• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1922

1922

უკან

 

1 9 2 2
წელი
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 1
,,10’’ თებერვალი 1922 წ.


დაესწრო: მ. ასათიანი, კ. კეკელიძე, გ. ღამბარაშვილი, ი. მოსეშვილი, ჩუბინაშვილი, ნათიშვილი, გოგიტიძე, ღოღობერიძე, გედევანიშვილი, ქურდიანი, ალადაშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, გ. ჯავახიშვილი, თულაშვილი, ა. ჯავახიშვილი, ხარაძე, დიდებულიძე, ყიფშიძე, დ. უზნაძე, წინამძღვრიშვილი, შალამბერიძე, გ. წერეთელი, ანდრონიკაშვილი, ს. ამირეჯიბი, თიკანაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

I. განიხილეს: წინა სხდომის ოქმი / / და დამტკიცდეს.
2. განიხილეს: ანგარიში უნივერსიტეტის მოღვაწეობისა გასული სასწავლო წლის (1921) განმავლობაში.
დაადგინეს: ანგარიში წინა სხდომაზე მოსმენილ ნაწილთან ერთად დაიბეჭდოს ,,უნივერსიტეტის მოამბეში~.
II. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. ოქმი კბილის ექიმის წოდებაზე მოწყობილი გამოცდისა.
დაადგინეს: ოქმი დამტკიცდეს.
2. დამტკიცდეს: სამეანო კლინიკის ორდინატორად 1922 წლ. 3 იანვრიდან ექიმი ვლადიმერ კუჭაიძე; 2/ დიაგნოსტიკის ასისტენტად ალექსანდრე ეპიფანეს ძე კანდელაკი იმავე რიცხვიდან; 3/ თვალის კლინიკის ლაბორანტად ექ. კონსტანტინე ილიას ძე რობიტაშვილი, იმავე რიცხვიდან. 4/ კერძო პათოლოგიისა და თერაპიის ასისტენტად ნიკოლოზ იოსების ძე ანდრიაძე _ იმავე რიცხვიდან; 5/ ჰიგიენის კათედრის ასისტენტად ექიმი სოლომონ სვიმონის ძე აბულაძე. 6/ სასამართლო მედიცინის ლექტორად და პათოლოგიური ანატომიის პროზექტორად ა/წ 3 იანვრიდან სასწავლო წლის ბოლომდე ექ. პეტრე ბენიამინის ძე ვიხრიოვი. 7/ ნორმალურ ანატომიის ასისტენტი სვ. საყვარელიძე გადაირიცხოს ჰისტოლოგიის კათედრის პროზექტორის თანამდებობის აღმასრულებლად.
ცნობა: მოსმენილ იქმნა ცურიცულუმ ვიტაე ყველა აღნიშნულ პირთა.
დაადგინეს: ყველა შუამდგომლობაში აღნიშნული პირი დამტკიცდეს თავის თანამდებობაზე დღიდან ფაკულტეტის მიერ არჩევისა.
III. განიხილეს: აგრონომიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის დროებითი მოწმობის ნიმუშის დამტკიცება.
ცნობა: დავა გამოიწვია საკითხმა, თუ რა საგანში უნდა ჩააბაროს ასპირანტმა გამოცდა დიპლომის მისაღებად და რა ვადაში უნდა წარმოადგინოს მან წერილობითი შრომა.
დაადგინეს: საკითხი გადაიდოს და დაევალოს ფაკულტეტებს, აღნიშნულ საკითხის შესახებ იქონიოს მსჯელობა და თავისი გადაწყვეტილება გადასცეს საბჭოს.

ივ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, კ. კეკელიძე მ. შალამბერიძე, ალადაშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 2
,,3,, მარტი 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ა. რაზმაძე, მ. პოლიევკტოვი, ივ. ბერიტაშვილი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, მ. ასათიანი, ა. ალადაშვილი, ი. მოსეშვილი, მ. შალამბერიძე, ი. თიკანაძე, გ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, ლ. ანდრონიკაშვილი, ა. ხარაძე, გ. ღამბარაშვილი, ი. ქუთათელაძე, ბ. ღოღობერიძე, ა. ბენაშვილი და დ. უზნაძე, სააგრონომიო ფაკულტეტის მდივანი გ. რცხილაძე, და საპოლიტეხნიკო ფაკულტეტის მდივანი ვ. ყიფშიძე

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე


I. განიხილეს: მოსმენილ და დამტკიცებულ იქმნა ოქმი #1
II. განიხილეს: მოხსენება რექტორისა პროფესორ თვალჭრელიძის შესახებ უნივერსიტეტის გამგეობაში მიღებული დადგენილებისა.
ცნობა: პროფესორ ა. თვალჭრელიძემ დედის ავადმყოფობის გამო ოთხი დღით აიღო შვებულება. მიუხედავად იმისა, რომ შვებულების ვადა დიდი ხანია რაც გათავდა, პროფესორი ა. თვალჭრელიძე ტფილისში არ დაბრუნებულა და ფაკულტეტზე მინერალოგიის ლექციები დღემდე არ იკითხება. ამის გამო გამგეობამ იქონია მსჯელობა ამ საკითხზე და დაადგინა: პროფ. ა. თვალჭრელიძე დათხოვნილ იქმნეს სამსახურიდან თუ ათი დღის განმავლობაში არ გამოცხადდება და არ განაახლებს ლექციების კითხვას.
დაადგინეს: გამგეობის დადგენილება დამტკიცდეს, ხოლო ათი დღის ნაცვლად ვადა გადიდებულ იქნეს ორკვირამდე.
ცნობა 2. მსჯელობა იყო საზოგადოდ იმის შესახებაც, რომ ზოგი პროფესორი ხშირად ისე ტოვებს ლექციებს, რომ ამის შესახებ არც სტუდენტებს აქვთ წინასწარი ცნობა და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
დაადგინეს: ა/ დაევალოს ყოველ პროფესორს, თუ რომ რაიმე საპატიო მიზეზის გამო მას ლექციის გადადება უხდება, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს კანცელარიას, რათა ლექციის გადადება დროზე გამოცხადდეს.
ბ/ მოეწყოს ლექციების რეგისტრაცია და თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე პროფესორმა უმიზეზოდ გამოტოვა სამჯერ ლექცია, ეს გარემოება ეცნობოს პროფესორთა საბჭოს საქმისათვის სათანადო მსვლელობის მისაცემად.
III. განიხილეს: საპოლიტეხნიკოფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დამტკიცდეს ფაკულტეტის დეკანად პროფ. ალ. დიდებულიძე, ხოლო მდივნის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად ასისტენტი ვ. ყიფშიძე.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს (16 იანვრიდან ა.წ.)

2. დამტკიცდეს გამოყენებითი მექანიკის კათედრის ასისტენტად ინჟ. ლ. დიასამიძე.
ცნობა 1. წაკითხულ იქნა ჩურრიცულუმ ვიტაე.
დაადგინეს: დიასამიძე ლ. დამტკიცდეს 3 თებერვლიდან.

ცნობა 2. დაისვა საკითხი პრაქტიკული საგნების მასწავლებელთა მოწვევის წესის შესახებ საზოგადოდ და კერძოდ საპოლიტეხნიკო ფაკულტეტისათვის.
დაადგინეს: პრაქტიკული საგნების მასწავლებელთა და ლექტორთა მოწვევის წესი ყველა ფაკულტეტებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად: ა/ განხილულ იქნეს ფაკულტეტში ყველა სათანადო საბუთი კანდიდატისა; ბ/ დაევალოს მას ორი ლექციის წარმოდგენა: პირველი უნდა წარმოდგენილ იქნეს წერილობით და მის შესახებ ფაკულტეტმა თავისი დასკვნა გამოიტანოს და დასამტკიცებლად საბჭოს გადასცეს _ მეორე წაკითხულ იქნეს საჯაროდ.

3. განიხილეს: დამტკიცდეს ა.წ. 23 თებერვლიდან ა/აქსიონომეტრიულისა და საარქიტექტურო ხატვის მასწავლებლად ჰ. გრიჩევსკი;
ბ/ მოსამზადებელ სემესტრზე დროებით ფიზიკის ელემენტარული კურსის წაკითხვა დაევალოს ასისტენტს ვ. ყიფშიძეს;
გ/ ელემენტალურ მათემატიკის კურსის წაკითხვა იმავე სემესტრზე დოცენტს ა. ხარაძეს და
დ/ გერმანული ენის სწავლება ლექტორ ილ. ყიფშიძეს.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს.

IV.განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
ა. დამტკიცდეს თვალის კლინიკის ორდინატორად ექ. ს. ა. ჩიქოვანი ა. წ. 6 თებერვლიდან.
ბ. გადაირიცხოს სამეანო კლინიკის ორდინატორი ლ. ფირცხალავა კანისა და ვენერიულ ავადმყოფთა კლინიკის ლაბორანტად ა. წ. 6 თებერვლიდან.
დაადგინეს: აღნიშნული პირნი დამტკიცდეს თანამდებობაზე დღიდან ფაკულტეტის დადგენილებისა.

V. განიხილეს: სიბრძნის მეტყველების განყოფილების შუამდგომლობანი:
ა. დატოვებულ იქნეს სისხლის სამართლის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ლაზ. შურღაია უსტიპენდიოდ. 1921 წ. 21 დეკემბრიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს
.
VI. განიხილეს: მოსმენილ იქნა წერილი Dრ. ღ. შტოფფელ ისა მისი სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვევის პირობების შესახებ.
დაადგინეს: ეცნობოს გერმანიის მისიის საშუალებით, რომ დღევანდელ პირობებში სამწუხაროდ მისი პირობების შესრულება შეუძლებელია.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ხარაძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. დიდებულიძე, ალ. ალადაშვილი, ა. ბენაშვილი, მ. ასათიანი, გიორგი ჯავახიშვილი, გ. შალამბერიძე, ალ. ჯავახიშვილი, ი. ბერიტაშვილი, ა. შანიძე, დ. უზნაძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 3
,,24,, მარტი 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, მ. შალამბერიძე, ა. ბენაშვილი, ა. ჯავახიშვილი, ს. გოგიტიძე, თულაშვილი, მ. ასათიანი, ა. ალადაშვილი, ვ. ყიფშიძე, ა. დიდებულიძე, ი. თიკანაძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. ხარაძე, ნ. ყიფიანი, გ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ს. ამირეჯიბი, გრ. წერეთელი და დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: პროფ. ივ. ჯავახიშვილი მდივანი: პროფ. დ. უზნაძე

1.განიხილეს: მოხსენება უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ი. ჯავახიშვილის, პროფესორ ა. თვალჭრელიძის შესახებ წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისათვის.
ცნობა. თანახმად პროფესორთა საბჭოს გადაწყვტეილებისა პროფ. ა. თვალჭრელიძეს ეცნობა, რომ მისი ჩამოსვლა ტფილისში და ლექციების კითხვის განახლება აუცილებლად საჭირო იყო, მაგრამ პროფ. ა. თვალჭრელიძე დღემდე არ დაბრუნებულა.
დაადგინეს: 1. დაევალოს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილებას დაუყოვნებლივ მიანდოს მინერალოგიისა და კრისტალოგრაფიის კურსების წაკითხვა სათანადოდ მომზადებულ პირს.
2. პროფ. ა. თვალჭრელიძე გადაყენებულ იქმნეს სამსახურიდან და მისი გამოუცხადებლობის მიზეზთა გამორკვევა დაევალოს სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტს, რომელმაც ორი კვირის განმავლობაში პროფესორთა საბჭოს თავისი დასკვნა უნდა წარმოუდგინოს.
ცნობა: აღნიშნული გადაწყვტეილება მიღებულ იქმნა 13 ხმით ერთის წინააღმდეგ ფარული კენჭის ყრით.
II. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს პათოლოგიური ქირურგიული კლინიკის ასისტენტად ექ. კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი ა/წ 6 თებერვლიდან.
2. დამტკიცდეს კანისა და ვენერიული კლინიკის ორდინატორი ალექსანდრე სვიმონის ძე ჯავრიშვილი იმავე კლინიკის ასისტენტად ა/წ 6 თებერვლიდან.
3. დამტკიცდეს სამეანო კლინიკის ორდინატორად ექ. ნიკოლოზ მრევლიშვილი ა/წ 13 მარტიდან.
4. დამტკიცდეს გინეკოლოგიის კლინიკის ორდინატორად ექ. მიხ. ჩხეიძე ა/წ 13 მარტიდან.
5. დამტკიცდეს ნერვიული კლინიკის ორდინატორად ექ. ნიკ. ფოფხაძე ა/წ 25 იანვრიდან
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს.

III. განიხილეს: საპოლიტეხნიკო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დამტკიცდეს ინჟინერი ი. ყიფშიძე სამთომადნო ხელოვნების კურსის ლექტორად ა/წ 28 თებერვლიდან.
ცნობა: თანახმად პროფესორთა საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებისა (იხ. ოქმი # 3) ინჟ. ივ. ყიფშიძის მიერ წარმოდგენილ იქნა ფაკულტეტში წერილობით ლექცია, რომელიც ფაკულტეტებმა დამაკმაყოფილებლად სცნო.
დაადგინეს: ინჟ. ივ. ყიფშიძე დამტკიცდეს თანამდებობაზე ა/წ 23 თებერვლიდან.
სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილების მოხსენებანი:
1. დამტკიცდეს ცხოველთა ფიზიოლოგიის ასისტენტად ა/წ I იანვრიდან ექ. ლევან დუნდუა.
დაადგინეს: ექ. ლევან დუნდუა დამტკიცდეს თანამდებობაზე ა/წ 20 მარტიდან
2. დამტკიცდეს ა/წ 22 თებერვლიდან ზოოლოგიის ასისტენტად ქნი ირაკლია ჭავჭავაძის ასული.
დაადგინეს: ქნი ირაკლია ჭავჭავაძის ასული აგრეთვე ა/წ 20 მარტიდან.

თავმჯდომარე, პროფესორი ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ალადაშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. გოგიტიძე, ი. ბერიტაშვილი, ა. ბენაშვილი, ა. რაზმაძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. ხარაძე, წერეთელი, გიორგი ჯავახიშვილი

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 4
,,24,, აპრილი 1922 წ.

დაესწრო: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ს. გოგიტიძე, გ. წერეთელი, გ. ჯავახიშვილი, ა. ხარაძე, ა. ბენაშვილი, ივ. ბერიტაშვილი, ბ.ღოღობერიძე, ს. ამირეჯიბი, ი. ქუთათელაძე, ა. შანიძე, ა. რაზმაძე, ა. ალადაშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, გ. ჩუბინაშვილი, ა. დიდებულიძე, ნ. ყიფიანი, მ. შალამბერიძე, ფილ. გოგიჩაიშვილი, მ. ასათიანი, ი. მოსეშვილი, დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: მოსმენილ იქმნა და დამტკიცდა წინა სხდომის ოქმი # 4
2. განიხილეს: თანახმად ბ. რექტორის წინადადებისა ფეხზე ადგომით საბჭომ პატივი სცა ახლად გარდაცვალებულს ლექტორს მზარეულოვს.
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
ა) დაწესდეს გინეკოლოგიურ კათედრასთან ერთი დოცენტურა.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
ბ/ დამტკიცდეს გინეკოლოგიის კათედრასთან დოცენტის თანამდებობაზე ა/წ 27 მარტიდან ბორის კონსტანტინეს ძე ღოღობერიძე და დაევალოს მას სავალდებულო კურსები: ,,ოპერატიული გინეკოლოგია გვამებზე~ და ,,ოპერატიული მეანობა ფანტომებზე~.
დაადგინეს: დოქტ. ბორის კონსტანტინეს ძე ღოღობერიძე დამტკიცდეს გინეკოლოგიის კათედრასთან დოცენტის თანამდებობაზე მიღებულია ერთხმად (15 თეთრი, 0 შავი).
გ/ დამტკიცდეს ზოგადი პათოლოგიის პროფესორად კიევის უნივერსიტეტის პროფესორი ვ. კ. ლინდემანი.
დაადგინეს: არჩეულ იქმნა ერთხმად (თეთრი _ 15, შავი _ 0).
დ/ დამტკიცდეს ზოგადი პათოლოგიის კათედრასთან დროებით ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად გინეკოლოგიის კლინიკის ორდინატორი ექიმი ელიაშვილი ა/წ 20 თებერვლიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. განიხილეს: სააგრონომიო ფაკულტეტის მოხსენება.
დამტკიცდეს ფიტოპათოლოგიის ასისტენტის თანამდებობაზე დროებით გაზაფხულის სემესტრისათვის და საზაფხულო პრაქტიკული ვარჯიშობის დამთავრებამდე ქ. ოლღა მიხეილის ასული ზედელმეიერია. მ. წ. 17 თებერვლიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილების მოხსენებანი:
1. გადაიდოს საკითხი პროფ. ა. თვალჭრელიძის შესახებ მისს ტფილისში დაბრუნებამდე.
დაადგინეს: წინადადება მიეცეს განყოფილებას, ვინაიდან პროფ. ა. თვალჭრელიძე უკვე ტფილისში იმყოფება, წარმოადგინოს ორი კვირის განმავლობაში განმარტებანი პროფ. ა. თვალჭრელიძის გამოუცხადებლობის შესახებ თავისი დასკვნითურთ.
6. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობა: 1. დატოვებულ იქმნეს ფილოსოფიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად დოკტორანტი ს. დანელია ა. წ. 29 მარტიდან სტიპენდიით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

7. განიხილეს: რექტორის მოხსენება უნივერსიტეტის ნივთიერი მდგომარეობისა და სწავლის ფულის დაწესების საჭიროების შესახებ.
ცნობა: აზრთა გაცვლაგამოცვლამ გაარკვია, რომ უნივერსიტეტში სრულიად უნდა შეწყდეს მეცადინეობა, განსაკუთრებით ლაბორატორიებსა და კლინიკებში, თუ რომ ნივთიერის მხრივ მდგომარეობა ისეთივე დარჩა, როგორც დღემდე, ამ წლის განმავლობაში.
დაადგინეს: დაეკისროს ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შემოიტანოს ამ სემესტრის დამთავრებამდე უნივერსიტეტის სალაროში 200.000 მ. ამ გადასახადისაგან განთავისუფლებულ იქმნეს 10%.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, [...........] , ა. ხარაძე, მ. ასათიანი, ალადაშვილი, მ. შალამბერიძე, ა. დიდებულიძე, ი. ქუთათელაძე ბ. ღოღობერიძე, ა შანიძე

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 5
,,19,, მაისი 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, ნ. ყიფიანი, ა. რაზმაძე, მ. ასათიანი, ალ. ალადაშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ი. თულაშვილი, გ. მუხაძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი ა. ჯავახიშვილი, ბ. ღოღობერიძე, ი. თიკანაძე, ი. ქუთათელაძე, ა. დიდებულიძე, მ. შალამბერიძე, გ. ჯავახიშვილი, მ. პოლიევკტოვი, ა. ნათიშვილი, შ. ნუცუბიძე, ა. ბენაშვილი, ს. გოგიტიძე, ი. მოსეშვილი, წინამძღვრიშვილი, დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: პროფ. ი. ჯავახიშვილი მდივანი: პროფ. დ. უზნაძე

1. განიხილეს: პროფ. რაზმაძის მოხსენება მოსკოვის სამათემატიკო საზოგადოების მიერ ტფილისის უნივერსიტეტისადმი თავისი გამოცემების დათმობის შესახებ.
დაადგინეს: მოსკოვის სამათემატიკო საზოგადოებას უნივერსიტეტის სახელით მადლობა გამოეცხადოს.
2. განიხილეს: მოხსენება ბ. რექტორის: 1/ ა/წ 20 მაისისათვის ლექციების შეწყვეტის შესახებ, თანახმად სახალხო განათლების კომისარიატის განკარგულებისა.
ცნობა: გამოცდები და პრაქტიკული ვარჯიშობანი თანახმად ჩვეულებრივი წესის 15 ივნისამდე შეიძლება გაგრძელდეს.
.
2/ კომისარიატის წინადადება უნივერსიტეტის წესდების ა/წ 1 ივლისისათვის წარდგენის შესახებ.
დაადგინეს: მიღებულ იქმნეს ცნობად
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დაარსდეს ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკასთან მესამე ორდინატორის თანამდებობა.
2. დამტკიცდეს ჰიგიენის კათედრასთან ასისტენტის თანამდებობაზე ექიმი გიორგი ნათაძე ა/წ 1 მაისიდან
დაადგინეს: ვინაიდან უნივერსიტეტის პირადი შემადგენლობის რიცხვის გადიდება ამ ჟამად შეუძლებელია, მისი მთავრობის მიერ ეხლანდელის მოცულობით განსაზღვრის გამო, მოხსენებანი დაუბრუნდეს ფაკულტეტს; ამასთანავე დაევალოს მას, გადაარჩიოს თავისი პირადი შემადგენლობა და ახლანდელი მოცულობის ფარგლებში საჭირო ცვლილებები შეიტანოს შიგ.
4. განიხილეს: სამათემატიკო საბუნებისმეტყველო განყოფილების მოხსენებანი:
1. ვინაიდან გამოირკვა, რომ პროფ. ა. თვალჭრელიძეს დროზე დაუბრუნებლობის მიზეზი მისი და მისი ოჯახის ავადმყოფობა ყოფილა, საკითხი პროფ. ა. თვალჭრელიძის შესახებ მოიხსნას.
2. დატოვებულ იქნეს ფიზიოლოგიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ექ. დავ. იაშვილი, ა/წ 15 მაისიდან სტიპენდიით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ხოლო მომავალში ანალოგიურ მოვლენათა თავიდან ასაცილებლად ყველა პროფესორს დაევალოს, შეატყობინოს ფაკულტეტის დეკანს და რექტორს, თუ რომ იგი რაიმე მიზეზების გამო ლექციების კითხვას, ან პრაქტიკულ ვარჯიშობის წარმოებას დანიშნულ დროზე ვერ იწყებს.
3. გადაირიცხოს ფიზიკის კათედრასთან შტატის ასისტენტის თანამდებობაზე დროებით ასისტენტის თანამდებობის აღმასრულებელი ვასილ ყიფშიძე.
დაადგინეს: დაევალოს ლაბორატორიათა და სხვა დამხმარე დაწესებულებათა გამგეებს წარადგინონ ფაკულტეტში თავისი დაწესებულების მოქმედების წლიური ანგარიში.
ექ. დავ. იაშვილი დატოვებულ იქმნეს ფიზიოლოგიის კათედრასთან და აღიძრეს სათანადო შუამდგომლობა მისთვის სარგოს დანიშვნის შესახებ.
ვასილ ყიფშიძე დაინიშნოს ფიზიკის კათედრასთან ასისტენტის მოვალეობის შემსრულებლად, ვინაიდან შტატის ასისტენტის დაკავების პირობები ჯერ კიდევ არ არის ყველა ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი და დამტკიცებული.
5. განიხილეს: უკანასკნელი სემესტრის სტუდენტების თხოვნა, ნება მიეცეს მათ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ატარონ გულზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ღერბი შემდეგი წარწერით: ,,ტფილისის უნივერსიტეტი 1922 წ.~
დაადგინეს: შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღნიშნული ნიშნის მხატვრულის მხრივ შემუშავების შესახებ სათანადო ზომები იქმნეს მიღებული (18 ხმით 9 თავი შეიკავა).
6. განიხილეს: პროფ. ა. დიდებულიძის მოხსენება საფიზიკო ობსერვატორიის უნივერსიტეტისადმი დაქვემდებარების შესახებ.
დაადგინეს: აღიძრას სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე შუამდგომლობა, რათა ტფილისის საფიზიკო ობსერვატორია გადაეცეს უნივერსიტეტს, თანახმად პროფ. ა. დიდებულიძის მოხსენებისა.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქიშვილი, გ. ახვლედიანი, წერეთელი, გიორგი ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ალადაშვილი, ბ. ღოღობერიძე, ს. გოგიტიძე, ივ. თულაშვილი, გ. შალამბერიძე, დ. უზნაძე

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 6
,,8,, ივნისი 1922 წ.

დაესწრო: ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, პ. მელიქიშვილი, მ. პოლიევკტოვი, გ. წერეთელი, გ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ა. ალადაშვილი, ბ. ღოღობერიძე, თულაშვილი, ს. გოგიტიძე, მ. შალამბერიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ხარაძე, ა. რაზმაძე, შ. ნუცუბიძე, თიკანაძე, დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: მოსმენილ იქნა კომისარიატის მიერ წარმოგზავნილი სია 300 სტუდენტისა, რომელნიც თანახმად კომისარიატის წინადადებისა უნდა განთავისუფლებულ იქნენ ერთდროულ გადასახადისაგან.
დაადგინეს: გაეგზავნოს სახალხო განათლების კომისარიატს ცნობა, რომ თანახმად მის მიერვე მომხდარი განკარგულებისა ერთ დროულ გადასახადისაგან არავინ არ უნდა განთავისუფლებულიყო. ამის მიუხედავად, სტუდენტთა ნივთიერ ხელმოკლეობის გამო პროფესორთა საბჭო მაინც იძულებულ შეიქნა, სტუდენტთა 10% ამ გადასახადისაგან გაენთავისუფლებია, რაც ფაკულტეტებში უკვე გატარებულია. ფაკულტეტები განთავისუფლების დროს ხელმძღვანელობდენ სტუდენტთა გამგეობის ცნობებით ამა თუ იმ გასანთავისუფლებელ კანდიდატის ნივთიერ მდგომარეობის შესახებ და მათ შორის ათავისუფლებენ მხოლოდ ისეთებს, რომელნიც წარმატებით მეცადინეობდენ.
II. განიხილეს: სიბრძნისმეტყველების განყოფილების შუამდგომლობანი:
1. განთავისუფლებულ იქმნეს ფაკულტეტის მდივნის თანამდებობის აღსრულებისაგან პროფ. გ. ახვლედიანი თანახმად მისი თხოვნისა ა. წ. 1 ივნისიდან.
2. დამტკიცდეს ლექტორ გ. ნათაძე მსოფლიო ისტორიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე ა. წ. 23 მაისიდან.
3. წარგზავნილ იქნეს პროფ. დ. უზნაძე დასავლეთ ევროპაში სამეცნიერო მიზნით ა. წ. 1 ნოემბრამდე და აღიძრას მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ამ მიზნით 150 მილიონის მანეთის გაღების შესახებ.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს, გ. ნათაძე არჩეულ იქმნა დოცენტად 15 ხმით ერთის წინააღმდეგ.
III. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი.
1. დამტკიცდეს ა .წ. 5 თებერვლიდან კანისა და ვენერიულ ავადმყოფობათა კლინიკის ორდინატორად ექ. იოსებ ცინცაძე.
2. დატოვებულ იქნეს ჰიგიენის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ექ. გ. ელიავა სტიპენდიით ა. წ. 15 მაისიდან.
3. დამტკიცდეს საბავშო კლინიკის ორდინატორად ექ. ვლად თოხაძე ა. წ. 15 მაისიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
IV. განიხილეს: სააგრანომო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დატოვებულ იქნეს სასოფლო სამეურნეო სტატისტიკის კათედრასთან ა. წ. 6 ივნისიდან სტიპენდიით ინჟ. იასონ გიგინეიშვილი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
V. განიხილეს: პრორექტორის გ. ღამბარაშვილის შუამდგომლობა ორის თვით ქ. მოსკოვში მივლინების შესახებ.
დაადგინეს: გადაეცეს ფაკულტეტს განსახილველად.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ.წერეთელი, გიორგი ჯავახიშვილი, ალადაშვილი

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 7
,,16,, ივნისი 1922 წ.

დაეწსრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ივ. ბერიტაშვილი, კ. კეკელიძე, ა. ჯავახიშვილი, გრ. წერეთელი, ნ. ყიფიანი, ა. შანიძე, ალ. ნათიშვილი, ალ. ალადაშვილი, ს. ამირეჯიბი, ი. მოსეშვილი, გ. ჯავახიშვილი, დ. ანდრონიკაშვილი, მ. ასათიანი, გ. ახვლედიანი, გ. ნათაძე, გ. ჩუბინაშვილი, ბ. ღოღობერიძე, შ. ნუცუბიძე, ა. რაზმაძე, ა. ხარაძე, ს. გოგიტიძე, ა. ბენაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ალ. დიდებულიძე, ი. ქუთათელაძე, თულაშვილი, გ. ღამბარაშვილი, მ. შალამბერიძე, მ. პოლიევკტოვი, დ. უზნაძე

თავმჯდომარე: მდივანი:

1. განიხილეს: სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დაარსდეს უნივერსიტეტში სოციალურსაეკონომიო ფაკულტეტი, სოციალურ და ეკონომიურ მეცნიერებათა ცალკე განყოფილებებით. დამტკიცდეს მისი სასწავლო გეგმა და პროექტი.
დაადგინეს: უნივერსიტეტში დაარსდეს ცალკე ფაკულტეტი სოციალეკონომიური ფაკულტეტის სახელწოდებით 17 ხმით ერთის წინააღმდეგ ერთხმად.
შენიშვნა: პროფ. ივ. ჯავახიშვილი წინააღმდეგია ახალ ფაკულტეტში საეკონომიო მეცნიერებათა განყოფილებაც შედიოდეს. იგი ჰფიქრობს, რომ საეკონომიო მეცნიერებანი ისევ სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის წიაღში უნდა დარჩენ, როგორც მისი ერთერთი დარგი, ვინაიდან:
1. საეკონომიო მეცნიერებანი, როგორც წმინდა თეორიული შემეცნების დარგები უფრო ბუნებრივად სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დარგებს ეგუებიან, ვიდრე ნორმატიულს (იურიდიულ მეცნიერებათა) დარგებს. ამიტომ არის, რომ სიბრძნის მეტყველების თეორეტიულ მეცნიერებათა მეზობლობა საეკონომიო დარგებისათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელად უნდა ჩაითვალოს, ვიდრე მეზობლობა იურიდიულ მეცნიერულ დარგებთან.
ჩვენს უნივერსიტეტს არ მოეპოვება იმდენი ძალები, რომ შესძლოს ცალკე მთელი საეკონომიო განყოფილების სათანადოდ მოწყობა. ეს აზრი უარყოფილ იქნა 17 ხმით 6 წინააღმდეგ.
II. სასწავლო გეგმისა და შტატების განხილვა გადაიდოს უახლოესი სხდომისათვის.
III. დაევალოს სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტს წარმოადგინოს წერილობითი დასაბუთება მომავალი სემესტრიდანვე ახალი ფაკულტეტის ექვსი სემესტრის გახსნის შესაძლებლობის შესახებ.
II. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილების მოხსენებანი:
1. დამტკიცებულ იქმნეს პროფესორის მოვალეობის შესასრულებლად ა/წ 25 მაისიდან დოცენტი ნიკო მუსხელიშვილი.
შენიშვნა: დოცენტი მუსხელიშვილის მიერ წარმოდგენილ იქმნა ფაკულტეტში სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ფაკულტეტის მიერ მიღებულ იქმნა, თანახმად ა. რაზმაძის მოხსენებისა, საჯარო დაცვა დისერტაციისა გადადებულ იქმნა, ვინაიდან უნივერსიტეტში არ აღმოჩნდა გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი.
დაადგინეს: ნიკ. მუსხელიშვილი არჩეულ იქნა პროფესორის მოვალეობის აღმასრულებლად 16 ხმით სამის წინააღმდგე.
III. განიხილეს: დაევალოს ასისტენტს როსტომბეკოვს მიკროსკოპის ტეხნიკის კურსის წაკითხვა ლექტორის უფლებით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. მიეცეს ლექტორს ასპისოვს სამი თვის შვებულება საზღვარგარედ გასამგზავრებლად.
2. ნება მიეცეს ჰისტოლოგიურ კლინიკის ასისტენტს ექ. ვ. თურქიას გაემგზავროს სპარსეთში სამეცნიერო მიზნით.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დაკმაყოფილდეს.
3. დამტკიცდეს კბილის ექიმთა წოდების უფლების მისაღებად სახელმწიფო გამომცდელ კომისიის სხდომის ოქმი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
შენიშვნა: წოდება მიიღეს 23 პირმა.
IV. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილებისა და სააგრონომიო ფაკულტეტის მიერ არსებული კომისიის წინადადება პროფ. პ. მელიქიშვილის სააკადემიო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს მოწყობის შესახებ.
დაადგინეს: მოეწყოს პროფ. მელიქიშილის 50 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად იუბილე მომავალ საზამთრო სემესტრში, საიუბილეო გეგმის შემუშავება დაევალოს კომისიას რომელშიაც შევლენ გარდა უკვე არსებულ კომისიისა აგრეთვე ფაკულტეტის დეკანებიც.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ა.რაზმაძე, გ. ნათაძე, წერეთელი, ბერიტაშვილი, ასათიანი, ვ. თულაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ი. მოსეშვილი, ალ. ჯავახიშვილი, დიდებულიძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 8
,,30,, ივნისი 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, გ. ნათაძე, გ. წერეთელი, ნ. მუსხელიშვილი, მ. ასათიანი, ა. ნათიშვილი, ა. დიდებულიძე, ი. ბერიტაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ი. მოსეშვილი, გ. ჯავახიშვილი, თულაშვილი, ნ. ყიფიანი, ი. ქუთათელაძე, ი. თიკანაძე, ა. თვალჭრელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, გ. მუხაძე, დ. უზნაძე, უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელი აქ. მახვილაძე.

თავმჯდომარე: მდივანი:

მოსმენილ და დამტკიცებულ იქმნა 23 ივნისის სხდომის ოქმი.
I. განიხილეს:
სიბრძნის მეტყველების განყოფილების შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს სოციალურეკონომიური ფაკულტეტის სასწავლო გეგმა და შტატები.
ა/ მომავალ სასწავლო წლიდან გაიხსნას პირველი ოთხი სემესტრი სოციალურეკონომიურ ფაკულტეტისა.
ბ/ სოციალოგია და სახელმწიფო სამართალი ამოღებულ იქმნეს – პირველი ორი კურსის გეგმიდან, სანამ საჭირო კანდიდატები მოიძებნებოდეს.
გ/ გაიყოს რომისა და ბიზანტიის სამართლის კათედრა და რომის სამართლის ისტორიის კათედრაზე მოწვეულ იქმნეს პროფესორი ი. სტ. ღამბაროვი.
ვ/ ნაცვლად ეთიკურ მოძღვრებათა ისტორიის კურსისა შემოღებულ იქმნეს სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორია და კულტურის ისტორიის ნაცვლად კულტურის განვითარების ფსიქოლოგია.
დ/ დაევალოს კურსების კითხვა შემდეგ პირთ:
1. სამეცნიერო მეთოდიკის _ პროფესორ შალვა ნუცუბიძეს.
2. ზოგადი ფსიქოლოგიის _ დ. უზნაძეს.
3. კულტურის განვითარების ფსიქოლოგიის _ პროფ. გ. ჩუბინაშვილს.
4. სამართლის ისტორიის და
5. სამოქალაქო სამართალის _ ლუარსაბ ანდრონიკაშვილს.
6. პოლიტიკური ეკონომიის და
7. სტატისტიკის _ პროფ. ფ. გოგიჩაიშვილს.
8. ბიზანტიის სამართლის ისტორიის _ პროფ. კ. კეკელიძეს.
9. რომის სამართლის ისტორიის პროფ. ი. ღამბაროვს.
10. სოციალურ და პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიის პროფ. შალვა ნაცუბიძეს.
11. ქართველ სამართლის ისტორიის _ პროფ. ივ. ჯავახიშვილს.
12. სოციალური და ეკონომიურ ისტორიის ახალი დროისა _ პროფესორ პოლიევკტოვს.
13. საქართველოს სამეურნეო ისტორიის პროფ. ი. ჯავახიშვილს
14. ბუხჰალტერიის _ ლექტორ პარუნსარქისოვს.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს.
2. განსახილველი საგანი: დამტკიცდეს ფაკულტეტის მდივნად დოც. გრიგოლ ნათაძე.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს

II. განსახილველი საგანი: სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
3. დატოვებულ იქმნეს უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად სტიპენდიით:
ა/ გრიგოლ ჯაკობია _ ქართველ მწერლობის ისტორიის კათედრასთან.
ბ/ ლომოური თამარ _ სომხეთის ისტორიის კათედრასთან
გ/ ჯანაშია სიმონ _ სპარსეთის ისტორიის კათედრასთან.
დ/ ჩიქობავა ბენედიქტე _ ქართველ ენათმეცნიერების კათედ.
ვ/ თოფურია ვარლამ _ ~ ~
ე/ ამირანაშვილი შალვა _ ხელოვნების ისტორიის კათედრასთან.
ზ/ ბაქრაძე კონსტანტინე _ ფილოსოფიის კათედრასთან.
თ/ სურგულაძე იროდიონ _ სახელმწიფო სამართლის კათედრასთან.
ი/ შურღაია ლაზარე _ სისხლის სამართლის კათედრასთან.
კ. ბაქრაძეს დაენიშნოს მგელაძის განთავისუფლებული სტიპენდია და გრ. ჯაკობიას _ ს. კაკაბაძის. დანარჩენების სტიპენდიების შესახებ აღიძრას სათანადო შუამდგომლობა. შურღაიას დაენიშნოს სტიპენდია 1922 წლ. 1 იანვრიდან, ხოლო დანარჩენებს აწ/1 ივლისიდან.
განაჩენი: დამტკიცდეს.
III. განსახილველი საგანი: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილების შუამდგომლობანი:
1. დატოვებულ იქმნეს გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრასთან გიორგი ნიორაძე და აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე მისთვის ევროპაში გასამგზავრებლად საჭირო თანხის გამოღების შესახებ.
განაჩენი: დამტკიცდეს.
2. მოწვეულ იქმნეს ზოოლოგიის კათედრასთან ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად მიხეილ ჭავჭანიძე.
განაჩენი: აღიძრას შუამდგომლობა სარგოს გამოწერის შესახებ.
3. მოწვეულ იქმნეს ერთი წლის ვადით გეოლოგიის ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად ლექტორი კ. თათარიშვილი.
4. მინერალოგიის ასისტენტები ილ. ყიფშიძე და გ. სმირნოვი კვლავ დატოვებულ იქმნენ ერთის წლის ვადით თავის მოვალეობის აღმასრულებლად.
განაჩენი: დამტკიცდეს.
IV. განსახილველი საგანი: ბიბლიოთეკის წესდების პროექტის შესახებ.
განაჩენი: არჩეულ იქმნეს კომისია პროექტის განსახილველად აკ. შანიძე, ალ. დიდებულიძე, სპ. ვირსალაძე, გრ. რცხილაძე და იასონ მოსეშვილი.
V. განსახილველი საგანი: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს სამალარიო განყოფილების ასისტენტად დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორი ექ. ოქროპირიძე.
განაჩენი: დამტკიცდეს და აღიძრას შუამდგომლობა სარგოს გამოწერის შესახებ.
2. აღიძრას შუამდგომლობა რომ ასისტენტი ჰოსპიტალური ქირურგიისა ალ. წულუკიძე მივლინებულ იქნეს საზღვარგარეთ უროლოგიის შესასწავლად 1 წლის ვადით და მიეცეს მას საცხოვრებლად 250 მილიონი მანეთი.
განაჩენი: აღიძრას სათანადო შუამდგომლობა.
3. დამტკიცდეს კბილის სნეულებათა კლინიკისათვის შემდეგი შტატები: 1/ კათედრის გამგე, 2/ ასისტენტი 1, 3/ საპროტეზო ლაბორატორიის გამგე _ 1. 4/ ორდინატორი სამი, 5/ დაბალი მსახური _ 3, 6/ ეკონომიის ზედამხედველი 1, კათედრის გამგებლობა და დენტიატრიის წაკითხვა მიენდოს პროფ. გ. მუხაძეს. დროებით მოწვეულ იქმნეს ასისტენტად კბილის ექიმი ვარლამ ჭიჭინაძე _ ლაბორანტად _ ოტო ჰეინე. სარგო მიეცეთ ფაქტიურად მუშაობის დაწყობის დღიდან.
განეგრძოს სამსხაურის ვადა ლექტორს მუსხელიშვილს და ვარლამ მოსეშვილს 1 ოქტომბრამდე ხოლო ლექტორ ნ. მ. ასპისოვს 1923 წლის 1 თიბათვემდე.
განაჩენი: დამტკიცდეს.
7. ახალ პირთა მოწვევის შესახებ მსჯელობის დროს გამოირკვა, რომ საჭიროა ყველა თანამდებობის პირთა მოწვევა მეტის წესრიგით ხდებოდეს, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა, მოსამსახურე პირთა რაოდენობის ფიქსაციის გამო განათლების კომისარიატის მიერ.
განაჩენი: დაევალოს ფაკულტეტს წარმოადგინოს დასაბუთებული გეგმა მათთვის ახლად მოსაწვევ მოსამსახურე პირთა რაოდენობის შესახებ თითოეულ წლისათვის წინასწარ.
VI. განსახილველი საგანი: საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენება:
1. უნივერსიტეტთან არსებული საპედაგოგიო ინსტიტუტი გადაკეთდეს საპედაგოგიო ფაკულტეტის ინსტიტუტად.
განაჩენი: დამტკიცდეს და საცდელი სკოლის შესახებ აღიძრას სათანადო შუამდგომლობა.
2. მისი კურსის გავლა სავალდებულოდ გამოცხადდეს ყველა იმ სტუდენტთათვის, რომელიც საპედაგოგიო სარბიელზე მოღვაწეობას აპირობენ.
3. გაიხსნას აღნიშნულ ინსტიტუტთან საცდელი სკოლა ე. წ. მთლიანი შრომის სკოლის ტიპისა და მისი გამგეობა დაევალოს ინსტიტუტის დირექტორს.
4. სასწავლო გეგმისა და ინსტიტუტის შტატების განხილვა გადაიდოს უახლოეს სხდომისათვის.
VII. განიხილეს: პოლიტეხნიკურ ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. ფაკულტეტზე საშუალო სკოლაში კურსდამთავრებულნი მიიღებიან მხოლოდ გამოცდის შემდეგ ალგებრის, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიაში.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. თხოვნები მიიღება 20 ივლისიდან 5 სექტემბრამდე. გამოცდები დაიწყება 15 სექტემბერს.
3. თხოვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოსაცდელი თანხა 50. 000 მან.
VIII. განიხილეს: პროფ. პ. მელიქიშვილის იუბილეს მომწყობი კომისიის მოხსენება.
დაადგინეს: მოხსენება მიღებულ იქმნა. იუბილე მოეწყოს იანვრის ბოლო რიცხვებში და არა 26 იანვარს. საგანგეობო კრებულის გამოსაცემად არჩეულ იქნეს სარედაქციო კომისია: ა. შანიძე, ა. დიდებულიძე, მ. შალამბერიძე, ქურდიანი, ქუთათელაძე, კ. ამირეჯიბი.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, გ. ჩუბინაშვილი, ბერიტაშვილი, ს. ქურდიანი, ა. შანიძე, ი. თიკანაძე, ალ. ნათიშვილი, დ. უზნაძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 9
,,18’’ ოქტომბერი 1922 წ.

დაესწრო: ივ. ჯავახიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, შანიძე, ბერიტაშვილი, ი. მოსეშვილი, ამირაჯიბი ს., დიდებულიძე, ვ. ყიფშიძე, ნათიშვილი, ალადაშვილი, ყიფიანი, კეკელიძე, ახვლედიანი, პ. მელიქიშვილი, ნათაძე, გ. წერეთელი, რაზმაძე, ხარაძე, ჩუბინაშვილი, ქურდიანი, ქუთათელაძე, ღოღობერიძე, ი. თიკანაძე, გ. ჯავახიშვილი, ა. თვალჭრელიძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: გამგეობის მოხსენება სიბრძნისმეტყველებისა და სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო განყოფილებათა ერთს ფაკულტეტად შეერთების შესახებ მართვა გამგეობის მხრივაც.
დაადგინეს: ხანგრძლივი კამათის შემდეგ გადაწყდა, გამგეობის მოხსენება დამტკიცდეს /10 ხმით 9 წინააღმდეგ/.
2.განიხილეს: დამსახ. პროფ. პეტრე მელიქიშვილის მოხსენება ორსა და მეტს ფაკულტეტზე პროფესორთა წევრობის შესახებ.
დაადგინეს: ფაკულტეტის პირად შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე სავალდებულო იყოს ორ ძირითად ფაკულტეტის სხდომებზე დასწრება. ხოლო მის შემდეგ პროფესორებს დაევალოსთ ფაკულტეტის სხდომებზე დასწრება მხოლოდ მაშინ, როდესაც საკითხი მათ საგანს ეხება.
3. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1/ არჩეულ იქნეს პროფ. ვორონინი ზოგადი პათოლოგიის კათედრაზე ა. წ. 25 სექტემბრიდან და გაეგზავნოს მას საგზაო ხარჯად 25 მილიონი მანეთი.
2/ დამტკიცდეს ა. წ. 25 სექტემბრიდან ექ. გ. ხეჩინაშვილი ფაკულტეტის კლინიკის ორდინატორად.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს.
3/ დაარსდეს ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკასთან მესამე ორდინატორის თანამდებობა და ასეთივე თანამდებობა ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკასთან.
4/ დამტკიცდეს პროფ. ი. ქუთათელაძე ფაკულტეტის მდივნად ა.წ. 25 სექტემბრიდან.
5/ ჰიგიენის კათედრასთან ასისტენტად გიორგი ნათაძე ა. წ. 1 მაისიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
4. განიხილეს: პოლიტეხნიკური ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1/ მოწვეულ იქნეს ინჟ. ი. ვაწაძე გამოყენებითი მექანიკის დროებით მასწავლებლად ა. წ. 2 ოქტომბრიდან.
2/ მოწვეულ იქნეს ინჟ. კოჩინაშვილი სააღმშენებლო ხელოვნების დროებით ასისტენტად ა. წ. 2 ოქტომბრიდან.
3/ მოწვეულ იქნეს ვ. ჭიჭინაძე მასალათა გამძლეობის და შენობათა სტატიკის საფუძვლების დროებით მასწავლებლად ა. წ. 2 ოქტომბრიდან.
4/ მოწვეულ იქნენ ინჟ. გ. გედევანიშვილი ლითონისა და ხის ტეხნოლოგიის დროებით მასწავლებლად ა. წ. 2 ოქტომბრიდან.
5/ მოწვეულ იქნეს ნ. აკინფიევი ფიზიკის კათედრის დროებით ასისტენტად ა. წ. 2 ოქტომბრიდან.
6/ მოწვეულ იქნეს ანდ. ბეგიაშვილი მექანიკის დროებით ასისტენტად ა. წ. 2 ოქტომბრიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობანი დამტკიცდეს
5. განიხილეს: სამათემატიკოსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1/ ბოტანიკის კათედრის ასისტენტს ზ. ყანჩაველს _ დაევალოს მიმდინარე სემესტრში ბოტანიკის ძირითადი კურსის წაკითხვა.
2/ დამტკიცდეს ასტრონომიის კათედრის ასისტენტად ერთის წლის ვადით ე. ბიუსი ა. წ. 7 ოქტომბრიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
3/ დამსახ. პროფ. ა. ცაგარელის იუბილეუმის მოწყობის შესახებ.
დაადგინეს: იუბილე მოეწყოს ა. წ. 29 ოქტმბერს _ დილით, 12 საათზე. ეცნობოს ამის შესახებ სათანადო დაწესებულებებს.

ივ. ჯავახივშილი, ა. შანიძე, ა. ხარაძე, წერეთელი, ს. ქურდიანი, გ. ნათაძე, ალადაშვილი, ქუთათელაძე, ბ. ღოღობერიძე

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 10
,,27’’ ოქტომბრის 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ნათაძე, ყიფიანი, ი. ბერიტაშვილი, ა. შანიძე, ი. თიკანაძე, ა. ალადაშვილი, გ. ღამბარაშვილი, გ. ახვლედიანი, ს. გოგიტიძე, ა. მაჭავარიანი, ს. ამირეჯიბი, ი. ქუთათელაძე, ი. მოსეშვილი, ა. რაზმაძე, ს. ქურდიანი, თულაშვილი, ა. ხარაძე, ა. თვალჭრელიძე, გრ. წერეთელი, გ. რცხილაძე, დ. გედევანიშვილი, გ. ჯავახიშვილი ა. დიდებულიძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

I. განიხილეს: მოსმენილ და დამტკიცებულ იქნა ოქმი.
ცნობა: ოქმის წაკითხვის შემდეგ პროფ. გ. გოგიტიძეს შემოაქვს ამ ოქმთან თანდართული განსაკუთრებული აზრი. ამასთან ერთად პროფ. გოგიტიძე ჰფიქრობს, რომ მისი აზრით სასურველი იქნებოდა, პროფესორთა საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში შემდგარიყო, თუ რომ გამოირკვეოდა, რომ უწყებები სხდომის შესახებ საბჭოს ყველა წევრს დაურიგდა.
ვინაიდან უკანასკნელი სხდომის უწყებები ყველას და სხვათა შორის, არც მას მიუღია, ამიტომ მისი აზრით შეიძლება უკანასკნელი სხდომა უკანონოდ ჩაითვალოს.
II. განიხილეს: მოსმენილ იქნა სამათემატიკო საბუნებისმეტყველო განყოფილების 7 წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, სადაც გამოთქმულია აზრი სამათემატიკო საბუნებისმეტყველო და სიბრძნისმეტყველების განყოფილებათა გაერთიანებისათვის გადაწყვეტილების ხელახლა განხილვის შესახებ.
დაადგინეს: თანახმად წესდების 73 მუხლისა საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ხელახლა განხილვა შეიძლება, თუ რომ მას შემადგენლობის 2/3 მოითხოვს. ამიტომ განცხადება დარჩეს უყურადღებოდ.
III. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. ცალკე საფარმაცევტო განყოფილების დაარსების შესახებ.
დაადგინეს: უნივერსიტეტთან დაარსდეს საფარმაცევტო განყოფილება. ამ განყოფილების გეგმის შემუშავება დაევალოს შერეულ კომისიას საექიმო და საპედაგოგიო ფაკულტეტთა წარმომადგენლებისაგან, კომისიაში არჩეულ იქმნენ: პროფ. ი. ქუთათელაძე, ი. მოსეშვილი, ს. გოგიტიძე, ალ. დიდებულიძე, კომისიის I სხდომის მოწვევა დაევალოს პროფ. ი. ქუთათელაძეს.
2. განეგრძოს სამსახურის ვადა თითო წლით ლექტორებს: 1. სასამართლო მედიცინისას _ ვიხროვს, 2. თვალთა სნეულებისას _ ვ. მუსხელიშვილს, 2. ფარმაკოლოგიისას ვ. მოსეშვილს.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. გამოეყოს დროებით სასამართლო მედიცინის კათედრას სასამართლო ქიმია, როგორც ცალკე საგანი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. სასამართლოს ქიმიის კურსის წაკითხვა და აგრეთვე მოწყობაც დაევალოს პროფ. ი. ქუთათელაძეს.
IV. განიხილეს: აგრონომიულ ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. მიეცესთ შვებულება ლექტორებს ვორონიხინს და ვ. ალექსანდროვს ა/წ 15 დეკემბრამდე.
2. დამტკიცდეს ზოოტექნიკის კათედრასთან ასისტენტად ლ. ლეონიძე ა/წ 17 ოქტომბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
V. განიხილეს: პროფესორ პ. მელიქიშვილის იუბილეს მომწყობი კომისიის სხდომის ოქმი.
დაადგინეს: ოქმი დამტკიცდეს. მოქანდაკეს ი. ნიკოლაძეს მიეცეს ერთი მილიონი მანეთი პროფ. პ. მელიქიშვილის ბიუსტის გამოსასყიდად.
ცნობილ იქნეს სასურველად მომავალში ანალოგიურ შემთხვევებში გამოცემულ იქნეს იუბილარის თხზულებათა კრებული თანახმად პროფ. ა. რაზმაძისა.
VI. განიხილეს: სიბრძნის მეტყველების განყოფილების შუამდგომლობა:
1. მიენიჭოს კურსის დამთავრების სიგელი ეკონომიურ დარგზე სტუდ. კ. ჩიმაკაძეს.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ღოღობერიძე, ი. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, გიორგი ჯავახიშვილი, წერეთელი, ა. შანიძე, ალადაშვილი, ს. გოგიტიძე, ს. ამირეჯიბი, ი. ქუთათელაძე, მ. შალამბერიძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 11
,,17’’ ნოემბერი 1922 წ.

დაესწრო: პროფ. და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ი. მოსეშვილი, ბ. ღოღობერიძე, ი. თიკანაძე, ა. ნათიშვილი, გ. წერეთელი, გ. ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, ა. ალადაშვილი, ს. გოგიტიძე, ი. ქუთათელაძე, მ. შალამბერიძე, გ. ჯავახიშვილი, წინამძღვრიშვილი, მ. პოლიევკტოვი, ა. რაზმაძე, ა. დიდებულიძე, ი. თულაშვილი, გ. მუხაძე, ა. ბენაშვილი, გ. ნათაძე, ს. ამირაჯიბი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

1. განიხილეს: 27 ოქტომბრის სხდომის ოქმი.
დაადგინეს: დამტკიცდა.
2. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. განთავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან ჰოსპიტალური კლინიკის ასისტენტი ვლ. თურქია ა. წ. 30 სექტემბრიდან თანახმად მისი თხოვნისა, და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცდეს ექიმი ნიკ. ყიფშიძე ა. წ. 8 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს ექ. ნიკოლოზ ყიფშიძე და დამტკიცდეს ასისტენტის თანამდებობის აღმასრულებლად, თუ რომ თანახმად დადგენილებისა, მან ერთერთი დასავლეთ ევროპის ენა იცის, თუ არა და დამტკიცდეს ამავე თანამდებობის აღმასრულებლად დროებით.
2. დამტკიცდეს შინაგან სნეულებათა ჰოსპიტალური კლინიკის ორდინატორი ექ. ი. მჭედლიშვილი ამავე კლინიკის ლაბორანტად ა. წ. 8 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს ექ. მჭედლიშვილი შინაგან სნეულებათა ჰოსპიტალური კლინიკის უმცროსი ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით.
3. განთავისუფლდეს კანის კლინიკის ორდინატორის თანამდებობის აღსრულებისაგან ექ. ი. ცინცაძე ა. წ. 1 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. განთავისუფლდეს პროფ. ი. თიკანაძე ბიბლიოთეკის კომისიის წევრობისაგან და მის ნაცვლად დაინიშნოს დოც. ბ. ღოღობერიძე.
დაადგინს: დამტკიცდეს.
5. დამტკიცდეს გინეკოლოგიის დოცენტურასთან ერთი ასისტენტის თანამდებობა.
დაადგინეს: დაარსდეს გინეკოლოგიის დოცენტურასთან ერთი უმცროს ასისტენტის თანამდებობა.
6. დამტკიცდეს ფაკულტეტის კანცელარიის შტატი შემდეგი შემადგენლობით: ერთი საქმის მწარმოებელი, ერთი მბეჭდავი, ერთი რეგისტრატორი, ერთი შიკრიკი.
დაადგინეს: დამტკიცდეს და პრაქტიკულად განხორციელება მიენდოს გამგეობას.
7. დამტკიცდეს ფაკულტეტის ექვს წლიანი გეგმა.
ცნობა: მოსმენილ იქნა განსაკუთრებული აზრი პროფ. ს. გოგიტიძისა. ექვს წლიანი გეგმის შესახებ, რომელსაც უერთდებიან პროფ. გ. მუხაძე და ი. თიკანაძე. მოსმენილი იქნა აგრეთვე განსაკუთრებული აზრი პროფ. ი. მოსეშვილის ამავე საკითხის შესახებ.
დაადგინეს: დაევალოს ორისავე მიმდინარეობის წარმომადგენლებს, წარმოადგინონ დასაბუთება თავიანთი შეხედულებისა ექვს წლიან გეგმის პროექტის შესახებ. საკითხი მანამ გადადებულ იქნეს.
8. კომისიის მოხსენება საფარმაცევტო განყოფილების დაარსების შესახებ.
დაადგინეს: გადაიდოს ეს საკითხიც. გეგმა ახალი განყოფილებისა დაიბეჭდოს და დაურიგდეს საბჭოს წევრებს გასაცნობად.
III. განიხილეს: საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დაწესდეს ფაკულტეტზე პრაქტიკული მუშაობის ხელმძღვანელის თანამდებობა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
IV განიხილეს: პოლიტეხნიკის ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. დამტკიცდეს ინჟ. გიორგი თაყაიშვილი ჰიდრავლიკის ლექტორად ა. წ. 10 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. დამტკიცდეს გერმანულ ენის მასწავლებლად მარტინ იეკელი ა. წ. 10 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
3. დამტკიცდეს პრაქტიკულ ვარჯიშობის ხელმძღვანელად ხატვაში მხატვარი გიორგი ერისთავი ა. წ. 10 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. დამტკიცდეს მასალათა მეაგობის ასისტენტად ა. წ. 28 ოქტომბრიდან ინჟ. ალექსანდრე ჩიქოვანი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

ივ. ჯავახიშვილი, გ. ღამბარაშვილი, კ. კეკელიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ივ. თულაშვილი, ს. გოგიტიძე, ალ. ალადაშვილი, ალ. ნათიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, წერეთელი

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 12
,,9’’ დეკემბერი 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, გ. ღამბარაშვილი, მ. პოლიევკტოვი, ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე, კ. კეკელიძე, ი. ბერიტაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ს. გოგიტიძე, ი. თულაშვილი, შ. ნუცუბიძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. ალადაშვილი, გ. წერეთელი, ა. შანიძე, პ. მელიქიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ამირაჯიბი, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, მ. შალამბერიძე, ბ. ღოღობერიძე, ა. ნათიშვილი, ა. მაჭავარიანი, ა. რაზმაძე, ი. ქუთათელაძე, ი. მოსეშვილი, ი. თიკანაძე, გ. მუხაძე, წინამძღვრიშვილი, დ. უზნაძე.

1. განიხილეს: მოსმენილი იქმნა წინა სხდომის ოქმი (17 ნოემბ.) და
დაადგინეს: დამტკიცდა
2. განიხილეს: საპედაგოგიო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს ქ. ციციშვილი ორგანიულ ქიმიის განმეორებითი კურსის მასწავლებლად ა. წ. 15 ნოემბრიდან.
2. დამტკიცდეს ზოოლოგიის კათედრასთან ასისტენტად ა. წ. 15 ნოემბრიდან ბ. ჩხიკვიშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
3. მოწვეულ იქნეს ქ. სოფიო წერეთლისა ფილოსოფიის კათედრასთან პრაქტიკული მუშაობის ხელმძღვანელად ა. წ. 8 ნოემბრიდან.
4. დამტკიცდეს ფილოსოფიის კათედრასთან დოცენტად ბ. სერგი დანელია ა. წ. 22 ნოემბრიდან.
5. დამტკიცდეს საპედაგოგიო ინსტიტუტის ლექტორად /ქართული ენის სწავლების მეთოდიკისათვის/ ბ. სერგი გორგაძე და დაევალოს მასვე ახალი ქართული მწერლობის ისტორიის კურსის წაკითხვა ინსტიტუტის მსმენელთათვის.
III. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დაინიშნოს ჰოსპიტალურ ქირურგიული კლინიკის უფროს ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად დროებით, ერთი წლის ვადით, ექ. წულუკიძის მივლინებაში გამგზავრების გამო, ექიმი ცხაკაია, ხოლო უკანასკნელის ადგილზე ორდინატორი ექ. ახმეტელი ა. წ. 25 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. საფარმაცევტო განყოფილების დაარსებისათვის არჩეულ კომისიის მოხსენება.
დაადგინეს: დაარსდეს ცალკე საფარმაცევტო განყოფილება საპედაგოგიო ფაკულტეტთან, თანახმად კომისიის მოხსენებისა.
IV. განიხილეს: მოხსენება რექტორის ივანე ჯავახიშვილისა უნივერსიტეტის წესდების შესახებ.
დაადგინეს: მიენდოს ბ. რექტორს პროფ. ივ. ჯავახიშვილს შეადგინოს მოხსენება წესდების შესახებ თანახმად სხდომაზე გამოთქმულ აზრებისა და პროექტის განსახილველად მოწვეულ იქნეს საბჭოს საგანგებო სხდომა ა. წ. 13 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, წერეთელი, გ. ჩუბინაშვილი, მ. პოლიევკტოვი, ფ. გოგიჩაიშვილი, გ. ჯავახიშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, გ. ღამბარაშვილი, ალ. ნათიშვილი, ივ. თიკანაძე, ალადაშვილი, ა. დიდებულიძე, მ. შალამბერიძე, ს. გოგიტიძე, ი. ქუთათელაძე, ივ. თულაშვილი, ი. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, დ. უზნაძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 13
,,13’’ დეკემბერი 1922 წ.

დაესწრო: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ნათაძე, გ. ახვლედიანი, ა. ხარაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. რაზმაძე, გ. წერეთელი, მ. პოლიევკტოვი, გ. ჩუბინაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ა. ბენაშვილი, ნ. ყიფიანი, მ. წინამძღვრიშვილი, გ. ღამბარაშვილი, ი. თიკანაძე, ა. ნათიშვილი, ჟღენტი, ბ. ღოღობერიძე, მ. ასათიანი, ა. ალადაშვილი, ა. დიდებულიძე, ს. ქურდიანი, დ. გედევანიშვილი, მ. შალამბერიძე, ს. გოგიტიძე, ვ. ყიფშიძე, ი. ქუთათელაძე, თულაშვილი, ი. მოსეშვილი, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე და დ. უზნაძე.

თავმჯდომარე: პროფ. ი. ჯავახიშვილი მდივანი: პროფ. დ. უზნაძე

I. განიხილეს: მოსმენილ იქმნა წინა სხდომის ოქმი და დამტკიცდა.
II. განიხილეს: საპედაგოგიო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს სომხური მწერლობის კათედრასთან დოცენტად ბ. ლეონ მელიქსეთბეგი ა/წ 22 ნოემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
III. განიხილეს: სოციალეკონომიური ფაკულტეტის შუამდგომლობა:
1. დამტკიცდეს ეკონომიური გეოგრაფიის კათედრასთან დოცენტად ა/წ 20 ოქტომბრიდან გ. გეხტმანი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
IV. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს მედიცინის დოქტორი ივანე ღულაძე დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად ა/წ 11 დეკემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
V. განიხილეს: გამგეობის მიერ აღძრული საკითხი ბიბლიოთეკის დირექტორის მოწვევის შესახებ.
დაადგინეს: საკითხი გადაიდოს.
VI. განიხილეს: რექტორის მოხსენება უნივერსიტეტის წესდების შესახებ.
დაადგინეს: მოხსენება მიღებულ იქმნეს უცვლელად და წარედგინოს განათლების კომისარს, როგორც პროფესორთა საბჭოს სხდომის აზრი.

ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, ა. დიდებულიძე, გ. ნათაძე, ასათიანი, გ. ახვლედიანი, ნ. მუსხელიშვილი, მ. შალამბერიძე, ბ. ღოღობერიძე, ს. გოგიტიძე, ი. ქუთათელაძე, ივ. თულაშვილი, შ. ნუცუბიძე, მდივანი დ. უზნაძე

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 14
,,29’’ დეკემბერი 1922 წ.

დაესწრო: ივ. ჯავახიშვილი, არჩ. ხარაძე, ნ. მუსხელიშვილი, ალ. დიდებულიძე, ი. თიკანაძე, მიხ. ასათიანი, ბ. ღოღობერიძე, ივ. ბერიტაშვილი, ი. ღულაძე, ი. მოსეშვილი, ს. გოგიტიძე, ი. თულაშვილი, ი. ქუთათელაძე, შ. ნუცუბიძე, გ. ახვლედიანი, გ. ნათაძე, მ. წინამძღვრიშვილი, გ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, მიხ. შალამბერიძე, დ. უზნაძე

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: დ. უზნაძე

I. განიხილეს: საპედაგოგიო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს ბ. ალ. წერეთელი მსოფლიო ისტორიის კათედრასთან ლექტორად ა. წ. 14 დეკემბრიდან.
2. დამტკიცდეს კათედრასთან ასისტენტად ბ. მიხეილ კუკავაძე ა/წ 7 დეკემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
II. განიხილეს: სოციალეკონომიური ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. დამტკიცდეს ბ. ალ. ვაჩეიშვილი სოციოლოგიის ლექტორად ა. წ. 22 დეკემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
III. განიხილეს: სამკურნალო ფაკულტეტის შუამდგომლობანი:
1. არჩეულ იქნეს დოცენტად კანისა და ვენერიულ ავადმყოფობათა კათედრასთან მედიცინის დოქტორი ივ. ღულაძე ა/წ 4 დეკემბრიდან.
დაადგინეს: არჩეულია (15 თეთრი 2 შავი)
2. არჩეულ იქნეს ჰოსპიტალურ თერაპიულ კათედრაზე პროფესორად დოცენტი სპირ. ვირსალაძე 22 დეკემბრიდან.
დაადგინეს: არჩეულია (15 თეთრი 2 შავი)
3. არჩეულ იქნეს პროფესორად ფაკულტეტის ქირურგიის კათედრაზე დოცენტი ალ. მაჭავარიანი ა. წ. 22 დეკემბრიდან.
დაადგინეს: ერთხმად.
4. დამტკიცდეს შინაგან სნეულებათა ჰოსპიტალურ კლინიკის ორდინატორად ბ. ვლადიმერ გაჩეჩილაძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. დაარსდეს სამეანო კლინიკასთან მესამე ორდინატორის თანამდებობა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
6. დაარსდეს მესამე ორდინატორის თანამდებობა გინეკოლოგიურ კლინიკასთან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
7. ბ. ჟღენტი არჩეულად ითვლებოდეს პათოლოგიურ ანატომიის კათედრასთან დოცენტის მოვალეობის აღმასრულებლად ა/წ 12 იანვრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
8. დამტკიცდეს ექიმი გიორგი ხეჩინაშვილი ოპერატიულ გინეკოლოგიის დოცენტურასთან უმცროს ასისტენტის მოვალეობის აღმასრულებლად ა/წ 4 დეკემბრიდან.
დაადგინეს: რადგან ბ. ხეჩინაშვილს უნივერსიტეტი არ აქვს დასრულებული შუამდგომლობა დაუბრუნდეს ფაკულტეტს.
9. დამტკიცდეს სასამართლო მედიცინის უფროს ასისტენტად ექ. ნიკ. ანდრონიკაშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
10. დამტკიცდეს ფაკულტეტის მიერ შემუშავებული სადოქტორო გამოცდების საგანთა სია.
დაადგინეს: პროექტი დაუბრუნდეს ფაკულტეტს დებულებათა შესამუშავებლად და საგნების სიის ხელახლა განსახილველად.

ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. დიდებულიძე, გ. ნათაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ივ. თიკანაძე, მ. ასათიანი, ნ. კახიანი, ნ. ჟღენტი, ბ. ღოღობერიძე, ს. გოგიტიძე, ივ. თულაშვილი, ივ. ღულაძე, ი. ქუთათელაძე, შ. ნუცუბიძე, ბერიტაშვილი, ანდრია ბენაშვილი, გ. ღამბარაშვილი

 

  წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates