუროს მოხსენება, სარევიზიო კომისიის მოხსენება, ახალი ბიუროს არჩევნები, ვ.კოტეტიშვილის მოხსენება. კრება შედგება პირველ აუდიტორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №777, გვ. 3
16 მარტი
14 მარტს სოც-ფედერალისტთა კრება გაიმართა. ანგარიში უნდა ჩაებარებინათ ძველი გამგეობის გარდა ახალი აერჩიათ.გამგეობამ სამი თვის განმავლობაში დააარსა პარტიული სამეცნიერო წრე, რომელსაც პარტიული ამხანაგები ხელმძღვანელობენ დღემდე. ფაკულტეტის გამგეობები ხელმძღვანელობდნენ ჩვენს ფრაქციას სტუდენტთა გამგეობაში.კრებამ სარევიზიო კომისიის მოხსენება მოისმინა, მადლობა გადაუხადა გამგეობის წევრებს ერთგული მუშაობისათვის.
სახალხო საქმე, 1920, №779, გვ. 3
18 მარტი
სტუდენტთა კოოპერატივი მდებარეობს პლეხანოვის №91. აქ იყიდება პაპიროსი, ტყავი, კარტოფილი. მიეცემათ მხოლოდ სტუდენტ-წევრებს. მაღაზია მუშაობს 2-დან 7საათამდე.
სახალხო საქმე, 1920, №781, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ხუთშაბათს საღამოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და მსმენელთა კრების დანიშვნის შესახებ ბათუმის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №59, გვ. 3
19 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა მოუწოდებს სტუდენტებს - 19 მარტს თავი მოიყარონ უნივერსიტეტის მთავარ დარბაზში, კრების საკითხი ბათუმს შეეხება.
სახალხო საქმე, 1920, №782, გვ. 3
25 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი აცხადებს კონკურს სამეურნეო ეტიმოლოგიის კათედრასთან სამეცნიერო მოღვაწეებისათვის მოსამზადებელ სტიპენდიას. სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ განცხადებითა და curriculum vitae-თი სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს ბ.უვაროვს.
სახალხო საქმე, 1920, №786, გვ. 1
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა აცხადებს, რომ მედიცინის ფაკულტეტზე რამდენიმე ადგილი გათავისუფლდა. ჰისტოლოგიის, ფარმაკოლოგიის,საზოგადო პათოლოგიის, სამშობიარო-საგინეკოლოგიო კლინიკა და სხვ. დაინტერესებულმა პირებმა 15 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ Curriculum vitae. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ტომის შესაფერისად მომზადებულ პირებს.
სახალხო საქმე, 1920, №786, გვ. 1
გამოქვეყნდა ვარლამ ძიძიგურის წერილი პ.ნემსაძის კრიტიკული ნაშრომის შესახებ.
გაზეთ„კლდის“ნომერში მოთავსებულია სტუდენტ პროკოფი ნემსაძის ეპისტოლე. იგი აკრიტიკებს სტუდენტთა კავშირის ყოფილ გამგეობასა და ფრაქციებს,იმოწმებს სარევიზიო კომისიას.თუმცა ვ. ძიძიგური, როგორც სარევიზიო ჯგუფის თავმჯდომარე, უპირისპირდება მას დაცდილობს გამგეობის სასიკეთო საქმეების შეხსენებას.
სახალხო საქმე, 1920, №786, გვ. 4
28 მარტი
18:00სთ-ზე ბოტანიკის აუდიტორიაში აგრონომ ბუნებისმეტყველ სტუდენტთა წრეში პროფესორი ს. ნავაშინი წაიკითხავს ლექციას„ადამიანის სული და ბუნება“.
სახალხო საქმე, 1920, №789, გვ.2
პროფესორი ა.ნათიშვილი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პარასკევობით დილის ცხრიდან თერთმეტ საათამდე გაიმართება ლექცია„ადამიანის ნორმალურ ანატომიაზე“, დასწრება სავალდებულოა.
სახალხო საქმე, 1920, №789, გვ.2
30 მარტი
ფიზიკა-მათემატიკური დარგის გამგეობის თაოსნობოთ 1 აპრილს, 7სთ-ზე გაიმართება მათემატიკოსების კრება, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: გამგეობის მოხსენება, სამეცნიერო დამთარგმნელ-გამომცემელი წრის დაარსება და სხვ.
სახალხო საქმე, 1920, №790, გვ.4
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა განათლების მინისტრს, რათა სტუდენტებს რკინიგზის ბილეთები შეღავათიან ფასებში დაეთმოთ.
სახალხო საქმე, 1920, № 790, გვ. 4
ამავე გამგეობამ მიმართა პროფესორთა საბჭოს, რომ უნივერსიტეტის მიერ იქნას დაქირავებული ექიმი და შეძენილი მედიკამენტები ავადმყოფ სტუდენტებს უფასოდ დაურიგონ.
სახალხო საქმე, 1920, № 790, გვ. 4
31 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის სამივე კურსის სტუდენტთა საერთო კრება, რომელიც 1 აპრილს გაიმართება.
სახალხო საქმე, 1920, №791, გვ. 2
აპრილი
1 აპრილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამდივნო-მწიგნობრის მოსამსახურენი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მათ-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი ელენე სვიმონის ასული კლდიაშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №792, გვ. 1
2 აპრილი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა სამეცნიერო წრეში გაიმართება კამათი პავლე აბულაძის რეფერატის შესახებ„ტომას მორი და მისიუტოპია“.
სახალხო საქმე, 1920, №793, გვ. 3
7 აპრილი
3 აპრილს გაიმართა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა კრება, პარტიული გეზის შესახებ. შემდეგ სოც-ფედერალისტთა სტუდენტების მთავარი გამგეობის არჩევნები ჩატარდა. შევიდნენ: შ.ასათიანი, გ.კიკნაძე, ვ. მხეიძე, ა. ბურჭულაძე, თ.საყვარელიძე.
კანდიდატებად გამგეობაში წარდგენილნი არიან: ვ.ცერცვაძე და ვ.ეგნატიშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №797, გვ. 3
გამოქვეყნდა სახელმწიფო გამოცდების კომისიის განცხადება 1920 წლის მისაღები გამოცდებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №78, გვ. 2
9 აპრილი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველ და აგრონომ სტუდენტთა სამეცნიერო წრის თაოსნობით იმართება ექსკურსია ბათუმში 10-13 აპრილს. მსურველთა ჩაწერა შესაძლებელია ქ-ნ ჭრელაშვილთან ელისაბედის 21-ში და ბ-ნ გურგენიძესთან ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №798, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს სხდომა დანიშნულია 15 აპრილს პარტიული ბიუროს დარბაზში. სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტეხნიკუმისა და ამიერკავკასიის პარტიულ გამგეობების ვალდებულებაა მუდმივი თითო წარმომადგენლის გამოგზავნა.
სახალხო საქმე, 1920, №798, გვ. 3
10 აპრილი
სიბრძნისმეტყველების ან ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ. 1) სახელმწიფო გამოცდების კომისია აცხადებს, რომ სახალხო სამინისტროს დადგენილებით, მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში სახელმწიფო გამოცდები დაიწყება, მსურველებს შეუძლიათ, მაისის 10-მდე, სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კომისიის თავმჯდომარის სახელობაზე თხოვნა შეიტანონ (სირძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის მწარმოებელთან დილის 9 საათიდან 2) თხოვნას უნდა ჰქონდეს: ა) მოწმობა რომელსამე უნივერსიტეტში 8 სემესტრის მოსმენის შესახებ, ბ) მოწმობა უნივერსიტეტში შესწავლილ საგნებში გამოცდების შესახებ, და გ) 250 მანეთი. ვისაც 8 სემესტრი გავლილი არ აქვს სახელმწიფო გამოცდების დაჭერა სურს, იმან თავისი საქმის გამოსარკვევად უნდა მიმართოს ან სახელმწიფო გამოცდების კომისიის თავმჯდომარეს პროფ. ივანე ჯავახიშვილს, ან კომისიის მდივან გ. ნათაძეს.
სახალხო საქმე, 1920, №798, გვ. 4
14 აპრილი
გამოქვეყნდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის წერილი:
„სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობას ამ წერილით სურს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ პირსა და დაწესებულებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 26 იანვარს გამართულ უნივერსიტეტის დღესასწაულში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ.რამიშვილისა და ო.სვანიშვილის წვლილი, მათ თავის თავზე აიღეს საზოგადოების დარბაზში საღამოს მოწყობა. ტფილისის ქალაქის თავმა ბენია ჩხიკვიშვილმა დიდიდახმარება აღმოუჩინა სტუდენტებს.
პროფ. შ.ნუცუბიძემ სიტყვა წარმოთქვა ხოლო დ.უზნაძემ კი თანხმობა განაცხადა ქუთაისში წასვლის შესახებ. პროფესორებმა აკ.შანიძემ, გ.ახვლედიანმა და ა.რაზმაძემ ნაშრომები შემოწირეს უნივერსიტეტს.
ასევე მადლობას უხდიან ადგილობრივ კომისიებსა და პროვინციებს, რომლებმაც დიდი მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს უნივერსიტეტს“.
სახალხო საქმე, 1920, №800, გვ. 4
15 აპრილი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტისთვის თანხის შემომწირველების შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №801, გვ. 4
17 აპრილი
20 აპრილს დანიშნულია სამეურნეო კურსის მსმენელთა კრება.
სახალხო საქმე, 1920, №803, გვ. 3
23 აპრილს დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა ბიუროს სხდომა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს პოლიტეხნიკუმს, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პარტიულ გამგეობებს და ფრაქციის წარმომადგენლებს ევალებათ დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, №803, გვ. 3
22 აპრილი
23 აპრილს დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა ბიუროს სხდომა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს პოლიტეხნიკუმს, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პარტიულ გამგეობებს და ფრაქციის წარმომადგენლებს ევალებათ დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ.3
სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ისტორიის კათედრაზე მიწვეულია პროფესორ ბეცოლდის მოწაფე მიხეილ წერეთელი.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ. 3
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დადგენილებით მოკლეხანში დასრულდება თხოვნების მიღება სახელმწიფო გამოცდებისათვის, რომელიც დაიწყება მაისის პირველ რიცხვებში.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ. 3
23 აპრილს დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა ბიუროს სხდომა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს პოლიტეხნიკუმს, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პარტიულ გამგეობებს და ფრაქციის წარმომადგენლებს ევალებათ დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ. 3
24 აპრილი
25 აპრილს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა იწვევს ამავე უნივერსიტეტში არსებულ პოლიტიკური პარტიების მთავარ ბიუროებს, ფაკულტეტებს და სტუდენტთა სამეცნიერო წრეების გამგეობებს. განსახილველია„უნივერსიტეტის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები“.
სახალხო საქმე, 1920, №811, გვ. 3
სტუდენტ სოც-ფედ. სამეცნიერო წრეში დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე აუდიტორიაში შედგება სამეცნიერო წრის სხდომა. ვიქტორ მხეიძე გააკეთებს მოხსენებას.
სახალხო საქმე, 1920, №811, გვ. 3
ვიქტორ მხეიძის მოხსენების შემდეგ დანიშნულია სოც.ფედერალისტ სტუდენტების მთავარი ბიუროსსასწრაფო კრება.
სახალხო საქმე, 1920, №811, გვ. 3
25 აპრილი
გამოქვეყნდა სახელმწიფო გამოცდების კომისიის განცხადება 1920 წლის მისაღები გამოცდებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №91, გვ. 3
26 აპრილი
28 აპრილს გაიმართება სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტთა კრება მინიმუმ-მაქსიმუმის შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №812, გვ. 3
სტუდენტთა კოოპერატივმა პლეხანოვის პროსპექტ №91-ში მიიღო უნივერსიტეტის გამოცემები. შ.ნუცუბიძის „ფილოსოფიის შესავალი“და „ლოღიკა“, ა.რაზმაძის „მათემატიკური ანალიზი“, გ.ახვლედიანის „ენათმეცნიერება“.
სახალხო საქმე, 1920, №812, გვ. 3
„სიბრძნის მეტყველებისა და ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსმიმდინარე წლის ათ მაისამდე ევალებათ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კომიისიის თავმჯდომარის სახელზე თხოვნა შეიტანონ სახელმწიფო გამოცდებისათვის,თან უნდა დაურთონ მოწმობა რომელიმე უნივერსიტეტის 8 სემესტრის მოსმენის შესახებ და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად 250 მანეთი.რვა სემესტრის დასრულების გარეშე გამოცდაზე გასვლის შესახებ მიმართეთ პროფ. ივ.ჯავახიშვილს ანკომისიის მდივანს“.
სახალხო საქმე, 1920, №812, გვ. 3
30 აპრილი
გამოქვეყნდა წერილი გაჭირვებულ სტუდენტთა დასახმარებლად:
„ქართველი სტუდენტობა შავდღეშია, მუშაობის შემდეგ ყველაფრისაგან დაღლილები ხარისხიანად ლექციების მოსმენას და დავალების შესრულებას ვერახერხებენ, ისინი ამთავრებენ უნივერსიტეტს, თუმცა მათი ცოდნა არც ისეთი სახარბიელოა, ის ვერ გამოადგებათ თვითონ მათ და ვერც ჩვენს საკუთარ ქვეყანას, ამიტომ ჩვენი აზრით მთავრობამ უნდა მოუწოდოს ყველა სამაზროერობას და ქალაქის თვითმართველობას, რომ თავიანთ თავზე აიღონ ასეთისტუდენტების შენახვა. აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულება და კერძო პირებმა შეძლებისდაგვარად უნდა შეიტანონ წვლილი ამ საერთო საქმეში“.
სახალხო საქმე, 1920, №814, გვ. 3
გამოქვეყნდა ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა ს. დანელიას წერილი „ბიბლიოგრაფია: ტფ. უნივერსიტეტის მოამბე, წ.1., ნაშრომში ტფილისის უნივერსიტეტის შრომების დაბეჭდვის მნიშვნელობაზეა საუბარი, ასევე განხილულია შ. ნუცუბიძის სტატია.
განათლება, 1920, №2-3, თებერვალი
მაისი
5 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა გაწვეული სტუდენტი ვალდებულია ორ დღეში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის უფროსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პასუხისგებაში იქნება მიცემული და უნივერსიტეტიდანაც გაირიცხება.
სახალხო საქმე, 1920, №817, გვ. 3
6 მაისი
მაისის 16-ს საღამოს 7 საათზე დანიშნულია გაგრძელება კამათისა „უნივერსიტეტის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების“ შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №818, გვ. 4
8 მაისი
9 მაისს დანიშნულია სტუდენტთა არაჩვეულებრივი საერთო კრება: „მომენტი და ქართველი სტუდენტობა“.
სახალხო საქმე, 1920, №820, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძე ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას. მისი ოპონენტები არიან ივ.ჯავახიშვილი და გ.ახვლედიანი.
სახალხო საქმე, 1920, №820, გვ. 3
9 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალისტ-ფედერალისტ სტუდენტთა მთავარი ბიურო მოუწოდებსამხანაგებს, რათა ყოველ წუთს მზად იყვნენ სამშობლოს დასაცავად.
სახალხო საქმე, 1920, №821, გვ. 3
11 მაისი
სტუდენტთა 95% განიცდის საშინელ მატერიალურსიდუხჭირეს, ამის აღმოსაფხვრელად მათ მუშაობა უწევთ და სწავლას ვერ ახერხებენ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი გვევლინება მხოლოდ „მოხელე ფუტლიარში“. ამიტომ დიდად ყურადსაღებია ბ-ნ ანტიოხის წინადადება რათა დაარსდეს„სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება“.
სახალხო საქმე, 1920, №822, გვ. 4
13 მაისი
გამოქვეყნდა წერილი სტუდენტების რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
„უკანასკნელ ჟამს ქართველმა საზოგადოებამ და პრესამ მიაქცია ყურადღება ქართველი სტუდენტების მდგომარეობას. გაზეთებში დაიბეჭდა წერილები დავ.კლდიაშვილისა, სიმ. ავალიანისა და სხვებისა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტობას მეტად არანორმალურ პირობებში უხდება სამეცნიერო მუშაობის ჩატარება. მატერიალური გაჭირვება მას აიძულებს გასწიროს სამეცადინო საათები, მაგრამ თავისუფალი დროც რომ ჰქონდეს, უნივერსიტეტში სიარული მაინც ბევრს ეძნელება, რადგან ან ფეხსაცმელი ან სხვა საჭირო ტანსაცმელი არ აქვს. სახელმძღვანელოზე ხომ მარტო ოცნება შეიძლება, ქართული თითქმის არ არის და თუ რუსულს იშოვნის თითო წიგნი 700-800 მანეთზე ნაკლები არ ღირს.
ქართველი საზოგადოება კი ბევრს მოელის ჩვენი სტუდენტობისაგან. ერობები ქალაქები, კოოპერატივები ციურმანანასავით ელოდებიან სხვა და სხვა დარგის სპეციალისტებს. დიდი საჭიროებაა ეკონომისტების, აგრონომების, ექიმების, პედაგოგების, იურისტების და სხვ. თუ ასეა,მაშ თვით სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ მეცნიერების შესწავლა მსურველებს თავისუფლად შეეძლოთ. ზოგნი გვირჩევენ „სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების“ დაარსებას. თუმცა კი ძნელია, რომ დღევანდელ პირობებში მეტად ძნელია საქველმოქმედო საზოგადოებამ ისეთი დახმარება აღმოუჩინოს სტუდენტობას, რომ მას შეეძლოს სამსახურის გარეშე ცხოვრება და მეცადინეობა, ვინაიდან დღეს თითო სტუდენტს დასჭირდება არა ნაკლებ 3000-4000 მან. თვეში. ჩვენი აზრით საჭიროა ამ საქმეში მთავრობის და დემოკრატიული ორგანიზაციათა ჩართვა. ამ დაწესებულებებმა უნდა იკისრონ სტუდენტთა განსაზღვრული რიცხის სრული შენახვა, მხოლოდ იმ პირობით, რომ უნივერსიტეტის გათავებისას სტუდენტები მოვალენი იქნებიან იმსახურონ იქ, სადაც ზემოდხსენებული ორგანიზაციები მუშაობს. ქართველი ახალგაზრდობა ნიჭიერია, თუმცა მათი ენერგია იხარჯება რომელიმე სასურსათო კომიტეტის ჩეკის და ორდერების წერაში
ვისაც სამშობლოს აყვავება უნდა, მიჰხედოს ამ ახალგაზრდობას, მიცეს მას გზა ფართო“.
სახალხო საქმე, 1920, №824, გვ. 3
15 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 მაისს პროფესორ მამანუილოვმა დაიწყო ლექციების კითხვა პოლიტიკური ეკონომიიდან.
სახალხო საქმე, 1920, №826, გვ. 3
სახელმწიფო უნიერსიტეტში 16 მაისს შედგება სტუდენტთა კოოპერატივის წევრთა საერთო საზოგადო საგანგებო კრება ხარჯ-აღრიცხვისა და მიმდინარე საკითხების შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №826, გვ.
20 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტი ცხოველთა ფიზიოლოგიური კათედრა აცხადებს ასისტენტების მიღებას. აუცილებელია curriculum vitae-ს წამოდგენა და პროფ. ი. ბერიკაშვილთან მოლაპარაკება.
სახალხო საქმე, 1920, №830, გვ. 1
23 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს ბოტანიკის გამოცდები 29 მაისიდან ჩაუტარდებათ.
სახალხო საქმე, 1920, №832, გვ. 1
24 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორი ნავაშინი წაიკითხავს ლექციებს.
სახალხო საქმე, 1920, №832, გვ. 3
25 მაისი
25 მაისსსახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სალიტერატურო წრის სტუდენტთა საერთო კრება.
სახალხო საქმე, 1920, №833, გვ. 3
26 მაისი
სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტებმა დღეს დილით 9სთ-ზე თავი უნდა მოიყარონ სტუდენტთა სასადილოში სოლოლაკის ქუჩაზე. წესრიგის დამცველები უნდა გამოცხადნენ 7სთ-ზე და სტადიონისაკენ გაემგზავრნონ რათა დაიცვან წესრიგი.
სახალხო საქმე, 1920, №834, გვ. 3
28 მაისი
28 მაისს 6 საათზე დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს, ფრაქციის, ფაკულტეტებისა დაპოლიტეხნიკუმ-ამიერკავასიის წარმომადგენელთა სხდომა.
სახალხო საქმე, 1920, №835, გვ. 3
ივნისი
3 ივნისი
„თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმოცენდა პირველი ქართული უნივერსიტეტი; მას აქვს ავტონომიური უფლებები. მის სათანადო ნიადაგზე დაყენებაში დაინტერესებულია არამარტო პროფესორები,არამედ მთელი ქართველი ერი, რომლის კულტურული განვითარება დამოკიდებულიაიმ მუშაკებზე, რომელთაც ეს უნივერსიტეტი აღზრდის.ქართველი სტუდენტობა ცხადია განზე ვერ გადგება უნივერსიტეტის სტრუქტურის შემუშავების დროს და ვერც სტუდენტურ ცხოვრებაში.სტუდენტთა წაარმომადგელობამ სთხოვა პროფესორთა საბჭოს, რომ შესულიყვნენ პროფესორთა საბჭოში სათათბირო ხმით, თუმცა უარი მიიღეს. ამ საკითხს აუცილებელია ყურადღება მიექცეს და საბოლოოდ გადაწყდეს პრობლემები პროფესორებსა და სტუდენტებს შორის“.
სახალხო საქმე, 1920, №840, გვ. 4
4 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საექსკურსიო წრის გამგეობა 6 ივნისს მართავს ექსსკურსიას თბილისის გარშემო გეოლოგიური მიზნით. სტუდენტები აუცილებლად უნდა გამოცხადნენ საქართველოს მუზეუმში (ლორის-მელიქოვის ქუჩა №10).
სახალხო საქმე, 1920, №841, გვ. 3
5 ივნისი
5 ივნისს იმართება სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროს მასწავლებელთა საერთო კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს უმცროს-მასწავლებელთა გამგეობა.
სახალხო საქმე, 1920, №842, გვ. 3
5 ივნისს იმართება სოც-ფედერალისტ სტუდენტთა მთავარი ბიუროს სხდომა. დასწრება სავალდებულოა.
სახალხო საქმე, 1920, №842, გვ. 3
9 ივნისი
9 ივნისს აგრონომ ბუნებისმეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო-საექსკურსიო წრის გამგეობა იწვევს წრის წევრთა საერთო კრებას ბოტანიკის აუდიტორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №845, გვ. 3
11 ივნისი
11 ივნისს 6 სთ-ზე ჩანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს სასწრაფოსხდომა.
სახალხო საქმე, 1920, №847, გვ. 3
15 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის მესამე კურსელები მიემგზავრებიან მუხრანის სახელმწიფო ბანაკში, რადგან გაიარონ სავალდებულო საზაფხულო ვარჯიში პროფ. გედევანიშვილისა და კ.ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. შემდეგ ისინი გაემგზავრებიან ბორჯომ-ბაკურიანში მეტყეობის შესასწავლად პროფესორ ქურდიანის მეთვალყურეობით.
სახალხო საქმე, 1920, №850, გვ. 3
19 ივნისი
19 ივნისს 8 სთ-ზე ბოტანიკის აუდიტორიაში აგრონომ ბუნების მეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო-საექსკურსიო წრის გამგეობა იწვევს საერთო კრებას, განსახილველია ექსკურსიის საკითხი და სხვ.
სახალხო საქმე, 1920, №854, გვ. 3
23 ივნისი
„სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის შემდეგ ორი წელი გავიდა, მისი მიზანია რესპუბლიკისათვის აღზრდა ნორჩი მამულიშვილების, რომელზედაც დამოკიდებულია ქვეყნის ბედ-იღბალი. თუმცა უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისას ხშირად მხვდებიან ჯგუფ-ჯგუფად სტუდენტები, რომლებიც რუსულად მეტყველებენ და მსჯელობენ. ორ წელზე მეტი გავიდა რაც რუსეთის მძიმე ბორკილებისაგან ვიხსენით თავი. ამ ხნის მანძილზე უნდა მოვსპოთ ძველი მემკვიდრეობა ქართული უნივერსიტეტის კედლებში. მეტი სიყვარულით უნდა მოვეკიდოთ ქართულ ენას და ჩვენს საზოგადოებაში ფართო სარბიელი მივცეთ“.
სახალხო საქმე, 1920, №857, გვ. 4
25 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველობისა და აგრონომიის კათედრა აწყობს სტუდენტურ სამეცნიერო ექსკურსიას. მისი ხელმძღვანელია ბოტანიკის კათედრის ასისტენტი ზ. ყანჩაველი. ჩაწერა უნივერსიტეტის გამგეობიდან.
სახალხო საქმე, 1920, №859, გვ. 3
ივლისი
4 ივლისი
5 ივლისს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ყველა კურსის სტუდენტთა საერთო კრება.
სახალხო საქმე, 1920, №867, გვ. 4
5 ივლისი
დღეს საღამოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სასადილოში დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს სასწრაფო-საგანგებო სხდომა. ამხანაგებს ევალებათ უთოუდ მოვიდნენ აღნიშნული დროისათვის.
სახალხო საქმე, 1920, №868, გვ. 3
11 ივლისი
„პროფესორთა საბჭოს დადგენილებით სამათემატიკო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შემდეგი ადგილებია თავისუფალი.: მცენარეთა ფიზიოლოგიის და ანატომიის პროფესურების, ზოოლოგიის პროფესორისა და დოცენტის, საზოგადო მიწათმოქმედების პროფესურობისსასოფლოსამეურნეო ტექნოლოგიის-დოცენტობის და სხვ. მსურველებმა 15 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ curriculum vitae და შრომები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა ტომის წარომადგენელს, სახელმწიფო ენის არ ცოდნის შემთხვევაში მან სამი წლის განმავლობაში უნდა შეითვისოს იგი, პროფესორებისათვის და დოცენტისათვის საჭიროა სამეცნიერო ხარისხი, ხოლო ლექტორობისათვის უმაღლესი განათლება, დაბეჭდილი ნამუშევარი და ორი ლექციის წაკითხვა“.
ერთობა, 1920, №154, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №872, გვ. 2
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე. თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
ერთობა, 1920, №154, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №872, გვ. 2
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №153, გვ. 1
15 ივლისი
გამოქვეყნდა სამსონ ფიცხალავს სტატია -„კიდევ სტუდენტებისთვის“.
სახალხო საქმე, 1920, №875, გვ. 1-2
16 ივლისი
გერმანიის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტთა მიღება იწყება. მათ შეუძლიათ გადასახადი გადაიხადონ გერმანიის ორჯერ მეტი ვალუტით, რათა გაუადვილდეთ სწავლის ხარჯების დაფარვა.
სახალხო საქმე, 1920, №876, გვ. 2
18 ივლისი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
ერთობა, 1920, №160, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №878, გვ. 1
20 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო განყოფილების მესამე კურსის სტუდენტების სავალდებულო საზაფხულო ვარჯიშობიდან დაბრუნების შესახებ
ერთობა, 1920, №161, გვ. 3
25 ივლისი
გამოქვეყნდა ჯარისკაც დიტოს წერილი სტუდენტების ჯარში ყოფნის შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №884, გვ. 3
27 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები დანიშნულია პირველი სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე. ლექციების კითხვა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრამდე გასტანს. უნივერსიტეტის გამგეობამ მოიწვია ახალი პროფესორები ასირიულ კათედრაზე, მიხეილ წერეთელი და ა. ჯავახიშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №885, გვ. 2
დაიბეჭდა დ.კ-ს წერილი „ჩვენი უნივერსიტეტეის სტუდენტობა“, რომელშიც 26 მაისისა და 26 იანვრის მნიშვნელობაზეა საუბარი.
ერთობა, 1920, №167, გვ. 3-4
30 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტი საექიმო ფაკულტეტს გადასცა ძველი საფერშლო სკოლა, სადაც ანატომიური ინსტიტუტი მოეწყო. მიღებულია ზომები გასტროლოგიური კათედრის დასაარსებლად.
სახალხო საქმე, 1920, №888, გვ. 3
31 ივლისი
პროფესორთა საბჭო აცხადებს, რომ ბუნებისმეტყველებისა და სამათემატიკო ფაკულტეტებზე შემდეგი კათედრებია თავისუფალი: მცენარეთა ფიზიოლოგიის, ანატომიის, ზოოლოგიის, კერძო მიწათმოქმედების და სხვ. ვისაც სურს შესაფერის კათედრაზე მოხვედრა აუცილებელია შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება. სახელმწიფო ენის არ მცოდნე პირებს შეეძლებათ თხოვნის გამოგზავნა იმ პირობით თუ სამ წელიწადში ისწავლიან ქართულ ენას.
სახალხო საქმე, 1920, №889, გვ. 3
აგვისტო
4 აგვისტო
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
ერთობა,1920, №174, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №892, გვ. 3
6 აგვისტო
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
სახალხო საქმე, 1920, №894, გვ. 1
ალ. მდივანის სტატია: „კიდევ ჩვენი სტუდენტობა“.
„ჩვენი ახალგაზრდობის ეკონომიკური მდგომარეობა სამართლიანად იწვევს საზოგადოების ყურადღებას. იგი ზედმეტად გართულებული და შემაძრწუნებელია. თუ ჩვენსხელთ არის საშუალება დავეხმაროთ ახალგაზრდობას,როცა ის ფრონტზეა და რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესებს იცავს, ჩვენი წმინდა მოვალეობაა მოვეხმაროთ მას არსებობისათვის ბრძოლაში. ნახევრად მშიერი, ნახევრად უბინაო, ჩაუცმელი, დაუხურავი, ცხოვრების ელემენტარული ჰიგიენურ პირობებს მოკლებული სტუდენტობა ყოველდღიური პურის პოვნას ანდომებს მთელ დროს, რომელიც მეცნიერულ შრომას უნდა მოახმაროს. დაჟინებით მოვუწოდებ მთავრობასა და საზოგადოებას,რომ მოაწყონ სტუდენტთა სახლები. ყოფილი პირველ ვაჟთა გიმნაზიის, ქალთა ინსტიტუტისა დ წმ.ნინოს სასწავლებლის პანსიონები სრულად საკმარისი იქნება ამ საქმის განხორციელებისათვის. საჭიროა შეიქმნას ღარიბ სტუდენტთა დახმარებს ფონდი, შესაძლებელია თითოელ სტუდენტზე დახარჯული თანხა სწსხად ჩაითალოს და მოგვიანებით იქნეს გადახდილი სტუნედტის მიერ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საქმისათვის დახარჯული მანეთი ასჯერ მეტ ღირებულებად დაუბრუნდება სახელმწიფოს. სტუდენტებისათვის დახარჯული თანხა არასოდეს იქნება ხალხის სიმდიდრის გაფლანგვა; პირიქით ეს გადაიქცევა ამ ქონების გასაძლიერებელ წყაროდ“.
სახალხო საქმე, 1920, №894, გვ. 1-2
10 აგვისტო
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
სახალხო საქმე, 1920, №897, გვ. 1
11 აგვისტო
ლევ. ასათიანის სტატია სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
„ახალგაზრდა დაასრულებს თუ არა გიმნაზიაში სწავლას იგი მაშინვე სამსახურის მოძებნას იწყებს. საჯარო თუ კერძო სამსახურებში სტუდენტები ტყუილუბრალოდ კარგავენ დღეში 6 საათს. საქართველოში იშვიათია სტუდენტი,რომელიც არ მსახურობს და თავისი ჯიბით ცხოვრობს.საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება. 98% სტუდენტობისა აქ ღვთის ანაბარად არის მიგდებული. არადა სხვას ვის უნდა მივანდოთ რესპუბლიკის მომავალი ბედი. ჩვენ ვუცდით საზოგადოების გამოძახილს, ჩვენ ველით პასუხს, ხმის ამოღებას, რომელიც არ უნდა დაგვაგვიანდეს, თუ არ გინდათ დააგვიანოთ ერის კეთილ დღეობა“.
სახალხო საქმე, 1920, №898, გვ. 3
15 აგვისტო
გამოქვეყნდა შალვა ასათიანის სტატია „ჩვენი სტუდენტობა“.
„ახალი სასწავლო წელი ახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი სტუდენტების საქმე. მათ საშინელ ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კერძო თუ საჯარო სამსახურებში სამუშაოს დასრულების შემდეგ სწავლასა და მეცადინეობას ვეღარ ახერხებენ, არადა ქართველი სტუდენტობა იარაღითაც კი იბრძვის სამშობლოს დასაცავად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მთავრობას იზრუნოს მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“.
სახალხო საქმე, 1920, №902, გვ. 3
17 აგვისტო
გამოქვეყნდა დ. კ-ის სტატია - „კიდევ სტუდენტობაზე“
„მესამე წელია მას შემდეგ რაც ქართველ ხალხს აუსრულდა ოცნება და დედაქალაქში დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქართულ დემოკრატიას აღეზარდა ცოდნით გამსჭვალული შვილები, თუმცა ესე არ მოხდა. ახალგაზრდობამ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაწერა, მაგრამ მხოლოდ ჩაეწერა და იქ დაესვა წერტილი მის მისწრაფებას. დღეს სტუდენტების 80% სამსახურშია. ეს სტუდენტებისათვის ცხოვრების არაბუნებრივ პირობებს ქმნის. მთავრობამ აუცილებლად უნდა მოამარაგოს სტუდენტობა ნივთიერი საჭიროებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ მოგვცემს რეალურ ნაყოფსა და შედეგს.
როდესაც სტუდენტობა აღარ იზრუნებს ყიველდღიურ საჭიროებებზე, მას მიეცემა საშუალება ჩვენს წინაშე გადაშალოს ბრწყინვალე პერსპექტივები“.
სახალხო საქმე, 1920, №903, გვ. 4
19 აგვისტო
სტუდენტთა კოოპერატივი გადავიდა რუსთაველის №40-ში.
სახალხო საქმე, 1920, №905, გვ. 3
20 აგვისტო
გამოქვეყნდა ს. ვ.-ს წერილი „სტუდენტის გამოძახილი“:
„მთელი საქართველოს ინტელიგენციის მობილიზაცია მოხდა დედაქალაქში, სამწუხაროდ, სხვა რაიონები კარგი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან.თითქმის სამი წელიწადია არსებობს ჩვენი უნივერსიტეტი და მალევე უნდა ველოდოთ სხვა და სხვა დარგის კურსდამთავრებულთა სპეციალისტებს, მაგრამ არ გვაქვს არანაირი გარანტია,რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება ეს.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და შეგნებულ ქართველ საზოგადოებას დახმარების ხელი გაუწოდოს ქართველ სტუდენტობას, რადგან განათლებაზე ზრუნვა ისეთივე საჭიროებაას წარმოადგენს როგორსაც თავდაცვისათვის ბრძოლა.
აუცილებელია დაუნიშნონ სტუდენტებს სტიპენდიები, დაარსონ იაფასიანი სასადილოები, მიაწოდონ ტანსაცმელი და ხელი შეუწყონ წიგნების ბეჭდვას“.
სახალხო საქმე, 1920, №906, გვ. 4
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „ერთი ინციდენტის გამო“
„ქართული კლუბის მამასახლისთა საბჭომ პრესის საშუალებით გაკიცხვა გამოუცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ზალიკო ჩიხლაძეს, შესდგა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა კომისია ინტერპარტიული შემადგენლობით, რომელმაც გამოიძია საქმე. ზალიკოს, რომელიც საღამოს გამგედ იყო ფორმალურად აღიარებული პირველ საათზე უნდა შეეწყვიტა გართობა, ასეც მოიქცა. ღამის პირველი საათის შემდეგ მხოლოდ ის პირები დარჩნენ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საღამოს გამართვაში. სამწუხაროდ მოხდა საშინელი „უწესობა“. მონაწილეებმა სიმღერა დაიწყეს, ასევე იყვნენ სხვა მამასახლისებიც, რომლებიც ცალკე ვახშმობდნენ და ჩხუბი მოუვიდათ ერთი მეორესთან. ზალიკო ჩიხლაძეს არავითარი წვლილი მიუძღვის ამაში, გარდა იმისა, რომ იგი გაშველებას ცდილობდა. სტუდენტთა კომისია პროტესტს უცხადებს მე-2 ქართული კლუბის მამასახლისთა საბჭოს სტუდენტ ზალიკო ჩიხლაძის უდანაშაულო გალანძღვისათვის“.
სახალხო საქმე, 1920, №906, გვ. 4
21 აგვისტო
21 აგვისტოს ქართულ კლუბში გაიმართება სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სასადილოს სასარგებლოდ საღამოს წარმოდგენა.
ა. ბალმანის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება გრაფ ლიუქსემბურგი. იქნება ცეკვა და კაბარე.
სახალხო საქმე, 1920, №907, გვ. 2
საქართველო, 1920, შაბათი, 21 აგვისტო, №81, გვ. 3. გამოქვეყნდა ცნობა შაბათს 7 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ეროვნულ დემოკრატთა პარტიული კრების გამართვის შესახებ.
25 აგვისტო
განცხადება
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთევან ღამბაშიძემ დაკარგა სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის მეტრიკული №1697, რომელიც გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს.
სახალხო საქმე, 1920, №910, გვ. 4
26 აგვისტო
გამოქვეყნდა ლადო ბზვანელის წერილი „ჩვენი სტუდენტების მდგომარეობა (მშობლის გამოძახილი)“
„ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ნივთიერად მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან ლუკმა პურისათვის რომელიმე სახელმწიფო ან საზოგადო დაწესებულებაში იმსახურონ შუადღის სამ საათამდე და შემდეგლექციები მოისმინონ და დავალებები შეასრულონ. ასეთი გზით ისინისასურველ ცოდნა განათლებას ვერ მიიღებენ და მალე დავინახავთ, რომ ჩვენს რესპუბლიკას სხვა და სხვა დარგის სპეციალისტები აღარ ეყოლება. სამწუხაროდ, ჩვენს რესპუბლიკაში განათლებას უკანა ადგილი უკავია.სტუდენტობა დაქსაქსულია, მტკიცე ორგანიზაციები მათ არ გააჩნიათ, კულტურულ და სამეცნიერო მუშაობას მათში ადგილი არ აქვთ. ჩემი შვილი სიბრძნის მეტყველების სტუდენტია, ორ წელიწადს ვალების აღებით ძლივს შევინახე იგი, რადგან არ მინდოდა კანცელარიებში ემუშავა და ტყუილად დაეკარგა დრო. თუმცაღა ბოლო ხანებში უსახსრობის გამო მე თვითონ ვთხოვ, რომ მიიღონ სამუშაო დაწესებულებებში, რადგან თვითონ გაიტანოს საკუთარი თავი და იაროს საღამოს ლექციებზე, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ამ გზით იგი რაიმე ცოდნის მიღებას მოახერხებს“.
სახალხო საქმე, 1920, №911, გვ. 4
27 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო“.
„118 წლიანმა მონობამ ჩვენს ერს ღრმა კვალი დააჩნია. სამი წლის მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ ჯერ კიდევ ვერ გაგვათავისუფლა რუსული ჩვეულებებიდან. ჩვენ ამდენ ხანს არა თუ უნივერსიტეტი არამედ, საშუალო სასწავლებელიც კი არ გვაქვს ეროვნულ ნიადაგზე დაყენებული. რუსული სისტემით და სულით მოწამლული პედაგოგიკა, ცხადია ამახინჯებს მთელი ჩვენი ახალგაზრდების გონებას. ახლა, როცა გვიხდება სასწავლებლის რეორგანიზაციასთან ერთად მათი ნაციონალიზაცია, საჭიროა ყურადღება მიექცეს პირველ ქართულ უნივერსიტეტს და მის სტუდენტობას. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ორი მთავარი მიზანი: მოქალაქეების მომზადება სხვა და სხვა სპეციალური თავისუფალი პროფესიებისათვის, რომლებიც საჭიროა სახელმწიფოსათვის და მეორე, უნივერსიტეტის კედლებში შეიქმნას ნამდვილი მეცნიერული ატმოსფერო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და მოამზადოს სტუდენტები მეცნიერული მუშაობებისათვის. უნივერსიტეტის ზოგიერთი აკადემიური მხარე ასეთია: ლექციები ტარდება მხოლოდ საღამოობით, რადგან დღისით სტუდენტებს დრო არ აქვთ სამსახურების გამო, ლექციების კითხვა ხშირად უსისტემოდ წარმოებს სტუდენტების დაუსწრებლობის გამო და მესამე არ ხორციელდება პრაქტიკული სავარჯიშოები, რადგან სტუდენტობას აკლია სტუდენტური სული და ტრადიციები რითაც განსხვავდება უცხოეთის სტუდენტობისაგან“.
სახალხო საქმე, 1920, №912, გვ. 3
28 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი გამოცემების შესახებ. „რედაქციამ მიიღო სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მიერ ახლად გამოცემული წიგნები: სვიმონ ყაუხჩიშვილის „ხრონოღრაფი გიორგის მონაზონის“. „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე №1“, „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“- აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის „სანსკრიტი, შალვა ნუცუბიძის „ფილოსოფიის შესავალი“ , გ. მელიქსეთ-ბეგის „ძველი სომხური ქრისტომატია ლექსიკონითურთ“ ასევე, „ქართული ძეგლები“ , კ. კეკელიძის „თარგმანებაი ეკლესიასი“ მიტროფონე ზმვრნელ მიტროპოლიისაი“ და ე. თაყაიშვილის „ხელმწიფის კარის გარიგება“.
სახალხო საქმე, 1920, №913, გვ. 3
31 აგვისტო
„სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო“ –„ანტიოხი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კოოპერატივის „ჩვენი ოჯახის“ მიმდინარე წლის ანკეტა კარგად გვარკვევს ჩვენი სტუდენტების ეკონომიკურ მდგომარეობაში. 1920 წელს უნივერსიტეტში ირიცხებოდა 1920 სტუდენტი. აქედან 80% ცხოვრობდა თავისი სამსახურით ან კერძო შრომით და იღებდა საშუალოდ 3000მან. თვიურად. დანარჩენები იღებდნენ დახმარებას მშობლებისაგან ან ნათესავებისაგან საშუალოდ 3500 მან. ჩვენი სტუდენტობა და უნივერსიტეტი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან საკანცელარიო სამსახურში 8 საათიანი მუშაობის შემდეგ სტუდენტს არ შეუძლია ლექციების ხეირიანად მოსმენა. დავალებების შესრულება და უნივერსიტეტის ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა ყველასათვის ნათელია და მის გაუმჯობესებას დღევანდელ პირობებში მხოლოდ სახელმწიფო შეძლებს. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია გაიღოს ჩვენმა ხაზინამ ყოველწლიურად 20 მილიონი, რომელიც დაფარავს სტუდენტებისაგან მოთხოვნილ სტიპენდიების თანხას“.
სახალხო საქმე, 1920, №915, გვ. 4
სექტემბერი
10 სექტემბერი
გამოქვეყნდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობა საექიმო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების მეორე და მესამე კურსზე პარალელურად რუსულად სწავლის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №205, გვ. 1
11 სექტემბერი
„სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო“
„გვეგონა, დიდი რევოლუციის შემდეგ, სადაოდ არავისთვის აღარ იქნებოდა ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ განათლებისა და თავისუფლების კედლებში-უნივერსიტეტში უაღრესად საჭიროა პროფესორებისა და სტუდენტობის შორის მჭიდრო სულიერი კავშირი. ჩვენი უნივერსიტეტის საკუთარმა მაგალითებმაც დაგვიმტკიცა, რომ უაღრესად საჭიროა სტუდენტობას პროფესორთა საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, რომელიც ჩაერევა მხოლოდ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, დაიცავს სტუდენტების ინტერესებს და დაახლოვებს ერთმანეთს დღეს გათიშულს სტუდენტობასა და პროფესორებს“.
სახალხო საქმე, 1920, №925, გვ. 3
18 სექტემბერი
გამოქვეყნდა ანონსი უნივერსიტეტის მედიკურ ფაკულტეტზე მეოთხე კურსზე გადამავალი სტუდენტების კრებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №102, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №930, გვ. 3
21 სექტემბერი
სტუდენტთა სასადილოში დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის კრება. 21 ენკენისთვეს საღამოს 7 საათზე.
სახალხო საქმე, 1920, №932, გვ. 3
28 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის სარევიზიო კომისის კრება
დანიშნულია დღეს, საღამოს 7 საათზე სტუდენტთა სასადილოს კანტორაში.
სახალხო საქმე, 1920, №937, გვ. 3
ოქტომბერი
2 ოქტომბერი
სტუდენტთა სასადილოს სასარგებლოდ გამართული საღამოს ანგარიში.
„სტუდენტთა სასადილო ერთად ერთი ეკონომიკური დაწესებულებაა, რომელიც ცოტათი მაინც უადვილებს არსებობას ჩვენს სტუდენტობას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოება თბილად შეხვდა გამართულ საღამოს და მრავალი შემოწირულობაც გაიღო სასადილოსათვის. განსაკუთრებული მადლობა ეთქმის საღამოს დიასახლისს ქალბ.ნაგიევისას, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია სტუდენტებს.მან სტუდენტებს 30000 მანეთიც შემოწირა. ნაკლები შრომა არ დაუხარჯავს ქალბატონ კახიანიძეს. სულ შემოსავალი იყო 177.610 მანეთი, გასავალი 63.527, წმინდა შემოსავალი უდრის 114.083 მანათს. მაჭავარიანი - 1000 მან, მესხიშვილი - 500მან, აფაქიძე - 230მ. და სხვ. ვიხსენებთ რა მადლობით ზემოდხსენებულ პირებს, არ შეიძლება მწუხარებით არ მოვიხსენიოთ სახ. ბანკის დირექტორის იასონ ლორთქიფანიძის საქციელი, რომელმაც სტუდენტი ქალი საპატიო ბილეთების მიმტანი გამოაგდო ყვირილით: რას დაეთრევით მათხოვრებივითო. სტუდენტობა, ალბათ,აღარ შეაწუხებს შემდეგში.“
სახალხო საქმე, 1920, №941, გვ. 4
5 ოქტომბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში ესაჭიროებათ გამოცდილი მანქანაზე გადამწერი. გამოცდა ჩატარდება 5 ოქტომბერს, საღამო 5 საათზე.
სახალხო საქმე, 1920, №943, გვ. 1
7 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 10 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე საფაკულტეტო კრების დანიშვნის შესახებ.
საქართველო, 1920, №115, გვ. 3
8 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 10 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე საფაკულტეტო კრების დანიშვნის შესახებ.
საქართველო, 1920, №116, გვ. 3
9 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 10 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე საფაკულტეტო კრების დანიშვნის შესახებ.
საქართველო, 1920, №117, გვ. 3
9 ოქტომბერი
10 ოქტომბერს დანიშნულია სტუდენტთა სასადილოში შეერთებული სხდომა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი გამგეობისა და სტ. კავშირის ფრაქციისა.
სახალხო საქმე, 1920, №947, გვ. 4
გამოქვეყნდა სტუდენტ ივ. ჯაშის წერილი „მიმდინარე სააკადემიო წელი სახელმწიფო უნივერსიტეტში“
„ცხოვრების მიერ განაწამებმა მოქანცულმა სტუდენტობამ მიაშურა მეცნიერების ტაძარს. დარწმუნებული, რომ აქ მაინც მოიპოვებდა სულიერ სიმშვიდეს.
პრესაში აქტიურად გაშუქდა სტუდენტობის ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ქართული საზოგადოება და მმართველი წრეები გულგრილად შეხვდნენ ამ გარემოებას. მთავრობამ გამოყო 60 ოთახი სტუდენტებისათვის სხვა და სხვა მივარდნილ სასტუმროში, მაგრამ სტუდენტობა მათ ჩაბარებას ჯერ ვერ ეღირსა. უღარიბეს სტუდენტთათვის მომარაგების სამინიტრომ გამოიმეტა 40 გირვანქა პური.
ასეთს არასასურველ მდგომარეობას თითქოს ალღო ვერ აუღო თვით პროფესორთა საბჭომ და თავისდა უნებურად ხელს უწყობს ამ 90% სტუდენტობის მეცნიერების ტაძრიდან გარიყვას. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს უმრავლესობა ლექციებისა იკითხებოდა საღამოობით და ის უმეტესი ნაწილი სტუდენტობისა, რომელიც ჩაბმულია სამსახურში მრავლად ესწრებოდა ლექციებს. მიმდინარე წელს კი, როგორც ისტორიის ფაკულტეტის ლექციათა ცხრილი მოწმობს, უმეტესობა ლექციებისა მოთავსებულია 9-2 საათამდის. ამ მდგომარეობის შედეგი ის იქნება, რომ უმრავლესობა იძულებული გახდება ჩამოშორდეს უნივერსიტეტს“.
სახალხო საქმე, 1920, №947, გვ. 4
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერს დანიშნულია სტუდენტთა სასადილოში შეერთებული სხდომა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი გამგეობისა და სტ. კავშირის ფრაქციისა.
სახალხო საქმე, 1920, №948, გვ. 3
13 ოქტომბერი
სოც-ფედ.სტუდენტთა კრება დანიშნულია 13 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე, სტუდენტთა სასადილოში. ბიუროს წევრები ვალდებულები არიან დაესწრონ.
სახალხო საქმე, 1920, №950, გვ. 3
ტფ. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოცემული მატრიკული დავკარგე და ვაცხადებგაუქმებულად. შალვა სამსონის ძე კიკნაძის სახელზე.
სახალხო საქმე, 1920, №950, გვ. 3
15 ოქტომბერი
ქალაქის საბჭომ სამხედრო სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა აღძრა ღარიბ სტუდენტთა თავშესაფარის მოსაწყობად ყოფილ საპიორთა ბატალიონის შენობის გადაცემის შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, № 952, გვ. 3
სტუდენტთა კოოპერატივში (რუსთაველის პროსპ. №40 ოფიცერთა ეკონომიკური საზ. გვერდით) ხელმისაწვდომ ფასებში საკოსტიუმო საფრენჩე შალი და სხვა მანუფაქტურა.
სახალხო საქმე, 1920, № 952, გვ. 3
17 ოქტომბერი
დანიშნულია სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა ბიუროს, კოოპერატივის და ყველა ფაკულტეტის გამგეობის წევრთა კრება.
ერთობა, 1920, №236, გვ. 3
19 ოქტომბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა აცხადებს ძველ და ახლად ჩარიცხულ სტუდენტთა და მსმენელთა საყურადღებოდ, რომ ვისაც 20 ოქტომბრამდე არ ექნება ლექციებზე შესასვლელი ბილეთი მიღებული, მას არაფრის გულისათვის ლექციებზე არ შეუშვებენ და მერმე არც შესასვლელი ბილეთი მიეცემა.
სახალხო საქმე, 1920, № 955, გვ. 3
22 ოქტომბერი
სოც. ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარ ბიუროს კრება მოხდება დღეს, ოქტომბრის 22-ს საღამოს 6 საათზე სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, № 958, გვ. 3
სტუდენტთა კოოპერატივში მიღებულია ხახვი, რომელიც განაწილდება წევრთა და არაწევრთა შორის სამ დღეში.
სახალხო საქმე, 1920, № 958, გვ. 3.
ვერა მგალობიშვილმა 1919 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან მოცემული სალექციო წიგნაკი დავკარგე №1012. გთხოვთ გაუქმებულად გამოაცხადოთ.
სახალხო საქმე, 1920, № 958, გვ. 3
23 ოქტომბერი
გამოქვეყნდა სტუდენტის თხოვნა: „ნიკოლოზ სიმონას ძე მარგველაშვილმა დავკარგე პირადობის მოწმობა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოცემული. გთხოვთგამოაცხადოთ გაუქმებულად“.
სახალხო საქმე, 1920, № 959, გვ. 3.
29 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს დილის 10 საათზე ეროვნულ დემოკრატთა სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1920, №134, გვ. 3
30 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს დილის 10 საათზე ეროვნულ დემოკრატთა სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1920, №135, გვ. 3
ნოემბერი
3 ნოემბერი
„სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე კურს დასრულებულთათვის სწავლა-განათლების სამინისტროს მიერ უკვე დანიშნულია და შეუდგება გამოცდებს მიმდინარე წლის დეკემბრის პირველიდან. გამოცდების დამწერის მსურველებმა უნდა შემოიტანონ თხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის წარმოებელს წარუდგინონ. თხოვნასთან წარმოდგენილ უნდა იყოს მოწმობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსის შესრულებისა, გამოცდების ჩაბარებისა, წლოვანებისა და 250 მანეთი“.
სახალხო საქმე, 1920, № 968, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის, საექიმო ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ბაქრაძემ დავკარგე ლექციებზე შესასვლელი ბილეთი-მატრიკულის N1069, გთხოვთ გაუქმებულად ჩათვალოთ.
სახალხო საქმე, 1920, № 968, გვ. 4
4 ნოემბერი
ნოემბრის 4-ს საღამოს 7 საათზე სახ.უნივერსიტეტის შენობაში შედგება ყველა ტფილისში მყოფ სოც.ფედ სტუდენტთა საერთო კრება. განსახილველია საკონფერენციო და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 969, გვ. 3
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე კურს დასრულებულთათვის სწავლა-განათლების სამინისტროს მიერ უკვე დანიშნულია და შეუდგება გამოცდებს მიმდინარე წლის დეკემბრის პირველიდან. გამოცდების დამწერის მსურველებმა უნდა შემოიტანონ თხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის მწარმოებელს წარუდგინონ. თხოვნასთან წარმოდგენილ უნდა იყოს მოწმობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსის შესრულებისა, გამოცდების ჩაბარებისა, წლოვანებისა და 250 მანეთი.
სახალხო საქმე, 1920, № 970, გვ. 1
7 ნოემბერი
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე კურს დასრულებულთათვის სწავლა-განათლების სამინისტროს მიერ უკვე დანიშნულია და შეუდგება გამოცდებს მიმდინარე წლის დეკემბრის პირველიდან.გამოცდების დამწერის მსურველებმა უნდა შემოიტანონ თხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის მწარმოებელს წარუდგინონ. თხოვნასთან წარმოდგენილ უნდა იყოს მოწმობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსის შესრულებისა, გამოცდების ჩაბარებისა, წლოვანებისა და 250 მანეთი.
სახალხო საქმე, 1920, № 972, გვ. 3
16 ნოემბერი
დღეს საღამოს 8 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, პირველ აუდიტორიაში შესდგება სოც-ფედერალისტ სტუდენტთა კრება. განსახილველია შემდეგი საკითხები; 1) ახალგაზრდა სოც.ფედერალისტთა საორგანიზაციო წესდების პროექტის განხილვა. 2) მომენტი და ტაქტიკა, 3) დელეგატების არჩევა ახალგაზრდა სოც.ფედერალისტების კონფერენციისათვის, 4)საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 979, გვ. 3
17 ნოემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრეში (11 აუდ.) სავლე აბულაძე წაიკითხავს რეფერატს შემდეგს თემაზე: „მოსეი ტფილელი და მისი პოემა „დიდ-მოუავიანი“. დასწრება შეუძლიანთ არაწევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 980, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა კორპორაციის „იყალთო“ დაარსების შესახებ.
„ამ დღეებში ტფილისში დაარსდა სტუდენტთა პირველი კორპორაცია, რომლის მიზანია შეაკავშიროს და მატერიალურად უზრუნველყოს თავისი წევრები, რომელთაც საშუალება მიეცემათ უფრო ნორმალურ პირობების შექმნით განაგრძონ მეცნიერების შესწავლა“.
სახალხო საქმე, 1920, № 980, გვ. 3
18 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა შაბათს უნივერსიტეტში ეროვნულ დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კრების მოწვევის შესახებ, სადაც დამფუძნებელი კრების წევრის ალ. ასათიანის ლექცია გაიმართება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
საქართველო, 1920, №151, გვ. 3
19 ნოემბერი
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დადგენილებით შემცირებულია ჩასაბარებელი ეგზამენების რიცხვი. სტუდენტები მოვალენი იქნებიან ჩააბარონ ეგზამენები მხოლოდ თავის სპეციალობაში.
სახალხო საქმე, 1920, № 982, გვ. 3
21 ნოემბერს, საღამოს 5საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შესდგება სოც.-ფედერალისტ სტუდენტთა საზოგადო კრება განსახილველია შემდეგი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.ფედერალისტ სტუდენტთა საორგანიზაციო წესდების პროექტის განხილვა, 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.არჩევნები პარტიულ და ახალგაზრდა სოც.-ფედ.კონფერენციის დელეგატებისა, 4.საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 982, გვ. 3
20 ნოემბერი
დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბუნების მეტყველ-აგრონომ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში წრის წევრი ალ. სანაძე წაიკითხავს მოხსენებას: „რქიან საქონლის მოშენების სხვა და სხვა მეთოდები.“
სახალხო საქმე, 1920, № 983, გვ. 3
21 ნოემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დილის 10 საათზე დანიშნულია საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტთა კრება. კრებას რამდენი წევრიც არ უნდა დაესწროს, კანონიერად ჩაითვლება.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
კვირას დანიშნულია სტუდენტთა კავშირის კრება სტუდენტთა სასადილოში. აუცილებელია დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი ნაშრომები: პროფესორ დიტო უზნაძის „ანრი ბერგსონი“ და ექ.ცხაკაიას „დესბურგია“. წიგნები იყიდება სტუდენტთა კოოპერატივში რუსთაველის პროს.№40.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
კვირას ნოემბრის 21-ს საღამოს 7 საათზე დანიშნულია სტუდენტთა კავშირის გამგეობის სხდომა სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
23 ნოემბერი
21 ნოემბერს 5 საათზე სახ.უნივერსიტეტის შენობაში შესდგება სოც.-ფედერალისტ სტუდენტთა საზოგადო კრება. კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.ფედერალისტ სტუდენტთა საორგანიზაციო წესდების პროექტის განხილვა, 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.არჩევნები პარტიულ და ახალგაზრდა სოც.-ფედ.კონფერენციის დელეგატებისა, 4.საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 985, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის დადგენილებით ყველა ის სტუდენტი, რომლებმაც ამ წლის 25 ნოემბრამდე არ წარმოადგინეს მატრიკული კანცელარიაში მიმდინარე სემესტრი არ ჩაეთვლებათ.
ერთობა, 1920, № 267, გვ. 2
სახალხო საქმე, 1920, № 985, გვ. 2
სოც.ფედ. სტუდენტთა მთავარ ბიუროს კრება შესდგება დღეს, სახ.უნივერსიტეტის შენობაში.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
სოც.-ფედ. სტუდენტთა საზოგადო კრების გაგრძელება შესდგება ხუთშაბათს ნოემბრის 25 ნოემბერს საღამოს 7 საათზე, სახ. უნივერსიტეტის შენობაში (პირველ აუდიტორიაში) განსახილველია შემდეგი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.ფედ. საორგანიზაციო წესდების განხილვა, 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.არჩევნები პარტიულ და ახალგაზრდა სოც.-ფედ. კონფერენციის დელეგატებისა.
სახალხო საქმე, 1920, № 985, გვ. 2
24 ნოემბერი
სტუდენტთა კავშირის გამგეობის სხდომა დანიშნულია დღეს 25 ნოემბერს სტუდენტთა სასადილოში. წევრების დასწრება აუცილებელია.
სახალხო საქმე, 1920, № 986, გვ. 3
25 ნოემბერი
სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა საზოგადო კრების გაგრძელება შედგება ხუთშაბათს, ნოემბრის 25-ს საღამოს 7 საათზე სახ. უნივერსიტეტში. განსახილველი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც-ფედერალისტთა წესდების დამტკიცება. 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3. დელეგატების არჩევნები.
სახალხო საქმე, 1920, № 987, გვ. 3
26 ნოემბერი
27 ნოემბერს საღამოს 8 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ამხ. სამსონ დადიანი წაიკითხავს მოხსენებას: „საქართველოს კონსტიტუცია“. დასწრება ყველას შეუძლიან. მოხსენების შემდეგ გაიმართება კამათი.
სახალხო საქმე, 1920, № 988, გვ. 3
სოც.ფედერალისტთა სტუდენტთა კრების გაგრძელება შესდგება კვირას, 28 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. განსახილველი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.-ფედ. წესდების დამტკიცება. 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.დელეგატების არჩევნები კონფერენციისათვის.
სახალხო საქმე, 1920, № 988, გვ. 3
27 ნოემბერს საღამოს 8 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ამხ. სამსონ დადიანი წაიკითხავს მოხსენებას: „საქართველოს კონსტიტუცია“. დასწრება ყველას შეუძლიან. მოხსენების შემდეგ გაიმართება კამათი.
სახალხო საქმე, 1920, № 988, გვ. 3
26 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის აგრონომ-ბუნებისმეტყველ სტუდენტთა კავშირმა თავისი ფინანსებით გამოსცა საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები: ვ. ამირეჯიბის „სააგრონომო მექანიკა“ და ა. თვალჭრელიიძის „გეომეტრიული კრისტალოგრაფია“.
საქართველო, 1920, №158, გვ. 4
28 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა ეროვნულ- დემოკრატ სტუდენტთა კომიტეტის ორგანიზებით 19 დეკემბერს კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, პარასკევი, 28 ნოემბერი, №160, გვ. 2
დეკემბერი
1 დეკემბერი
გამოქვეყნდა ცნობა 27 ნოემბერს უნივერსიტეტის აგრონომ-ბუნებისმეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში ჩატარებული ნიკო კეცხოველის მოხსენების „თუშეთი და მისი ბუნება“ შესახებ.
საქართველო, 1920, №162, გვ. 4
გამოქვეყნდა ანონსი უნივერსიტეტის აგრონომ-ბუნებისმეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში 5 დეკემბერს სტუდენტის აკაკი დგებუაძის ლექცია: „მანდარინი და მისი კულტურა საქართველოში“ ჩატარების შესახებ.
საქართველო, 1920, №162, გვ. 4
3 დეკემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში შესდგება სოც.ფედ. სტუდენტ საერთო კრება. განსახილველია გადადებული საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 994, გვ. 4
5 დეკემბერი
გამოქვეყნდა სტუდენტ ს. ვ-ს წერილი „იღუპება ქართველი სტუდენტობა“-
„სამწუხაროდ, უფრო ლმობიერი, უფრო სანუგეშო სიტყვებით ვერ გამოვსთქვამთ იმ ატმოსფეროს გავლენას სტუდენტობაზე, რომელსაც დღეს აქვს ადგილი. ჩინოვნიკური ატმოსფეროს გავლენაში ქრება ის საუკეთესო მხარეები საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებისა, რომელიც აუცილებელი საჭიროა საქართელოს უკეთესო მომავლისათვის.
კანცელარიის სიწვრიმალე და საერთოდ კანცელარული ატმოსფერო დამღუპველად მოქმედებს სტუდენტობაზე.. 20-ის მოლოდინი აქვეითებს სტუდენტობას, ანადგურებს მას, საეჭვოდ ჰხდის მის სულიერ სიმაღლეს.
სტუდენტს ავიწყდება უნივერსიტეტი, დრო არ აქვს იმისთვის, იგი ამ რიგად, ნელ-ნელა სცილდება მეცნიერების ტაძარს, სცილდება სამუდამოდაც.
ისეთი გულგრილობა, რომელსაც მთავრობა იჩენს სტუდენტობის მდგომარეობის შესახებ, მიუტევებელია. არავითარი დახმარება, ნატამალი თანაგრძნობისა არ გამოუჩენია მთავრობას სტუდენტებისადმი. თუ დღეს სავსებით არ ჩანს, ჩვენი მმართველებისათვის ის უდიდესი საფრთხე, რომელიც ერის კულტურას მოელის, რამდენიმე ათეული წლის წლების შემდეგ, მთელი თავისი სიმწვავით იგრძნობენ მომავალი თაობანი და მათგან საშვილიშვილო წყევლა-კრულვას მიიღებს დღევანდელი თაობა. თუ გამაგრებული გვაქვს ჩვენი პოზიციები და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფილი ვართ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის კიდეებზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს, თუ კი ამ მხრივ გულდამშვიდებულები ვართ და დაცული ბარბაროსთა შემოსევებისაგან, უნდა დავიცვათ მთელი ქვეყანა, უფრო ძლიერ და საშიშ მტრისაგან, სიბნელისაგან, გავამაგროთ ჩვენი კულტურული „პოზიციები“ ძლიერი კულტურულ „მხედრობით“.
სახალხო საქმე, 1920, № 996, გვ. 3
9 დეკემბერი
სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა საერთო კრებაზე ამხანაგი მიხ. კვატაშიძე წაიკითხავს მოხსენებას: „დიქტატურა და დემოკრატია“.
ერთობა, 1920, № 281,გვ. 3
10 დეკემბერი
დეკემბრის 10-ს საღამოს 6 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტ.სალიტერატურო წრეში ვ.გიორგაძე წაიკითხავს რეფერატს: „პოეტი დ.გურამიშვილი“ დასწრება შეუძლიათ არა წევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 1000, გვ. 3
11 დეკემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში საჭიროა გამოცდილი საქმის მწარმოებელი და მანქანაზე გადამწერი. მსურველებმა უნდა მიმართონ კანცელარიის
გამგეს პირობების გასაგებად 10-2 საათამდე.
სახალხო საქმე, 1920, № 1001, გვ. 3
15 დეკემბერი
დეკემბრის 17-ს დანიშნულია სოციალისტ-ფედერალისტთა სტუდენტთა საერთო კრება. განსახილველია მოხსენება „მომენტი და ტაქტიკა“ და საკონფერენციოდ დელეგატების არჩევა.
სახალხო საქმე, 1920, № 1004, გვ. 3
16 დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში ამხანაგი მ. ასათიანი წაიკითხავს მოხსენებას „ხელოვნება და სოციალიზმი“. მოხსენების შემდეგ კამათი. დასწრება ყველას შეუძლია.
სახალხო საქმე, 1920, № 1004, გვ. 3
16 დეკემბერი
დეკემბრის 16-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში ამხ. მ.ასათიანი წაიკითხავს მოხსენებას: „ხელოვნება და სოციალიზმი“. მოხსენების შემდეგ კამათი. დასწრება ყველას შეუძლია.
სახალხო საქმე, 1920, № 1005, გვ. 3
17 დეკემბერი
17 დეკემბერს საღამოს 9 საათზე, სალიტერატურო წრეში სტუდენტი გ.გოკუჩავა წაიკითხავს რეფერატს შემდეგ თემაზე: „პოემა არჩილიანი“. დასწრება შეუძლიათ არა წევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 1006, გვ. 4
24 დეკემბერი
24 დეკემბერს სტუდენტთა სალიტერატურო წრეში მე-2 აუდიტორიაში სტ. ბესარიონ კიზირია წაიკითხავს რეფერატს: „კალმასობა“. დასწრება შეუძლიათ არა წევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 1012, გვ. 3
სიტყვიერების დარგის უფროს სემესტრთა სტუდენტების საყურადღებოდ. დანიშნულია კრება 25 დეკემბერს. ასარჩევია დარგის რწმუნებული და განსახილველია ფრიად საჭირო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 1012, გვ. 3
25 დეკემბერი
იანვრის 26 სტ.დღეს, გამოვა ჟურნალი „ქართველი სტუდენტი“. სტუდენტებს სთხოვენ დაჩქარებით მიაწოდონ მასალა სტ.სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, № 1013, გვ. 3
ნინო გუბელაძემ დავკარგე მატრიკული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიცემული 2950. გთხოვთ ჩათვალოთ გაუქმებულად.
სახალხო საქმე, 1920, № 1013, გვ. 3.
29 დეკემბერი
სიტყვიერების დარგის სტუდენტთა საყურადღებოდ. მე-4, მე-5, მე-6 სემესტრების მობილიზაციით გაწვეულმა სტუდენტებმა, რომელთა თანახმადაც პროფესორთა საბჭოს დადგენილებისა გამოცდების ვადა მაისამდის აქვთ გაგრძელებული, უნდა წარმოადგინონ დეკემბრის 30-მდე მოწმობები იმ ჯარის ნაწილებიდან, სადაც ისინი მსახურობდნენ. მოწმობები უნდა წარმოადგინონ ამისათვის სპეციალურად არჩეულ კომისიის წევრს ნიკოლ. ბოკუჩავას.
სახალხო საქმე, 1920, № 1016, გვ. 3
30 დეკემბერი
სტუდენტთა კოოპერატივში რიგდება წევრებზედ მატყლი, კარტოფილი, ხახვი, ლობიო. თუ წევრები არ მიიღებენ ერთი კვირის განმალობაში გაიყიდება არა წევრებზე.
სახალხო საქმე, 1920, № 1017, გვ. 3
წყარო: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა, 1918–1921", თსუ გამომცემლობა, 2021
1921
იანვარი
7 იანვარი
სტუდენტთა კავშირის გამგეობა სთხოვს სტუდენტებს იანვრის 26-ს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მიაწოდონ მასალა სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1921, N1023, გვ.1
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N5, გვ. 2
11 იანვარი
სტუდენტთა კოოპერატივს დავალებულ აქვს მატყლის განაწილება და დარიგება მცხოვრებთათვის. ხელის მოწერა და ავანსის შემოტანა სწარმოებს კოოპერატივში ყოველ დღე.
სახალხო საქმე, 1921, N1024, გვ.3
12 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N, გვ. 2
13 იანვარი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობის სარევიზიო კომისიის კრება დანიშნულია ხუთშაბათს საღამოს 7 საათზე სტუდენტთა სასადილოში. განსახილველია სასწრაფო საკითხები. პრეზიდიუმი.
სახალხო საქმე, 1921, N1026, გვ.3
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N8, გვ. 2
18:00 საათზე დანიშნულია სტუდენტთა კავშირის გამგეობის კრება. წევრების დასწრება აუცილებელია.
სახალხო საქმე, 1921, N1026, გვ.3
14 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N9, გვ. 4
15 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N10, გვ. 4
გამოქვეყნდა ნეკროლოგი უნივერსიტეტის სტუდენტის ვანო ხოსიტაშვილის გარდაცვალების გამო.
„უდროოდ მოსპობილი სიცოცხლე
ვანო ხოსიტაშვილი 1900-1920
„პარასკევს 7 იანვარს ღამის 4 საათზე იროდიონ ევდოშვილის ერთადერთი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, დაბადებიდან 20 წლისა, სახადით გარდაიცვალა. სამი უქმი დღისა და უგაზეთობის გამო ვერ გამოცხადდა ეს უბედურება. მისი ნაშთი მიწას მივაბარეთ მახობლებმა იანვრის 9 კვირას. საშინელებას იგრძნობდა ადამიანი გულმოკლული დედის უიმედო გოდებით და სამი მცირეწლოვანი დის თავგანწირული წივილ-კივილით. ვანომ უკანასკნელს ორ წელიწადს გაიარა გიმნაზიის სამი უკანასკნელი კლასების კურსი, წარსულ ზაფხულიდან ჩაირიცხა სტუდენტად სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე. მაგრამ მთელი შემოდგომა ვანო მალარიით იტანჯებოდა, რომელიც ბათუმიდან ჩამოჰყვა; როცა ჩვენმა რესპუბლიკამ ჩაიბარა ბათუმში, ვანო როგორც მოხალისე გვარდიის ნაწილში იყო. ვანო ახალგაზრდულის გატაცებით იბრძოდა ორ წელიწადს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, იგი ხან ფრონტზე იყო, იბრძოდა ყველგან: ახალციხეში, როდესაც ოსმალები გვედავებოდნენ, ქართლში, ოსების აჯანყების ჩასაქრობად, სომხებთან ბრძოლაში. ყველგან მხნეობის და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა, ორი გიორგის ჯვარი მიიღო. ვანოს ლიტერატურული ნაშრომებიც ჰქონია, რაც შესაძლოა ყურადსაღები აღმოჩნდეს თუ ხელნაწერებს გადავათვალიერებთ“.
სახალხო საქმე, 1921, N1028, გვ.3
16 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N11, გვ. 4
18 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N12, გვ. 4
21 იანვარი
გამოქვეყნდა სტუდენტთა დღის მომწყობი კომისიის მოწოდება.
სახალხო საქმე, 1921, N1032, გვ.1
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N14, გვ.1
„სტუდ. სასადილოს გამგეობა ამით აუწყებს ყველა მოვალეთა და მონისიავეთ რომ ყოველივე ანგარიში უნდა გასწორდეს არა უგვიანეს იანვრის 28-ისა. წინააღმდეგშემთხვევაში სხვა ზომები იქნება.“
სახალხო საქმე, 1921, N1032 გვ.3
22 იანვარი
„სტუდენტთა დღე“-სტუდენტთა დღის მომწყობი კომისიის მოწოდება
იანვრის 26-ს ქართველი სტუდენტობა იზეიმებს უნივერსიტეტის დაარსების სამი წლის თავს. იანვრის 26-ს „სტუდენტთა დღე“ ერთი დიადი დღეთაგანია ქართველი ერისათვის. ამ დღეს ჩაეყარა საძირკველი ჩვენი მეცნიერების ტაძარს.
სამი წელი გადის. იანვრის 26-ს ქართველისტუდენტობა მთელს საქართველოში მოაწყობს თავის ტრადიციულ დღეს“. ამ დღეს ის გააცნობს საზოგადოებას თუ რისი გაკეთება სურდა მას და რა პერსპექტივებს ინახავს ის მომავლისათვის. ამიტომ ქართველი სტუდენტობა მოუწოდებს მთელს ერს, ყველას, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებს და კერძო პირთ, ყველას ვისაც კი აქვს შეგნება მოქალაქეობისა და დაინტერესებულია ქართველი სტუდენტობით, მიიღოს აქტიური მონაწილეობა „სტუდენტთა დღის“ მოწყობაში. რათა სტუდენტობა დარწმუნდეს, რომ ის განმარტოებული არ არის, არამედ მასზე გული შესტკივა, მისთვისზრუნავს და მასთან არის მთელი ერი.
სახალხო საქმე, 1921, N1033, გვ.3
23 იანვარი
გამოქვეყნდა „სტუდენტთა დღის“ მომწყობი კომისიის წერილი „სტუდენტთა დღე“.
საქართველოს რესპუბლიკა, 1921, N16, გვ. 3
25 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ტრადიციული მეჯლისის გამართვის შესახებ. აქვე ერთვის მეჯლისის დიასახლისთა ვინაობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საღამოს მთავრობის წევრთა მეუღლეები ხელმძღვანელობენ (ქ-ნი მ. რამიშვილისა, ო. გეგეჭკორისა, ო. სვანიშვილისა, ო. გომართელისა და სხვ.)
საქართველო, 1921, N17, გვ. 1
26 იანვარი
გამოქვეყნდა აფიშა ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ტრადიციული მეჯლისის გამართვის შესახებ.
საქართველო, 1921, N18 , გვ.1
გამოქვეყნდა შალვა ამირეჯიბის წერილი „თბილისის უნივერსიტეტი“.
საქართველო, 1921, N17 , გვ.1
„დგას იქ - „ვარაზის ხევში“ თავისთვის მოშორებული თბილისის არეულ ცხოვრებას, გარეშე ხალხის სისინისა, ჩვენი პარადებისა და პოლიტიკისაც“...
შალვა ამირეჯიბი
საქართველო, 1921, N17 , გვ.1
30 იანვარი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის საჩქაროდ საჭიროა ხაზინადარი. პირობების გასაგებად მსურველებმა უნდა მიმართონ უნივერსიტეტის გამგეობაში მდივანს.
სახალხო საქმე, 1921, N1040, გვ.1
თებერვალი
3 თებერვალი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტის ალ. ინაშვილის წერილი ბ. ჩხიკვიშვილისა და შ. ნუცუბიძის დაპირისპირების გამო
„ელვის სისწრაფით მოედო სტუდენტობას მისი პროფესორის შეურაცხყოფის ამბავი.
დამფუძნებელი კრების წევრი ბ. ჩხიკვიშვილი ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს ქართული უნივერსიტეტის ერთს საუკეთესო პროფესორს ბ. შ. ნუცუბიძეს. გათავხედებული დეპუტატი ივიწყებს ხალხის უფლებას და უხეშად, როგორც მეკობრე თავს ესხმის იმას, ვისაც მთელი შეგნებული ახალგაზრდობა პატივს სცემს, როგორც მეცნიერს, უმწიკვლო ადამიანს და ჭეშმარიტ და გაბედულ პოლიტიკურ მებრძოლს. სტუდენტობა ღრმად აღშფოთებულია ამ სამარცხვინო ფაქტით. დარწმუნებული ვარ იგი დაჰგმობს და შეაჩვენებს ამ თანამედროვე ტარიელ მკლავიძისებურ საქციელს და მთელის გულით და სულით თანაგრძნობას გამოუცხადებს თავის საყვარელ პროფესორს შ. ნუცუბიძეს. სალამი და დღეგრძელობა პროფესორს შ.ნუცუბიძეს! ზიზღი და შეჩვენება დეპუტატ ბ. ჩხიკვიშვილს“.
სახალხო საქმე, 1921, N1043, გვ.2-3
4 თებერვალი
გამოქვეყნდა წერილი სათაურით „კულტურის არმია“, რომელშიც სტუდენტების მსვლელობაა აღწერილი შ. ნუცუბიძის მხარდასაჭერად.
„2 თებერვალს ტფილისის ქუჩებზე გამოეფინა კულტურის, განათლების და ცივილიზაციის არმია. ეროვნული დროშით, სახელმწიფო ჰიმნის გალობით მიემართებოდა წიგნის, გონებისა და კალმის ლაშქარი და თავისი დინჯი, დარბაისლური ამაყი მსვლელობით ჰსწერდა ერთ საუკეთესო ფურცელს ჩვენი ახალგაზრდა უნივერსიტეტის, ახალი თაობის ცხოვრებაში.
ჩვენი ცნობიერი საზოგადოების ნაზი და მგრძნობიერი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში თავის უსაზღვრო აღშფოთების გამოსათქმელად დამფ. კრებაში მომხდარი ველურობის გამო. ახალგაზრდობამ თავისი ძლიერი, მკვეთრი ხმა აღიმაღლა ამ სიმხეცის წინააღმდეგ და აგრძნობინა ყველას, რომ კულტურულ ერში ყოველ მოძალადეს მოელის სამარცხვინო ბოძი და შეჩვენება და არავის ჩაუვლის დაუსჯელად ხალხი, დემოკრატიის წარომადგენლის ღირსების შელახვა. ეს იყო პირველი პოლიტიკური გამოსვლა ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობისა, მაგრამ იგი უფრო მეტად კულტურული დემონსტრაცია იყო.
ზღვა ხალხი იყო გაშლილი დამფ. კრების წინ და ათასების გულიდან ამოხეთქილი „ზიზღი მოძალადესო“, აპობდა ჰაერს და ყოველ შეგნებულ, კულტურულ ადამიანში ჰპოვებდა გამოძახილს.
სალამი შეგნებულ სტუდენტობას! გაუმარჯოს კულტურულ არმიას!“
სახალხო საქმე, 1921, N1044, გვ.1
გამოქვეყნდა გ. კიკნაძის წერილი „აღმაშფოთებელი ველურობის გამო“.
„ქართველი ერის უზენაეს დამფუძნებელ კრებაში ბ. ჩხიკვიშვილმა ველური, ბარბაროსული საქციელი ჩაიდინა ჩვენი ძვირფასი ამხანაგის შ. ნუცუბიძის მიმართ.
შალვა ნუცუბიძე, რომელიც ქართველი ერის ღირსეულმა ნაწილმა წარგზავნა თავისი თვითშეგნების და ღირსების გამომხატველ ორგანოში. ღირსეულად ასრულებდა თავის უწმინდეს მოვალეობას ხალხისადმი სამსახურისა და მძაფრად, მოურიდებლად და შეუპოვრად ამხილებდა ყველა იმ სიმახინჯეს,რომელსაც სამწუხარო ადგილი აქვს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. და აი, ველურმა ადამიანმა მის მკვეთრ სიტყვას, მისი შეუპოვარი მხილებისათვის ველური საშუალებით მოიწადინა პასუხის გაცემა, მოიშველია მუშტი, ფიზიკური შეურაცხყოფა, თვალის ამოთხრით მოინდომა მისი მძლავრი არგუმენტების დარღვევა და მძაფრი კრიტიკის განიავება.
ქართველმა სტუდენტობამ მოისურვა, რომ ეს ღრმა აღშფოთების და უსასტიკესი პროტესტის ხმა გაეგონა მთელს ერს და ამიტომ ფართო, გრანდიოზული მანიფესტაცია მოაწყო.
ქართველმა სტუდენტობამ ამცნო მძლავრის ყიჟინით მთელს ერს, რომ იგი არის ქართველი ერის უფაქიზესი გრძნობების და სიწმინდის გამომხატველი.
როდესაც დედა-ქალაქის უმთავრეს ქუჩებში მოზღვავებული ახალგაზრდობა კრულვას უძღვნიდა ჩხიკვიშვილს და იძახდა: „ძირს ველურობა, ძირს უხეში ძალა! გაუმარჯოს პროფ.ნუცუბიძეს!“ ამით იგი ამცნობდა მთელ საქართველოს, რომ იგი ღირსეულად იცავს და ყოველთვის დაიცავს არა მხოლოდ თავის პროფესორს, არამედ ქართველი ერის მშობელი ხალხისათვის მედგარ მებრძოლს ყოველგვარ უხეში და ველური ძალისაგან და შეურაცხყოფისაგან.
ძვირფასო შალვა! ქართველი სტუდენტობა, რომელიც დიდ პატივს გცემს არა მარტო იმიტომ, რომ საუკეთესო მეცნიერი ხართ, არამედ იმიტომაც, რომ თავდადებული, შეუპოვარი პოლიტიკური მებრძოლი და ხალხის დიდი ტრიბუნა ხართ.
სახალხო საქმე, 1921, N1044. გვ.2
გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „სტუდენტთა დიდი დემონსტრაცია“
თებერვლის ორი ღირსსაცნობ დღედ დარჩება ქართველი ერის ისტორიაში, რადგან ქართული უნივერსიტეტის სამი წლის არსებობის მანძილზე პირველად მოხდა ასეთი მძლავრი დემონსტრაცია. ის აღმაშფოთებელი ამბავი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამფუძნებელ კრებაში, ელვის სისწრაფით მოედო მთელს ტფილისს. ეს აღშფოთების და აღელვების გრძნობის განცდა განსაკუთრებით მძაფრი და ინტენსიური იყო ქართველი სტუდენტობის მხრივ. ახალგაზრდობა ქართველი ერის უფაქიზეს და უწმინდეს გრძნობების გამომხატველია როგორც კი გაიგო სტუდენტობამ სამარცხვინო ველურობა, რომელიც ბ. ჩხიკვიშვილმა გამოიჩინა ძვირფასი პროფესორის და იშვიათი, მედგარი პოლიტიკოსის მიმართ, მაშინვე გადასწყდა, რომ თავისი გამგეობის საშუალებით მომეწვია სტუდენტთა ფართო საზოგადო კრება ამ მოვლენის სათანადო შესაფასებლად. დაინიშნა სასწრაფო კრება. 4 საათისათვის აუარება ხალხმა დაიწყო დენასახელმწიფო უნივერსიტეტისაკენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტში
გაივსო უნივერსიტეტის მთავარი დარბაზი, კარიდორებში აუარება სტუდენტობას მოუყრია თავი. კრებას ხსნის ან.ასათიანი და აუწყებს მას იმ საზიზღარ ქმედებას რაც მოხდა დამფუძნებელ კრებაში. „ზიზღი ბ. ჩხიკვიშვილს. გაუმარჯოს პროფესორს შალვა ნუცუბიძეს!“
გამოდიან მთელი რიგი ორატორები, რომლებიც წარმოთქვამენ სიტყვებს ამ მოვლენის გამო და მოუწოდებენ ამხანაგებს, რომ ყველა ერთად მანიფესტაციის გაეშურნენ ჯერ ძვირფასი პროფესორის ბინაზე ღრმა პატივისცემის გამოსახატავად და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში.
თითო-ოროლა პირი შეეცადა დისონანსის შეტანას ერთსულოვან გამოძახილში და ურჩევდა კრებას, რომ მარტო საპროტესტო რეზოლოუციის გამოტანით დაკმაყოფილებულიყო.
ხანგრძლივი ხმაურობის და აღშფოთების გამოძახილების შემდეგ კრება წყნარდება და ისმენს ამხ. გ.სვანიძის მიერ წარმოთქულ შემდეგ რეზოლუციას: „კრებამ დაადგინა, რომ ქართველი სტუდენტობა აღშფოთებულია ამ ინციდენტის გამო და უცხადებს სასტიკ ზიზღს და პროტესტს, ხოლო ნუცუბიძეს თანადგომას.“
რეზოლუციის წაკითხვის შემდეგ დარბაზი მქუხარე ტაშმა მოიცვა.
მენშევიკებისა და ნაც-დემოკრატების შეთანხმებულ განცხადებას, რომ ისინი ვერ მიიღებენ მონაწილებას დარბაზი ყრუდ ხვდება. „წავიდეთ!“ „წავიდეთ!“ ისმის ყიჟინა.
კრების დარბაზი თითქმის იცლება. რჩება მხოლოდ 30 კაცი, მენშევიკები და ნაც.-დემოკრატები, რომლებიც თავის გამართლებას ცდილობენ.
მთელი უნივერსიტეტის ეზო დაფარულია ხალხით. მანიფესტაციას უერთდება პოლიტეხნიკუმის სტუდენტობა. დემონსტრატებმა მარსელიოზას მღერით და დროშის ფრიალით სვლა იწყეს ქუჩისაკენ.
ქუჩაში
ახმაურდა ქუჩა. ისმის მრისხანე გუგუნი.
„ძირს ველურობა!“
„ძირს ბ.ჩხიკვიშვილი!“
„გაუმარჯოს კულტურას!“
„გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პროფესორ შალვა ნუცუბიძეს!“
დემონსტრაცია მცირე ხანს ჩერდება ვერის დაღმართზე, სიტყვას ამბობს შ.ასათიანი, ხოლო შემდეგ მოსკოვის ქუჩისაკენ მიემართებიან და მიეშურებიან საყვარელი პროფესორის ბინისაკენ.
შალვა ნუცუბიძის ბინაზე
რამდენიმე ამხანაგი შედის ბინაზე და ხელით გამოჰყავთ ავადმყოფი პროფესორი.დემონსტრაცია ხანგრძლივი ტაშით ხვდება. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით პროფესორს სიტყვას ეუბნება გედ.სვანიძე.
შემდეგ სიტყვას იწყებს შალვა ნუცუბიძე: „მე მესმის თქვენი გულწრფელი აღშფოთება იმ სამარცხვინო ინციდენტის გამო. ეს ასეც უნდა ყოფილიყო: კულტურისა და განათლების წარმომადგენელთ არ შეეძლოთ არ ამოეღოთ ხმა უკულტურობის წინააღმდეგ. თქვენი ასეთი თანადგომა ფრიად მიმსუბუქებს ამ ტკივილებს და მამხნევებს, რომ კვლავ განვაგრძო აკადემიური მუშაობა და აგრეთვე ბრძოლა პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
რუსთაველის პროსპექტზე
კვლავ ისმის ხმები: „ძირს ასეთი ქალაქის თავი!“ „ძირს მუშტი კრივი!“
მილიციონერები შეეცადნენ დემონსტრანტების მტკიცე სვლის შეფერხებას, მაგრამ მათი ერთსულოვან ხმაური მქუხარედ გვრგვინავს და ადმინისტრაცია იძულებულია განზე გადგეს. გზაში რიგდება პლაკატები შემდეგი წარწერით: „ ტფილისის სტუდენტობა ღრმა მწუხარებას უცხადებს პროფ. შალვა ნუცუბიძეს!“ „სტუდენტობა იმედს გამოთქვამს, რომ. დამფუძნებელი კრება დაიცავს თავის პრესტიჟს და თვის წრიდან გააძევებს ველური საქციელის ჩამდენს.
დამფუძნებელ კრებასთან
დემონსტრაცია ჩერდება სასახლის წინ. სასახლის აივანზე დეპუტატები გამოდიან.
აქ სიტყვას ამბობენ: დ.გელოვანი, ვ.მხეიძე, ჩიქობავა, თანაუგრძნობენ სტუდენტობას და იმედს გამოთქვამენ, რომ დამფუძნებელი კრება სათანადოდ დაიცავს თავის ღირსებას. დემონსტრაციას მხურვალე სიტყვით მიმართავს დამფ. კრების წევრი შალვა მესხიშვილი და სტუდენტობას ერის სინდისს უწოდებს.
დემონსტრაცია კვლავ ისმენს სახ.უნივერსიტეტის კრების მიღებულ რეზოლუციას . ამის შემდეგ ლაპარაკობს დამფ.კრების პრეზიდიუმის სახელით ალ.ლომთათიძე. იგი აღნიშნავს, რომ დამფუძნებელი კრება დაიცავს თავის პრესტიჟს და შესაფერის მსჯავრს დასდებს ამ სამარცხვინო ინციდენტის ჩამდენს. დასასრულს ილაპარაკა დეპ. ნინიძემ. მან სიამოვნება გამოსთქვა იმის გამო, რომ ახალგაზრდობა ისეთ სიფხიზლეს იჩენს დამფუძნებელ კრების და დეპუტატის ღირსების დაცვის საქმეში,
ასე გათავდა ქართველი სტუდენტების დიდი დემონსტრაცია, რომლის მსგავსი ტფილისს ჯერ არ უნახავს და რომელიც საისტორიო მნიშვნელობის დღედ დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში“.
სახალხო საქმე, 1921, N1044. გვ.2
6 თებერვალი
გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „ყოფილი სტუდენტის საპასუხოდ“
„ერთობის“ ნომერში ვინმე „ყოფილი სტუდენტი“ უშვერად ლანძღავდა ჩვენს სტუდენტობას იმ პროტესტისათვის, რომელიც მათ განაცხადეს ჩხიკვიშვილის ველურობის წინააღმდეგ. ყოფილი გონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი სიამოვნებით აღნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ასე ფხიზლად იცავს მოქალაქის, თავისი პროფესორის და დეპუტატის ღირსებას და პიროვნებას და ასე გაბედულად ჰგმობს ველურობას. ვინმე „ყოფილი“ ამას „რევოლუციის წინააღმდეგობას“ უწოდებს და მიკვირს, როგორ შეიძლება ასე გამასხარავება რევოლუციისა“.
დაგვილოცნია „ერთობისათვის“ ასეთი „რევოლუციური აქტები“ და ზემოჩამოთვლილი „რევოლუციონერები“ რაც შეეხება სტუდენტებს, ბარაქალა მათ, რომ არ შეუშინდნენ სოციალ-დემოკრატიულ „დამსჯელ რაზმებს“, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რისხვას და თავისი გულისწყრომა აშკარად გამოსთქვეს.
სახალხო საქმე, 1921, N1046, გვ.2
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში ეკონომიკის დარგის სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
სახალხო საქმე, 1921, N1049, გვ. 4
8 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა კოოპერატივში იყიდება წევრებზე შეკერილი კოსტიუმები ხელმისაწვდომ ფასებში.
სახალხო საქმე, 1921, N1051, გვ.2
13 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით: „ეკონომისტ სტუდენტთა კრება“.
„ხუთშაბათს თებერვლის 10-ს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ამავე უნივერსიტეტის ყველა სემესტრის ეკონომისტ სტუდენტთა საერთო კრება. კრების საგანს შეადგენდა ეკონომიკური დარგის სტუდენტთა წესდების განხილვა და დარგის გამგეობის არჩევნები. კრებამ ზოგადად განიხილა და მიიღო წარმოდგენილი პროექტი წესდებისა და აირჩია გამგეობა და სარევიზიო კომისია. გამგეობის ვალდებულება არის ხელმძღვანელობა გაუწიოს დარგს აკადემიურ და სხვა მუშაობებში. გამგეობაში არჩეულ იქნენ გ. გოკიელის ასული, ვლ. ანთელავა, ვ. მხეიძე, გ.გიორგაძე და ნიკოლაიშვილი; ხოლო სარევიზიო კომისიაში: პ.ბეშკეკნაძე, ვ.ჯაში და გვასალია.
სახალხო საქმე, 1921, N1052, გვ.4
14 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა ოთხშაბათს თებერვლის 16-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა საერთო კრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
სახალხო საქმე, 1921, N1053, გვ.4
16 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა საერთო კრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
სახალხო საქმე, 1921,N1054, გვ.4
22 თებერვალი
ნეკროლოგი უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N41 , გვ. 1
ნეკროლოგი მოხალისე ჯარისკაცის სტუდენტ ნიკოლოზ კალანდარიშვილის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N41 , გვ. 1
23 თებერვალი
ნეკროლოგი უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N42 , გვ. 1
საქართველოს რესპუბლიკა, 1921, N41, გვ. 3
გამოქვეყნდა ტ. ტაბიძის წერილი მარო მაყაშვილს.
საქართველო, 1921, N42 , გვ. 1
ნეკროლოგი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის პალიკო ბეშკენაძის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N41 , გვ. 1
წყარო: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა, 1918–1921", თსუ გამომცემლობა, 2021