• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წულუკიძე იუნუს ესედის ძე

წულუკიძე იუნუს ესედის ძე (1880, სოფ. ლეღვა, ბათუმის ოლქი -  1921(1922), ოჩხამური, ოზურგეთის მაზრ) - სოციალ-დემოკრატი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.  1918 დეპუტატის ანკეტის თანახმად, განათლებით იყო  სემინარიელი,  სწავლობდა სტამბოლში. პროფესიით სოფლის მეურნე.

1918 სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში, მემედ აბაშიძესთან და სხვა მაჰმადიან ქართველებთან ერთად, სათავეში ედგა ბათუმის ოლქის საქართველოს ფარგლებში დაბრუნებისათვის პოლიტიკურ ბრძოლას, 1919 მონაწილეობა მიიღო „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“  შექმნაში.

დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ბიოგრაფიული ცნობები არ მოიძებნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 1920-იან წწ-ში სარკინიგზო ინციდენტის შედეგად.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates