1920
იანვარი
10 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „ქართველი სტუდენტი“, რომელშიც 26 იანვარს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით საღამოს მოწყობასა და ჟურნალს „საქართველოს სტუდენტი“ გამოცემაზეა საუბარი.
ერთობა, 1920, №6, გვ. 3
11 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“.
ერთობა, 1920, №7, გვ. 3
საქართველო, 1920, №7, გვ. 1
13 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, რომლისთვისაც წერილების, მოგონებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას თხოვს ამხანაგებს.
საქართველო, 1920, №8, გვ. 1
გამოქვეყნდა წერილი უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის მიერ 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად საქართველოს დაბა-ქალაქებში ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №8, გვ. 3
14 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა - უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, რომლისთვისაც წერილების, მოგონებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას თხოვს ამხანაგებს.
საქართველო, 1920, №9, გვ. 1
გამოქვეყნდა სტუდენტთა კავშირის მოწოდება დაბა-ქალაქებისადმი.
ერთობა, 1920, №9, გვ. 4
15 იანვარი
უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, რომლისთვისაც წერილების, მოგონებებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას თხოვს ამხანაგებს.
საქართველო, 1920, №10, გვ. 1
გამოქვეყნდა უნივერსიტეტში სტუდენტთა კავშირის გამგეობის მოწოდება 26 იანვრის, უნივერსიტეტის გახსნის დღის აღნიშვნა საქართველოს დაბა-ქალაქებშიც. ასევე, უნივერსიტეტის დასახმარებლად თანხების მოძიებაზე ზრუნვა.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №10, გვ. 3
21 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავად გამოსცემს ჟურნალს „ქართველი სტუდენტი“, ამავე დროს დაბა-ქალაქებში აღნიშნავს ამ დღეს.
საქართველო, 1920, №14, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სექტემბრიდან სწავლების გადასახადი უნივერსიტეტში 300 მანეთამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №14, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა ინიციატივით გაიმართება ტიტე მარგველაშვილის ლექცია ჯერ თბილისში, მერე რეგიონებში.
საქართველო, 1920, №14, გვ. 3
24 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა 26 იანვარს „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებში სხვადასხვა აქტივობების შესახებ.
საქართველო, 1920, №17, გვ. 3
გამოქვეყნდა ანონსი 26 სექტემბერს, არტისტული საზოგადოების დარბაზში უნივერსიტეტის „სტუდენტთა დღის“ აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ.
საქართველო, 1920, №18, გვ. 2
25 იანვარი
გამოქვეყნდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილი „ქართველ სტუდენტის დღე“.
საქართველო, 1920, №18, გვ. 2
27 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა, განათლების მინისტრის განკარგულებით 26 იანვარს, სტუდენტთა დღის გამო ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შეწყვეტასთანდაკავშირებით.
საქართველო, 1920, №19, გვ. 2
გამოქვეყნდა ცნობა ქალაქის გამგეობამ სტუდენტთა დღის გასართობი საღამოები გაათავისუფლა 2/3 გადასახადისაგან.
საქართველო, 1920, №19, გვ. 2
გამოქვეყნდა წერილი „ქართული უნივერსიტეტის ორი წლის თავი“.
ერთობა, 1920, №19, გვ. 1
28 იანვარი
გამოქვეყნდა ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიუმის, მეცნიერ-ხელმძღვანელთა და ლექტორების შემადგენლობა.
ალიონი, 1920, №7, გვ. 3-4
30 იანვარი
გამოქვეყნდა ანონსი 31 იანვარს უნივერსიტეტში სამეურნეო დარგის სტუდენტთა კრების გამართვასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №21, გვ. 2
თებერვალი
5 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა დღეს უნივერსიტეტის დახმარებით თბილისში 120 000 მანეთი შემოვიდა.
საქართველო, 1920, №25, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა დღედან შემოსული თანხებიდან სტუდენტთა კავშირის გამგეობამ კოოპერატივის წლიურ საბრუნავ თანხად 70 000 მანეთი გადადო, ხოლო სასადილოსათვის 30 000.
საქართველო, 1920, №25, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ქალაქის გამგეობამ სტუდენტთა სასადილოს ნისიად გადასცა სურსათ-სანოვაგე. ამან ხალხის სიმრავლე გამოიწვია და დიდად გაიზარდა მოსადილეთა რიცხვი.
საქართველო, 1920, №25, გვ. 3
11 თებერვალი
გამოქვეყნდა შ. გაჩეჩილაძის წერილი „სალამი ქართულ უნივერსიტეტს“.
ალიონი, 1920, №11, გვ. 3
13 თებერვალი
გამოქვეყნდა ანონსი კვირას 15 საათზე დანიშნულია ყველა ფაკულტეტის ეროვნულ-დემოკრატთა სტუდენტთა კრება.
საქართველო, 1920, №32, გვ. 3
18 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა თბილისის უნივერსიტეტის მოამბის №1 დაბეჭდვის შესახებ, რომელშიც ი. ყიფშიძის, შ. ნუცუბიძის, კ. კეკელიძის, დ. უზნაძის, ა. შანიძის, ს. ავალიანის, ე. თაყაიშვილის წერილებია მოთავსებული.
საქართველო, 1920, №36, გვ. 3
20 თებერვალი
22 ივნისს 10 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობა სტუდენტთა საერთო კრებას იწვევს.
სახალხო საქმე, 1920, №758, გვ. 1
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №40, გვ. 2
20 თებერვალი
22 ივნისს 10 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობა სტუდენტთა საერთო კრებას იწვევს.
სახალხო საქმე, 1920, №758, გვ. 1
სტუდენტთა დღის სალიკვიდაციო კომისია დაბეჯითებით სთხოვს იმ პროვინციების კომისიებს, რომელთაც თავის დაბაქალაქში მოაწყვეს იანვრის 26 დღესასწაული და დღემდე ანგარიში არ გამოუგზავნიათ - დააჩქარონ მისი გამოგზავნა, რათა შესაძლებელი გახდეს საბოლოოდ ანგარიშების დამთავრება და მათი დაბეჭდვა გაზეთებში.
სახალხო საქმე, 1920, №758, გვ. 1
21 თებერვალი
22 ივნისს 10 საათზე უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობა სტუდენტთა საერთო კრებას იწვევს.
სახალხო საქმე, 1920, №759, გვ. 1
24 თებერვალი
სტუდენტთა საერთო კრებამ დამხმარე კომიტეტს მედიკამენტებთან ერთად 10 000 მანეთი შესწირა და დახმარება შესთავაზა სტუდენტების სახით.
სახალხო საქმე, 1920, №761, გვ. 3
22 თებერვალს უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტ მსმენელთა საერთო კრება. განიხილეს საკითხი, რომელიც შეეხებოდა კავშირის გამგეობისა და სარევიზიო კომისიების არჩევნებს, ასევე წლიურ ანგარიშებს და სხვ. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ბარნაბიშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №761, გვ. 4
26 თებერვალი
საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო ფაკულტეტის სოც. ფედერალისტთა სტუდენტთა კრება ჩატარდება 26 თებერვალს ლექციების შემდეგ.
სხვა ფაკულტეტის სოც. ფედერალისტთა კრება დაინიშნა 27 თებერვალს. 29 თებერვალს კი ჩაინიშნა სტუდენტ-მსმენელთა საერთო კრება, რომელიც აირჩევს ახალ გამგეობას.
სახალხო საქმე, 1920, №763, გვ. 4
27 თებერვალი
29 თებერვალს დაინიშნა სტუდენტ-მსმენელთა საერთო კრება. აღნიშნულ კრებაზე ჩატარდება არჩევნები, რომლითაც აირჩევენ ახალ გამგეობას.
სახალხო საქმე, 1920, №764, გვ. 4
28 თებერვალი
29 თებერვალს ჩატარდება სტუდენტთა საერთო კრება ახალი გამგეობის ასარჩევად.
სახალხო საქმე, 1920, №765, გვ. 4
29 თებერვალი
29 თებერვალს 11:00 საათზე სასამართლო დაწესებულებათა შენობაში დანიშნულია სტუდენტ-იურისტთა კრება.
სახალხო საქმე, 1920, №766, გვ. 4
29 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება უნივერსიტეტის სტუდენტ-მსმენელთა საერთო კრება. დღის წესრიგია: 1. გამგეობის მოხსენება 2. სარევიზიო კომისიის მოხსენება 3. წესდების მუხლების შეცვლა 4. გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები.
სახალხო საქმე, 1920, №766, გვ. 4
გამოქვეყნდა ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა ს. დანელიას წერილი „ბიბლიოგრაფია: ტფ. უნივერსიტეტის მოამბე, წ.1., ნაშრომში ტფილისის უნივერსიტეტის შრომების დაბეჭდვის მნიშვნელობაზეა საუბარი.
განათლება, 1920, №2-3, თებერვალი
მარტი
4 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ფედერალისტ სტუდენტთა მთავარი ბიუროს სხდომა დაინიშნა პარასკევს 5 მარტს, პირველ აუდიტორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №769, გვ. 4
6 მარტი
გამოქვეყნდა ლორდი კერზონის წერილში ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამიერკავკასიის სხვა უნივერიტეტების შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №771, გვ. 3
7 მარტი
დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება სტუდენტთა საერთო კრება. დღის წესრიგშია გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები. ამ დღეს ჩვენი სტუდენტების თვალწინ გადაიშლება მთელი მოღვაწეობა გამგეობისა. უნდა სიმართლე ითქვას, ბევრი რამ გაკეთდა ამ წელიწადს. გაიხსნა სტუდენტთა სასადილო, მოეწყო იაფფასიანი ბინები, გაიხსნა სტუდენტთა კოოპერატივი „ჩვენი ოჯახი“ და მოწყობილ იქმნა „სტუდენტთა დღე“, რომლის შემოსავალიც 300 000 მანეთს უდრის.
სახალხო საქმე, 1920, №772, გვ. 3
9 მარტი
გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატთა სტუდენტთათვის მოწოდება ეროვნულ დემოკრატთა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრაქციის გამგეობისაგან არჩევნებზე მისვლასთან და ხმა №2 მიცემასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №52, გვ. 3.
11 მარტი
7-9 მარტს ჩატარდა სტუდენტთა კავშირის გამგეობის არჩევნები. მონაწილეობა მიიღო ხუთმა ორგანიზაციამ. ჯამში 934-მა სტუდენტმა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: სოციალ-დემოკრატები - 230 ხმა და შეძლეს 6 კაცის გაყვანა; ნაციონალ-დემოკრატებმა - 211 ხმა, გაიყვანეს 6 კაცი; სოციალისტ-ფედერალისტები - 468 ხმა, გაიყვანეს 13 კაცი; მაშვრალები - 16 ხმა, ნაციონალისტები - 9 ხმა.
გამგეობა 25 კაცისაგან შედგებოდა, მათგან აირჩიეს სარევიზიო კომისია, რომელშიც 3 სოციალისტ-ფედერალისტია.
სახალხო საქმე, 1920, №775, გვ. 3
დღეს გაიმართება სოციალისტ-ფედერალისტთა დროებითი ბიუროს, ახლადარჩეული გამგეობისა და სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის შეერთებული სხდომა.
სახალხო საქმე, 1920, №775, გვ. 3
12 მარტი
7 მარტს, კვირას, გაიმართა სტუდენტთა წლიური კრება, რომელიც ჩატარდა დერეფანში, რადგან უამრავი ხალხი დაესწრო. „კრება გახსნა თავმჯდომარე შალვა კიკნაძემ და მას მოუწოდა თავმჯდომარის არჩევა. თავმჯდომარედ აირჩიეს ვიქტორ მხეიძე, ხოლო მდივნებად სხვა პარტიის წარმომადგენლები: პალადი ჩხიკვაძე და მ.ერისთავი.კრებამ პატივი მიაგო ვარლა მგელოვანის ხსოვნას.წაიკითხეს დღის წესრიგი, რომელიც შეეხება: გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებებს, არჩევნებს და სხვ. მაშვრალებმა შემოიტანეს დატყვევებული სტუდენტ-ბოლშევიკების საკითხი.გამგეობის ქმედებების შესახებ განაცხადა შალვა კიკნაძემ და მის დეფექტებზეც ისაუბრა (გამგეობამ სტუდენტებს შეუქმნა სასადილო, უფასო ბინები და სხვ).მოხსენება წაიკითხა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ძიძიგურმა და გამგეობის ბუღალტერია სხვადასხვა შეცდომაში დაადანაშაულა. ოპოზიციიდან აქტიურობდა ვეშაპელის წარმომადგენელი პროკოფი ნემსაძე.
გამგეობის საქმიანობა ასევე შეაფასა სოც-ფედერალისტმა ალ. ინაშვილმა და უკმაყოფილება გამოთქვა საზოგადოების მიმართ, რადგან მას სტუდენტების მიმართ არანაირი რწმენა არ გააჩნია.კრებამ ასევე მიიღო რეზოლუცია დაპატიმრებული ბოლშევიკი სტუდენტების შესახებ და გადაწყდა დეპეშის გაგზავნა ლორდი კერზონის-ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერისადმი, რადგან სალამი გადაეცათ ინგლისელ სტუდენტებისათვის. ისაუბრეს ასევე წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ“.
სახალხო საქმე, 1920, №776, გვ. 3
12 მარტი
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ მსმენელთა კავშირის გამგეობა სასადილოში იწვევს ახალი გამგეობის წევრებს ანგარიშის ჩასაბარებლად.
საქართველო, 1920, №55, გვ. 3
14 მარტი
ახალი გამგეობის სხდომა დანიშნულია 14 მარტს, სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, №777, გვ. 2
სოც-ფედერალისტთა სარევიზიო კომისია კვირას იწვევს ამხანაგთა საერთო კრებას. განსახილველია შემდეგი საკითხები: გადამდგარი ბიუროს მოხსენება, სარევიზიო კომისიის მოხსენება, ახალი ბიუროს არჩევნები, ვ.კოტეტიშვილის მოხსენება. კრება შედგება პირველ აუდიტორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №777, გვ. 3
16 მარტი
14 მარტს სოც-ფედერალისტთა კრება გაიმართა. ანგარიში უნდა ჩაებარებინათ ძველი გამგეობის გარდა ახალი აერჩიათ.გამგეობამ სამი თვის განმავლობაში დააარსა პარტიული სამეცნიერო წრე, რომელსაც პარტიული ამხანაგები ხელმძღვანელობენ დღემდე. ფაკულტეტის გამგეობები ხელმძღვანელობდნენ ჩვენს ფრაქციას სტუდენტთა გამგეობაში.კრებამ სარევიზიო კომისიის მოხსენება მოისმინა, მადლობა გადაუხადა გამგეობის წევრებს ერთგული მუშაობისათვის.
სახალხო საქმე, 1920, №779, გვ. 3
18 მარტი
სტუდენტთა კოოპერატივი მდებარეობს პლეხანოვის №91. აქ იყიდება პაპიროსი, ტყავი, კარტოფილი. მიეცემათ მხოლოდ სტუდენტ-წევრებს. მაღაზია მუშაობს 2-დან 7საათამდე.
სახალხო საქმე, 1920, №781, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა ხუთშაბათს საღამოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და მსმენელთა კრების დანიშვნის შესახებ ბათუმის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №59, გვ. 3
19 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა მოუწოდებს სტუდენტებს - 19 მარტს თავი მოიყარონ უნივერსიტეტის მთავარ დარბაზში, კრების საკითხი ბათუმს შეეხება.
სახალხო საქმე, 1920, №782, გვ. 3
25 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი აცხადებს კონკურს სამეურნეო ეტიმოლოგიის კათედრასთან სამეცნიერო მოღვაწეებისათვის მოსამზადებელ სტიპენდიას. სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ განცხადებითა და curriculum vitae-თი სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს ბ.უვაროვს.
სახალხო საქმე, 1920, №786, გვ. 1
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა აცხადებს, რომ მედიცინის ფაკულტეტზე რამდენიმე ადგილი გათავისუფლდა. ჰისტოლოგიის, ფარმაკოლოგიის,საზოგადო პათოლოგიის, სამშობიარო-საგინეკოლოგიო კლინიკა და სხვ. დაინტერესებულმა პირებმა 15 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ Curriculum vitae. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ტომის შესაფერისად მომზადებულ პირებს.
სახალხო საქმე, 1920, №786, გვ. 1
გამოქვეყნდა ვარლამ ძიძიგურის წერილი პ.ნემსაძის კრიტიკული ნაშრომის შესახებ.
გაზეთ„კლდის“ნომერში მოთავსებულია სტუდენტ პროკოფი ნემსაძის ეპისტოლე. იგი აკრიტიკებს სტუდენტთა კავშირის ყოფილ გამგეობასა და ფრაქციებს,იმოწმებს სარევიზიო კომისიას.თუმცა ვ. ძიძიგური, როგორც სარევიზიო ჯგუფის თავმჯდომარე, უპირისპირდება მას დაცდილობს გამგეობის სასიკეთო საქმეების შეხსენებას.
სახალხო საქმე, 1920, №786, გვ. 4
28 მარტი
18:00სთ-ზე ბოტანიკის აუდიტორიაში აგრონომ ბუნებისმეტყველ სტუდენტთა წრეში პროფესორი ს. ნავაშინი წაიკითხავს ლექციას„ადამიანის სული და ბუნება“.
სახალხო საქმე, 1920, №789, გვ.2
პროფესორი ა.ნათიშვილი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პარასკევობით დილის ცხრიდან თერთმეტ საათამდე გაიმართება ლექცია„ადამიანის ნორმალურ ანატომიაზე“, დასწრება სავალდებულოა.
სახალხო საქმე, 1920, №789, გვ.2
30 მარტი
ფიზიკა-მათემატიკური დარგის გამგეობის თაოსნობოთ 1 აპრილს, 7სთ-ზე გაიმართება მათემატიკოსების კრება, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: გამგეობის მოხსენება, სამეცნიერო დამთარგმნელ-გამომცემელი წრის დაარსება და სხვ.
სახალხო საქმე, 1920, №790, გვ.4
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა განათლების მინისტრს, რათა სტუდენტებს რკინიგზის ბილეთები შეღავათიან ფასებში დაეთმოთ.
სახალხო საქმე, 1920, № 790, გვ. 4
ამავე გამგეობამ მიმართა პროფესორთა საბჭოს, რომ უნივერსიტეტის მიერ იქნას დაქირავებული ექიმი და შეძენილი მედიკამენტები ავადმყოფ სტუდენტებს უფასოდ დაურიგონ.
სახალხო საქმე, 1920, № 790, გვ. 4
31 მარტი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის სამივე კურსის სტუდენტთა საერთო კრება, რომელიც 1 აპრილს გაიმართება.
სახალხო საქმე, 1920, №791, გვ. 2
აპრილი
1 აპრილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამდივნო-მწიგნობრის მოსამსახურენი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მათ-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი ელენე სვიმონის ასული კლდიაშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №792, გვ. 1
2 აპრილი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა სამეცნიერო წრეში გაიმართება კამათი პავლე აბულაძის რეფერატის შესახებ„ტომას მორი და მისიუტოპია“.
სახალხო საქმე, 1920, №793, გვ. 3
7 აპრილი
3 აპრილს გაიმართა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა კრება, პარტიული გეზის შესახებ. შემდეგ სოც-ფედერალისტთა სტუდენტების მთავარი გამგეობის არჩევნები ჩატარდა. შევიდნენ: შ.ასათიანი, გ.კიკნაძე, ვ. მხეიძე, ა. ბურჭულაძე, თ.საყვარელიძე.
კანდიდატებად გამგეობაში წარდგენილნი არიან: ვ.ცერცვაძე და ვ.ეგნატიშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №797, გვ. 3
გამოქვეყნდა სახელმწიფო გამოცდების კომისიის განცხადება 1920 წლის მისაღები გამოცდებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №78, გვ. 2
9 აპრილი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველ და აგრონომ სტუდენტთა სამეცნიერო წრის თაოსნობით იმართება ექსკურსია ბათუმში 10-13 აპრილს. მსურველთა ჩაწერა შესაძლებელია ქ-ნ ჭრელაშვილთან ელისაბედის 21-ში და ბ-ნ გურგენიძესთან ტფილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №798, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს სხდომა დანიშნულია 15 აპრილს პარტიული ბიუროს დარბაზში. სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტეხნიკუმისა და ამიერკავკასიის პარტიულ გამგეობების ვალდებულებაა მუდმივი თითო წარმომადგენლის გამოგზავნა.
სახალხო საქმე, 1920, №798, გვ. 3
10 აპრილი
სიბრძნისმეტყველების ან ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ. 1) სახელმწიფო გამოცდების კომისია აცხადებს, რომ სახალხო სამინისტროს დადგენილებით, მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებში სახელმწიფო გამოცდები დაიწყება, მსურველებს შეუძლიათ, მაისის 10-მდე, სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კომისიის თავმჯდომარის სახელობაზე თხოვნა შეიტანონ (სირძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის მწარმოებელთან დილის 9 საათიდან 2) თხოვნას უნდა ჰქონდეს: ა) მოწმობა რომელსამე უნივერსიტეტში 8 სემესტრის მოსმენის შესახებ, ბ) მოწმობა უნივერსიტეტში შესწავლილ საგნებში გამოცდების შესახებ, და გ) 250 მანეთი. ვისაც 8 სემესტრი გავლილი არ აქვს სახელმწიფო გამოცდების დაჭერა სურს, იმან თავისი საქმის გამოსარკვევად უნდა მიმართოს ან სახელმწიფო გამოცდების კომისიის თავმჯდომარეს პროფ. ივანე ჯავახიშვილს, ან კომისიის მდივან გ. ნათაძეს.
სახალხო საქმე, 1920, №798, გვ. 4
14 აპრილი
გამოქვეყნდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის წერილი:
„სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობას ამ წერილით სურს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ პირსა და დაწესებულებებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 26 იანვარს გამართულ უნივერსიტეტის დღესასწაულში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ.რამიშვილისა და ო.სვანიშვილის წვლილი, მათ თავის თავზე აიღეს საზოგადოების დარბაზში საღამოს მოწყობა. ტფილისის ქალაქის თავმა ბენია ჩხიკვიშვილმა დიდიდახმარება აღმოუჩინა სტუდენტებს.
პროფ. შ.ნუცუბიძემ სიტყვა წარმოთქვა ხოლო დ.უზნაძემ კი თანხმობა განაცხადა ქუთაისში წასვლის შესახებ. პროფესორებმა აკ.შანიძემ, გ.ახვლედიანმა და ა.რაზმაძემ ნაშრომები შემოწირეს უნივერსიტეტს.
ასევე მადლობას უხდიან ადგილობრივ კომისიებსა და პროვინციებს, რომლებმაც დიდი მატერიალური დახმარება აღმოუჩინეს უნივერსიტეტს“.
სახალხო საქმე, 1920, №800, გვ. 4
15 აპრილი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტისთვის თანხის შემომწირველების შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №801, გვ. 4
17 აპრილი
20 აპრილს დანიშნულია სამეურნეო კურსის მსმენელთა კრება.
სახალხო საქმე, 1920, №803, გვ. 3
23 აპრილს დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა ბიუროს სხდომა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს პოლიტეხნიკუმს, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პარტიულ გამგეობებს და ფრაქციის წარმომადგენლებს ევალებათ დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, №803, გვ. 3
22 აპრილი
23 აპრილს დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა ბიუროს სხდომა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს პოლიტეხნიკუმს, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პარტიულ გამგეობებს და ფრაქციის წარმომადგენლებს ევალებათ დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ.3
სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ისტორიის კათედრაზე მიწვეულია პროფესორ ბეცოლდის მოწაფე მიხეილ წერეთელი.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ. 3
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დადგენილებით მოკლეხანში დასრულდება თხოვნების მიღება სახელმწიფო გამოცდებისათვის, რომელიც დაიწყება მაისის პირველ რიცხვებში.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ. 3
23 აპრილს დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა ბიუროს სხდომა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს პოლიტეხნიკუმს, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პარტიულ გამგეობებს და ფრაქციის წარმომადგენლებს ევალებათ დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, №808, გვ. 3
24 აპრილი
25 აპრილს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობა იწვევს ამავე უნივერსიტეტში არსებულ პოლიტიკური პარტიების მთავარ ბიუროებს, ფაკულტეტებს და სტუდენტთა სამეცნიერო წრეების გამგეობებს. განსახილველია„უნივერსიტეტის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები“.
სახალხო საქმე, 1920, №811, გვ. 3
სტუდენტ სოც-ფედ. სამეცნიერო წრეში დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე აუდიტორიაში შედგება სამეცნიერო წრის სხდომა. ვიქტორ მხეიძე გააკეთებს მოხსენებას.
სახალხო საქმე, 1920, №811, გვ. 3
ვიქტორ მხეიძის მოხსენების შემდეგ დანიშნულია სოც.ფედერალისტ სტუდენტების მთავარი ბიუროსსასწრაფო კრება.
სახალხო საქმე, 1920, №811, გვ. 3
25 აპრილი
გამოქვეყნდა სახელმწიფო გამოცდების კომისიის განცხადება 1920 წლის მისაღები გამოცდებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №91, გვ. 3
26 აპრილი
28 აპრილს გაიმართება სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტთა კრება მინიმუმ-მაქსიმუმის შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №812, გვ. 3
სტუდენტთა კოოპერატივმა პლეხანოვის პროსპექტ №91-ში მიიღო უნივერსიტეტის გამოცემები. შ.ნუცუბიძის „ფილოსოფიის შესავალი“და „ლოღიკა“, ა.რაზმაძის „მათემატიკური ანალიზი“, გ.ახვლედიანის „ენათმეცნიერება“.
სახალხო საქმე, 1920, №812, გვ. 3
„სიბრძნის მეტყველებისა და ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსმიმდინარე წლის ათ მაისამდე ევალებათ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კომიისიის თავმჯდომარის სახელზე თხოვნა შეიტანონ სახელმწიფო გამოცდებისათვის,თან უნდა დაურთონ მოწმობა რომელიმე უნივერსიტეტის 8 სემესტრის მოსმენის შესახებ და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად 250 მანეთი.რვა სემესტრის დასრულების გარეშე გამოცდაზე გასვლის შესახებ მიმართეთ პროფ. ივ.ჯავახიშვილს ანკომისიის მდივანს“.
სახალხო საქმე, 1920, №812, გვ. 3
30 აპრილი
გამოქვეყნდა წერილი გაჭირვებულ სტუდენტთა დასახმარებლად:
„ქართველი სტუდენტობა შავდღეშია, მუშაობის შემდეგ ყველაფრისაგან დაღლილები ხარისხიანად ლექციების მოსმენას და დავალების შესრულებას ვერახერხებენ, ისინი ამთავრებენ უნივერსიტეტს, თუმცა მათი ცოდნა არც ისეთი სახარბიელოა, ის ვერ გამოადგებათ თვითონ მათ და ვერც ჩვენს საკუთარ ქვეყანას, ამიტომ ჩვენი აზრით მთავრობამ უნდა მოუწოდოს ყველა სამაზროერობას და ქალაქის თვითმართველობას, რომ თავიანთ თავზე აიღონ ასეთისტუდენტების შენახვა. აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულება და კერძო პირებმა შეძლებისდაგვარად უნდა შეიტანონ წვლილი ამ საერთო საქმეში“.
სახალხო საქმე, 1920, №814, გვ. 3
გამოქვეყნდა ჟურნალი, რომელშიც დაიბეჭდა ს. დანელიას წერილი „ბიბლიოგრაფია: ტფ. უნივერსიტეტის მოამბე, წ.1., ნაშრომში ტფილისის უნივერსიტეტის შრომების დაბეჭდვის მნიშვნელობაზეა საუბარი, ასევე განხილულია შ. ნუცუბიძის სტატია.
განათლება, 1920, №2-3, თებერვალი
მაისი
5 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა გაწვეული სტუდენტი ვალდებულია ორ დღეში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის უფროსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პასუხისგებაში იქნება მიცემული და უნივერსიტეტიდანაც გაირიცხება.
სახალხო საქმე, 1920, №817, გვ. 3
6 მაისი
მაისის 16-ს საღამოს 7 საათზე დანიშნულია გაგრძელება კამათისა „უნივერსიტეტის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების“ შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №818, გვ. 4
8 მაისი
9 მაისს დანიშნულია სტუდენტთა არაჩვეულებრივი საერთო კრება: „მომენტი და ქართველი სტუდენტობა“.
სახალხო საქმე, 1920, №820, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძე ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას. მისი ოპონენტები არიან ივ.ჯავახიშვილი და გ.ახვლედიანი.
სახალხო საქმე, 1920, №820, გვ. 3
9 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალისტ-ფედერალისტ სტუდენტთა მთავარი ბიურო მოუწოდებსამხანაგებს, რათა ყოველ წუთს მზად იყვნენ სამშობლოს დასაცავად.
სახალხო საქმე, 1920, №821, გვ. 3
11 მაისი
სტუდენტთა 95% განიცდის საშინელ მატერიალურსიდუხჭირეს, ამის აღმოსაფხვრელად მათ მუშაობა უწევთ და სწავლას ვერ ახერხებენ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი გვევლინება მხოლოდ „მოხელე ფუტლიარში“. ამიტომ დიდად ყურადსაღებია ბ-ნ ანტიოხის წინადადება რათა დაარსდეს„სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება“.
სახალხო საქმე, 1920, №822, გვ. 4
13 მაისი
გამოქვეყნდა წერილი სტუდენტების რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით:
„უკანასკნელ ჟამს ქართველმა საზოგადოებამ და პრესამ მიაქცია ყურადღება ქართველი სტუდენტების მდგომარეობას. გაზეთებში დაიბეჭდა წერილები დავ.კლდიაშვილისა, სიმ. ავალიანისა და სხვებისა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტობას მეტად არანორმალურ პირობებში უხდება სამეცნიერო მუშაობის ჩატარება. მატერიალური გაჭირვება მას აიძულებს გასწიროს სამეცადინო საათები, მაგრამ თავისუფალი დროც რომ ჰქონდეს, უნივერსიტეტში სიარული მაინც ბევრს ეძნელება, რადგან ან ფეხსაცმელი ან სხვა საჭირო ტანსაცმელი არ აქვს. სახელმძღვანელოზე ხომ მარტო ოცნება შეიძლება, ქართული თითქმის არ არის და თუ რუსულს იშოვნის თითო წიგნი 700-800 მანეთზე ნაკლები არ ღირს.
ქართველი საზოგადოება კი ბევრს მოელის ჩვენი სტუდენტობისაგან. ერობები ქალაქები, კოოპერატივები ციურმანანასავით ელოდებიან სხვა და სხვა დარგის სპეციალისტებს. დიდი საჭიროებაა ეკონომისტების, აგრონომების, ექიმების, პედაგოგების, იურისტების და სხვ. თუ ასეა,მაშ თვით სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ მეცნიერების შესწავლა მსურველებს თავისუფლად შეეძლოთ. ზოგნი გვირჩევენ „სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების“ დაარსებას. თუმცა კი ძნელია, რომ დღევანდელ პირობებში მეტად ძნელია საქველმოქმედო საზოგადოებამ ისეთი დახმარება აღმოუჩინოს სტუდენტობას, რომ მას შეეძლოს სამსახურის გარეშე ცხოვრება და მეცადინეობა, ვინაიდან დღეს თითო სტუდენტს დასჭირდება არა ნაკლებ 3000-4000 მან. თვეში. ჩვენი აზრით საჭიროა ამ საქმეში მთავრობის და დემოკრატიული ორგანიზაციათა ჩართვა. ამ დაწესებულებებმა უნდა იკისრონ სტუდენტთა განსაზღვრული რიცხის სრული შენახვა, მხოლოდ იმ პირობით, რომ უნივერსიტეტის გათავებისას სტუდენტები მოვალენი იქნებიან იმსახურონ იქ, სადაც ზემოდხსენებული ორგანიზაციები მუშაობს. ქართველი ახალგაზრდობა ნიჭიერია, თუმცა მათი ენერგია იხარჯება რომელიმე სასურსათო კომიტეტის ჩეკის და ორდერების წერაში
ვისაც სამშობლოს აყვავება უნდა, მიჰხედოს ამ ახალგაზრდობას, მიცეს მას გზა ფართო“.
სახალხო საქმე, 1920, №824, გვ. 3
15 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 მაისს პროფესორ მამანუილოვმა დაიწყო ლექციების კითხვა პოლიტიკური ეკონომიიდან.
სახალხო საქმე, 1920, №826, გვ. 3
სახელმწიფო უნიერსიტეტში 16 მაისს შედგება სტუდენტთა კოოპერატივის წევრთა საერთო საზოგადო საგანგებო კრება ხარჯ-აღრიცხვისა და მიმდინარე საკითხების შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №826, გვ.
20 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტი ცხოველთა ფიზიოლოგიური კათედრა აცხადებს ასისტენტების მიღებას. აუცილებელია curriculum vitae-ს წამოდგენა და პროფ. ი. ბერიკაშვილთან მოლაპარაკება.
სახალხო საქმე, 1920, №830, გვ. 1
23 მაისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს ბოტანიკის გამოცდები 29 მაისიდან ჩაუტარდებათ.
სახალხო საქმე, 1920, №832, გვ. 1
24 მაისს სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორი ნავაშინი წაიკითხავს ლექციებს.
სახალხო საქმე, 1920, №832, გვ. 3
25 მაისი
25 მაისსსახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სალიტერატურო წრის სტუდენტთა საერთო კრება.
სახალხო საქმე, 1920, №833, გვ. 3
26 მაისი
სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტებმა დღეს დილით 9სთ-ზე თავი უნდა მოიყარონ სტუდენტთა სასადილოში სოლოლაკის ქუჩაზე. წესრიგის დამცველები უნდა გამოცხადნენ 7სთ-ზე და სტადიონისაკენ გაემგზავრნონ რათა დაიცვან წესრიგი.
სახალხო საქმე, 1920, №834, გვ. 3
28 მაისი
28 მაისს 6 საათზე დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს, ფრაქციის, ფაკულტეტებისა დაპოლიტეხნიკუმ-ამიერკავასიის წარმომადგენელთა სხდომა.
სახალხო საქმე, 1920, №835, გვ. 3
ივნისი
3 ივნისი
„თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმოცენდა პირველი ქართული უნივერსიტეტი; მას აქვს ავტონომიური უფლებები. მის სათანადო ნიადაგზე დაყენებაში დაინტერესებულია არამარტო პროფესორები,არამედ მთელი ქართველი ერი, რომლის კულტურული განვითარება დამოკიდებულიაიმ მუშაკებზე, რომელთაც ეს უნივერსიტეტი აღზრდის.ქართველი სტუდენტობა ცხადია განზე ვერ გადგება უნივერსიტეტის სტრუქტურის შემუშავების დროს და ვერც სტუდენტურ ცხოვრებაში.სტუდენტთა წაარმომადგელობამ სთხოვა პროფესორთა საბჭოს, რომ შესულიყვნენ პროფესორთა საბჭოში სათათბირო ხმით, თუმცა უარი მიიღეს. ამ საკითხს აუცილებელია ყურადღება მიექცეს და საბოლოოდ გადაწყდეს პრობლემები პროფესორებსა და სტუდენტებს შორის“.
სახალხო საქმე, 1920, №840, გვ. 4
4 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საექსკურსიო წრის გამგეობა 6 ივნისს მართავს ექსსკურსიას თბილისის გარშემო გეოლოგიური მიზნით. სტუდენტები აუცილებლად უნდა გამოცხადნენ საქართველოს მუზეუმში (ლორის-მელიქოვის ქუჩა №10).
სახალხო საქმე, 1920, №841, გვ. 3
5 ივნისი
5 ივნისს იმართება სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროს მასწავლებელთა საერთო კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს უმცროს-მასწავლებელთა გამგეობა.
სახალხო საქმე, 1920, №842, გვ. 3
5 ივნისს იმართება სოც-ფედერალისტ სტუდენტთა მთავარი ბიუროს სხდომა. დასწრება სავალდებულოა.
სახალხო საქმე, 1920, №842, გვ. 3
9 ივნისი
9 ივნისს აგრონომ ბუნებისმეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო-საექსკურსიო წრის გამგეობა იწვევს წრის წევრთა საერთო კრებას ბოტანიკის აუდიტორიაში.
სახალხო საქმე, 1920, №845, გვ. 3
11 ივნისი
11 ივნისს 6 სთ-ზე ჩანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს სასწრაფოსხდომა.
სახალხო საქმე, 1920, №847, გვ. 3
15 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო დარგის მესამე კურსელები მიემგზავრებიან მუხრანის სახელმწიფო ბანაკში, რადგან გაიარონ სავალდებულო საზაფხულო ვარჯიში პროფ. გედევანიშვილისა და კ.ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. შემდეგ ისინი გაემგზავრებიან ბორჯომ-ბაკურიანში მეტყეობის შესასწავლად პროფესორ ქურდიანის მეთვალყურეობით.
სახალხო საქმე, 1920, №850, გვ. 3
19 ივნისი
19 ივნისს 8 სთ-ზე ბოტანიკის აუდიტორიაში აგრონომ ბუნების მეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო-საექსკურსიო წრის გამგეობა იწვევს საერთო კრებას, განსახილველია ექსკურსიის საკითხი და სხვ.
სახალხო საქმე, 1920, №854, გვ. 3
23 ივნისი
„სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის შემდეგ ორი წელი გავიდა, მისი მიზანია რესპუბლიკისათვის აღზრდა ნორჩი მამულიშვილების, რომელზედაც დამოკიდებულია ქვეყნის ბედ-იღბალი. თუმცა უნივერსიტეტის ეზოში სეირნობისას ხშირად მხვდებიან ჯგუფ-ჯგუფად სტუდენტები, რომლებიც რუსულად მეტყველებენ და მსჯელობენ. ორ წელზე მეტი გავიდა რაც რუსეთის მძიმე ბორკილებისაგან ვიხსენით თავი. ამ ხნის მანძილზე უნდა მოვსპოთ ძველი მემკვიდრეობა ქართული უნივერსიტეტის კედლებში. მეტი სიყვარულით უნდა მოვეკიდოთ ქართულ ენას და ჩვენს საზოგადოებაში ფართო სარბიელი მივცეთ“.
სახალხო საქმე, 1920, №857, გვ. 4
25 ივნისი
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველობისა და აგრონომიის კათედრა აწყობს სტუდენტურ სამეცნიერო ექსკურსიას. მისი ხელმძღვანელია ბოტანიკის კათედრის ასისტენტი ზ. ყანჩაველი. ჩაწერა უნივერსიტეტის გამგეობიდან.
სახალხო საქმე, 1920, №859, გვ. 3
ივლისი
4 ივლისი
5 ივლისს სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება ყველა კურსის სტუდენტთა საერთო კრება.
სახალხო საქმე, 1920, №867, გვ. 4
5 ივლისი
დღეს საღამოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სასადილოში დანიშნულია სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი ბიუროს სასწრაფო-საგანგებო სხდომა. ამხანაგებს ევალებათ უთოუდ მოვიდნენ აღნიშნული დროისათვის.
სახალხო საქმე, 1920, №868, გვ. 3
11 ივლისი
„პროფესორთა საბჭოს დადგენილებით სამათემატიკო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შემდეგი ადგილებია თავისუფალი.: მცენარეთა ფიზიოლოგიის და ანატომიის პროფესურების, ზოოლოგიის პროფესორისა და დოცენტის, საზოგადო მიწათმოქმედების პროფესურობისსასოფლოსამეურნეო ტექნოლოგიის-დოცენტობის და სხვ. მსურველებმა 15 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ curriculum vitae და შრომები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ყველა ტომის წარომადგენელს, სახელმწიფო ენის არ ცოდნის შემთხვევაში მან სამი წლის განმავლობაში უნდა შეითვისოს იგი, პროფესორებისათვის და დოცენტისათვის საჭიროა სამეცნიერო ხარისხი, ხოლო ლექტორობისათვის უმაღლესი განათლება, დაბეჭდილი ნამუშევარი და ორი ლექციის წაკითხვა“.
ერთობა, 1920, №154, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №872, გვ. 2
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე. თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
ერთობა, 1920, №154, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №872, გვ. 2
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №153, გვ. 1
15 ივლისი
გამოქვეყნდა სამსონ ფიცხალავს სტატია -„კიდევ სტუდენტებისთვის“.
სახალხო საქმე, 1920, №875, გვ. 1-2
16 ივლისი
გერმანიის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტთა მიღება იწყება. მათ შეუძლიათ გადასახადი გადაიხადონ გერმანიის ორჯერ მეტი ვალუტით, რათა გაუადვილდეთ სწავლის ხარჯების დაფარვა.
სახალხო საქმე, 1920, №876, გვ. 2
18 ივლისი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
ერთობა, 1920, №160, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №878, გვ. 1
20 ივლისი
გამოქვეყნდა ცნობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურნეო განყოფილების მესამე კურსის სტუდენტების სავალდებულო საზაფხულო ვარჯიშობიდან დაბრუნების შესახებ
ერთობა, 1920, №161, გვ. 3
25 ივლისი
გამოქვეყნდა ჯარისკაც დიტოს წერილი სტუდენტების ჯარში ყოფნის შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, №884, გვ. 3
27 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები დანიშნულია პირველი სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე. ლექციების კითხვა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და 30 დეკემბრამდე გასტანს. უნივერსიტეტის გამგეობამ მოიწვია ახალი პროფესორები ასირიულ კათედრაზე, მიხეილ წერეთელი და ა. ჯავახიშვილი.
სახალხო საქმე, 1920, №885, გვ. 2
დაიბეჭდა დ.კ-ს წერილი „ჩვენი უნივერსიტეტეის სტუდენტობა“, რომელშიც 26 მაისისა და 26 იანვრის მნიშვნელობაზეა საუბარი.
ერთობა, 1920, №167, გვ. 3-4
30 ივლისი
სახელმწიფო უნივერსიტეტი საექიმო ფაკულტეტს გადასცა ძველი საფერშლო სკოლა, სადაც ანატომიური ინსტიტუტი მოეწყო. მიღებულია ზომები გასტროლოგიური კათედრის დასაარსებლად.
სახალხო საქმე, 1920, №888, გვ. 3
31 ივლისი
პროფესორთა საბჭო აცხადებს, რომ ბუნებისმეტყველებისა და სამათემატიკო ფაკულტეტებზე შემდეგი კათედრებია თავისუფალი: მცენარეთა ფიზიოლოგიის, ანატომიის, ზოოლოგიის, კერძო მიწათმოქმედების და სხვ. ვისაც სურს შესაფერის კათედრაზე მოხვედრა აუცილებელია შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება. სახელმწიფო ენის არ მცოდნე პირებს შეეძლებათ თხოვნის გამოგზავნა იმ პირობით თუ სამ წელიწადში ისწავლიან ქართულ ენას.
სახალხო საქმე, 1920, №889, გვ. 3
აგვისტო
4 აგვისტო
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
ერთობა,1920, №174, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №892, გვ. 3
6 აგვისტო
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
სახალხო საქმე, 1920, №894, გვ. 1
ალ. მდივანის სტატია: „კიდევ ჩვენი სტუდენტობა“.
„ჩვენი ახალგაზრდობის ეკონომიკური მდგომარეობა სამართლიანად იწვევს საზოგადოების ყურადღებას. იგი ზედმეტად გართულებული და შემაძრწუნებელია. თუ ჩვენსხელთ არის საშუალება დავეხმაროთ ახალგაზრდობას,როცა ის ფრონტზეა და რესპუბლიკის სასიცოცხლო ინტერესებს იცავს, ჩვენი წმინდა მოვალეობაა მოვეხმაროთ მას არსებობისათვის ბრძოლაში. ნახევრად მშიერი, ნახევრად უბინაო, ჩაუცმელი, დაუხურავი, ცხოვრების ელემენტარული ჰიგიენურ პირობებს მოკლებული სტუდენტობა ყოველდღიური პურის პოვნას ანდომებს მთელ დროს, რომელიც მეცნიერულ შრომას უნდა მოახმაროს. დაჟინებით მოვუწოდებ მთავრობასა და საზოგადოებას,რომ მოაწყონ სტუდენტთა სახლები. ყოფილი პირველ ვაჟთა გიმნაზიის, ქალთა ინსტიტუტისა დ წმ.ნინოს სასწავლებლის პანსიონები სრულად საკმარისი იქნება ამ საქმის განხორციელებისათვის. საჭიროა შეიქმნას ღარიბ სტუდენტთა დახმარებს ფონდი, შესაძლებელია თითოელ სტუდენტზე დახარჯული თანხა სწსხად ჩაითალოს და მოგვიანებით იქნეს გადახდილი სტუნედტის მიერ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საქმისათვის დახარჯული მანეთი ასჯერ მეტ ღირებულებად დაუბრუნდება სახელმწიფოს. სტუდენტებისათვის დახარჯული თანხა არასოდეს იქნება ხალხის სიმდიდრის გაფლანგვა; პირიქით ეს გადაიქცევა ამ ქონების გასაძლიერებელ წყაროდ“.
სახალხო საქმე, 1920, №894, გვ. 1-2
10 აგვისტო
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თხოვნები მიიღება ყველა ფაკულტეტზე (სიბრძნისმეტყველების, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო). 20 ივლისიდან პირველ სექტემბამდე.თხოვნებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს: სიმწიფის,მეტრიკული, სამხედრო ბეგარასთან დამოკიდებულების ბეგარები,ერთი შემოწმებული ფოტოსურათი, სწავლის ფული 200 მანეთი. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა აღნიშნონ თხოვნაში თუ რომელ განყოფილებაზე სურთ. მიღებულთა სია 15 სექტემბრიდან გამოკრული იქნება უნივერსიტეტში.
სახალხო საქმე, 1920, №897, გვ. 1
11 აგვისტო
ლევ. ასათიანის სტატია სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
„ახალგაზრდა დაასრულებს თუ არა გიმნაზიაში სწავლას იგი მაშინვე სამსახურის მოძებნას იწყებს. საჯარო თუ კერძო სამსახურებში სტუდენტები ტყუილუბრალოდ კარგავენ დღეში 6 საათს. საქართველოში იშვიათია სტუდენტი,რომელიც არ მსახურობს და თავისი ჯიბით ცხოვრობს.საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება. 98% სტუდენტობისა აქ ღვთის ანაბარად არის მიგდებული. არადა სხვას ვის უნდა მივანდოთ რესპუბლიკის მომავალი ბედი. ჩვენ ვუცდით საზოგადოების გამოძახილს, ჩვენ ველით პასუხს, ხმის ამოღებას, რომელიც არ უნდა დაგვაგვიანდეს, თუ არ გინდათ დააგვიანოთ ერის კეთილ დღეობა“.
სახალხო საქმე, 1920, №898, გვ. 3
15 აგვისტო
გამოქვეყნდა შალვა ასათიანის სტატია „ჩვენი სტუდენტობა“.
„ახალი სასწავლო წელი ახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი სტუდენტების საქმე. მათ საშინელ ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. კერძო თუ საჯარო სამსახურებში სამუშაოს დასრულების შემდეგ სწავლასა და მეცადინეობას ვეღარ ახერხებენ, არადა ქართველი სტუდენტობა იარაღითაც კი იბრძვის სამშობლოს დასაცავად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მთავრობას იზრუნოს მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“.
სახალხო საქმე, 1920, №902, გვ. 3
17 აგვისტო
გამოქვეყნდა დ. კ-ის სტატია - „კიდევ სტუდენტობაზე“
„მესამე წელია მას შემდეგ რაც ქართველ ხალხს აუსრულდა ოცნება და დედაქალაქში დაარსდა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ქართულ დემოკრატიას აღეზარდა ცოდნით გამსჭვალული შვილები, თუმცა ესე არ მოხდა. ახალგაზრდობამ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაწერა, მაგრამ მხოლოდ ჩაეწერა და იქ დაესვა წერტილი მის მისწრაფებას. დღეს სტუდენტების 80% სამსახურშია. ეს სტუდენტებისათვის ცხოვრების არაბუნებრივ პირობებს ქმნის. მთავრობამ აუცილებლად უნდა მოამარაგოს სტუდენტობა ნივთიერი საჭიროებებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ მოგვცემს რეალურ ნაყოფსა და შედეგს.
როდესაც სტუდენტობა აღარ იზრუნებს ყიველდღიურ საჭიროებებზე, მას მიეცემა საშუალება ჩვენს წინაშე გადაშალოს ბრწყინვალე პერსპექტივები“.
სახალხო საქმე, 1920, №903, გვ. 4
19 აგვისტო
სტუდენტთა კოოპერატივი გადავიდა რუსთაველის №40-ში.
სახალხო საქმე, 1920, №905, გვ. 3
20 აგვისტო
გამოქვეყნდა ს. ვ.-ს წერილი „სტუდენტის გამოძახილი“:
„მთელი საქართველოს ინტელიგენციის მობილიზაცია მოხდა დედაქალაქში, სამწუხაროდ, სხვა რაიონები კარგი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდიან.თითქმის სამი წელიწადია არსებობს ჩვენი უნივერსიტეტი და მალევე უნდა ველოდოთ სხვა და სხვა დარგის კურსდამთავრებულთა სპეციალისტებს, მაგრამ არ გვაქვს არანაირი გარანტია,რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება ეს.
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და შეგნებულ ქართველ საზოგადოებას დახმარების ხელი გაუწოდოს ქართველ სტუდენტობას, რადგან განათლებაზე ზრუნვა ისეთივე საჭიროებაას წარმოადგენს როგორსაც თავდაცვისათვის ბრძოლა.
აუცილებელია დაუნიშნონ სტუდენტებს სტიპენდიები, დაარსონ იაფასიანი სასადილოები, მიაწოდონ ტანსაცმელი და ხელი შეუწყონ წიგნების ბეჭდვას“.
სახალხო საქმე, 1920, №906, გვ. 4
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „ერთი ინციდენტის გამო“
„ქართული კლუბის მამასახლისთა საბჭომ პრესის საშუალებით გაკიცხვა გამოუცხადა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ზალიკო ჩიხლაძეს, შესდგა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა კომისია ინტერპარტიული შემადგენლობით, რომელმაც გამოიძია საქმე. ზალიკოს, რომელიც საღამოს გამგედ იყო ფორმალურად აღიარებული პირველ საათზე უნდა შეეწყვიტა გართობა, ასეც მოიქცა. ღამის პირველი საათის შემდეგ მხოლოდ ის პირები დარჩნენ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საღამოს გამართვაში. სამწუხაროდ მოხდა საშინელი „უწესობა“. მონაწილეებმა სიმღერა დაიწყეს, ასევე იყვნენ სხვა მამასახლისებიც, რომლებიც ცალკე ვახშმობდნენ და ჩხუბი მოუვიდათ ერთი მეორესთან. ზალიკო ჩიხლაძეს არავითარი წვლილი მიუძღვის ამაში, გარდა იმისა, რომ იგი გაშველებას ცდილობდა. სტუდენტთა კომისია პროტესტს უცხადებს მე-2 ქართული კლუბის მამასახლისთა საბჭოს სტუდენტ ზალიკო ჩიხლაძის უდანაშაულო გალანძღვისათვის“.
სახალხო საქმე, 1920, №906, გვ. 4
21 აგვისტო
21 აგვისტოს ქართულ კლუბში გაიმართება სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სასადილოს სასარგებლოდ საღამოს წარმოდგენა.
ა. ბალმანის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება გრაფ ლიუქსემბურგი. იქნება ცეკვა და კაბარე.
სახალხო საქმე, 1920, №907, გვ. 2
საქართველო, 1920, შაბათი, 21 აგვისტო, №81, გვ. 3. გამოქვეყნდა ცნობა შაბათს 7 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტ ეროვნულ დემოკრატთა პარტიული კრების გამართვის შესახებ.
25 აგვისტო
განცხადება
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთევან ღამბაშიძემ დაკარგა სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის მეტრიკული №1697, რომელიც გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს.
სახალხო საქმე, 1920, №910, გვ. 4
26 აგვისტო
გამოქვეყნდა ლადო ბზვანელის წერილი „ჩვენი სტუდენტების მდგომარეობა (მშობლის გამოძახილი)“
„ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ნივთიერად მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან ლუკმა პურისათვის რომელიმე სახელმწიფო ან საზოგადო დაწესებულებაში იმსახურონ შუადღის სამ საათამდე და შემდეგლექციები მოისმინონ და დავალებები შეასრულონ. ასეთი გზით ისინისასურველ ცოდნა განათლებას ვერ მიიღებენ და მალე დავინახავთ, რომ ჩვენს რესპუბლიკას სხვა და სხვა დარგის სპეციალისტები აღარ ეყოლება. სამწუხაროდ, ჩვენს რესპუბლიკაში განათლებას უკანა ადგილი უკავია.სტუდენტობა დაქსაქსულია, მტკიცე ორგანიზაციები მათ არ გააჩნიათ, კულტურულ და სამეცნიერო მუშაობას მათში ადგილი არ აქვთ. ჩემი შვილი სიბრძნის მეტყველების სტუდენტია, ორ წელიწადს ვალების აღებით ძლივს შევინახე იგი, რადგან არ მინდოდა კანცელარიებში ემუშავა და ტყუილად დაეკარგა დრო. თუმცაღა ბოლო ხანებში უსახსრობის გამო მე თვითონ ვთხოვ, რომ მიიღონ სამუშაო დაწესებულებებში, რადგან თვითონ გაიტანოს საკუთარი თავი და იაროს საღამოს ლექციებზე, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ამ გზით იგი რაიმე ცოდნის მიღებას მოახერხებს“.
სახალხო საქმე, 1920, №911, გვ. 4
27 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით „სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო“.
„118 წლიანმა მონობამ ჩვენს ერს ღრმა კვალი დააჩნია. სამი წლის მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ ჯერ კიდევ ვერ გაგვათავისუფლა რუსული ჩვეულებებიდან. ჩვენ ამდენ ხანს არა თუ უნივერსიტეტი არამედ, საშუალო სასწავლებელიც კი არ გვაქვს ეროვნულ ნიადაგზე დაყენებული. რუსული სისტემით და სულით მოწამლული პედაგოგიკა, ცხადია ამახინჯებს მთელი ჩვენი ახალგაზრდების გონებას. ახლა, როცა გვიხდება სასწავლებლის რეორგანიზაციასთან ერთად მათი ნაციონალიზაცია, საჭიროა ყურადღება მიექცეს პირველ ქართულ უნივერსიტეტს და მის სტუდენტობას. ჩვენი აზრით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ორი მთავარი მიზანი: მოქალაქეების მომზადება სხვა და სხვა სპეციალური თავისუფალი პროფესიებისათვის, რომლებიც საჭიროა სახელმწიფოსათვის და მეორე, უნივერსიტეტის კედლებში შეიქმნას ნამდვილი მეცნიერული ატმოსფერო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და მოამზადოს სტუდენტები მეცნიერული მუშაობებისათვის. უნივერსიტეტის ზოგიერთი აკადემიური მხარე ასეთია: ლექციები ტარდება მხოლოდ საღამოობით, რადგან დღისით სტუდენტებს დრო არ აქვთ სამსახურების გამო, ლექციების კითხვა ხშირად უსისტემოდ წარმოებს სტუდენტების დაუსწრებლობის გამო და მესამე არ ხორციელდება პრაქტიკული სავარჯიშოები, რადგან სტუდენტობას აკლია სტუდენტური სული და ტრადიციები რითაც განსხვავდება უცხოეთის სტუდენტობისაგან“.
სახალხო საქმე, 1920, №912, გვ. 3
28 აგვისტო
გამოქვეყნდა ცნობა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი გამოცემების შესახებ. „რედაქციამ მიიღო სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მიერ ახლად გამოცემული წიგნები: სვიმონ ყაუხჩიშვილის „ხრონოღრაფი გიორგის მონაზონის“. „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე №1“, „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“- აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის „სანსკრიტი, შალვა ნუცუბიძის „ფილოსოფიის შესავალი“ , გ. მელიქსეთ-ბეგის „ძველი სომხური ქრისტომატია ლექსიკონითურთ“ ასევე, „ქართული ძეგლები“ , კ. კეკელიძის „თარგმანებაი ეკლესიასი“ მიტროფონე ზმვრნელ მიტროპოლიისაი“ და ე. თაყაიშვილის „ხელმწიფის კარის გარიგება“.
სახალხო საქმე, 1920, №913, გვ. 3
31 აგვისტო
„სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო“ –„ანტიოხი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კოოპერატივის „ჩვენი ოჯახის“ მიმდინარე წლის ანკეტა კარგად გვარკვევს ჩვენი სტუდენტების ეკონომიკურ მდგომარეობაში. 1920 წელს უნივერსიტეტში ირიცხებოდა 1920 სტუდენტი. აქედან 80% ცხოვრობდა თავისი სამსახურით ან კერძო შრომით და იღებდა საშუალოდ 3000მან. თვიურად. დანარჩენები იღებდნენ დახმარებას მშობლებისაგან ან ნათესავებისაგან საშუალოდ 3500 მან. ჩვენი სტუდენტობა და უნივერსიტეტი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან საკანცელარიო სამსახურში 8 საათიანი მუშაობის შემდეგ სტუდენტს არ შეუძლია ლექციების ხეირიანად მოსმენა. დავალებების შესრულება და უნივერსიტეტის ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. სტუდენტების ეკონომიკური მდგომარეობა ყველასათვის ნათელია და მის გაუმჯობესებას დღევანდელ პირობებში მხოლოდ სახელმწიფო შეძლებს. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია გაიღოს ჩვენმა ხაზინამ ყოველწლიურად 20 მილიონი, რომელიც დაფარავს სტუდენტებისაგან მოთხოვნილ სტიპენდიების თანხას“.
სახალხო საქმე, 1920, №915, გვ. 4
სექტემბერი
10 სექტემბერი
გამოქვეყნდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობა საექიმო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების მეორე და მესამე კურსზე პარალელურად რუსულად სწავლის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №205, გვ. 1
11 სექტემბერი
„სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო“
„გვეგონა, დიდი რევოლუციის შემდეგ, სადაოდ არავისთვის აღარ იქნებოდა ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ განათლებისა და თავისუფლების კედლებში-უნივერსიტეტში უაღრესად საჭიროა პროფესორებისა და სტუდენტობის შორის მჭიდრო სულიერი კავშირი. ჩვენი უნივერსიტეტის საკუთარმა მაგალითებმაც დაგვიმტკიცა, რომ უაღრესად საჭიროა სტუდენტობას პროფესორთა საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, რომელიც ჩაერევა მხოლოდ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში, დაიცავს სტუდენტების ინტერესებს და დაახლოვებს ერთმანეთს დღეს გათიშულს სტუდენტობასა და პროფესორებს“.
სახალხო საქმე, 1920, №925, გვ. 3
18 სექტემბერი
გამოქვეყნდა ანონსი უნივერსიტეტის მედიკურ ფაკულტეტზე მეოთხე კურსზე გადამავალი სტუდენტების კრებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, №102, გვ. 1
სახალხო საქმე, 1920, №930, გვ. 3
21 სექტემბერი
სტუდენტთა სასადილოში დანიშნულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის კრება. 21 ენკენისთვეს საღამოს 7 საათზე.
სახალხო საქმე, 1920, №932, გვ. 3
28 სექტემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის სარევიზიო კომისის კრება
დანიშნულია დღეს, საღამოს 7 საათზე სტუდენტთა სასადილოს კანტორაში.
სახალხო საქმე, 1920, №937, გვ. 3
ოქტომბერი
2 ოქტომბერი
სტუდენტთა სასადილოს სასარგებლოდ გამართული საღამოს ანგარიში.
„სტუდენტთა სასადილო ერთად ერთი ეკონომიკური დაწესებულებაა, რომელიც ცოტათი მაინც უადვილებს არსებობას ჩვენს სტუდენტობას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოება თბილად შეხვდა გამართულ საღამოს და მრავალი შემოწირულობაც გაიღო სასადილოსათვის. განსაკუთრებული მადლობა ეთქმის საღამოს დიასახლისს ქალბ.ნაგიევისას, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია სტუდენტებს.მან სტუდენტებს 30000 მანეთიც შემოწირა. ნაკლები შრომა არ დაუხარჯავს ქალბატონ კახიანიძეს. სულ შემოსავალი იყო 177.610 მანეთი, გასავალი 63.527, წმინდა შემოსავალი უდრის 114.083 მანათს. მაჭავარიანი - 1000 მან, მესხიშვილი - 500მან, აფაქიძე - 230მ. და სხვ. ვიხსენებთ რა მადლობით ზემოდხსენებულ პირებს, არ შეიძლება მწუხარებით არ მოვიხსენიოთ სახ. ბანკის დირექტორის იასონ ლორთქიფანიძის საქციელი, რომელმაც სტუდენტი ქალი საპატიო ბილეთების მიმტანი გამოაგდო ყვირილით: რას დაეთრევით მათხოვრებივითო. სტუდენტობა, ალბათ,აღარ შეაწუხებს შემდეგში.“
სახალხო საქმე, 1920, №941, გვ. 4
5 ოქტომბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში ესაჭიროებათ გამოცდილი მანქანაზე გადამწერი. გამოცდა ჩატარდება 5 ოქტომბერს, საღამო 5 საათზე.
სახალხო საქმე, 1920, №943, გვ. 1
7 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 10 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე საფაკულტეტო კრების დანიშვნის შესახებ.
საქართველო, 1920, №115, გვ. 3
8 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 10 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე საფაკულტეტო კრების დანიშვნის შესახებ.
საქართველო, 1920, №116, გვ. 3
9 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 10 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე საფაკულტეტო კრების დანიშვნის შესახებ.
საქართველო, 1920, №117, გვ. 3
9 ოქტომბერი
10 ოქტომბერს დანიშნულია სტუდენტთა სასადილოში შეერთებული სხდომა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი გამგეობისა და სტ. კავშირის ფრაქციისა.
სახალხო საქმე, 1920, №947, გვ. 4
გამოქვეყნდა სტუდენტ ივ. ჯაშის წერილი „მიმდინარე სააკადემიო წელი სახელმწიფო უნივერსიტეტში“
„ცხოვრების მიერ განაწამებმა მოქანცულმა სტუდენტობამ მიაშურა მეცნიერების ტაძარს. დარწმუნებული, რომ აქ მაინც მოიპოვებდა სულიერ სიმშვიდეს.
პრესაში აქტიურად გაშუქდა სტუდენტობის ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ქართული საზოგადოება და მმართველი წრეები გულგრილად შეხვდნენ ამ გარემოებას. მთავრობამ გამოყო 60 ოთახი სტუდენტებისათვის სხვა და სხვა მივარდნილ სასტუმროში, მაგრამ სტუდენტობა მათ ჩაბარებას ჯერ ვერ ეღირსა. უღარიბეს სტუდენტთათვის მომარაგების სამინიტრომ გამოიმეტა 40 გირვანქა პური.
ასეთს არასასურველ მდგომარეობას თითქოს ალღო ვერ აუღო თვით პროფესორთა საბჭომ და თავისდა უნებურად ხელს უწყობს ამ 90% სტუდენტობის მეცნიერების ტაძრიდან გარიყვას. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს უმრავლესობა ლექციებისა იკითხებოდა საღამოობით და ის უმეტესი ნაწილი სტუდენტობისა, რომელიც ჩაბმულია სამსახურში მრავლად ესწრებოდა ლექციებს. მიმდინარე წელს კი, როგორც ისტორიის ფაკულტეტის ლექციათა ცხრილი მოწმობს, უმეტესობა ლექციებისა მოთავსებულია 9-2 საათამდის. ამ მდგომარეობის შედეგი ის იქნება, რომ უმრავლესობა იძულებული გახდება ჩამოშორდეს უნივერსიტეტს“.
სახალხო საქმე, 1920, №947, გვ. 4
10 ოქტომბერი
10 ოქტომბერს დანიშნულია სტუდენტთა სასადილოში შეერთებული სხდომა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარი გამგეობისა და სტ. კავშირის ფრაქციისა.
სახალხო საქმე, 1920, №948, გვ. 3
13 ოქტომბერი
სოც-ფედ.სტუდენტთა კრება დანიშნულია 13 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე, სტუდენტთა სასადილოში. ბიუროს წევრები ვალდებულები არიან დაესწრონ.
სახალხო საქმე, 1920, №950, გვ. 3
ტფ. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოცემული მატრიკული დავკარგე და ვაცხადებგაუქმებულად. შალვა სამსონის ძე კიკნაძის სახელზე.
სახალხო საქმე, 1920, №950, გვ. 3
15 ოქტომბერი
ქალაქის საბჭომ სამხედრო სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა აღძრა ღარიბ სტუდენტთა თავშესაფარის მოსაწყობად ყოფილ საპიორთა ბატალიონის შენობის გადაცემის შესახებ.
სახალხო საქმე, 1920, № 952, გვ. 3
სტუდენტთა კოოპერატივში (რუსთაველის პროსპ. №40 ოფიცერთა ეკონომიკური საზ. გვერდით) ხელმისაწვდომ ფასებში საკოსტიუმო საფრენჩე შალი და სხვა მანუფაქტურა.
სახალხო საქმე, 1920, № 952, გვ. 3
17 ოქტომბერი
დანიშნულია სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა ბიუროს, კოოპერატივის და ყველა ფაკულტეტის გამგეობის წევრთა კრება.
ერთობა, 1920, №236, გვ. 3
19 ოქტომბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობა აცხადებს ძველ და ახლად ჩარიცხულ სტუდენტთა და მსმენელთა საყურადღებოდ, რომ ვისაც 20 ოქტომბრამდე არ ექნება ლექციებზე შესასვლელი ბილეთი მიღებული, მას არაფრის გულისათვის ლექციებზე არ შეუშვებენ და მერმე არც შესასვლელი ბილეთი მიეცემა.
სახალხო საქმე, 1920, № 955, გვ. 3
22 ოქტომბერი
სოც. ფედერალისტთა სტუდენტთა მთავარ ბიუროს კრება მოხდება დღეს, ოქტომბრის 22-ს საღამოს 6 საათზე სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, № 958, გვ. 3
სტუდენტთა კოოპერატივში მიღებულია ხახვი, რომელიც განაწილდება წევრთა და არაწევრთა შორის სამ დღეში.
სახალხო საქმე, 1920, № 958, გვ. 3.
ვერა მგალობიშვილმა 1919 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან მოცემული სალექციო წიგნაკი დავკარგე №1012. გთხოვთ გაუქმებულად გამოაცხადოთ.
სახალხო საქმე, 1920, № 958, გვ. 3
23 ოქტომბერი
გამოქვეყნდა სტუდენტის თხოვნა: „ნიკოლოზ სიმონას ძე მარგველაშვილმა დავკარგე პირადობის მოწმობა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოცემული. გთხოვთგამოაცხადოთ გაუქმებულად“.
სახალხო საქმე, 1920, № 959, გვ. 3.
29 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს დილის 10 საათზე ეროვნულ დემოკრატთა სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1920, №134, გვ. 3
30 ოქტომბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში 31 ოქტომბერს დილის 10 საათზე ეროვნულ დემოკრატთა სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
საქართველო, 1920, №135, გვ. 3
ნოემბერი
3 ნოემბერი
„სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე კურს დასრულებულთათვის სწავლა-განათლების სამინისტროს მიერ უკვე დანიშნულია და შეუდგება გამოცდებს მიმდინარე წლის დეკემბრის პირველიდან. გამოცდების დამწერის მსურველებმა უნდა შემოიტანონ თხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის წარმოებელს წარუდგინონ. თხოვნასთან წარმოდგენილ უნდა იყოს მოწმობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსის შესრულებისა, გამოცდების ჩაბარებისა, წლოვანებისა და 250 მანეთი“.
სახალხო საქმე, 1920, № 968, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტის, საექიმო ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ბაქრაძემ დავკარგე ლექციებზე შესასვლელი ბილეთი-მატრიკულის N1069, გთხოვთ გაუქმებულად ჩათვალოთ.
სახალხო საქმე, 1920, № 968, გვ. 4
4 ნოემბერი
ნოემბრის 4-ს საღამოს 7 საათზე სახ.უნივერსიტეტის შენობაში შედგება ყველა ტფილისში მყოფ სოც.ფედ სტუდენტთა საერთო კრება. განსახილველია საკონფერენციო და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 969, გვ. 3
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე კურს დასრულებულთათვის სწავლა-განათლების სამინისტროს მიერ უკვე დანიშნულია და შეუდგება გამოცდებს მიმდინარე წლის დეკემბრის პირველიდან. გამოცდების დამწერის მსურველებმა უნდა შემოიტანონ თხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის მწარმოებელს წარუდგინონ. თხოვნასთან წარმოდგენილ უნდა იყოს მოწმობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსის შესრულებისა, გამოცდების ჩაბარებისა, წლოვანებისა და 250 მანეთი.
სახალხო საქმე, 1920, № 970, გვ. 1
7 ნოემბერი
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე კურს დასრულებულთათვის სწავლა-განათლების სამინისტროს მიერ უკვე დანიშნულია და შეუდგება გამოცდებს მიმდინარე წლის დეკემბრის პირველიდან.გამოცდების დამწერის მსურველებმა უნდა შემოიტანონ თხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის საქმის მწარმოებელს წარუდგინონ. თხოვნასთან წარმოდგენილ უნდა იყოს მოწმობა ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებლის კურსის შესრულებისა, გამოცდების ჩაბარებისა, წლოვანებისა და 250 მანეთი.
სახალხო საქმე, 1920, № 972, გვ. 3
16 ნოემბერი
დღეს საღამოს 8 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, პირველ აუდიტორიაში შესდგება სოც-ფედერალისტ სტუდენტთა კრება. განსახილველია შემდეგი საკითხები; 1) ახალგაზრდა სოც.ფედერალისტთა საორგანიზაციო წესდების პროექტის განხილვა. 2) მომენტი და ტაქტიკა, 3) დელეგატების არჩევა ახალგაზრდა სოც.ფედერალისტების კონფერენციისათვის, 4)საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 979, გვ. 3
17 ნოემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრეში (11 აუდ.) სავლე აბულაძე წაიკითხავს რეფერატს შემდეგს თემაზე: „მოსეი ტფილელი და მისი პოემა „დიდ-მოუავიანი“. დასწრება შეუძლიანთ არაწევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 980, გვ. 3
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა კორპორაციის „იყალთო“ დაარსების შესახებ.
„ამ დღეებში ტფილისში დაარსდა სტუდენტთა პირველი კორპორაცია, რომლის მიზანია შეაკავშიროს და მატერიალურად უზრუნველყოს თავისი წევრები, რომელთაც საშუალება მიეცემათ უფრო ნორმალურ პირობების შექმნით განაგრძონ მეცნიერების შესწავლა“.
სახალხო საქმე, 1920, № 980, გვ. 3
18 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა შაბათს უნივერსიტეტში ეროვნულ დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კრების მოწვევის შესახებ, სადაც დამფუძნებელი კრების წევრის ალ. ასათიანის ლექცია გაიმართება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
საქართველო, 1920, №151, გვ. 3
19 ნოემბერი
სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დადგენილებით შემცირებულია ჩასაბარებელი ეგზამენების რიცხვი. სტუდენტები მოვალენი იქნებიან ჩააბარონ ეგზამენები მხოლოდ თავის სპეციალობაში.
სახალხო საქმე, 1920, № 982, გვ. 3
21 ნოემბერს, საღამოს 5საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შესდგება სოც.-ფედერალისტ სტუდენტთა საზოგადო კრება განსახილველია შემდეგი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.ფედერალისტ სტუდენტთა საორგანიზაციო წესდების პროექტის განხილვა, 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.არჩევნები პარტიულ და ახალგაზრდა სოც.-ფედ.კონფერენციის დელეგატებისა, 4.საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 982, გვ. 3
20 ნოემბერი
დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბუნების მეტყველ-აგრონომ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში წრის წევრი ალ. სანაძე წაიკითხავს მოხსენებას: „რქიან საქონლის მოშენების სხვა და სხვა მეთოდები.“
სახალხო საქმე, 1920, № 983, გვ. 3
21 ნოემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დილის 10 საათზე დანიშნულია საექიმო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტთა კრება. კრებას რამდენი წევრიც არ უნდა დაესწროს, კანონიერად ჩაითვლება.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
კვირას დანიშნულია სტუდენტთა კავშირის კრება სტუდენტთა სასადილოში. აუცილებელია დასწრება.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი ნაშრომები: პროფესორ დიტო უზნაძის „ანრი ბერგსონი“ და ექ.ცხაკაიას „დესბურგია“. წიგნები იყიდება სტუდენტთა კოოპერატივში რუსთაველის პროს.№40.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
კვირას ნოემბრის 21-ს საღამოს 7 საათზე დანიშნულია სტუდენტთა კავშირის გამგეობის სხდომა სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
23 ნოემბერი
21 ნოემბერს 5 საათზე სახ.უნივერსიტეტის შენობაში შესდგება სოც.-ფედერალისტ სტუდენტთა საზოგადო კრება. კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.ფედერალისტ სტუდენტთა საორგანიზაციო წესდების პროექტის განხილვა, 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.არჩევნები პარტიულ და ახალგაზრდა სოც.-ფედ.კონფერენციის დელეგატებისა, 4.საორგანიზაციო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 985, გვ. 2
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის დადგენილებით ყველა ის სტუდენტი, რომლებმაც ამ წლის 25 ნოემბრამდე არ წარმოადგინეს მატრიკული კანცელარიაში მიმდინარე სემესტრი არ ჩაეთვლებათ.
ერთობა, 1920, № 267, გვ. 2
სახალხო საქმე, 1920, № 985, გვ. 2
სოც.ფედ. სტუდენტთა მთავარ ბიუროს კრება შესდგება დღეს, სახ.უნივერსიტეტის შენობაში.
სახალხო საქმე, 1920, № 984, გვ. 3
სოც.-ფედ. სტუდენტთა საზოგადო კრების გაგრძელება შესდგება ხუთშაბათს ნოემბრის 25 ნოემბერს საღამოს 7 საათზე, სახ. უნივერსიტეტის შენობაში (პირველ აუდიტორიაში) განსახილველია შემდეგი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.ფედ. საორგანიზაციო წესდების განხილვა, 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.არჩევნები პარტიულ და ახალგაზრდა სოც.-ფედ. კონფერენციის დელეგატებისა.
სახალხო საქმე, 1920, № 985, გვ. 2
24 ნოემბერი
სტუდენტთა კავშირის გამგეობის სხდომა დანიშნულია დღეს 25 ნოემბერს სტუდენტთა სასადილოში. წევრების დასწრება აუცილებელია.
სახალხო საქმე, 1920, № 986, გვ. 3
25 ნოემბერი
სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა საზოგადო კრების გაგრძელება შედგება ხუთშაბათს, ნოემბრის 25-ს საღამოს 7 საათზე სახ. უნივერსიტეტში. განსახილველი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც-ფედერალისტთა წესდების დამტკიცება. 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3. დელეგატების არჩევნები.
სახალხო საქმე, 1920, № 987, გვ. 3
26 ნოემბერი
27 ნოემბერს საღამოს 8 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ამხ. სამსონ დადიანი წაიკითხავს მოხსენებას: „საქართველოს კონსტიტუცია“. დასწრება ყველას შეუძლიან. მოხსენების შემდეგ გაიმართება კამათი.
სახალხო საქმე, 1920, № 988, გვ. 3
სოც.ფედერალისტთა სტუდენტთა კრების გაგრძელება შესდგება კვირას, 28 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. განსახილველი საკითხები: 1.ახალგაზრდა სოც.-ფედ. წესდების დამტკიცება. 2.მოხსენება მომენტსა და ტაქტიკაზე, 3.დელეგატების არჩევნები კონფერენციისათვის.
სახალხო საქმე, 1920, № 988, გვ. 3
27 ნოემბერს საღამოს 8 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ამხ. სამსონ დადიანი წაიკითხავს მოხსენებას: „საქართველოს კონსტიტუცია“. დასწრება ყველას შეუძლიან. მოხსენების შემდეგ გაიმართება კამათი.
სახალხო საქმე, 1920, № 988, გვ. 3
26 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტის აგრონომ-ბუნებისმეტყველ სტუდენტთა კავშირმა თავისი ფინანსებით გამოსცა საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები: ვ. ამირეჯიბის „სააგრონომო მექანიკა“ და ა. თვალჭრელიიძის „გეომეტრიული კრისტალოგრაფია“.
საქართველო, 1920, №158, გვ. 4
28 ნოემბერი
გამოქვეყნდა ცნობა ეროვნულ- დემოკრატ სტუდენტთა კომიტეტის ორგანიზებით 19 დეკემბერს კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1920, პარასკევი, 28 ნოემბერი, №160, გვ. 2
დეკემბერი
1 დეკემბერი
გამოქვეყნდა ცნობა 27 ნოემბერს უნივერსიტეტის აგრონომ-ბუნებისმეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში ჩატარებული ნიკო კეცხოველის მოხსენების „თუშეთი და მისი ბუნება“ შესახებ.
საქართველო, 1920, №162, გვ. 4
გამოქვეყნდა ანონსი უნივერსიტეტის აგრონომ-ბუნებისმეტყველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში 5 დეკემბერს სტუდენტის აკაკი დგებუაძის ლექცია: „მანდარინი და მისი კულტურა საქართველოში“ ჩატარების შესახებ.
საქართველო, 1920, №162, გვ. 4
3 დეკემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში შესდგება სოც.ფედ. სტუდენტ საერთო კრება. განსახილველია გადადებული საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 994, გვ. 4
5 დეკემბერი
გამოქვეყნდა სტუდენტ ს. ვ-ს წერილი „იღუპება ქართველი სტუდენტობა“-
„სამწუხაროდ, უფრო ლმობიერი, უფრო სანუგეშო სიტყვებით ვერ გამოვსთქვამთ იმ ატმოსფეროს გავლენას სტუდენტობაზე, რომელსაც დღეს აქვს ადგილი. ჩინოვნიკური ატმოსფეროს გავლენაში ქრება ის საუკეთესო მხარეები საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებისა, რომელიც აუცილებელი საჭიროა საქართელოს უკეთესო მომავლისათვის.
კანცელარიის სიწვრიმალე და საერთოდ კანცელარული ატმოსფერო დამღუპველად მოქმედებს სტუდენტობაზე.. 20-ის მოლოდინი აქვეითებს სტუდენტობას, ანადგურებს მას, საეჭვოდ ჰხდის მის სულიერ სიმაღლეს.
სტუდენტს ავიწყდება უნივერსიტეტი, დრო არ აქვს იმისთვის, იგი ამ რიგად, ნელ-ნელა სცილდება მეცნიერების ტაძარს, სცილდება სამუდამოდაც.
ისეთი გულგრილობა, რომელსაც მთავრობა იჩენს სტუდენტობის მდგომარეობის შესახებ, მიუტევებელია. არავითარი დახმარება, ნატამალი თანაგრძნობისა არ გამოუჩენია მთავრობას სტუდენტებისადმი. თუ დღეს სავსებით არ ჩანს, ჩვენი მმართველებისათვის ის უდიდესი საფრთხე, რომელიც ერის კულტურას მოელის, რამდენიმე ათეული წლის წლების შემდეგ, მთელი თავისი სიმწვავით იგრძნობენ მომავალი თაობანი და მათგან საშვილიშვილო წყევლა-კრულვას მიიღებს დღევანდელი თაობა. თუ გამაგრებული გვაქვს ჩვენი პოზიციები და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფილი ვართ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის კიდეებზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს, თუ კი ამ მხრივ გულდამშვიდებულები ვართ და დაცული ბარბაროსთა შემოსევებისაგან, უნდა დავიცვათ მთელი ქვეყანა, უფრო ძლიერ და საშიშ მტრისაგან, სიბნელისაგან, გავამაგროთ ჩვენი კულტურული „პოზიციები“ ძლიერი კულტურულ „მხედრობით“.
სახალხო საქმე, 1920, № 996, გვ. 3
9 დეკემბერი
სოციალ-დემოკრატ სტუდენტთა საერთო კრებაზე ამხანაგი მიხ. კვატაშიძე წაიკითხავს მოხსენებას: „დიქტატურა და დემოკრატია“.
ერთობა, 1920, № 281,გვ. 3
10 დეკემბერი
დეკემბრის 10-ს საღამოს 6 საათზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტ.სალიტერატურო წრეში ვ.გიორგაძე წაიკითხავს რეფერატს: „პოეტი დ.გურამიშვილი“ დასწრება შეუძლიათ არა წევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 1000, გვ. 3
11 დეკემბერი
სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში საჭიროა გამოცდილი საქმის მწარმოებელი და მანქანაზე გადამწერი. მსურველებმა უნდა მიმართონ კანცელარიის
გამგეს პირობების გასაგებად 10-2 საათამდე.
სახალხო საქმე, 1920, № 1001, გვ. 3
15 დეკემბერი
დეკემბრის 17-ს დანიშნულია სოციალისტ-ფედერალისტთა სტუდენტთა საერთო კრება. განსახილველია მოხსენება „მომენტი და ტაქტიკა“ და საკონფერენციოდ დელეგატების არჩევა.
სახალხო საქმე, 1920, № 1004, გვ. 3
16 დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში ამხანაგი მ. ასათიანი წაიკითხავს მოხსენებას „ხელოვნება და სოციალიზმი“. მოხსენების შემდეგ კამათი. დასწრება ყველას შეუძლია.
სახალხო საქმე, 1920, № 1004, გვ. 3
16 დეკემბერი
დეკემბრის 16-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში ამხ. მ.ასათიანი წაიკითხავს მოხსენებას: „ხელოვნება და სოციალიზმი“. მოხსენების შემდეგ კამათი. დასწრება ყველას შეუძლია.
სახალხო საქმე, 1920, № 1005, გვ. 3
17 დეკემბერი
17 დეკემბერს საღამოს 9 საათზე, სალიტერატურო წრეში სტუდენტი გ.გოკუჩავა წაიკითხავს რეფერატს შემდეგ თემაზე: „პოემა არჩილიანი“. დასწრება შეუძლიათ არა წევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 1006, გვ. 4
24 დეკემბერი
24 დეკემბერს სტუდენტთა სალიტერატურო წრეში მე-2 აუდიტორიაში სტ. ბესარიონ კიზირია წაიკითხავს რეფერატს: „კალმასობა“. დასწრება შეუძლიათ არა წევრებსაც.
სახალხო საქმე, 1920, № 1012, გვ. 3
სიტყვიერების დარგის უფროს სემესტრთა სტუდენტების საყურადღებოდ. დანიშნულია კრება 25 დეკემბერს. ასარჩევია დარგის რწმუნებული და განსახილველია ფრიად საჭირო საკითხები.
სახალხო საქმე, 1920, № 1012, გვ. 3
25 დეკემბერი
იანვრის 26 სტ.დღეს, გამოვა ჟურნალი „ქართველი სტუდენტი“. სტუდენტებს სთხოვენ დაჩქარებით მიაწოდონ მასალა სტ.სასადილოში.
სახალხო საქმე, 1920, № 1013, გვ. 3
ნინო გუბელაძემ დავკარგე მატრიკული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიცემული 2950. გთხოვთ ჩათვალოთ გაუქმებულად.
სახალხო საქმე, 1920, № 1013, გვ. 3.
29 დეკემბერი
სიტყვიერების დარგის სტუდენტთა საყურადღებოდ. მე-4, მე-5, მე-6 სემესტრების მობილიზაციით გაწვეულმა სტუდენტებმა, რომელთა თანახმადაც პროფესორთა საბჭოს დადგენილებისა გამოცდების ვადა მაისამდის აქვთ გაგრძელებული, უნდა წარმოადგინონ დეკემბრის 30-მდე მოწმობები იმ ჯარის ნაწილებიდან, სადაც ისინი მსახურობდნენ. მოწმობები უნდა წარმოადგინონ ამისათვის სპეციალურად არჩეულ კომისიის წევრს ნიკოლ. ბოკუჩავას.
სახალხო საქმე, 1920, № 1016, გვ. 3
30 დეკემბერი
სტუდენტთა კოოპერატივში რიგდება წევრებზედ მატყლი, კარტოფილი, ხახვი, ლობიო. თუ წევრები არ მიიღებენ ერთი კვირის განმალობაში გაიყიდება არა წევრებზე.
სახალხო საქმე, 1920, № 1017, გვ. 3
წყარო: "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაქრონიკა, 1918–1921", თსუ გამომცემლობა, 2021