• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

 წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე

 წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე (8.XI.1865 - 21.V.1923) - დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ ალექსანდრეს სახელობის მე-3 სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1885). პორუჩიკი (1889). შტაბსკაპიტანი (1898). კაპიტანი (1900). პოდპოლკოვნიკი (1905). პოლკოვნიკი (1910). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1914 წ-ის ნოემბრამდე 208-ე ქვეითთა პოლკშია. 1915  205-ე  პოლკის მეთაური. დაიჭრა და გადაყვანილ იქნა კავკასიის ოლქის შტაბში. გენერალ-მაიორი (1916). დაჯილდოებული იყო ორდენებით: (1907) წმ. ანას მე-3 ხარისხის; (1911)  წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით; (1915) წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით; (1915) წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით; იარაღით.

1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918 წ-ის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, იყო სამხედრო სამინისტროს პიროვნული შემადგენლობის განყოფილების უფროსი. 1919 წ-დან მე-3 ბრიგადის (ახალციხეში, იცავდა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას) მეთაურია. 1921 დაინიშნა ზურგის არმიის მეთაურად. 18-20 მარტს გ. მაზნიაშვილთან ერთად, განდევნა ქემალისტები ბათუმიდან.                          

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. სამსახური განაგრძო წითელ ჯარში. იყო ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზდებელი სამხედრო ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates