• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1923

1923

უკან

 

# 1
,,26’’ იანვარი 1923 წ. 
 
დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე, გ. ნათაძე, სპირ. ვირსალაძე, ს. ქურდიანი, გ. ღამბარაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ვორონინი, ჟღენტი, მ. წინამძღვრიშვილი, მ. ასათიანი, ალ. ალადაშვილი, ივ. თიკანაძე, გ. მუხაძე, ალ. ნათიშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. გოგიტიძე, ბ. ღოღობერიძე, ზ. ყანჩაველი, დ. გედევანიშვილი, ი. თულაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ი.ღულაძე, ი. ქუთათელაძე, შ. ნუცუბიძე, ი. ბერიტაშვილი, დ. უზნაძე, მ. პოლიევკტოვი, გ. წერეთელი, გ. ჩუბინაშვილი, ა. ბენაშვილი, მ. შალამბერიძე, გ. ახვლედიანი, ფ. გოგიჩაიშვილი, ალ. წერეთელი, ლ. ანდრონიკაშვილი, კ. ამირეჯიბი, ვას. ყიფშიძე, კახიანი, ნ. მუსხელიშვილი.  
 
თავმჯდომარე:                                   მდივანი: 
 
I. განიხილეს: ბნ რექტორის მოხსენება 1922 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მუშაობის ანგარიშის შესახებ. 
ცნობა: მოხსენებაში აღნიშნული დაუღალავი და უანგარო მუშაობისათვის უნივერსიტეტში განათებისა და გათბობის მოსაწყობად, მომხსენებელი წინადადებას იძლევა მადლობა გადაეხადოს პროფ. ალ. დიდებულიძეს. 
დაადგინეს: პროფ. ალ. დიდებულიძეს გამოეცხადოს მადლობა იმ დაუღალავი და უანგარო მუშაობისათვის, რომელიც მან გაწია უნივერსიტეტში განათებისა და გათბობის მოსაწყობად.  
II. განიხილეს: უნივერსიტეტის ახალი წესდება. 
ცნობა: ვინაიდან წესდება ძალაში შედის დღიდან მისი გამოქვეყნებისა და საჭირო ხდება თანამდებობის პირთა ახალი არჩევნები, რექტორს განცხადება შემოაქვს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ასეთივე განცხადება შემოაქვთ ყველა ფაკულტეტის დეკანებს და საბჭოს მდივანს. 
დაადგინეს: ეთხოვოს თანამდებობის პირებს, ახალ არჩევნებამდე განაგრძონ თავის მოვალეობის შესრულება. 
რადგანაც ახალი წესდების ძალით საბჭოს სხდომებს უმცროს მასწავლებელთა და სტუდენტთა წარმომადგენლებიც ესწრებიან, მიენდოს გამგეობას სტუდენტთა არჩევნების ინსტრუქციის შემუშავება და არჩევნების დანიშვნა. 
III. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი: 
1. ექიმი ფხალაძე არჩეულ იქმნეს კანისა და ვენერიულ ავადმყოფობათა კლინიკის ორდინატორად ა/წ 12 იანვრიდან. 
2. არჩეულ იქმნეს ექიმი ვარაზაშვილი ზოგად პათოლოგიის კათედრის უფროს ასისტენტად ა/წ 9 იანვრიდან. 
3. განთავისუფლდეს ექ. ღამბარაშვილი ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკის უმცროსი ასისტენტის თანამდებობის აღსრულებისაგან ა/წ 15 იანვრიდან. 
4. მოხსენება ფაკულტეტის ექვს წლიანი გეგმის შესახებ. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
ც ნ ო ბ ა: 
ფიზიოლოგიისა და ანატომიის პროფესორები არ ეთანხმებიან გეგმის პროექტს, ასეთსავე წინააღმდეგობას იწვევს იგი ფაკულტეტის სხვა წევრთა მხრივაც. 
დაადგინეს: დაუბრუნდეს ფაკულტეტს ხელახლა გადასასინჯად და განმარტებითი მოხსენების შესადგენად, რომელიც უნდა დაერთოს გეგმის პროექტს. 
5. ექ. კლავდიუს ტყემალაძე არჩეულ იქმნეს ქირურგიის კლინიკის უმცროს ასისტენტად ა/წ 21 იანვრიდან. 
6. განთავისუფლდეს ექ. ხუნდაძე ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის ასისტენტის თანამდებობისაგან ა/წ 21 იანვრიდან თანახმად მისი თხოვნისა და აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულ იქმნეს ექიმი ორლოვსკი ამავე რიცხვიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
4. განიხილეს: საპედაგოგიო ფაკულტეტის შუამდგომლობანი: 
1. მიეცეს უნივერსიტეტის კურსის დასრულების სიგელი ვლადიმერ გუგუშვილს და გიორგი ბაქრაძეს. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
2. წარიგზავნოს დასავლეთ ევროპაში სამეცნიერო მიზნით პროფ. ივ. ბერიტაშვილი.  
დაადგინეს: გამოირკვეს სამგზავრო და 5 თვის საცხოვრებელ თანხის რაოდენობა და აღიძრას სათანადო შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე. 
5. განიხილეს: სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტის შუამდგომლობანი:  
I. დატოვებულ იქმნეს უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ბ. ლ. ასათიანი 1922 წლ. 12 დეკემბრიდან სტიპენდიით.  
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ნათაძე, ა. რაზმაძე, წერეთელი, ალადაშვილი, ალ. ნათიშვილი, ბ. ღოღობერიძე, ი. ქუთათელაძე, ივ. ღულაძე, ი. ბერიტაშვილი, ივ. თულაშვილი, შ. ნუცუბიძე 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 2 
,,27’’ მარტი 1923 წ. 
 
დაესწრო: პროფ. და დოცენტები:  ივ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ს. ქურდიანი, ლ. ანდრონიკაშვილი, ივ. თულაშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, ნუცუბიძე, გ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, გ. ნათაძე, ალ. ალადაშვილი, ს. ამირეჯიბი. ს. გოგიტიძე, ა. რაზმაძე, კეკელიძე, ივ. თიკანაძ,ე ა. მაჭავარიანი, კახიანი, მ. პოლიევკტოვი, მუხაძე, მოსეშვილი ი., ბ. ღოღობერიძე, ივ. ღულაძე, ი. ქუთათელაძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ხარაძე,  ნ. ყიფიანი, გ. ჯავახიშვილი, ლ. მელიქსეთბეგი, გ. ჩუბინაშვილი, ა. ბენაშვილი, მ. შალამბერიძე, გ. გეხტმანი, მ. ასათიანი, კ. ამირეჯიბი, ალ. ჯავახიშვილი, ნათიშვილი, დ. გედევანიშვილი, ალ. ცაგარელი, ა. თვალჭრელიძე, დ. უზნაძე. 
 
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენლები: ვარაზაშვილი ვ., ცეცხლაძე, გ. ჯავახიშვილი, ალ. წერეთელი, ვას. ყიფშიძე, ილ. ყიფშიძე, ლომოური, მ. ბექაია, დ. იოსელიანი, ზ. ყანჩაველი, ვაჩეიშვილი ალ. 
 
სტუდენტთა წარმომადგენლები: 
ნ. ჯანელიძე, მირ. სეფერთელაძე, გ. თავზარაშვილი, ალ. თურქია, გ. ნუცუბიძე, პ. ბუაჩიძე. 
 
თავმჯდომარე:                             მდივანი:
 
I. განიხილეს: ფაკულტეტთა მოხსენებანი: პრეზიდიუმის წევრთა არჩევნების შესახებ: 
1/ საპედაგოგიო ფაკულტეტის: არჩეულია ფაკულტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარეთ პროფ. კ. კეკელიძე, პრეზიდიუმის წევრებად დოც. გ. ნათაძე და სტუდენტთა მხრივ მ. სეფერთელაძე. 
დაადგინეს: პრეზიდიუმის შემადგენლობა დამტკიცდეს.  
2/ სოც.ეკონომიური ფაკულტეტის  
პრეზიდიუმის თავმჯდომარეთ არჩეულია პროფ. დ. უზნაძე, წევრად ლექტ. ა. ვაჩეიშვილი, მესამე წევრის არჩევა გადაიდო, ვინაიდან სტუდენტთა მხრივ კანდიადტი არ ყოფილა დასახელებული. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. დაევალოს ფაკულტეტს მოახდინოს უახლოესი სხდომისათვის მესამე წევრის არჩევნები. 
3/ სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენება: 
პრეზიდიუმის წევრებად არჩეულია: თავმჯდომარედ პროფ. ალ. ალადაშვილი, და წევრად ას. ვ. ვარაზაშვილი და სტუდ. მჟავანაძე. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
4/ სამეურნეო ფაკულტეტის მოხსენება: 
პრეზიდიუმის წევრებად არჩეულია: დამს. პროფ. პ. მელიქიშვილი /თავმჯდომარედ/, ასის. გ. რცხილაძე და სტუდ. ნ. მარგველაშვილი. 
დაადგინეს:  დამტკიცდეს. 
5/ პოლიტეხნიკურ ფაკულტეტის მოხსენება: 
პრეზიდიუმის წევრებად არჩეულია: პროფ. ალ. დიდებულიძე /თავმჯდომარედ/, ასის. ვ. ყიფშიძე და სტუდ. ა. დევიძე. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
 
II.განიხილეს: მოხსენება უნცროს მასწავლებელთა საბჭოში წარმომადგენლების არჩევნების შესახებ.  
არჩეულია: 1/ საექიმო ფაკულტეტიდან: ექ. ცეცხლაძე, იოსელიანი დ., მგალობლიშვილი მიხ., ვარაზაშვილი ვასილი, ყიფშიძე ნიკოლოზ კანდიდატათ: ის. ხათრიძე. 
2/ პედაგოგიური ფაკულტეტიდან: 
ალ. წერეთელი, ილ. ყიფშიძე, ზაქ. ყანჩაველი, ბექაია მელქისედექ, კანდიდატათ: ჯაკობია გიორგი. 
3/ სამეურნეო ფაკულტეტიდან: რცხილაძე გიორგი, ჩოლოყაშვილი სოლომონ, კანდიდატად: ლომოური იულონი. 
4/ პოლიტეხნიკური ფაკულტეტიდან: 
1. ვას. ყიფშიძე. კანდიდატათ გ. ჭიჭინაძე. 
5/ სოც. ეკონომიური ფაკულტეტიდან: 
1/ ვაჩეიშვილი ალ. კანდიატათ ირ. ტატიშვილი.  
დაადგინეს: მოხსენებანი არჩევნებითურთ დამტკიცდეს. 
 
III. განიხილეს: მოხსენება საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევის შესახებ. 
არჩეულია: 1/ ბუაჩიძე ამბრ. 2/ შუშანია პლატონ, 3/ ნუცუბიძე გალაქტიონ, 4/ ნუცუბიძე შალვა, 5/ ბუაჩიძე პეტრე, 6/ ოდილავაძე შალვა, 7/ სეფერთელაძე მირიან, 8/ მჟავანაძე გედეონ, 9/ შარია პეტრე, 10/ მარგველაშვილი ნიკოლოზ, 11/ თურქია ალექსანდრე, 12/ თავზარაშვილი გიორგი. მეცამეტე წარმომადგენლის შესახებ ცნობა დამატებით იქნება წარმოდგენილი.  
დაადგინეს: დამტკიცდეს.
  
I I I I. განიხილეს: უნივერსიტეტის გამგეობის არჩევნების წევრთა საკითხი. 
დაადგინეს: უნივერსიტეტის გამგეობის წევრებად ითვლებოდენ ყველა ფაკულტეტის დეკანები. 
 
5. განიხილეს: უნივერსიტეტის პრორექტორთა არჩევნები: 
დასახელებულ იქნენ კანდიდატებათ პროფ. ალ. ნათიშვილი და შალვა ნუცუბიძე. დანარჩენ კანდიატთაგან კენჭის ყრაზე ყველამ უარი განაცხადა.
დაადგინეს: არჩეულ იქნენ: პროფ. ალ. ნათიშვილი და პროფ. შალვა ნუცუბიძე. 
 
6. განიხილეს: პროფესორთა საბჭოს მდივნის არჩევნები. 
დაადგინეს: არჩეულ იქმნა პროფ. იოველ ქუთათელაძე /24; +31/ 
 
7. განიხილეს: საკითხი რექტორის არჩევის შესახებ. 
ცნობა. დასახელებულ იქნა კანდიდატათ ერთხმად პროფ. ივ. ჯავახიშილი, პროფ. ივ. ჯავახიშვილმა კენჭის ყრაზე უარი განაცხადა. 
დაადგინეს: საკითხი რექტორის არჩევის შესახებ გადაიდოს შემდეგი  სხდომისათვის, რომელიც დაინიშნოს შემდეგი პარასკევისათვის საღამოს 8 საათზე. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ი. მოსეშვილი, მ. შალამბერიძე, ა. რაზმაძე, გ. ნათაძე, წერეთელი, ნუცუბიძე, ივ. თულაშვილი, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე, გ. ღამბარაშვილი, ივ. ღულაძე, ა. ხარაძე, გ. გეხტმანი, ბ. ღოღობერიძე, ს. ქურდიანი, ა. მაჭავარიანი, მ. პოლიევქტოვი, ალ. ჯავახიშვილი, ალ. ალადაშვილი 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს  
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 3 
,,30’’ მარტი 1923 წ. 
 
დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ს. ქურდიანი, ლ. ანდრონიკაშვილი, ივ. თულაშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, ნოე ყიფიანი, გ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, გ. ნათაძე, ალ. ალადაშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. გოგიტიძე, ა. რაზმაძე, კ. კეკელიძე, ივ. თიკანაძე, ა. მაჭავარიანი, ნ. კახიანი, მ. პოლიევკტოვი, ი. მოსეშვილი, მუხაძე, ბ. ღოღობერიძე, ივ. ღულაძე, ი. ქუთათელაძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ხარაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ლ. მელექსეთ ბეგი ლეონი, გ. ჩუბინაშვილი, ა. ბენაშვილი, მ. შალამბერიძე, გ. გეხტმანი, მ. ასათიანი, ნ. მუსხელიშვილი, კ. ამირეჯიბი, ალ. ჯავახიშვილი, ა. ნათიშვილი, დ. გედევანიშვილი, შ. ნუცუბიძე, ალ. ცაგარელი, ა. თვალჭრელიძე, დ. უზნაძე. 
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენლები: ვარაზაშვილი ვ., ცეცხლაძე, გ. ჯავახიშვილი, ა. ვაჩეიშვილი, დ. იოსელიანი, ალ. წერეთელი, ვას. ყიფშიძე, ილ. ყიფშიძე, ი. ლომოური, მ. ბექაია, ყანჩაველი ზაქ. 
სტუდენტთა წარმომადგენლები: ნ. ჯანელიძე, მირ.. სეფერთელაძე, გ. თავზარაშვილი, ალ. თურქია, გ. ნუცუბიძე, პ. ბუაჩიძე. 
 
თავმჯდომარე:                                მდივანი:
 
I. განიხილეს: მიწათმოქმედების კომისარიატის წარმომადგენელთა საბჭოში დანიშუნლია ზ. გულისაშვილი. 
დაადგინეს: ცნობად. 
II. განიხილეს: რექტორის არჩევნების საკითხი. 
ცნობა: დასახელებულია ერთხმად რექტორის თანამდებობაზე პროფ. ივ. ჯავახიშვილი. 
დაადგინეს: არჩეულია ერთხმად /+59 _0/ 
III. განიხილეს: საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:  
1/ ფიზიკომათემატიკურ წრის წესდება. 
დაადგინეს: დაუბრუნდეს ფაკულტეტს. არჩეულ იქნეს კომისია სტუდენტთა სამეცნიერო წრის ნორმალური წესდების შესამუშავებლად, რომელშიც შედიან ფაკულტეტების თითო წარმომადგენელი. 
IIII. განიხილეს: სოც. ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენება. 
1/ მოწვეულ იქნეს ინწკრიველი  ბუხჰალტერიის პრაქტიკულ სპეციალური კურსების მასწავლებლად ა.წ. 13 მარტიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
IIIII.განიხილეს: არჩეულ იქნეს დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი უნივერსიტეტის საპატიო წევრად მისი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის იუბილის გამო. 
დაადგინეს: არჩეულია ერთხმად. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, მ. შალამბერიძე, ს. ქურდიანი, გ. ნათაძე, ა. რაზმაძე, წერეთელი, მ. პოლიევქტოვი, მ. ასათიანი, გ. ღამბარაშვილი პ. მელიქიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მუხაძე, მაჭავარიანი, შ. ნუცუბიძე, ალ. ალადაშვილი, ივ. თულაშვილი, მ. ბექაია, ალ. ნათიშვილი, ივ. ღულაძე, ბ. ღოღობერიძე 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს 
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 4 
,,25’’ მაისი 1923 წ. 
 
დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: შ. ნუცუბიძე, ა. დიდებულიძე, ივ. თულაშვილი, კ. კეკელიძე, ჯავახიშვილი გიორგი, თიკანაძე ივანე, ასათიანი მიხეილი, ა. ხარაძე, ნ. ყიფიანი, გ. გეხტმანი, კ. ამირეჯიბი, გ. ნათაძე, ალ. მაჭავარიანი, პ. მელიქიშვილი, მ. შალამბერიძე, ბ. ღოღობერიძე, ნ. კახიანი, მ. პოლიევკტოვი, ივ. ღულაძე, ს. ქურდიანი, ალ. ალადაშვილი, გრ. წერეთელი, ა. რაზმაძე, გ. ღამბარაშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ანდრონიკაშვილი, ი. ქუთათელაძე, გ. მუხაძე, ა. შანიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ბენაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ს. გოგიტიძე, ი. მოსეშვილი, წინამძღვრიშვილი, გ. ახვლედიანი. 
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: 1. ბექაია მელქისედექ, 2. ექ. მ. მგალობლიშვილი, 3. ილ. ყიფშიძე, 4. ალ. წერეთელი 
ნარკომატების წარმომადგენელნი: 1/ შრომის სახ. კომისარ. მიქაბერი 
ფინანსთა კომისარიატისაგან:  ალშიბაია 
თავმჯდომარე:                               მდივანი:
სამკურნალო ფაკ. მოხსენებანი
1. განიხილეს: მიეცეს მივლინება საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით 6 თვის ვადით დიაგნოსტიკის კათედრის გამგე დოც. წინამძღვრიშვილს. აღიძრას მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ამ მიზნით და საჭირო აპარატების შესაძენად 300 გირ. სტერლინგის გაღების შესახებ.  
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
2. განიხილეს: მიეცეს მივლინება საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით თვალის სნეულებათა კლინიკის ასისტენტს ვახტანგ მუსხელიშვილს მის ხარჯით. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
3. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. დარია ბერეჟიანი ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად 1 მარტიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
4. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. გრ. ხუციშვილი ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად. 
დაადგინეს დამტკიცდეს.  
5. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ვლ. ხაზარაძე ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად. 
დაადგინეს: დამტკიცდეს.  
6. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ანდრია შონია ჰოსპიტალურ ქირურგიული კლინიკის ორდინატორად. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
7. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. იოსებ ჯავახიშვილი დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორად 1 მარტიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
8. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ივანე ბურჯანაძე პროპედევტიულ კლინიკის ორდინატორად 16 მარტიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
9. განიხილეს: დამტკცდეს ექ. შალვა ღამბაშიძე ფსიქიატრიულ კლინიკის ორდინატორად 23 მარტიდან 
დაადგინეს: დამტკიცდეს.  
10. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ნინო ვეშაპიძეგორბაჩევისა ფსიქიატრიულ კლინიკის ორდინატორად 23 მარტიდან.  
დაადგინეს: დამტკიცდეს.  
11. განიხილეს: საფარმაცევტო ოქმების დამტკიცება. 
დაადგინეს: ოქმები დამტკიცდეს. 
12. განიხილეს: მიეცეს მივლინება საზღვარგარედ სამცენიერო მიზნით ერთი წლის ვადით ექ. სიმონ კანდელაკს და შეენახოს მას მისი ჯამაგირი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
13. განიხილეს: პრეზიდიუმის წევრად არჩეულია დოცენტი ბორის ღოღობერიძე 3 მაისიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
14. განიხილეს: მიეცეს მივლინება რუსეთში და გერმანიაში სამეცნიერო მიზნით 4 თვის ვადით პროფ. გრიგოლ მუხაძეს და გამოთხოვილ იქმნეს სათანადო თანხა. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
 
საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი: 
15. განიხილეს: მიეცეს მივლინება საზღვარგარედ გერმანიაში სამეცნიერო მიზნით 15 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პროფ. ი. მოსეშვილს. მიეცეს მას 15 ივნისს ამისათვის სარგო 1 ოქტომბრამდის ერთბაშად. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
16. განიხილეს: მიეცეს მივლინება რუსეთის საუნივერსიტეტო ქალაქებში სამეცნიერო მიზნით ივლისში და აგვისტოში პროფ. გრიგოლ წერეთელს და გამოთხოვნილ იქმნეს ამისათვის საჭირო თანხა.  
17. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ფილოსოფიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად მოსე გოგიბერიძე 2 მაისიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
18. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ქართულ სიტყვიერების კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად მიხეილ ზანდუკელი 18 აპრილიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
19. განიხილეს: რექტორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენება უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმის მოწყობის შესახებ. 
დაადგინეს: არჩეულია საგანგებო კომისია გამომცემლობის საკითხის შესახებ შემდეგ შემადგენლობით: კომისარიატების წარმომადგენელნი: ალშიბაია, მიქაძე, პროფესორები: ახვლედიანი, კეკელიძე, ნუცუბიძე და შანიძე. დაევალოს ხსენებულ კომისიას აღძრას სათანადო შუამდგომლობა ვის წინაშე _ ჯერ არს სტამბის და გამომცემლობის საკითხის მოწესრიგების შესახებ. გამოერიცხოს საგამომცემლო საქმისათვის პროფესორდოცენტებს 2% ჯამაგირისაგან. რაც შეეხება უმცროს მასწავლებელთ, ეცნობოს გადაწყვეტილება მათ საბჭოს, აზრის  გამოსათქმელად.
 
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
20. განიხილეს: დამტკიცდეს აგრონომი ელიზბარ კარბელაშვილი სასოფლოსამეურნეო მექანიკის კათედრის ასისტენტად 13 მარტიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
21. განიხილეს: შალვა ცინცაძისათვის მეცნიერ აგრონომის წოდების მინიჭების შესახებ. 
დაადგინეს: დაუბრუნდეს ფაკულტეტს ,,მეცნიერ აგრონომის წოდების~ საკითხის გადასინჯვის შესახებ. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე, გ. ახვლედიანი, მ. შალამბერიძე, გიორგი ჯავახიშვილი, გ. წერეთელი, მ. ბექაია, ალ. წერეთელი, მ. მგალობლიშვილი, გ. ღამბარაშვილი, ივ. თიკანაძე, შ. ნუცუბიძე, ბ. ღოღობერიძე, ალ. ნათიშვილი, ა. მაჭავარიანი, ნ. კახიანი, ივ. თულაშვილი, პ. ხოჯაიანცი, ალ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ალ. ალადაშვილი, გ. ნათაძე, ალ. წერეთელი 
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 5 
,,22’’ ივნისი 1923 წ. 
 
დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე, ა. ბენაშვილი, ბ. ღოღობერიძე, ალ. ალადაშვილი, კ. კეკელიძე, გ. წერეთელი, გ. ნათაძე, ლ. ანდრონიკაშვილი, ივ. თულაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. ჯავახიშვილი, ალ. ნათიშვილი, ვლ. ჟღენტი, ა. მაჭავარიანი, ნ. კახიანი, დ. უზნაძე, ი. მოსეშვილი, მ. შალამბერიძე, ს. ვირსალაძე, ალ. ჯავახიშვილი, ივ. თიკანაძე, ალ. დიდებულიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, ი. ჯავახიშვილი, ს. ამირეჯიბი, შ. ნუცუბიძე, ღამბარაშვილი, ა. შანიძე. 
უნცროსი მასწავლებლები: ალექსანდრე წერეთელი, ვ. ყიფშიძე, მ. ბექაია, მ. მგალობლიშვილი, დ. იოსელიანი. 
სტუდენტთა წარმომადგენელი: პ. ხოჯაიანცი. 
 
თავმჯდომარე:                                 მდივანი: 
 
სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი: 
1. განიხილეს: დამტკიცდეს ფარმაკოლოგიის კათედრის გამგეთ და პროფესორად ვ. მოსეშვილი 
დაადგინეს: დამტკიცებული ქმნას ვარლამ მოსეშვილი ფარმაკოლოგიის კათედრის გამგეთ და პროფესორად 25 თეთრი 5 შავი ოთხმა თავი შეიკავა. 
2. განიხილეს: სადოქტორანტო გამოცდების წესრიგის დამტკიცება. 
დაადგინეს: დაუბრუნდეს სამკურნალო ფაკულტეტს გადასაშინჯავათ. 
3. განიხილეს: დამტკიცდეს პათოლოგიურ ანატომიის კათედრასთან  მეორე პრეპარატორის თანამდებობა.  
დაადგინეს: დამტკიცდეს. გადაეცეს სასანიტარო ინსტიტუტის ბაქტერიოლოგიურ განყოფილების პრეპარატორის თანამდებობა.  
4. განიხილეს: დამტკიცდეს მეაფთიაქის თანაშემწის წოდებაში ჩიგოგიძე მაქსიმე ალიშუხის ძე და გეგიძე გიორგი გრიგოლის ძე. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
5. განიხილეს: საზღვარ გარედ წარვლინების წესრიგის პროექტი. 
დაადგინეს: გადაეცეს პროექტი ფაკულტეტების წარმომადგენლებიდან შემდგარ კომისიას შემდეგ შესწორებით: პროექტის პირველი მუხლის იმ ადგილში რომელიც ეხება უნივერსიტეტთან დატოვებულებს იქნეს შეტანილი სათანადო ცვლილება. 
მეორე მუხლი: თუ რომ კათედრის საგნები არ არის უზრუნველყოფილი არ შეიძლება წარმომადგენლის წარვნილებაში გაგზავნა. 
შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს ნება აქვს დართოს ფაკულტეტს ნება ამა თუ იმ წევრის უფრო ხანგრძლივ წარვნილებაში გაგზავნის შესახებ. 
მუხლი მესამე: პირველი წინადადება ამოიშალოს. წარვნილებაში გამგზავრების ნება ეძლევა ყველას, ფაკულტეტის წარდგენით და საბჭოს დადგენილებით. 
მუხლი მეოთხე: უცვლელად მიღებულია. 
მუხლი მეხუთე: ამოიშალოს. 
მუხლი მეექვსე: უცვლელად მიღებულია.  
მუხლი მეშვიდე: ამოიშალოს წარვლინებაში გასაგზავნი პიროვნებათა რიცხვი და შეიცვალოს შემდეგ ნაირად ყველა ფაკულტეტები ვალდებულნი არიან შეიტანონ წინასწარ,  ბიუდჟეტის გათვალისწინებისას წარვლინებაში გასამგზავრებელთათვის საჭირო თანხის რაოდენობა. 
მუხლი 8 გამოტოვებული იქმნეს. 
მუხლი 9 შეიცვალოს შემდეგნაირად: მეცნიერი თანამშრომელნი საზღვარ გარედ წარვლინებაში წასულნი, დაბრუნების შემდგომ ურდგენენ ანგარიშს ფაკულტეტს რომლის შესახებ უკანასკნელს გამოაქვს თავის დასკვნა. 
მუხლი 10 ამოღებულ იქმნას. 
მუხლი 11 წარვლინებულთ ყოველ თვიურად ეძლევათ სათანადო თანხა. მეთერთმეტე მუხლის 1 და 2 შენიშვნა გადაეცეს კომისიას შესამუშავებლად. 
მუხლი 12 გადაეცეს კომისიას. 
მუხლი 13 დარჩეს. 
მუხლი 14
 ფაკულტეტი კონტროლს უწევს საზღვარ გარედ გაგზავნილ მეცნიერი თანამშრომლების მუშაობას უშუალო კავშირის დაჭერით საზღვარ გარედ ხელმძღვანელებთან.  
მუხლი 15 მიღებულია 
მუხლები 16 და 17 გამოტოვებულ იყოს 
მუხლი 18 მიღებულია
19 _ მუხლად იქნეს სათანადო დებულება ენის შესახებ. 
6. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას ექიმი გიორგი ნაზარაშვილი საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით ერთი წლის ვადით და მიეცეს მას 1/2 წლის წარვლინების თანხა ესე იგი 900 მანეთი ოქროთი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
7. განიხილეს: მოისპოს დროებით ფარმაკოლოგიის კათედრასთან ერთი ასისტენტის თანამდებობა და გადაეცეს ეს თანამდებობა ფარმაციის და ფარმაკოგნოზიის კათედრას. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
8. განიხილეს: დამტკიცდეს დიგანოსტიკის კლინიკის ორდინატორი გიორგი რუსიშვილი იმავე კლინიკის უფროს ასისტენტად დროებით ერთი წლის ვადით, სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
9. განიხილეს: დამტკიცდეს ჰოსპიტალურ თერაპევტიული კლინიკის ორდინატორად ექიმი გრიგოლ გიორგის ძე გრიგორაშვილი, სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
10. განიხილეს: დამტკიცდეს ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკის დროებით ორდინატორად ექ. გ. ხუციშვილი ყურის, ყელის და ცხვირის კლინიკის ორდინატორად. 
დაადგინეს: დამტკიცდეს.  
11. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ივანე მირიანის ძე გიგინეიშვილი  დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორად, სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
12. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ნიკოლოზ ერასტის ძე ჯაფარიძე ქირურგიულ პროპედევტიულ კლინიკის ორდინატორად, სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
13. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ნინო იაკობის ასული შიხინაშვილი თვალის სნეულებათა კლინიკის ორდინატორად, სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
14. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ყარამან ნესტორის ძე ფაღავა სამეანო კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
5. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. დავით ალექსის ძე მიქელაძე რენტგენოლოგიის დოცენტურის უმცროს ასისტენტად. სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
16. განიხილეს: გადაირიცხოს ზოგად პათოლოგიის უმცროსი ასისტენტი ექ. ლეონტი ელიაშვილი გინეკოლოგიურ კლინიკის ორდინატორად. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
17. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ოლღა ალექსანდრეს ასული ჯავრიშვილიმესხისა ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს.  
18. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. სოფიო ანდრეევა ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად დროებით ერთი წლის ვადით. სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
19. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. პაატა ივანეს ძე მგალობლიშვილი კანის და ვენერიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს 1 აპრილიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
20. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ვლადიმერ სიმონის ძე გერსამია ფაკულტეტის თერაპევტიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს 1 თიბათვიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
 
საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
1. განიხილეს: მიეცეს პროფესორ ანდრია რაზმაძეს წარვლინება საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით ერთი წლის ვადით და გამოთხოვნილ იქმნეს საჭირო თანხა. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. დოც. ხარაძემ განაცხადა რომ მათემატიკის სწავლა გადაცემის საქმე ყველა ფაკულტეტებზე უზრუნველყოფილი იქნება ბ. ა. რაზმაძის საზღვარ გარედ ყოფნისას. ხარაძის მიერ შემდეგ სხდომისათვის წარმოდგენილ იქნება სამოსწავლო გეგმა. 
2. განიხილეს: მიეცეს პროფ. დ. უზნაძეს წარვლინება საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით 6 თვის ვადით და გამოთხოვნილ იქმნეს სათანადო თანხა. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
3. განიხილეს: მიეცეს დოც. ხარაძეს შვებულება საზღვარ გარედ გასამგზავრებლად სამეცნიერო მიზნით 3 თვის ვადით და სამზადისისათვის გამოეწეროს ახლავე ივნისის ჯამაგირი. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
4. განიხილეს: მიეცეს უნივერსიტეტთან დატოვებულს ბ. კ. ბაქრაძეს შვებულება 1 წლის ვადით საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით გასამგზავრებლად თავისი ხარჯით და სარგოს შენახვით. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
5. განიხილეს: განეგრძოს უნივერსიტეტთან დატოვებულს ბ. გიორგი ნიორაძეს ვადა სტიპენდიის მიღებისა ერთი წლით. 
 განეგრძოს უნივერსიტეტთან დატოვებულს ბ. დ. იაშვილს ვადა სტიპენდიის მიღებისა ერთი წლით. 
 გეოლოგიის კათედრის დროებით ასისტენტი ბ. თათარიშვილი დატოვებულ იქმნას ასისტენტად კიდევ 1 წლის ვადით. 
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს. 
 6. განიხილეს: დამტკიცდეს პროფესორი ი. ქუთათელაძე ფიზიოლოგიის კათედრის გამგეთ დროებით პროფესორი ივანე ბერიტაშვილის საზღვარ გარედ დაბრუნებამდე. 
დადგინეს: დამტკიცდეს. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ივ. თიკანაძე, გ. ნათაძე, გ. წერეთელი, მ. ბექაია, ნ. მარგველაშვილი, ბ. ღოღობერიძე, ი. მოსეშვილი, ივ. თულაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, გ. გეხტმანი, ა. შანიძე, ა. დიდებულიძე, გ. ახვლედიანი, ალადაშვილი, ა. რაზმაძე, ა. ბენაშვილი, გ. ღამბარაშვილი, წერეთელი, ს. ამირეჯიბი, ფ. გოგიჩაიშვილი  
 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 6 
,,29’’ ივნისი 1923 წ. 
 
დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ი. ქუთათელაძე, გ. გეხტმანი, ივ. თულაშვილი, ლ. ანდრონიკაშვილი, ალ. ნათიშვილი, ივ. თიკანაძე, გ. ღამბარაშვილი, ალადაშვილი, ბ. ღოღობერიძე, ს. გოგიტიძე, გ. ნათაძე, ა. ბენაშვილი, ა. ხარაძე, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ი. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, ს. ამირეჯიბი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ახვლედიანი, მ. შალამბერიძე, კ. კეკელიძე, ა. თვალჭრელიძე,
 
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელი: ვაჩეიშვილი, ზ. ყანჩაველი, მ. ბექაია, ალ. წერეთელი.  
სტუდენტთა წარმომადგენელი: პ. ბუაჩიძე, ან. ბუაჩიძე, ნ. მარგველაშვილი. 
კომისარიატის  წარმომადგენელი:   ალშიბაია  ფინანსთა კომისარიატიდან. 
 
თავმჯდომარე:                                    მდივანი:
 
საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი: 
 
1. განიხილეს: განეგრძოს უნივერსიტეტთან დატოვებულებთ საპროფესოროდ მოსამზადებლად გიორგი ჯაკობიას, ვარლამ თოფურიას, ბენედიქტე ჩიქობავას, თამარი ლომაურს და სვიმონ ჯანაშიას ვადა კიდევ ერთი წლით. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
  ეთხოვოს ფაკულტეტებს რომ მომავალში იქმნეს წარმოდგენილი დატოვებულთა შესახებ ანგარიშების დაწვრილებითი დასკვნა.   
2. განიხილეს: მოხსენება ქართული სტამბის 300 წლის იუბილეის შესახებ. 
დაადგინეს: დაევალოს პროფ. კორნელი კეკელიძეს და აკაკი შანიძეს დაწვრილებითი გეგმის შემუშავება. 
    არჩეულია საიუბილეო კომისია შემდეგ  შემადგენლობით: ბ. ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და გიორგი ახვლედიანი.  
3. განიხილეს: დამტკიცდეს სამათემატიკო დასაბუნების მეტყველო დარგთა სასწავლო გეგმები. 
დაადგინეს: დამტკიცდეს.  
4. განიხილეს: დატოვებულ იქმნენ კურს დამთავრებულნი გიორგი ზაალიშვილი და კონსტანტინე მეგრელიძე ფილოსოფიის კათედრასთან  სამეცნიერო მუშაობის წარმოებისათვის ერთი წლით უსტიპენდიოთ. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
5. განიხილეს: დამტკიცებულ  იქმნენ მიხეილ ჭავჭანიძე და ირაკლია ჭავჭავაძე ასისტენტებათ (კიდევ ერთი წლის ვადით.) ზოოლოგიის კათედრის.  
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
6. განიხილეს: გაუგრძელდეს უცხოეთიდან დაბრუნებულს ალ. ჯანელიძეს ვადა უნივერსიტეტთან დატოვებისა კიდევ ერთი წლით.  
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
 
სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
1. განიხილეს: წარვნელინებულ იქმნას ექ. გიორგი ელიავა საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით ერთი წლის ვადით და მიეცეს მას მიღებულ წესის მიხედვით საცხოვრებლად და სამგზავროდ 1.800 მანეთი ოქროთი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
2. განიხილეს: დატოვებულ იქმნას უნივერსიტეტის სტიპენდიანტათ ექ. იოსებ აბაკელია
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
 
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
1. განიხილეს: დატოვებულ იქმნას შალვა რაჟდენის ძე ცინცაძე აგრონომიულ ქიმიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად 1 წლით. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
განიხილეს: პროფ. შალვა ნუცუბიძის განცხადება ბ. კ. ბაქრაძისათვის უცხოეთში წარვლენილობისთვის გამოთხოვნილ იქმნეს სათანადო თანხა.  
2. დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
 
 ალ. ჯავახიშვილი, მ. შალამბერიძე, ლ. ანდრონიკაშვილი, ა. ბენაშვილი, ბ. ღოღობერიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. ახვლედიანი,  ნ. მარგველაშვილი, შ. ნუცუბიძე, ს. გოგიტიძე, ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ნათაძე, ივ. თიკანაძე, გ. წერეთელი,  ა. შანიძე, გ. გეხტმანი,  ა. დიდებულიძე გ. ჩუბინაშვილი, პ. ბუაჩიძე, ღამბარაშვილი, ს. ამირეჯიბი, მდივანი ი. ქუთათელაძე
 

 

 
ტ ფ ი ლ ი ს ი ს  ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო
 უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი.
საბჭოს სხდომის ოქმი. # 7 
 
26 ოქტომბერი 1923 წ.
 
დაესწრენ: პროფ. და დოცენტები: ა. ბენაშვილი, ლ. ანდრონიკაშვილი, ალ. ალადაშვილი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ნათაძე, ვ. მოსეშვილი, ი. ქუთათელაძე, კ. კეკელიძე, ივ. თულაშვილი, გ. ჯავახიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ნ. კახიანი, ვ. ჟღენტი, წერეთელი, ბერიტაშვილი, ივ. ღულაძე, ს. ამირეჯიბი, ა. დიდებულიძე, ბ. ღოღობერიძე, ა. ხარაძე, მ. პოლიევკტოვი, გ. ახვლედიანი, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. გეხტმანი, ივ. თიკანაძე, მ. ასათიანი, ს. ქურდიანი, შ. ნუცუბიძე, მ. შალამბერიძე, ა. რაზმაძე, გოგიტიძე, ნ. ყიფიანი, 
უნც. მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ალ. წერეთელი, ვ. ყიფშიძე, ი. ლომოური, გ. რცხილაძე, მ. ბექაია, ცეცხლაძე. 
სტუდენტთა წარმომადგენელნი: ნ. მარგველაშვილი  
 
თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი         მდივანი: ი. ქუთათელაძე 
 
კრების გახსნისას ბ. რექტორმა ი. ჯავახიშვილმა მოხსენება გააკეთა დავით იოსების ძე ბებუთაშვილის გარდაცვალებისა და აგრეთვე იმის შესახებ, რომ განსვენებულმა მის მიერ შეძენილ უუძვირფასესი წიგნთსაცავი, რომლის ღირებულობა 25 მილიონ ოქროს მანეთს უდრის უანდერძა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: უნივერსიტეტის საბჭომ სცა პატივი განსვენებულის ხსოვნას ფეხზე ადგომით და დაავალა უნივერსიტეტის გამგეობას წარმოადგინოს შემდეგ სხდომისათვის პროექტი აწ განსვენებულ პროფ. ბებუთაშვილის სახელის უკვდავყოფლობის შესახებ.
  
პედაგოგიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
1/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: ლექტორ იუსტინე აბულაძის შვებულების მიცემის შესხაებ 1 თვით პეტროგრადში გასამგზავრებლად ხარისხის მოსაპოვებლად და ლიტერატურის შესაძენად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: უარი ეთქვას. 
 
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
2/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: ინჟინერ ქიმიკოსს, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილისათვის წარსულ წლების მიხედვით ორგანიულ ქიმიის განმეორებით კურსის წაკითხვის მინდობა. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
3/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: სოფლის მეურნეობის სტატისტიკის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვებულის იასონ ბახვას ძე გიგინეიშვილის, თანახმად მისი  თხოვნისა,  თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
4/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: წარსულ წლების მიხედვით სასოფლო სამეურნეო ანალიზის კითხვის და პრაქტიკული ვარჯიშობის ხელმძღვანელობის ჟენევის უნივერსიტეტის დოქტორ, ასისტენტ მელქისედექ ბექაიასათვის მინდობის შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
5/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: ჰაალეს უნივერსიტეტის დოქტორის ნიკოლოზ იოსელიანის ზოოტეხნიის კათედრის დოცენტად არჩევის შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: ფარული კენჭის ყრით ნ. იოსელიანი არჩეულია ზოოტეხნიის კათედრის დოცენტათ (36 თეთრი და 1 შავი) 9 ოქტომბრიდან.  
 
 
სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
6/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ექ. გ. ვაწაძე ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად და სარგო მიეცეს ა. წ. 1 ენკენისთვიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს. 
7/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: პროფ. ვირსალაძის სამეცნიერო მიზნით საახალწლო არდადეგების დროს სამი თვის ვადით საზღვარ გარედ წარვლინების შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: უარი ეთქვას. 
8/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დოც. წინამძღვრიშვილის საახალწლო არდადეგებში საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით წარვლინების შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: უარი ეთქვას. 
9/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: მიეცეს ექ. ზ. ბაქრაძეს შვებულება ერთი წლის ვადით, ვინაიდან მას გზავნიან საზღვარ გარედ შრომის დაცვის განყოფილება თავის ხარჯზე და მასთან კუთვნილი ერთი წლის სარგო.  
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: უარი ეთქვას. 
10/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: ფიზიკის კათედრის ასისტენტ კუკავაძისათვის სამოსწავლო წლით ფიზიკაში ლექციების წაკითხვის მინდობის შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: საკითხი მოხსნილია. 
11/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: სახ. განათლების კომისარიატის წინადადება სტუდენტთა ერთი წარმომადგენლის უნივერსიტეტის გამგეობაში არჩევა. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: თანახმად სტუდენტთა წარმომადგენლის განცხადებისა არჩევნები გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის. 
12/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: სახ. გ. კომისარიატის განკარგულება შესახებ იმისა, რომ უნივერსიტეტის გამგოების წევრთ (რექტორს, ორივე პრორექტორს და სხვა) განეგრძო თავიანთი მოვალეობის შესრულების ვადა კიდევ ერთი წლით ესე იგი მიმდინარე 192324 სამოსწავლო წლის განმავლობაში. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: სახელმძღვანელოთ და შესასრულებლად. 
 
პოლიტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
13/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ასისტენტი ინჟ. გიორგი კოჩინაშვილი ჩვეულებრივ გზების და ქალაქის ქუჩების და სააღმშენებლო ხელოვნების ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს პოლიტეხნიკურ ფაკულტეტს და მოეთხოვოს კოჩინაშვილს დიპლომის და შრომების წარმოდგენა.  
14. გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. სტეფანე ყირქესაშვილი ელექტრო ტეხნიკის ზოგადი კურსის ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს პოლიტეხნიკურ ფაკულტეტს და მოეთხოვოს ყირქესაშვილის დიპლომის და შრომების წარმოდგენა. 
15. გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. მიხეილ მაჭავარიანი ასისტენტად ხუროთმოძღვრების კათედრასთან 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს პოლიტეხნიკურ ფაკულტეტს და მოეთხოვოს წარმოადგინოს მაჭავარიანის დიპლომი. 
16. გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს პროფ. ანატოლი კაგინი სახუროთმოძღვრო ფორმების ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
17. გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. გ. წულუკიძე სამთო მადნო ხელოვნების ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს პოლ. ფაკულტეტს და მოეთხოვოს წარმოადგინოს წულუკიძის უნივერსიტეტის გათავების დიპლომი და შრომები. 
18. გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ასისტენტი ალ. მუსხელიშვილი ელექტროქსელის და მისი კანალიზაციის ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს პოლ. ფაკულტეტს და მოეთხოვოს წარმოადგინოს მუსხელიშვილის უნივერსიტეტის გათავების დიპლომი და შრომები. 
19/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. ა. გულისაშვილი ზოგად მეტალურგიის კათედრის ასისტენტად 10 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს პოლ. ფაკ. და მოეთხოვოს წარომდგენა გულისაშვილის უნივერსიტეტის გათავების დიპლომი. 
20/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს უნივერსიტეტთან დატოვებული ალ. ჯანელიძე  დინამიურ და ისტორიულ გეოლოგიის ლექტორად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: თანახმად პოლ. ფაკ. დეკანის პროფ. ალ. დიდებულიძის შუამდგომლობისა, საკითხი მოხსნილია. 
 
სოც. ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
21/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ნიკოლოზ ქოიავა ეკონომიური მოძღვრებათა ისტორიის ლექტორად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: ვინაიდან ჩურიცულუმ ვიტაე  წაკითხვა შეუძლებელია დაუბრუნდეს სოც. ეკონომიური ფაკულტეტს.  
22/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: მიეცეს წარვლინება უნივერსიტეტთან დატოვებულ ლაზარე შურღაიას მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო მიზნით ერთი წლით ვადით. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
23/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: პროფ. ი. ბერიტაშვილის განცხადება ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ასისტენტ შილფისათვის სარგოს თვეში 100 მან. ოქროთი დანიშვნის შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: შუამდგომლობა დამტკიცდეს, რის შესახებ აღიძრას შუამდგომლობა სახ. განათლების კომისარიატის წინაშე.
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ს. ქურდიანი, ა. თვალჭრელიძე, გ. წერეთელი, პ. მელიქიშვილი, მ. პოლიევქტოვი, გ. ნიკოლაძე, ცეცხლაძე, ალადაშვილი, ს. გოგიტიძე, ი. ბერიტაშვილი, ა. დიდებულიძე, გ. გეხტმანი, ივ. თულაშვილი, ივ. ღულაძე, ვ. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, მდივანი ი. ქუთათელაძე  
 

 

 
 
ტ ფ ი ლ ი ს ი ს  სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საბჭოს სხდომის  დ ღ ი უ რ ი # 8   
 
,,16’’ ნოემბერი 1923 წ.
 
დაესწრენ: პროფესორები, დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ლ. ანდრონიკაშვილი, ნ. ყიფიანი, კ. კეკელიძე, ა. დიდებულიძე, ივ. თულაშვილი, ა. თვალჭრელიძე, ვ. მოსეშვილი, ა. შანიძე, ს. ქურდიანი, გ. ნათაძე, გ. ახვლედიანი, ბ. ღოღობერიძე, ალ. ალადაშვილი, ივ. ღულაძე, ღამბარაშვილი, ს. გოგიტიძე, ჯავახიშვილი გიორგი, ი. მოსეშვილი, ი. ქუთათელაძე, ი. ბერიტაშვილი, დ. გედევანიშვილი, ალ. ნათიშვილი, წერეთელი, პ. მელიქიშვილი, წინამძღვრიშვილი, შ. ნუცუბიძე, მ. პოლიევკტოვი, გ. ნიკოლაძე, ივ. თიკანაძე. 
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: მ. ბექაია, ცეცხლაძე, ვ. ყიფშიძე, ვარაზაშვილი 
სტუდენტთა წარმომადგენელნი: გ. მჟავანაძე, ნ. ჯანელიძე, პ. ბუაჩიძე, გ. ნუცუბიძე, ალ. თურქია, აკ. მენაბდე, აკ. ქაჯაია, სერ. მდივანი, ი. მიქაძე, ნ. მარგველაშვილი, ალ. მდივანი, შ. ოდილავაძე. 
 
სოციალ ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
1/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს გრიგოლ რცხილაძე სამოქალაქო სამართლის ლექტორად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს. 
2/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ნიკოლოზ ქოიავა ეკონომიურ მოძღვრებათა ისტორიის ლექტორად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს. 
3/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დატოვებულ იქმნას იოსებ მრევლიშვილი სამოქალაქო სამართლის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დაუბრუნდეს ფაკულტეტს და მოეხთოვოს წარმოდგენა ყველა საჭირო საბუთებისა. 
4/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: სახალხო განათლების კომისარიატის წინადადება სტუდენტთა ერთი წარმომადგენელის უნივერსიტეტის გამგეობაში არჩევის შესახებ. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: არჩეულია ფარულ კენჭის ყრით გალაქტიონ ნუცუბიძე 36 თეთრი 11 შავი.  
 
       პედაგოგიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
5/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს კლასიკურ ფილოლოგიის კათედრასთან დატოვებული სვიმონ ყაუხჩიშვილი ლათინურ ენის დასაწყისის კურსის ლექტორად. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს. 
6/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ალექსანდრე ჯანელიძე გეოლოგიის დოქტორად.  
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს. 
7/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს გეოლოგიის კათედრასთან პალეონტოლოგიის დოცენტურა. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: თანახმად პედაგოგიურ ფაკულტეტის დეკანის განცხადებისა საკითხი მოხსნილია. 
8/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: მოწვეულ იქმნას ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჯანელიძე. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: თანახმად პედაგოგიურ ფაკულტეტის დეკანის განცხადებისა საკითხი მოხსნილია. 
9/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ქიმიის ფარმაცევტულ განყოფილებაზე ადამიანის ანატომიის და ჰისტოლოგიის ლექტორად საყვარელიძე. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: თანახმად პედაგოგიურ ფაკულტეტის დეკანის განცხადებისა საკითხი მოხსნილია. 
10/ გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ქიმიის ფარმაცევტულ განყოფილებაზე თანახმად პროფ. ი. ქუთათელაძის მოხსენებისა შემდეგი პირნი: 
1/ პროფ. ა. დიდებულიძე _ ფიზიკაში 
2/ პროფ. მოსეშვილი _ არაორგანულ ქიმიაში. 
3/ ლექტორი ყანჩაველი /ბოტანიკაში/ /მორფოლოგია და სისტემატიკა/ 
4/ ლექტორი როსტომბეგოვი ზოოლოგიაში, პარაზიტოლოგიით 
5/ “ ორბელიანი _ ფრანგულში 
6/ “ კონიაშვილი _ ელემენტარულ მათემატიკაში. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს.
 
პოლიტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ასისტენტი ინჟ. გიორგი კოჩინაშვილი ჩვეულებრივ გზების, ქალაქის ქუჩების და სააღმშენებლო ხელოვნების ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს.  
გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. სტეფანე ყირქესალიშვილი ელექტრო ტეხნიკის ზოგადი კურსის ლექტორად 1ლ ოქტომრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს.  
გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. მიხეილ მაჭავარიანი ხუროთმოძღვრების კათედრის ასისტენტად 1 ოქტომბრიდან.
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს.   
გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. გ. წულუკიძე სამთომადნო ხელოვნების ლექტორად 1 ოქტომბრიდან.
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს.   
გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ასისტენტი ალ. მუსხელიშვილი ელექტრო ქსელის და ამისი კანალიზაციის ლექტორად 1 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს.  
გ ა ნ ი ხ ი ლ ე ს: დამტკიცდეს ინჟ. ა. გულისაშვილი ზოგად მეტალურგიის კათედრის ასისტენტად 10 ოქტომბრიდან. 
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: დამტკიცდეს. 
 
 ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. რაზმაძე, ნიკოლაძე, გ. ნათაძე, გ. წერეთელი, გ. ჯავახიშვილი, ს. ქურდიანი, ს. გოგიტიძე, ბ. ღოღობერიძე, ვ. პ. მოსეშვილი, დ. კახიანი, ივ. ღულაძე, ივ. თულაშვილი, ი. ბერიტაშვილი, მ. ბექაია, ა. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, ლ. ანდრონიკაშვილი, ალადაშვილი  
 

 

 
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
 პროფესორთა საბჭოს
 
ს ხ დ ო მ ი ს  დ ღ ი უ რ ი. 
 
# 9   
,,21’’ დეკემბერი 1923 წ.
 
დაესწრო: პროფ. დოცენტები: ვირსალაძე, გეხტმანი, უზნაძე, ნათაძე, წერეთელი, ქურდიანი, თულაშვილი, ხარაძე, გ. ჯავახიშვილი, თიკანაძე, ქუთათელაძე, ი. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძე, გ. ნიკოლაძე, ი. ჯავახიშვილი, ბ. ღოღობერიძე, ლ. მელქისედბეგი, ს. დანელია, ალადაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ამირეჯიბი, რაზმაძე, ა. ბენაშვილი, ი. ბერიტაშვილი, კახიანი, ალ. ნათიშვილი, ივ. ღულაძე, ს. გოგიტიძე, მაჭავარიანი, ანდრონიკაშვილი, ა. შანიძე, ვ. მოსეშვილი, წინამძღვარიშვილი, ნ. იოსელიანი, ვ. ჟღენტი,  
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ვ. ყიფშიძე, მ. ბექაია, ი. ლომოური, გ. რცხილაძე. 
 
თავმჯდომარე: ი. ჯავახიშვილი      მდივანი: ი. ქუთათელაძე 
 
სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
1. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ივანე დავითის ძე გველესიანი ჰოსპიტალურ თერაპევტიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს ა. წ. 29 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: პირველ ნაწილში შუამდგომლობა დამტკიცდეს. სარგო კი მიეცეს დღიდან კომისარიატში დამტკიცებისა. 
2. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. იოსებ ტიტვინიძე პათოლოგიურ ანატომიის კათედრის უმცროს ასისტენტად, სარგო მიეცეს ა. წ. 29 ოქტომბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს ექ. ტიტვინიძე პათოლოგიურ ანატომიის უმცროს ასისტენტის თანამდებობაზე. სარგო მიეცეს დღიდან კომისარიატში დამტკიცებისა.  
3. განიხილეს: მიენდოს პროფ. ა. ალადაშვილს კერძო პათოლოგიაში ლექციების წაკითხვა მიმდინარე სამოსწავლო 192324 წლ. განმავლობაში. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
4. განიხილეს: გაუგრძელდეს ფიზიოლოგიის კათედრის დროებით ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებელ ექ. გიორგი ცქიმანაურს ვადა კიდევ ერთი წლით. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
5. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ალექსანდრე სავანელი ფსიქიატრიულ კლინიკის უფროს ასისტენტად სარგო მიეცეს 26 ნოემბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს ექ. სავანელი ფსიქიატრიულ კლინიკის უფროს ასისტენტად. სარგო მიეცეს დღიდან კომისარიატში მის დამტკიცებისა. 
6. განიხილეს: დამტკიცდეს მეაფთიაქის მოწაფე მარტინ მორჩილაძე მეაფთიაქის თანაშემწის წოდებაში. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
7. განიხილეს: დამტკიცდეს ასისტენტი მიხეილ კუკავაძე მიმდინარე 192324 სამოსწავლო წლის ბოლომდე სამკურნალო ფაკულტეტზე ფიზიკის ლექტორად პროფ. ა. დიდებულიძის  ხელმძღვანელობით  და პასუხისმგებლობით. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
8. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ოლღა ზანგურიძესერედა ნერვიული კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს ა.წ. 3 დეკემბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს ექ. ზანგურიძესერედა ნერვიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან კომისარიატში დამტკიცებისა.  
 
 
სოც. ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენება:
 
9. განიხილეს: დატოვებულ იქმნას სამოქალაქო სამართლის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად იოსებ გიორგის ძე მრევლიშვილი. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
10. განიხილეს: პროფ. ა. ნათიშვილის მოხსენება უცხო ენების წაკითხვის საქმის მოწესრიგების შესახებ. 
დაადგინეს: მიღებულია შემდეგი დებულებანი:  
1/ უცხო ენა ისწავლება ორი წლის განმავლობაში 4 საათი კვირაში. 
2/ სტუდენტობა ამისდა მიხედვით ორ ნაწილად იყოფა. 
3/ ის სტუდენტები, რომლებსაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, მიღებულ იქმნებიან პირდაპირ მეორე კურსზე. 
4/ მთავარი მიზანი უცხო ენათა კურსებისა არის შესწავლა ენისა საზოგადოთ წერა, კითხვა და ზოგადი კანონებისა. მიენდოს კომისიას უცხო ენათა კურსების საქმის ზემოაღნიშნულ დებულებათა განსახორციელებლად და საქმის რაციონალურათ დაყენებისათვის, მიღებულ იქმნას ყოველგვარი ზომები ლექტორების გადიდებამდე. 
11. განიხილეს: პროფ. ა. შანიძის მოხსენება შრიფტის და ნიშნების შეძენის შესახებ. 
დაადგინეს: დაევალოს უნივერსიტეტის გამგეობას იზრუნოს სტამბის შეძენის შესახებ. გამოთხოვილ იქმნას საგანგებო თანხა საჭირო შრიფტის შესაძენათ. აღიძრას სათანადო შუამდგმოლობა პოლიგრაფიულ განყოფილების წინაშე ზოგიერთ შრიფტის ჩამოსხმის შესახებ.  
12. განიხილეს: პროფ. აკ. შანიძის განცხადება უნივერსიტეტის მოამბის რედაქტორობის მოვალეობისგან განთავისუფლების შესახებ. 
დაადგინეს: ეთხოვოს პროფ. შანიძეს დარჩეს ისევ რედაქტორობის თანამდებობაში. იქმნეს მიღებული ყოველგვარი ზომები მის რედაქტორობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. 
 
 
პოლიტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
13. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟინერი გიორგი ვასილის ძე სარაჯიშვილი ორთქლის მანქანების კურსის ლექტორად 1 წლის ვადით. 
დაადგინეს: დამტკიცდეს  ინჟ.  სარაჯიშვილი  ორთქლის მანქანების კურსის ლექტორად 1 წლის ვადით. 
დაისვას ახლო მომავალში საკითხი საზოგადოთ პოლიტეხნიკურ ფაკულტეტის სტაჟიანი და ხარისხიანი პირად შემადგენლობის შესახებ. 
14. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ. ალექსანდრე ლორთქიფანიძე სამთო ხელოვნების კათედრის ასისტენტად ა. წ. 3 დეკემბრიდან. 
დაადგინეს: დამტკიცდეს ინჟ. ლორთქიფანიძე სამთო ხელოვნების კათედრის ასისტენტად. სარგო მიეცეს დღიდან კომისარიატში მის დამტკიცებისა. 
15. განიხილეს:  დამტკიცდეს  საგნობრივ  კომისიების შემდეგი შემადგენლობა. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
16. განიხილეს: განთავისუფლებულ იქმნას ვასილ ყიფშიძე ფაკულტეტის მდივნის მოვალეობიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
 
 
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
 
17. განიხილეს: განთავისუფლებულ იქმნას გიორგი რცხილაძე ფაკულტეტის მდივნის მოვალეობიდან. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.  
18. განიხილეს: დამტკიცდეს შალვა ცინცაძე აგრონომიული ქიმიის კათედრის ასისტენტად. 
დაადგინეს: დამტკიცდეს. 
19. განიხილეს: დამტკიცდეს ასისტ. ელიზბარ კარბელაშვილი საზოგადოებრივ აგრონომიის და სასოფლო სამეურნეო კოოპერაციის საგნების ლექტორად. 
დაადგინეს: დამტკიცდეს ერთი წლის ვადით. 
20. განიხილეს: დამტკიცდეს არსენ წულაძე მეტყეობის კათედრის ასისტენტად. 
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. 
 
ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, მ. პოლიევქტოვი, წერეთელი, ა. დიდებულიძე, ა. თვალჭრელიძე, შალამბერიძე, გ. გეხტმანი, ნ. კახიანი, ი. მოსეშვილი, სპ. ვირსალაძე, ივ. თიკანაძე, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, ვ. მოსეშვილი, ნ. იოსელიანი, ალ. ნათიშვილი, ალადაშვილი 
 
 

 

 

  წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates