იანვარი
7 იანვარი
სტუდენტთა კავშირის გამგეობა სთხოვს სტუდენტებს იანვრის 26-ს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მიაწოდონ მასალა სტუდენტთა სასადილოში.
სახალხო საქმე, 1921, N1023, გვ.1
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N5, გვ. 2
11 იანვარი
სტუდენტთა კოოპერატივს დავალებულ აქვს მატყლის განაწილება და დარიგება მცხოვრებთათვის. ხელის მოწერა და ავანსის შემოტანა სწარმოებს კოოპერატივში ყოველ დღე.
სახალხო საქმე, 1921, N1024, გვ.3
12 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N, გვ. 2
13 იანვარი
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გამგეობის სარევიზიო კომისიის კრება დანიშნულია ხუთშაბათს საღამოს 7 საათზე სტუდენტთა სასადილოში. განსახილველია სასწრაფო საკითხები. პრეზიდიუმი.
სახალხო საქმე, 1921, N1026, გვ.3
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N8, გვ. 2
18:00 საათზე დანიშნულია სტუდენტთა კავშირის გამგეობის კრება. წევრების დასწრება აუცილებელია.
სახალხო საქმე, 1921, N1026, გვ.3
14 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N9, გვ. 4
15 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N10, გვ. 4
გამოქვეყნდა ნეკროლოგი უნივერსიტეტის სტუდენტის ვანო ხოსიტაშვილის გარდაცვალების გამო.
„უდროოდ მოსპობილი სიცოცხლე
ვანო ხოსიტაშვილი 1900-1920
„პარასკევს 7 იანვარს ღამის 4 საათზე იროდიონ ევდოშვილის ერთადერთი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, დაბადებიდან 20 წლისა, სახადით გარდაიცვალა. სამი უქმი დღისა და უგაზეთობის გამო ვერ გამოცხადდა ეს უბედურება. მისი ნაშთი მიწას მივაბარეთ მახობლებმა იანვრის 9 კვირას. საშინელებას იგრძნობდა ადამიანი გულმოკლული დედის უიმედო გოდებით და სამი მცირეწლოვანი დის თავგანწირული წივილ-კივილით. ვანომ უკანასკნელს ორ წელიწადს გაიარა გიმნაზიის სამი უკანასკნელი კლასების კურსი, წარსულ ზაფხულიდან ჩაირიცხა სტუდენტად სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე. მაგრამ მთელი შემოდგომა ვანო მალარიით იტანჯებოდა, რომელიც ბათუმიდან ჩამოჰყვა; როცა ჩვენმა რესპუბლიკამ ჩაიბარა ბათუმში, ვანო როგორც მოხალისე გვარდიის ნაწილში იყო. ვანო ახალგაზრდულის გატაცებით იბრძოდა ორ წელიწადს სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, იგი ხან ფრონტზე იყო, იბრძოდა ყველგან: ახალციხეში, როდესაც ოსმალები გვედავებოდნენ, ქართლში, ოსების აჯანყების ჩასაქრობად, სომხებთან ბრძოლაში. ყველგან მხნეობის და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა, ორი გიორგის ჯვარი მიიღო. ვანოს ლიტერატურული ნაშრომებიც ჰქონია, რაც შესაძლოა ყურადსაღები აღმოჩნდეს თუ ხელნაწერებს გადავათვალიერებთ“.
სახალხო საქმე, 1921, N1028, გვ.3
16 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N11, გვ. 4
18 იანვარი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N12, გვ. 4
21 იანვარი
გამოქვეყნდა სტუდენტთა დღის მომწყობი კომისიის მოწოდება.
სახალხო საქმე, 1921, N1032, გვ.1
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის თხოვნა სტუდენტებისადმი 26 იანვარს სტუდენტთა დღის ჟურნალისათვის მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით.
საქართველო, 1921, N14, გვ.1
„სტუდ. სასადილოს გამგეობა ამით აუწყებს ყველა მოვალეთა და მონისიავეთ რომ ყოველივე ანგარიში უნდა გასწორდეს არა უგვიანეს იანვრის 28-ისა. წინააღმდეგშემთხვევაში სხვა ზომები იქნება.“
სახალხო საქმე, 1921, N1032 გვ.3
22 იანვარი
„სტუდენტთა დღე“-სტუდენტთა დღის მომწყობი კომისიის მოწოდება
იანვრის 26-ს ქართველი სტუდენტობა იზეიმებს უნივერსიტეტის დაარსების სამი წლის თავს. იანვრის 26-ს „სტუდენტთა დღე“ ერთი დიადი დღეთაგანია ქართველი ერისათვის. ამ დღეს ჩაეყარა საძირკველი ჩვენი მეცნიერების ტაძარს.
სამი წელი გადის. იანვრის 26-ს ქართველისტუდენტობა მთელს საქართველოში მოაწყობს თავის ტრადიციულ დღეს“. ამ დღეს ის გააცნობს საზოგადოებას თუ რისი გაკეთება სურდა მას და რა პერსპექტივებს ინახავს ის მომავლისათვის. ამიტომ ქართველი სტუდენტობა მოუწოდებს მთელს ერს, ყველას, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებს და კერძო პირთ, ყველას ვისაც კი აქვს შეგნება მოქალაქეობისა და დაინტერესებულია ქართველი სტუდენტობით, მიიღოს აქტიური მონაწილეობა „სტუდენტთა დღის“ მოწყობაში. რათა სტუდენტობა დარწმუნდეს, რომ ის განმარტოებული არ არის, არამედ მასზე გული შესტკივა, მისთვისზრუნავს და მასთან არის მთელი ერი.
სახალხო საქმე, 1921, N1033, გვ.3
23 იანვარი
გამოქვეყნდა „სტუდენტთა დღის“ მომწყობი კომისიის წერილი „სტუდენტთა დღე“.
საქართველოს რესპუბლიკა, 1921, N16, გვ. 3
25 იანვარი
გამოქვეყნდა ცნობა ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ტრადიციული მეჯლისის გამართვის შესახებ. აქვე ერთვის მეჯლისის დიასახლისთა ვინაობა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საღამოს მთავრობის წევრთა მეუღლეები ხელმძღვანელობენ (ქ-ნი მ. რამიშვილისა, ო. გეგეჭკორისა, ო. სვანიშვილისა, ო. გომართელისა და სხვ.)
საქართველო, 1921, N17, გვ. 1
26 იანვარი
გამოქვეყნდა აფიშა ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ტრადიციული მეჯლისის გამართვის შესახებ.
საქართველო, 1921, N18 , გვ.1
გამოქვეყნდა შალვა ამირეჯიბის წერილი „თბილისის უნივერსიტეტი“.
საქართველო, 1921, N17 , გვ.1
„დგას იქ - „ვარაზის ხევში“ თავისთვის მოშორებული თბილისის არეულ ცხოვრებას, გარეშე ხალხის სისინისა, ჩვენი პარადებისა და პოლიტიკისაც“...
შალვა ამირეჯიბი
საქართველო, 1921, N17 , გვ.1
30 იანვარი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის საჩქაროდ საჭიროა ხაზინადარი. პირობების გასაგებად მსურველებმა უნდა მიმართონ უნივერსიტეტის გამგეობაში მდივანს.
სახალხო საქმე, 1921, N1040, გვ.1
თებერვალი
3 თებერვალი
გამოქვეყნდა უნივერსიტეტის სტუდენტის ალ. ინაშვილის წერილი ბ. ჩხიკვიშვილისა და შ. ნუცუბიძის დაპირისპირების გამო
„ელვის სისწრაფით მოედო სტუდენტობას მისი პროფესორის შეურაცხყოფის ამბავი.
დამფუძნებელი კრების წევრი ბ. ჩხიკვიშვილი ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს ქართული უნივერსიტეტის ერთს საუკეთესო პროფესორს ბ. შ. ნუცუბიძეს. გათავხედებული დეპუტატი ივიწყებს ხალხის უფლებას და უხეშად, როგორც მეკობრე თავს ესხმის იმას, ვისაც მთელი შეგნებული ახალგაზრდობა პატივს სცემს, როგორც მეცნიერს, უმწიკვლო ადამიანს და ჭეშმარიტ და გაბედულ პოლიტიკურ მებრძოლს. სტუდენტობა ღრმად აღშფოთებულია ამ სამარცხვინო ფაქტით. დარწმუნებული ვარ იგი დაჰგმობს და შეაჩვენებს ამ თანამედროვე ტარიელ მკლავიძისებურ საქციელს და მთელის გულით და სულით თანაგრძნობას გამოუცხადებს თავის საყვარელ პროფესორს შ. ნუცუბიძეს. სალამი და დღეგრძელობა პროფესორს შ.ნუცუბიძეს! ზიზღი და შეჩვენება დეპუტატ ბ. ჩხიკვიშვილს“.
სახალხო საქმე, 1921, N1043, გვ.2-3
4 თებერვალი
გამოქვეყნდა წერილი სათაურით „კულტურის არმია“, რომელშიც სტუდენტების მსვლელობაა აღწერილი შ. ნუცუბიძის მხარდასაჭერად.
„2 თებერვალს ტფილისის ქუჩებზე გამოეფინა კულტურის, განათლების და ცივილიზაციის არმია. ეროვნული დროშით, სახელმწიფო ჰიმნის გალობით მიემართებოდა წიგნის, გონებისა და კალმის ლაშქარი და თავისი დინჯი, დარბაისლური ამაყი მსვლელობით ჰსწერდა ერთ საუკეთესო ფურცელს ჩვენი ახალგაზრდა უნივერსიტეტის, ახალი თაობის ცხოვრებაში.
ჩვენი ცნობიერი საზოგადოების ნაზი და მგრძნობიერი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში თავის უსაზღვრო აღშფოთების გამოსათქმელად დამფ. კრებაში მომხდარი ველურობის გამო. ახალგაზრდობამ თავისი ძლიერი, მკვეთრი ხმა აღიმაღლა ამ სიმხეცის წინააღმდეგ და აგრძნობინა ყველას, რომ კულტურულ ერში ყოველ მოძალადეს მოელის სამარცხვინო ბოძი და შეჩვენება და არავის ჩაუვლის დაუსჯელად ხალხი, დემოკრატიის წარომადგენლის ღირსების შელახვა. ეს იყო პირველი პოლიტიკური გამოსვლა ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობისა, მაგრამ იგი უფრო მეტად კულტურული დემონსტრაცია იყო.
ზღვა ხალხი იყო გაშლილი დამფ. კრების წინ და ათასების გულიდან ამოხეთქილი „ზიზღი მოძალადესო“, აპობდა ჰაერს და ყოველ შეგნებულ, კულტურულ ადამიანში ჰპოვებდა გამოძახილს.
სალამი შეგნებულ სტუდენტობას! გაუმარჯოს კულტურულ არმიას!“
სახალხო საქმე, 1921, N1044, გვ.1
გამოქვეყნდა გ. კიკნაძის წერილი „აღმაშფოთებელი ველურობის გამო“.
„ქართველი ერის უზენაეს დამფუძნებელ კრებაში ბ. ჩხიკვიშვილმა ველური, ბარბაროსული საქციელი ჩაიდინა ჩვენი ძვირფასი ამხანაგის შ. ნუცუბიძის მიმართ.
შალვა ნუცუბიძე, რომელიც ქართველი ერის ღირსეულმა ნაწილმა წარგზავნა თავისი თვითშეგნების და ღირსების გამომხატველ ორგანოში. ღირსეულად ასრულებდა თავის უწმინდეს მოვალეობას ხალხისადმი სამსახურისა და მძაფრად, მოურიდებლად და შეუპოვრად ამხილებდა ყველა იმ სიმახინჯეს,რომელსაც სამწუხარო ადგილი აქვს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. და აი, ველურმა ადამიანმა მის მკვეთრ სიტყვას, მისი შეუპოვარი მხილებისათვის ველური საშუალებით მოიწადინა პასუხის გაცემა, მოიშველია მუშტი, ფიზიკური შეურაცხყოფა, თვალის ამოთხრით მოინდომა მისი მძლავრი არგუმენტების დარღვევა და მძაფრი კრიტიკის განიავება.
ქართველმა სტუდენტობამ მოისურვა, რომ ეს ღრმა აღშფოთების და უსასტიკესი პროტესტის ხმა გაეგონა მთელს ერს და ამიტომ ფართო, გრანდიოზული მანიფესტაცია მოაწყო.
ქართველმა სტუდენტობამ ამცნო მძლავრის ყიჟინით მთელს ერს, რომ იგი არის ქართველი ერის უფაქიზესი გრძნობების და სიწმინდის გამომხატველი.
როდესაც დედა-ქალაქის უმთავრეს ქუჩებში მოზღვავებული ახალგაზრდობა კრულვას უძღვნიდა ჩხიკვიშვილს და იძახდა: „ძირს ველურობა, ძირს უხეში ძალა! გაუმარჯოს პროფ.ნუცუბიძეს!“ ამით იგი ამცნობდა მთელ საქართველოს, რომ იგი ღირსეულად იცავს და ყოველთვის დაიცავს არა მხოლოდ თავის პროფესორს, არამედ ქართველი ერის მშობელი ხალხისათვის მედგარ მებრძოლს ყოველგვარ უხეში და ველური ძალისაგან და შეურაცხყოფისაგან.
ძვირფასო შალვა! ქართველი სტუდენტობა, რომელიც დიდ პატივს გცემს არა მარტო იმიტომ, რომ საუკეთესო მეცნიერი ხართ, არამედ იმიტომაც, რომ თავდადებული, შეუპოვარი პოლიტიკური მებრძოლი და ხალხის დიდი ტრიბუნა ხართ.
სახალხო საქმე, 1921, N1044. გვ.2
გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „სტუდენტთა დიდი დემონსტრაცია“
თებერვლის ორი ღირსსაცნობ დღედ დარჩება ქართველი ერის ისტორიაში, რადგან ქართული უნივერსიტეტის სამი წლის არსებობის მანძილზე პირველად მოხდა ასეთი მძლავრი დემონსტრაცია. ის აღმაშფოთებელი ამბავი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამფუძნებელ კრებაში, ელვის სისწრაფით მოედო მთელს ტფილისს. ეს აღშფოთების და აღელვების გრძნობის განცდა განსაკუთრებით მძაფრი და ინტენსიური იყო ქართველი სტუდენტობის მხრივ. ახალგაზრდობა ქართველი ერის უფაქიზეს და უწმინდეს გრძნობების გამომხატველია როგორც კი გაიგო სტუდენტობამ სამარცხვინო ველურობა, რომელიც ბ. ჩხიკვიშვილმა გამოიჩინა ძვირფასი პროფესორის და იშვიათი, მედგარი პოლიტიკოსის მიმართ, მაშინვე გადასწყდა, რომ თავისი გამგეობის საშუალებით მომეწვია სტუდენტთა ფართო საზოგადო კრება ამ მოვლენის სათანადო შესაფასებლად. დაინიშნა სასწრაფო კრება. 4 საათისათვის აუარება ხალხმა დაიწყო დენასახელმწიფო უნივერსიტეტისაკენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტში
გაივსო უნივერსიტეტის მთავარი დარბაზი, კარიდორებში აუარება სტუდენტობას მოუყრია თავი. კრებას ხსნის ან.ასათიანი და აუწყებს მას იმ საზიზღარ ქმედებას რაც მოხდა დამფუძნებელ კრებაში. „ზიზღი ბ. ჩხიკვიშვილს. გაუმარჯოს პროფესორს შალვა ნუცუბიძეს!“
გამოდიან მთელი რიგი ორატორები, რომლებიც წარმოთქვამენ სიტყვებს ამ მოვლენის გამო და მოუწოდებენ ამხანაგებს, რომ ყველა ერთად მანიფესტაციის გაეშურნენ ჯერ ძვირფასი პროფესორის ბინაზე ღრმა პატივისცემის გამოსახატავად და შემდეგ დამფუძნებელ კრებაში.
თითო-ოროლა პირი შეეცადა დისონანსის შეტანას ერთსულოვან გამოძახილში და ურჩევდა კრებას, რომ მარტო საპროტესტო რეზოლოუციის გამოტანით დაკმაყოფილებულიყო.
ხანგრძლივი ხმაურობის და აღშფოთების გამოძახილების შემდეგ კრება წყნარდება და ისმენს ამხ. გ.სვანიძის მიერ წარმოთქულ შემდეგ რეზოლუციას: „კრებამ დაადგინა, რომ ქართველი სტუდენტობა აღშფოთებულია ამ ინციდენტის გამო და უცხადებს სასტიკ ზიზღს და პროტესტს, ხოლო ნუცუბიძეს თანადგომას.“
რეზოლუციის წაკითხვის შემდეგ დარბაზი მქუხარე ტაშმა მოიცვა.
მენშევიკებისა და ნაც-დემოკრატების შეთანხმებულ განცხადებას, რომ ისინი ვერ მიიღებენ მონაწილებას დარბაზი ყრუდ ხვდება. „წავიდეთ!“ „წავიდეთ!“ ისმის ყიჟინა.
კრების დარბაზი თითქმის იცლება. რჩება მხოლოდ 30 კაცი, მენშევიკები და ნაც.-დემოკრატები, რომლებიც თავის გამართლებას ცდილობენ.
მთელი უნივერსიტეტის ეზო დაფარულია ხალხით. მანიფესტაციას უერთდება პოლიტეხნიკუმის სტუდენტობა. დემონსტრატებმა მარსელიოზას მღერით და დროშის ფრიალით სვლა იწყეს ქუჩისაკენ.
ქუჩაში
ახმაურდა ქუჩა. ისმის მრისხანე გუგუნი.
„ძირს ველურობა!“
„ძირს ბ.ჩხიკვიშვილი!“
„გაუმარჯოს კულტურას!“
„გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პროფესორ შალვა ნუცუბიძეს!“
დემონსტრაცია მცირე ხანს ჩერდება ვერის დაღმართზე, სიტყვას ამბობს შ.ასათიანი, ხოლო შემდეგ მოსკოვის ქუჩისაკენ მიემართებიან და მიეშურებიან საყვარელი პროფესორის ბინისაკენ.
შალვა ნუცუბიძის ბინაზე
რამდენიმე ამხანაგი შედის ბინაზე და ხელით გამოჰყავთ ავადმყოფი პროფესორი.დემონსტრაცია ხანგრძლივი ტაშით ხვდება. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით პროფესორს სიტყვას ეუბნება გედ.სვანიძე.
შემდეგ სიტყვას იწყებს შალვა ნუცუბიძე: „მე მესმის თქვენი გულწრფელი აღშფოთება იმ სამარცხვინო ინციდენტის გამო. ეს ასეც უნდა ყოფილიყო: კულტურისა და განათლების წარმომადგენელთ არ შეეძლოთ არ ამოეღოთ ხმა უკულტურობის წინააღმდეგ. თქვენი ასეთი თანადგომა ფრიად მიმსუბუქებს ამ ტკივილებს და მამხნევებს, რომ კვლავ განვაგრძო აკადემიური მუშაობა და აგრეთვე ბრძოლა პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
რუსთაველის პროსპექტზე
კვლავ ისმის ხმები: „ძირს ასეთი ქალაქის თავი!“ „ძირს მუშტი კრივი!“
მილიციონერები შეეცადნენ დემონსტრანტების მტკიცე სვლის შეფერხებას, მაგრამ მათი ერთსულოვან ხმაური მქუხარედ გვრგვინავს და ადმინისტრაცია იძულებულია განზე გადგეს. გზაში რიგდება პლაკატები შემდეგი წარწერით: „ ტფილისის სტუდენტობა ღრმა მწუხარებას უცხადებს პროფ. შალვა ნუცუბიძეს!“ „სტუდენტობა იმედს გამოთქვამს, რომ. დამფუძნებელი კრება დაიცავს თავის პრესტიჟს და თვის წრიდან გააძევებს ველური საქციელის ჩამდენს.
დამფუძნებელ კრებასთან
დემონსტრაცია ჩერდება სასახლის წინ. სასახლის აივანზე დეპუტატები გამოდიან.
აქ სიტყვას ამბობენ: დ.გელოვანი, ვ.მხეიძე, ჩიქობავა, თანაუგრძნობენ სტუდენტობას და იმედს გამოთქვამენ, რომ დამფუძნებელი კრება სათანადოდ დაიცავს თავის ღირსებას. დემონსტრაციას მხურვალე სიტყვით მიმართავს დამფ. კრების წევრი შალვა მესხიშვილი და სტუდენტობას ერის სინდისს უწოდებს.
დემონსტრაცია კვლავ ისმენს სახ.უნივერსიტეტის კრების მიღებულ რეზოლუციას . ამის შემდეგ ლაპარაკობს დამფ.კრების პრეზიდიუმის სახელით ალ.ლომთათიძე. იგი აღნიშნავს, რომ დამფუძნებელი კრება დაიცავს თავის პრესტიჟს და შესაფერის მსჯავრს დასდებს ამ სამარცხვინო ინციდენტის ჩამდენს. დასასრულს ილაპარაკა დეპ. ნინიძემ. მან სიამოვნება გამოსთქვა იმის გამო, რომ ახალგაზრდობა ისეთ სიფხიზლეს იჩენს დამფუძნებელ კრების და დეპუტატის ღირსების დაცვის საქმეში,
ასე გათავდა ქართველი სტუდენტების დიდი დემონსტრაცია, რომლის მსგავსი ტფილისს ჯერ არ უნახავს და რომელიც საისტორიო მნიშვნელობის დღედ დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში“.
სახალხო საქმე, 1921, N1044. გვ.2
6 თებერვალი
გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „ყოფილი სტუდენტის საპასუხოდ“
„ერთობის“ ნომერში ვინმე „ყოფილი სტუდენტი“ უშვერად ლანძღავდა ჩვენს სტუდენტობას იმ პროტესტისათვის, რომელიც მათ განაცხადეს ჩხიკვიშვილის ველურობის წინააღმდეგ. ყოფილი გონიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი სიამოვნებით აღნიშნავს იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ასე ფხიზლად იცავს მოქალაქის, თავისი პროფესორის და დეპუტატის ღირსებას და პიროვნებას და ასე გაბედულად ჰგმობს ველურობას. ვინმე „ყოფილი“ ამას „რევოლუციის წინააღმდეგობას“ უწოდებს და მიკვირს, როგორ შეიძლება ასე გამასხარავება რევოლუციისა“.
დაგვილოცნია „ერთობისათვის“ ასეთი „რევოლუციური აქტები“ და ზემოჩამოთვლილი „რევოლუციონერები“ რაც შეეხება სტუდენტებს, ბარაქალა მათ, რომ არ შეუშინდნენ სოციალ-დემოკრატიულ „დამსჯელ რაზმებს“, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს რისხვას და თავისი გულისწყრომა აშკარად გამოსთქვეს.
სახალხო საქმე, 1921, N1046, გვ.2
გამოქვეყნდა ცნობა უნივერსიტეტში ეკონომიკის დარგის სტუდენტთა კრების გამართვის შესახებ.
სახალხო საქმე, 1921, N1049, გვ. 4
8 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სტუდენტთა კოოპერატივში იყიდება წევრებზე შეკერილი კოსტიუმები ხელმისაწვდომ ფასებში.
სახალხო საქმე, 1921, N1051, გვ.2
13 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სათაურით: „ეკონომისტ სტუდენტთა კრება“.
„ხუთშაბათს თებერვლის 10-ს სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ამავე უნივერსიტეტის ყველა სემესტრის ეკონომისტ სტუდენტთა საერთო კრება. კრების საგანს შეადგენდა ეკონომიკური დარგის სტუდენტთა წესდების განხილვა და დარგის გამგეობის არჩევნები. კრებამ ზოგადად განიხილა და მიიღო წარმოდგენილი პროექტი წესდებისა და აირჩია გამგეობა და სარევიზიო კომისია. გამგეობის ვალდებულება არის ხელმძღვანელობა გაუწიოს დარგს აკადემიურ და სხვა მუშაობებში. გამგეობაში არჩეულ იქნენ გ. გოკიელის ასული, ვლ. ანთელავა, ვ. მხეიძე, გ.გიორგაძე და ნიკოლაიშვილი; ხოლო სარევიზიო კომისიაში: პ.ბეშკეკნაძე, ვ.ჯაში და გვასალია.
სახალხო საქმე, 1921, N1052, გვ.4
14 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა ოთხშაბათს თებერვლის 16-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა საერთო კრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
სახალხო საქმე, 1921, N1053, გვ.4
16 თებერვალი
გამოქვეყნდა ცნობა სოც-ფედერალისტთა სტუდენტთა საერთო კრების დანიშვნასთან დაკავშირებით.
სახალხო საქმე, 1921,N1054, გვ.4
22 თებერვალი
ნეკროლოგი უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N41 , გვ. 1
ნეკროლოგი მოხალისე ჯარისკაცის სტუდენტ ნიკოლოზ კალანდარიშვილის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N41 , გვ. 1
23 თებერვალი
ნეკროლოგი უნივერსიტეტის სტუდენტის მარო მაყაშვილის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N42 , გვ. 1
საქართველოს რესპუბლიკა, 1921, N41, გვ. 3
გამოქვეყნდა ტ. ტაბიძის წერილი მარო მაყაშვილს.
საქართველო, 1921, N42 , გვ. 1
ნეკროლოგი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის პალიკო ბეშკენაძის გარდაცვალების შესახებ.
საქართველო, 1921, N41 , გვ. 1