• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1924

1924

უკან

  

# 1
,,18’’ იანვარი. 1924 წ.

დაესწრო: ივ. ჯავახიშვილი, ი. მოსეშვილი, ა. ალადაშვილი, კ. კეკელიძე, ნ. კახიანი, ღოღობერიძე, ფ. გოგიჩაიშილი, ი. ქუთათელაძე, გეხტმანი, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, ა. ხარაძე, ვირსალაძე, დანელია, დ. უზნაძე, მელიქიშვილი, ქურდიანი, წერეთელი, ნათაძე, შანიძე, ჩუბინაშვილი, პოლიევკტოვი, შალამბერიძე მ., ნათიშვილი, ბენაშვილი, თიკანაძე, იოსელიანი, გედევანიშვილი, ვ. მოსეშვილი, გ. ჯავახიშვილი, ი. ღულაძე, ღამბარაშვილი, წინამძღვრიშვილი, რაზმაძე, დიდებულიძე, მელიქსეთ ბეგი ლეონი.
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ვაჩეიშვილი, ყიფშიძე, ლომოური. სტ. წარმომადგენელი: ქაჯაია, კიკაბიძე.

თავმჯდომარე: ივანე ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. არისტოტელი გაბისონია კანის და ვენერიული კლინიკის ორდინატორათ.
დაადგინეს: დამტკიცდეს. სარგო მიეცეს დღიდან კომისარიატში დამტკიცებისა.

პოლიტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:

2. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟ. მ. ყაუხჩიშვილი ელექტრო ქიმიის დოცენტათ.
დაადგინეს: მ. ყაუხჩიშვილი, რომელსაც აქვს სადოქტორო დისერტაცია დაცული კარლსრუეში კენჭის ყრით ერთ ხმათ /37 თეთრი/ გათანასწორებულ იქმნა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხიანებთან. დამტკიცდეს დოცენტათ /39 თეთრი/ სარგოს მიეცეს დღიდან კომისარიატში დამტკიცებისა.
3. განიხილეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის მდივნად დოცენტი ი. თულაშვილი ა. წ. 1 იანვრიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტიკცდეს.

პროფ. ა. შ ა ნ ი ძ ი ს მოხსენებანი:
4. განიხილეს: პროექტი უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმის მოწესრიგების შესახებ.
დაადგინეს: არჩეულ იქმნა კომისია შემდეგ შემადგენლობით: ა. შანიძე, ა. რაზმაძე, ალ. ნათიშვილი, პრორექტორი ნუცუბიძე, როგორც სამეურნეო ნაწილის გამგე. დაევალოს განხილვა წარმოდგენილ პროექტისა და წარმოდგენა პროექტის შესახებ საერთო მოსაზრებისა დასამტკიცებლად.
5. განიხილეს: პროტესტი გამგეობის დადგენილებაზე. შემცირდეს უნივერსიტეტის მოამბის ტირაჟი.
დაადგინეს: დაიბეჭდოს 500 ცალი. დადგენილება მიღებულია 24 ხმით 6 შავი 4 თავი შეიკავა.
6. განიხილეს: განმეორებითი თხოვნა განთავისუფლებულ იქმნას აკაკი შანიძე უნივერსიტეტის მოამბის რედაქტორობის თანამდებობიდან.
დაადგინეს: გაწეულ დიდ შრომისათვის გამოეცხადოს ბნ ა. შანიძეს მადლობა. საკითხი განთავისუფლების შესახებ გადაიდოს.

პედაგოგიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
7. განიხილეს: დამტკიცდეს ალ. ჯანელიძე აღდგენითი გეოლოგიის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე დოცენტათ.
დაადგინეს: დამტკიცდეს ალ. ჯანელიძე დოცენტათ და კაბინეტის გამგეთ /32 თეთრი, 2 შავი/. დაევალოს ფაკულტეტს განაწილებულ იქმნას ალ. ჯანელიძისა და ნ. ყიფიანის შორის მუშაობა.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. განიხილეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის მდივნად დოცენტი ნ. იოსელიანი 1923 წ. 11 დეკემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
9. განიხილეს: ლეონიდე კალანდაძის და ლევან ღამბაშიძის მიერ კურსის დამთავრების დადასტურება.
დაადგინეს: ცნობილ იქმნენ კურსდამთავრებულად.
10. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ლეონიდე კალანდაძე ენტომოლოგიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
11. განიხილეს: მიენდოს აგრონომ სტუდენტთათვის ფიზიკის შემოკლებულ კურსის წაკითხვა ლექტორ მ. კუკავაძეს.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

ს. ამირეჯიბი, კ. ამირეჯიბი, გ. გეხტმანი, ს. კაკაბაძე, ვირსალაძე, ვ. მოსეშვილი, ნ. ყიფშიძე, კ. ცეცხლაძე, ალ. ჯავახიშვილი, ა. ხარაძე, ალ. ნათიშვილი, კ. კეკელიძე, ვ. თიკანაძე, მ. წინამძღვრიშვილი, მ. პოლიევქტოვი, ა. ბენაშვილი, გ. ღამბარაშვილი, ივ. ღულაძე, მ. ასათიანი, ბ. ღოღობერიძე, ალადაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ს. ქურდიანი, გ. ჩუბინაშვილი, ლ. მელიქსეთბეგი, კახიანი, გ. ახვლედიანი, შ. ნუცუბიძე, მ. შალამბერიძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 2
,,8’’ თებერვალი 1924 წ.

დაესწრო: პროფესორდოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ვ. მოსეშვილი, კ. ამირაჯიბი, ივ. თულაშვილი, ივ. ღულაძე, ვლ. ჟღენტი, დ. უზნაძე, გ. ნათაძე, ი. ბერიტაშვილი, პ. მელიქიშვილი, გ. ნიკოლაძე, ა. ალადაშვილი, ქურდიანი, ს. ჩილუაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, ლ. ანდრონიკაშვილი, კ. კეკელიძე, ა. დიდებულიძე, გ. ახვლედიანი, ი. ქუთათელაძე, ა. რაზმაძე, ალ. ნათიშვილი, ს. ამირაჯიბი, კაუხჩიშვილი გიორგი, ს. დანელია, ა. ბენაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, შ. ნუცუბიძე, ღამბარაშვილი, შალამბერიძე.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ყიფშიძე ილია, მ. ბექაია, დ. იოსელიანი, ალ. წერეთელი, გ. ჯავახიშვილი, ცეცხლაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი.ქუთათელაძე

1. განიხილეს: ბნ რექტორის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წლიურ ანგარიშის მოხსენება.
დაადგინეს: ანგარიში დამტკიცდეს.
2. განიხილეს: ნეაპოლიტანის უნივერსიტეტის მიერ მის 700 წლის დღესასწაულზე მოწვევა.
დაადგინეს: 1. გაეგზავნოს ნეაპოლიტანის უნივერსიტეტს მადლობა მოწვევისათვის.
2. ეთხოვოს პროფ. გრიგოლ წერეთელს გაემგზავროს იტალიაში, დაესწროს დღესასწაულს და მიესალმოს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით.
3. აღძრულ იქმნეს მთავრობის წინაშე სათანადო შუამდგომლობა, რათა გაღებულ იქმნეს საჭირო თანხა პროფ. გრიგოლ წერეთლის გასამგზავრებლად.

პედაგოგიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
განიხილეს: დამტკიცდეს ექ. სვ. საყვარელიძე ქიმიოფარმაცევტულ განყოფილებაზე ადამიანის ანატომიის და ჰისტოლოგიის ლექტორად.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
განიხილეს: დაარსდეს სიბრძნის მეტყველების განყოფილებასთან ნუმისმატიკური კაბინეტი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
განიხილეს: დამტკიცდეს ექ. სარა ღამბაშიძე სამეანო კლინიკის ორდინატორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს, სარგო მიეცეს 1924 წ. 1 იანვრიდან.

ივ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ალ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ვ. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი, გ. ნათაძე, მ. წინამძღვრიშვილი, ვ. ყიფშიძე, მ. ბექაია, გ. ნიკოლაძე, ივ. თულაშვილი, ნ. კახიან

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 3
,,14’’ მარტი. 1924 წ.

დაესწრო: გ. ახვლედიანი, ივ. ჯავახიშვილი, გ. ნათაძე, შ. ნუცუბიძე, ა. დიდებულიძე, ივ. თულაშვილი, ა. ჯანელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ნ. კახიანი, ა. მაჭავარიანი, ივ. თიკანაძე, გ. გეხტმანი, ა. ხარაძე, სპ. ვირსალაძე, გ. ჯავახიშვილი, ალ. ალადაშვილი, ვ. მოსეშვილი, ი. ქუთათელაძე, ა. შანიძე, წინამძღვრიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, მ. შალამბერიძე, ს. ამირეჯიბი, ა. ბენაშვილი, ლ. მელიქსეთბეგი, ალ. ჯავახიშვილი, ნ. იოსელიანი.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: მ. ბექაია, ვ. ყიფშიძე, ალ. წერეთელი, ი. ლომოური, გ. რცხილაძე, ზ. ყანჩაველი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

1. განიხილეს. ბ. რექტორის ივანე ჯავახიშვილის მოხსენება, რომ საბჭოს წევრების საკმაო რიცხვის დაუსწრებლობის გამო სხდომა არ სდგება ზოგჯერ.
დაადგინეს: ამიერიდან ვინც არ დაესწრება საბჭოს სხდომას გამოერიცხოს ჯამაგირიდან 3 საათის სარგო.
2. განიხილეს: უნივერსიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული დებულება უნივერსიტეტის მოამბის ბეჭდვის შესახებ და საგამომცემლო კომისიის შენიშვნები დებულების გამო.
დაადგინეს: უნივერსიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული დებულება დამტკიცდეს შემდეგი შესწორებით შემდეგ მუხლებში.
4. მუხლი: პროფესორები და დოცენტები თავიანთ შრომებს ფაკულტეტის დასტურის შემდეგ წარუდგენენ საგამომცემლო კომისიას.
5. მუხლი: დოცენტის მოვალეობის აღმასრულებელნი, ლექტორები, ასისტენტები და ორდინატორები თავიანთ შრომებს სათანადო ან მონათესავე კათედრის პროფესორის დასკვნის და ფაკულტეტის დასტურის შემდეგ წარუდგენენ საგამომცემლო კომისიას.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
3. განიხილეს: ცნობილ იქმნეს ფრიად საკმაოდ აგრონომიულ ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ანდრია ხუბუტიას მიერ წარმოდგენილი სადიპლომი შრომა და მიეცეს მას სათანადო დიპლომი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
4.განიხილეს: ცნობილ იქმნეს საკმაოდ აგრონომიულ ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ბიძინა კანდელაკის მიერ წარმოდგენილი სადიპლომო შრომა და მიეცეს მას სათანადო დიპლომი.
დაადგინეს. შუამდგომლობა დამტკიცდეს.
5. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ანდრია ხუბუტია სასოფლო მეურნეობის ეკონომიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
6. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას ა. წერეთელი საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით მიმდინარე გაზაფხულის სემესტრის კურსის დამთავრების შემდეგ თავის ხარჯით 1 წლის ვადით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
7. განიხილეს: დამტკიცდეს აფხაზური ენის ლექტორის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მოვალეობის აღმასრულებლად მოწვეულ იქმნას გულია.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. განიხილეს: დამტკიცდეს სადოქტორანტო გამოცდების გეგმა:
დაადგინეს: გეგმა დამტკიცდეს გარდა ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხისა. საკითხი უკანასკნელის შესახებ ვინაიდან ამ ხარისხს ანიჭებს საპედაგოგიო ფაკულტეტიც გადაეცეს საპედაგოგიო და სამკურნალო ფაკულტეტებს ერთ გეგმის გამოსამუშავებლად.
9. განიხილეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის წევრად უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელ ისაკ ხათრიძის მაგივრად პიმენ ნანეიშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

პოლიტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:
10. განიხილეს: დამტკიცდეს რაჟდენ ხუციშვილი თერმოდინამიკის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
11. განიხილეს: დამტკიცდეს პოლიტეხნიკურ ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ტეხნიკური წრის წესდება.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

უმცროს მასწავლებელთა მოხსენება.
12. განიხილეს: უმცროს მასწავლებელთა კავშირის წევრთათვის ჟურნალ მოამბის და უნივერსიტეტის სხვა გამოცემათა უფასოთ დარიგების შესახებ.
დაადგინეს: გადაეცეს საგამომცემლო კომისიას და ეთხოვოს სამეცნიერო პერსონალისთვის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნების მიღების წესის გამომუშავება.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ალადაშვილი, ა. ბენაშვილი, ა. ჯანელიძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინაშვილი, წერეთელი, გიორგი ჯაფარიძე, მ. წინამძღვრიშვილი, გ. ახვლედიანი, ალ. ჯავახიშვილი, კ. ამირაჯიბი, ი. ბერიტაშვილი, გ. გეხტმანი, ი. ლომოური, ივ. თულაშვილი, ვ. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, ივ. თიკანაძე
მდივანი ი. ქუთათელაძე

 

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს

ს ხ დ ო მ ი ს დ ღ ი უ რ ი.

# 4
,,11’’ აპრილი. 1924 წ.

დაესწრო: ნათაძე, ჯავახიშვილი ივანე, ქუთათელაძე იოველი, ღულაძე, მაჭავარიანი, მუხაძე, შ. ნუცუბიძე, ანდრონიკაშვილი, თულაშვილი ივანე, წერეთელი გიორგი, გეხტმანი, გ. ჯავახიშვილი, ი. მოსეშვილი, დ. უზნაძე, მელიქსეთბეგი ლეონი, ასათიანი, მოსეშვილი ვ., წინამძღვარიშვილი, თიკანაძე ი., ალ. ჯავახიშვილი, ბენაშვილი ა., ახვლედიანი, ჩუბინაშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, ჯანელიძე, გოგიტიძე, იოსელიანი, გედევანიშვილი, ბერიტაშვილი, ს. ვირსალაძე, ალადაშვილი, გოგიჩაიშვილი, დიდებულიძე და ჟღენტი,
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელი: ალ. წერეთელი, ლომოური, გ. ჯავახიშვილი, ყიფშიძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. განიხილეს: დაენიშნოს ფილოსოფიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვებულს ვახტანგ ზაალიშვილს სტიპენდია.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ლევან გოკიელი მათემატიკის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ა. წ. 1 მარტიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
3. განიხილეს: დამტკიცდეს სტუდენტების მიერ გამოცდების თანდათანობის ჩაბარების წესი და დებულებანი ამ გამოცდებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხების შესახებ.
დაადგინეს: 1/ საგნების თანდათანობით ჩაბარებისათვის პირველ რიგში ჩასაბარებელი საგნები აუცილებლად წინასწარ უნდა იქმნენ წაკითხულნი, 2/ შემოდგომის სესიებისათვის გადაიდოს წლის განმავლობაში ჩასაბარებელ საგნების რაოდენობის ნახევარი, მხოლოდ თუ საგნების რაოდენობა კენტობრივია იმ შემთხვევაში უმეტესი ნაწილი საგნებისა უნდა იქმნეს ჩაბარებული გაზაფხულის სემესტრის ბოლოს.
4. განიხილეს: დაარსდეს ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკასთან სამეცნიერო კონფერენცია.
დაადგინეს: დაუბრუნდეს ფაკულტეტს გადასაშინჯავად.
5. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს დამსახურებული პროფესორი ი. ანფიმოვი ნერვიულ სნეულებათა კლინიკის გამგეთ 192425 სამოსწავლო წლის ბოლომდე ე. ი. 1925 წ. 1 ივლისამდე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
6. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. სარა აბულაძე დიაგნოსტიკის კლინიკის ორდინატორად სარგო მიეცეს ა. წ. 1 მარტიდან
დაადგინეს: დამტკიცდეს.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
7. განიხილეს: დატოვებულ იქმნას ბიძინა კანდელაკი აგრონომიულ ქიმიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად ერთი წლით.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

სოც. ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. განიხილეს: იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივ არ მოიპოვებიან ისეთი მეცნიერნი პირნი, რომელთაც შეუძლიან იკისრონ უნივერსიტეტში მოღვაწეთა სადოქტორო გამოცდა, უკანასკნელის წარმოება მიენდოს ფაკულტეტის არჩევის და დავალებით პროფესორთა კომისიას უცხოეთში, იმ პირობით, რომ ასეთ პირთ მიეცეს სადოქტორო ხარისხი, თუ კომისიის განაჩენი გამოცდების შესახებ დადებითი აღმოჩნდა.
დაადგინეს: ასეთ შემთხვევებში უწინარეს ყოვლისა მიემართოს ამა თუ იმ უნივერსიტეტს. დამაბრკოლებელ შემთხვევებში კი კომისიას.
ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ა. ბენაშვილი, გ. გეხტმანი, გ. ნათაძე, ღამბარაშვილი, ვ. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, ჯანელიძე, გიორგი ჯავახიშვილი, კ. ამირაჯიბი, ს. გოგიტიძე, ვ. ჟღენტი, ბ. ღოღობერიძე, ალადაშვილი, ივ. ღულაძე, ი. ლომოური, ა. დიდებულიძე, ალ. ჯავახიშვილი, ივ. თულაშვილი, ი. ბერიტაშვილი, ვაჩეიშვილი, მდივანი: ი. ქუთათელაძე

 

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბჭოს სხდომის ოქმი
# 5
’’ 9 ’’ მაისი. 1924 წ.

დაესწრენ: ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, მ. პოლიევკტოვი, ა. დიდებულიძე, ალ. ჯავახიშვილი, ივ. თულაშვილი, კ. კეკელიძე, ი. ბერიტაშვილი, გ. ნათაძე, გ. ახვლედიანი, ბ. ღოღობერიძე, გ. გეხტმანი, ს. ქურდიანი, გ. ჯავახიშვილი, ვ. ჟღენტი, ი. ქუთათელაძე, ნ. იოსელიანი, ნ. მუსხელიშვილი, გ. ნიკოლაძე, გ. ღამბარაშვილი, ხარაძე, ნ. კახიანი, ა. ჯანელიძე, ალ. ალადაშვილი, ივ. ღულაძე, გ. მუხაძე, თიკანაძე, დ. გედევანიშვილი, ს. ამირეჯიბი, ს. გოგიტიძე, ნ. ყიფიანი, ივ. ჯავახიშვილი, დ. უზნაძე, შ. ნუცუბიძე, კ. ამირეჯიბი, ლ. ანდრონიკაშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, მ. შალამბერიძე, ვ. მოსეშვილი, ვირსალაძე.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: მ. ბექაია, ა. წერეთელი, გ. რცხილაძე, ყიფშიძე ვასილი, ვარაზაშვილი, ზ. ყანჩაველი, ი. ლომოური.
სტუდენტთა წარმომადგენელნი: ს. კიკაბიძე, მიქაძე ი., აკ. მენაბდე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. განიხილეს: წარვლინებულ იქმნეს დამსახურებული პროფესორი ალ. ცაგარელი საზღვარგარედ ვენა და ვენეციაში და აგრეთვე ლენინგრადში სამეცნიერო მიზნით _ 1 წლის ვადით. ამასთანავე ერთად აღიძრას შუამდგომლობა განათლების კომისარიატის წინაშე, რათა პროფ: ცაგარელს მიეცეს მისგან უნივერსიტეტის მიერ შეძენილი წიგნთსაცავის საფასური რომლის ჯამი შეადგენს 1345 მანეთს. (1345 მან.)
დაადგინეს: აღიძრას განათლების კომისარიატის წინაშე რათა დამსახ. პროფ. ალ. ცაგარელს მიეცეს მისგან შეძენილ წიგნთსაცავის ღირებულება. იქმნეს მიღებული სათანადო ზომები რომლებიც ხელს შეუწყობს დამს. პროფ. ალ. ცაგარელს მის გამგზავრებაში.
განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ივანე კაჭარავა გეოლოგიის კათედრასთან მოსამზადებლად სტიპენდიით _ 1 წლის ვადით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
განიხილეს: წარვლინებულ იქმნეს ლექტორი იუსტინე აბულაძე ა.წ. 15 მაისიდან 2 თვის ვადით ლენინგრადში სამეცნიერო მიზნით. აღიძრას შუამდგომლობა რათა ამ მიზნისათვის სამგზავროთ მიეცეს 20 ჩერვონეცის მანეთი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
განიხილეს: წარვლინებულ იქმნეს ლექტორი ს. ჩოლოყაშვილი საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით ერთი წლის ვადით და მიეცეს მას ამ მიზნისათვის 500 მანეთი.
დაადგინეს: წარვლინებულ იქმნას ს. ჩოლოყაშვილი თანახმად ფაკულტეტის შუამდგომლობის _ 1მუხლისა, ხოლო მისი ხარჯით.
განიხილეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის სასწავლო და საგამოცდო გეგმა.
დაადგინეს: საკითხი გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის, დაიბეჭდოს და დაეგზავნოს გეგმა საბჭოს წევრებს გასაცნობლად.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გიორგი ჯავახიშვილი, მ. ბექაია, ვ. ყიფშიძე, ს. ჩოლოყაშვილი, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, მ. პოლიევქტოვი, ა. ხარაძე, გ. შალამბერიძე, ი. ლომოური, ს. ქურდიანი, დ. გედევანიშვილი, ა. თვალჭრელიძე, ი. მოსეშვილი, ივ. თულაშვილი, კ. ამირაჯიბი, ალადაშვილი, ალ. ნათიშვილი, ვაჩეიშვილი, გ. გეხტმანი, ნ. იოსელიანი, ვ. მოსეშვილი
მდივანი პროფ: ი. ქუთათელაძე

 

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა საბჭოს სხდომის
დ ღ ი უ რ ი # 6
,,30’’ მაისი. 1924 წ.

დაესწრო: ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, ი. ქუთათელაძე, ა. დიდებულიძე, ალ. ალადაშვილი, კ. კეკელიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, გ. ნათაძე, გ. ახვლედიანი, ს. ქურდიანი, გ. გეხტმანი, ა. ხარაძე, ი. მოსეშვილი, ალ. ჯავახიშვილი, მ. პოლიევკტოვი, ა. თვალჭრელიძე, ი. თულაშვილი, კ. ამირეჯიბი, გ. ჯავახიშვილი, დ. გედევანიშვილი, ი. თიკანაძე, მ. ასათიანი, ბ. ღოღობერიძე, შ. ნუცუბიძე, ა. ჯანელიძე, ნ. იოსელიანი, მ. შალამბერიძე, ლ. მელიქსედბეგი, ს. ვირსალაძე, ა. ნათიშვილი, ა. შანიძე, ლ. ანდრონიკაშვილი, გ. მუხაძე, გ. ნიკოლაძე, მუსხელიშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, ი. ღულაძე, ი. ბერიტაშვილი, ვ. მოსეშვილი, ნ. კახიანი.
უმცროს მასწავლ. წარმომადგენელნი: ბექაია, დ. იოსელიანი, ვ. ყიფშიძე, ლომოური, ვაჩეიშვილი, მგალობლიშვილი, ცეცხლაძე, ალ. წერეთელი, ზ. ყანჩაველი, ჯაკობია, ნ. ყიფშიძე, ილია ყიფშიძე.
სტუდენტთა წარმომადგენელნი: კიკაბიძე სამსონი, ანდრიაძე ლიზა, მიქაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. განიხილეს: წარვლენილებულ იქმნას პროფ. ა. ბენაშვილი ზაფხულის არდადეგების დროს სამეცნიერო მიზნით 1/2 თვით რუსეთის ქალაქებში. გამოთხოვილ იქმნას ამ მიზნისთვის სამგზავროთ 200 მან. და ხელსაწყოების შესაძენად 550 მან. ჩერვონეცით.
დაადგინეს: იხ. დადგენილება სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებიდან $ II შესახებ.
2. განიხილეს: წარვლენილებულ იქმნას პროფ. მ. პოლიევკტოვი ზაფხულის არდადეგების დროს მოსკოვსა და ლენინგრადს სამეცნიერო მიზნით, რისთვისაც გამოთხვილ იქმნას 40 ჩერ.
დაადგინეს: იხილე დადგენილება სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებიდან $ II შესახებ.
3. განიხილეს: წარვლენილებულ იქმნას უნივერსიტეტთან დატოვებული კონსტანტინე მეგრელიძე საზღვარ გარეთ სამეცნიერო მიზნით ორი წლის ვადით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
4. განიხილეს: წარვლენილებულ იქმნას უნივერსიტეტთან დატოვებული გიორგი ჯაკობია სპარსეთში სამეცნიერო მიზნით ერთი წლის ვადით და გამოთხოვილ იქმნეს ამ მიზნისათვის სათანადო თანხა.
დაადგინეს: იხ. დადგენილება სამკურნალო ფაკულტეტის მეII $ შესახებ.
5. განიხილეს: წარვლენილებულ იქმნას ასისტენტი ბეგიაშვილი ზაფხულის არდადეგების დროს ორი თვით საზღვარ გარეთ სამეცნიერო მიზნით და გამოთხოვილ იქმნეს ამისთვის 50 ჩერვონეცი.
დაადგინეს: იხ. დადგენილება სამკურნალო ფაკულტეტის მეII $ შესახებ.
6. განიხილეს: მიენიჭოს პედაგოგიურ ფაკულტეტის [] კურს დამთავრებულ: ბუაჩიძე ნინოს (ქართული სიტყვიერების დარგი), გოკიელ ლევანს (მათემატიკის დარგი), ვაჩნაძე ნინოს (ფილოსოფიის დარგი), ვეფხვაძე ვერას (ქართული სიტყვიერების დარგი), კარიფაძე აბიბოს (საქართვლეოს ისტორიის დარგი), მეფისაშვილს ნიკოლოზს (ქართული სიტყვიერების დარგი), მჭედლიძე სიმონს (საქართველოს სიტყვიერების დარგი), ნამორაძე ალექსანდრეს (დასავლ. ევროპის ისტორიის დარგი), ჟვანია კალისტრატეს (საქართველოს ისტორიის დარგი), ცაგარელს (იგივე ცაგარეიშვილს) მიხეილს (ქართული სიტყვიერების დარგი), ცაგურია მარიამს (საქართველოს ისტორიის დარგი).
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

სოციალ. ეკონომიურ ფაკულტეტის მოხსენება:
7. განიხილეს: დამტკიცდეს უნივერსიტეტთან დატოვებული ლევან ასათიანი კოოპერაციის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

აგრონომიულ ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. განიხილეს: აგონომიულ ფაკულტეტის ყოფილი მსმენელები, რომელთაც სახელმწიფო გამოცდების წესების დამტკიცებამდე ყველა საგნები ჩაბარებული ჰქონდათ და დიპლომის მისაღებად მხოლოდ სადიპლომო შრომა უნდა წარმოედგინათ, განთავისუფლებულ იქმნან სახელმწიფო გამოცდებიდან.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
9. განიხილეს: დამტკიცდეს აგრონომიულ ფაკულტეტის სასწავლო და საგამოცდო გეგმა.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს შემდეგი შესწორებებით სასწავლო გეგმაში:
$ 8. კურსიდან კურსზე გადასვლის დამოწმების მიზნით სალექციო წიგნაკი სტუდენტმა შემოდგომის სემესტრში უნდა წარმოადგინოს პირველ ოქტომბრამდე.
$ 9. ის სტუდენტები, რომლებსაც პირველ კურსზე სამოსწავლო წლის განმავლობაში ერთი საგანი ექნებათ მაინც ჩაბარებული ფაკულტეტს აქვს უფლება დატოვოს იმავე კურსზე; წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულ იქნებიან.
არა სავალდებულო საგნებიდან ამორიცხულ იქმნას უცხო ენა და მოწესრიგდეს უნივერსიტეტის საერთო სასწ. გეგმის მიხედვით. აღნიშნული სოფლის მეურნეობის დარგში მეტეოროლოგია შეტანილ იქმნეს სასოფლო სამეურნეო მეტეოროლოგიის სახით.
საბეითლო მკურნალობის შესახებ სამკურნალო ფაკულტეტთან ერთად შეთანხმებით შემუშავებულ იქმნას გეგმა და წარმოდგენილი განსახილველად.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
10. განიხილეს: ნერვიულ კლინიკის ასისტენტ ექ. სვ. ყიფშიძეს, რომლის მიერ წარმოდგენილი და დაცული სადისერტაციო შრომა სათაურით ,,მასალები პატარა ტვინის პათოლოგიისათვის~ ცნობილ იქმნა საკმაოდ, მიენიჭოს ნერვოპათოლოგიის და ფსიქიატრიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
11. განიხილეს: წარვლენილებულ იქმნან საზღვარ გარეთ სამეცნიერო მიზნით:
1. პროფ. ს. ვირსალაძე ა/წ 1 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე სახელმწიფო ხარჯზე.
2. დოც. მ. წინამძღვრიშვილი 1/2 წლით და გამოთხოვილ იქმნას ამ მიზნით 240 გირ. სტ.
3. დოც. ბ. ღოღობერიძე სახ. ხარჯით. 1 წლის ვადით.
4. ექ. სვ. ყიფშიძე ერთი წლით და გამოთხოვილ იქმნეს ამ მიზნით 300 ჩერვონეცი.
5. ექ. შ. მიქელაძე ერთი წლით და მიეცეს 300 ჩერვონეცი.
6. ექ. სვ. საყვარელიძე ერთი წლით სახ. ხარჯზე.
7. ასისტ. ელიავა სახ. ხარჯზედ. ერთი წლით.
დაადგინეს: შუამდგომლობა აღიძრას სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე. ყველა ამ ოქმში დასახელებულთ 1, 2, 4, 5 და 11 წარვლენილებულ იქნან სამეცნიერო მიზნით საზღვარგარეთ და გამოთხოვილ იქმნას სათანადო თანხა. თუ თანხა, რომელიც კომისარიატის მიერ გამოღებულ იქნება არ დააკმაყოფილებს ყველას იმ შემთხვევაში უპირატესობა მიეცეს უნცროს მასწავლებლებს.
12. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. მიხეილ ტყავაძე ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად ა/წ 1 აპრილიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
13. განიხილეს: მიენიჭოს სამკურნალო ფაკულტეტის კურს დამთავრებულთ 129 კაცს თანახმად აქვე დართულ სამკურნალო ფაკულტეტის სიისა ექიმის წოდება და მათ შორის 54 პირს ექიმის წოდება წარჩინებით. იხ. სია.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

ივ. ჯავახიშვილი კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ღამბარაშვილი, წინამძღვრიშვილი, პოლიევქტოვი, ა. ჯანელიძე, ნ. მუსხელიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მ. ბექაია, ვ. ყიფშიძე, ი. ლომოური, გ. რცხილაძე, ს. ჩოლოყაშვილი, ნ. კახიანი, ილ. ყიფშიძე, ს. კიკაბიძე, ივ. თულაშვილი, ლ. მელიქსეთბეგი, გ. გეხტმანი, ვირსალაძე, ვაჩეიშვილი, ა. თვალჭრელიძე, ი. მოსეშვილი, ნ. იოსელიანი, ბ. ღოღობერიძე, ა. დიდებულიძე, ალ. ჯავახიშვილი, ალადაშვილი, შ. ნუცუბიძე, ალ. ნათიშვილი, ვ. მოსეშვილი, მდივანი: ი. ქუთათელაძე

 

 




ს ა მ კ უ რ ნ ა ლ ო ფ ა კ უ ლ ტ ე ტ ი ს
სახელმწიფო გამომცდელ კომისიის
სხდომის ოქმი. N
~26~ მაისი 1924 წ.

დ ა ე ს წ რ ო: დამს. პროფ: პ. მელიქიშვილი, პრ. ღამბარაშვილი, პროფ. ალადაშვილი, პროფ. ნათიშვილი, პროფ. მუხაძე, დოც. ღოღობერიძე.

თავმჯდომარე: ღამბარაშვილი. მდივანი: ღოღობერიძე.

გ ა ი ნ ხ ი ლ ე ს: გამოცდების ჩათავების შემდეგ გამოცდების შედეგების განხილვა.
დ ა ა დ გ ი ნ ე ს: სულ გამოცხადდა გაომცდებზე 129 პირი. ამათგან შემდეგმა 53 პირმა მიიღო ნახევარზე მეტ საგნებში ფრიად დამაკმაყოფილებელი ნიშანი.
1. ალშიბაია კალისტრატე 2. ანთაძე ვლადიმერ 3. ბოკერია ნინო 4. ბუკია ევგენი 5. გაბუნია ამბერგი 6. გოგორიშვილი შალვა 7. გიორგაძე გიორგი 8. გუტიკაშვილი მარიამ 9. დიდებულიძე გრიგოლ 10. ედიბერიძე ალექსანდრე 11. ვართაგავა გიორგი 12. თევზაძე დავით 13. კანდელაკი მემნონი 14. კერძაია აგრაფინა 15. კობიაშვილი თეოფანე 16. მგელაძე ქეთევან 17. მესხი ივანე 18. ნაროუშვილი კონსტანტინე 19. ნიქაბაძე ივანე 20. პარმა იოსები 21. ჟღენტი ანა 22. რატიშვილი გაბრიელ 23. სარჯველაძე ელისაბედ 24. სიხარულიძე ივანე 25. ფავლენიშვილი გიორგი 26. შვანგირაძე იორამ 27. შუშანია პლატონ 28. ქაჯაია ივლიანე 29. ქებაძე პოლინა 30. ჩიქოვანი ლუკა 31. ჩიჩუა კონსტანტინე 32. წერეთელი ნინო 33. ხომასურიძე ივანე 34. ხუსკივაძე ზაალი 35. ჯიბუტი გერმანე 36. ანდრონიკაშვილი თამარ 37. ანტონოვაბელიავსკაია ზინაიდა 38. ბაბახანიან ლიუსიკ 39. ბარათაშვილი მარიამი 40. გალიუნკეიგელუსის ეთერი 41. გაიპერინ სურა 42. დანიელიანბაისოგოლოვი მარიამ 43. დემუროვი ელენე 44. ვახტაზარიანი გაიანე 45. კარაგეზოვა ბარბალე 46. კარიბოვი ნიკოლოზი 47. კოჩარიანი ელენე 48. მელიკაკოპოვი მარიამ 49. ნათიშვილი ევდოკია 50. პიროჟკოვი ვლადიმერი 51. შაფერი იაკოფი. 52. ფრიდმანი ლიუბა 53. ფრიდმანი მარიამი 54. ქალანდაროვი თამარი.
ამ 54 პირს მიენიჭოს ხარისხი ექიმისა წარჩინებით, შემდეგმა 56 პირმა ჩააბარა ყველა საგნები და ამათ მიენიჭოთ ხარისხი ექიმისა
1. აბაშიძე ნიკოლოზი 2. აბულაძე ელენე 3. აღნიაშვილი ელენე 4. ახვლედიანი არდევან 5. ბარამიძე ვლადიმერი 6. გალუსტოვა ანა 7. გაჩეჩილაძე გიორგი 8. გვარამაძე ნინო 9. გიორგაძე გრიგოლი 10. გრიგოლია ლილია 11. გუდიაშვილი ვახტანგი 12. გუდიაშვილიტარასიშვილი ბარბალე 13. დონჯაშვილი თამარი 14. ებანოიძე ალექსანდრა 15. ერქომაიშვილი დავით 16. თაქთაქიშვილი ელენე 17. თაქთაქიშვილი შალვა 18. თოხაძე ლეონიდე 19. კაკუბერია ონიფანტე 20. კალანდაძე აგრაფინა 21. კვაჭახაძე თამარი 22. კვიცარიძე შიო 23. ლორთქიფანიძე გიორგი 24. მაკარიძე მარიამი 25. მამფორია იოსები 26. მანჯავიძე გიორგი 27. მაყაშვილი ელენე 28. მაჭავარიანი სიმონი 29. მდიაშვილი მიხეილ 30. მირიანაშვილი ქეთევანი 31. ნაცვლიშვილი ბარბალე 32. ნაცვლიშვილი გიორგი 33. ნემსაძე ეკატერინე 34. ნიკოლაიშვილი თამარი 35. ოთხმეზური ვასილი 36. ოსიძე ალექსანდრე 37. ოქროპირიძე თამარი 38. სეფაშვილიბერიშვილი ნინო 39. სირია იონა 40. ფოჩხუა პლატონი 41. ჩახავა ვასილი 42. ჩირაძე ნადეჟდა 43. ყურაშვილი კვიროსი 44. ცინცაძე ივსიხი 45. ხევსურიანი ოქროპირი 46. ხეჩინიშვილი გიორგი 47. ბლიზნიუკი ლიუბოვ 48. გრინბერგმჭედლიშვილი ანა 49. ვოლკოვა კლავდია 50. იაკოვლევი ანა 51. კანცელმახერმაიზელსი ანა 52. კრასლავსკაია დებორა 53. მაჩაბელი სვიმონი 54. როიტენბერგი ლიუბოვ 55. სვიტალსკაია ნატალია 56. სევასტიანოვი ფოტინა.
შემდეგმა 19 პირმა ჩაიჭრა თითო საგანში, სახელდობრ:
1. აბრამიშვილი ვერა _ სასამართ. მედიც. 2. აბრამიძე ევლალია _ ფარმაკოლოგიაში 3. ასათიანი დავით _ მეანობაში 4. ბერიშვილი ელისაბედი _ ფარმაკოლოგიაში 5. გოთოშია მინადორა _ ფარმაკოლოგიაში 6. გოცირიძე აგაფონი _ ბავშვთა სნეულებაში 7. დემეტრაძე დავით _ ფარმაკოლოგიაში 8. ვაჩნაძე ეკატერინე _ ფარმაკოლოგიაში 9. თაყაიშვილი დარეჯანი _ მეანობაში 10. ინასარიძე თამარი _ ფარმაკოლოგიაში 11. კახაძე ანა _ ფარმაკოლოგიაში 12. კორადლიშვილი თამარი ფარმაკოლოგიაში 13. ლომთათიძე ლეონიდე _ ფარმაკოლოგიაში 14. სეფაშვილი ალექსანდრე _ ფარმაკოლოგიაში 15. ტოროშელიძე თამარი _ ფარმაკოლოგიაში. 16. ფურცელაძე მართა _ ფარმაკოლოგიაში 17. ქაჯაია პარმენი _ ფარმაკოლოგიაში 18. ჩახუნაშვილი სერემაგდონი _ ფარმაკოლოგიაში 19. ლიახოვი უგოშია _ ფარმაკოლოგიაში
ვინაიდან ჩამოთვლილმა ცხრამეტმა პირმა ჩაიჭრა თითო საგანში და დანარჩენ საგნებში კი აღმოაჩინეს დამაკმაყოფილებელი ცოდნა, ეს თითო საგანიც ჩაბარებულად ჩაეთვალოს მათ და მიენიჭოს მათ ხარისხი ექიმისა.
დედანთან სწორია: კომისიის მდივანი ბ. ღოღობერიძე
ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორთა საბჭოს სხდომის
დღიური #7
20/VI 1924 წ
.
დაესწრენ: პროფ. ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ალ. დიდებულიძე, გ. ნათაძე, ი. ბერიტაშვილი, მ. პოლიევკტოვი, ვირსალაძე, თიკანაძე, დოც. ლ. მელიქსედბეგი, მ. შალამბერიძე, პროფ. ახვლედიანი, დოც. გეხტმანი, პროფ. ი. მოსეშვილი, ს. ამირეჯიბი, ალ. ჯავახიშვილი, ივ. თულაშვილი, პროფ. ჩუბინაშვილი, დოც. გ. ჯავახიშვილი, პროფ. ფ. გოგიჩაიშვილი, დ. უზნაძე, ვ. ვორონინი, ი. ქუთათელაძე, შ. ნუცუბიძე, დოც. მ. წინამძღვრიშვილი, პროფ. ალ. ალადაშვილი, გ. ღამბარაშვილი, ა. ბენაშვილი, ა. მაჭავარიანი, დოც. ნ. იოსელიანი, პროფ. ნ. კახიანი, ვ. მოსეშვილი, დოც. ა. ჯანელიძე, პროფ. ალ. ნათიშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ა. შანიძე, ა. თვალჭრელიძე, ს. გოგიტიძე, მ. ასათიანი, დოც. ვლ. ჟღენტი.
უმცროს მასწავლ. წარ. ალ. ვაჩეიშვილი, ექ. მ. მგალობლიშვილი, ექ. ნ. ყიფშიძე, მ. ბექაია, დ. იოსელიანი, ვ. ყიფშიძე, ი. ლომოური, ილ. ყიფშიძე, დ. ცხაკაია, ს. ჩოლოყაშვილი, გ. ჯამბურია, გ. რცხილაძე.
სტუდენტთა წარმომადგენლები: სამსონ კიკაბიძე, სერგო მდივანი, ელ. ანდრიაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი. მდივანი: ი. ქუთათელაძე

1. მოისმინეს: გამგეობის მოხსენება კანის და ვენერიულ კლინიკის მდგომარეობის შესახებ და საკითხთან დაკაშვირებული წინადადება.
დაადგინეს: 1. საქმის წარმოება იმ მიმართულებით რომლითაც იგი სწარმოებდა ჩაითვალოს კანონიერად (35 თეთრი, 4 შავი).
2. საკმარისად ჩაითვალოს საქმესთან თანდართული საბუთები (34 თეთრი, შავი 9).
3. დამტკიცდეს გამგეობის დადგენილება კანის და ვენერიულ კლინიკის გამგის დოც. ივ. ღულაძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ (34 თეთრი, შავი 7).

ივ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ფ. გოგიჩაიშვილი, მ. წინამძღვრიშვილი, ა. ჯანელიძე, გიორგი ჯავახიშვილი, გ. ჯაკობია ა. ხარაძე, ა. დიდებულიძე, ალადაშვილი, ა. მაჭავარიანი, ბ. ღოღობერიძე, გ. ღამბარაშვილი, ნ. იოსელიანი, ვაჩეიშვილი, ივ. თულაშვილი, დ. უზნაძე, ი. მოსეშვილი, შ. ნუცუბიძე, ვ. მოსეშვილი, მ. ასათიანი, ალ. ნათიშვილი

 

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბჭოს სხდომის
დღიური #8

26 ივნისის, 1924 წ.

დაესწრენ: პროფესორები და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ივ. თულაშვილი, ალ. ალადაშვილი, ა. ხარაძე, ვირსალაძე, კ. კეკელიძე, ი. მოსეშვილი, დ. უზნაძე, გ. ახვლედიანი, ალ. ჯავახიშვილი, ს. ამირეჯიბი, ა. ბენაშვილი, გ. ღამბარაშვილი, ნ. იოსელიანი, გ. ჯავახიშვილი, ა. შანიძე, ივ. თიკანაძე, ა. მაჭავარიანი, დ. გედევანიშვილი, ალ. ნათიშვილი, მ. წინამძღვარიშვილი, ა. ჯანელიძე, ბ. ღოღობერიძე, მ. შალამბერიძე, ი. ქუთათელაძე, გ. მუხაძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, ი. ბერიტაშვილი, კ. ამირეჯიბი, ვ. ჟღენტი, ვ. მოსეშვილი, გ. ნათაძე.
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ა. ვაჩეიშვილი, მ. მგალობლიშვილი, ილ. ყიფშიძე, ზ. ყანჩაველი, ვ. ყიფშიძე, მ. ბექაია, ს. ჩოლოყაშვილი, გ. ჯავახიშვილი

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. მოისმინეს: დოცენტ გრიგოლ იასონის ძე ნათაძეს რომელმაც ა. წ. 8 ივნისს პედაგოგიურ ფაკულტეტის საჯარო სხდომაზე დაიცვა მის მიერ წარმოდგენილი შრომა სათაურით ,,უძველეს საბერძნეთის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა, როგორც კილონის აჯანყების საფუძველი~ მიენიჭოს ისტორიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. მოისმინეს: პროფ. ბენაშვილის შვებულების და წარვლინების გამო აღძრული საგეოგრაფიო ინსტიტუტის დაარსების საკითხის შესახებ ფაკულტეტის დადგენილება: ეცნობოს პროფ. ალ. ჯავახიშვილს რომ საკითხი საგეოგრაფიო ინსტიტუტის შესახებ უნივერსიტეტის არც ერთ დაწესებულებაში არ ყოფილა დასმული, რაც შეეხება პროფ. ბენაშვილის შვებულების საკითხს, რომლის მიერ იყო გამოწვეული პროფ. ალ. ჯავახიშვილის განცხადება იგი დაკმაყოფილებულ იქმნეს იმ ნაწილის გამოკლებით, რომელიც ეხება საგეოგრაფიო ინსტიტუტის ხელსაწყოების შეძენას.
დაადგინეს: ცნობად.
3. მოისმინეს: დამტკიცდეს აგრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ ასათიანი რაოდენობითი ლაბორატორიის ასისტენტად.
დაადგინეს: დამტკიტცდეს.
4. მოისმინეს: დამტიკცდეს რაჟდენ ხუციშვილი თეორიულ ფიზიკის კათედრის კურსის ლექტორად 1 წლით და დაევალოს ამავე დროის განმავლობაში სადოქტორანტო ზეპირი გამოცდების ჩაბარება.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. მოისმინეს: მოწვეულ იქმნას ქიმიო ფარმაცევტიულ განყოფილებაზე სამკურნალწამლო მცენარეთა მომშენებლობის კათედრაზე დოცენტად და კათედრის გამგეთ ფარმაციის მაგისტრი ედუარდ აბოლი 3 წლის ვადით.
დაადგინეს: თანახმად აგრონომიულ ფაკულტეტის მდივნის იოსელიანის განცხადებისა სამკურნალწამლო მცენარეთა მომშენებლობა შეადგენს აგრონომიულ ფაკულტეტის საგანს, რომელ ფაკ. იკითხება სუბტროპიკული მცენარეთა მომშენება. იოსელიანის აზრით სამკურნალო მცენარეთა მომშენებლობის კურსი უნდა შეუერთდეს სუბტროპიკულ მცენარეთა მომშენებლობის კურსს.
საბჭომ მოისმინა რა აგრონომიული ფაკულტეტის ასეთი განცხადება დაადგინა დაუბრუნდეს საკითხი საპედაგოგიო ფაკულტეტს აგრონომიულ ფაკულტეტთან შეთანხმებით.
6. მოისმინეს: მოწვეულ იქმნას ფარმაციის მაგისტრი ბ. კონსტანტინე ბახტაძე ქიმიოფარმაცევტიულ განყოფილებაზე ფარმაკოგნოზიის კათედრაზე დოცენტათ და კათედრის გამგეთ, აღიძრას შუამდგომლობა განათლების კომისარიატის წინაშე რათა გ. ბახტაძის წიგნთსაცავის და ლაბორატორიის გადმოსატანათ მას მიეცეს ერთი ვაგონი და ფულათ 200 მანეთი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
7. მოისმინეს: საპედაგოგიო ფაკულტეტთან არსებულ სახელმწიფო გამოცდების თავმჯდომარის წარმოდგენის თანახმად თუ ვის მიენიჭა საპედაგოგიო ფაკულტეტის გათავების დიპლომი (სია იხ. ოქმის ბოლოს*)
დადაგინეს: დამტკიცდეს.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. მოისმინეს: წარვლინებულ იქმნას ლენინგრადს ზაფხულის არდადეგების დროს ერთი თვის ვადით რენტგენოლოგიის ასისტენტი ექ. დ. მიქელაძე რენტგენოლოგიის კურსებზე და გამოეთხოვოს კომისარიატიდან უფასო ბილეთი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
9. მოისმინეს: ექიმ აბაკელიას რომელმაც ა. წ. 5 ივნისს დაიცვა მის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო დისერტაცია შემდეგი სათაურით, ,,ტუბერკულიოზის ინფექციის ლიმფატიურ გზით გავრცელების ანატომიური დასაბუთების მასალები~, მიენიჭოს სამეცნიერო ხარისხი შინაგან მედიცინის დოქტორისა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
10. მოისმინეს: ექ. შ. მიქელაძეს რომელმაც ა. წ. პირველ ივნისს დაიცვა მის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო დისერტაცია შემდეგი სათაურით ,,მასალები სისხლის წებოვნებისა და შედეგების თვისების შესასწავლათ მალარიის დროს~, მიენიჭოს სამეცნიერო ხარისხი შინაგან მედიცინის დოქტორისა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
11. მოისმინეს: დამტკიცდეს ექ. პარმა ფაკულტეტის თერაპევტულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან ექ. თაყაიშვილის მიერ თანამდებობის განთავისუფლებისა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
12. მოისმინეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის თერაპევტიულ კლინიკის ორდინატორად ექ. გრ. დიდებულიძე. სარგო მიეცეს დღიდან ექ. ქავთარაძის მიერ თანამდებობის განთავისუფლებისა.
დაადგინეს: დამტკიცდეს
13. მოისმინეს: დამტკიცდეს სამეანო კლინიკის ორდინატორათ ექ. ს. ბერინოვა. სარგო მიეცეს ა. წ. პირველ ივნისიდან.
14. მოისმინეს: წარვლინებულ იქმნას ჰიგიენის კათედრის უმფროსი ასისტენტი ექ. ბაქრაძე საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით ერთი წლით თავის ხარჯით და მისი ჯამაგირით მოწვეულ იქმნეს დროებით ასისტენტი.
დაადგინეს: დამტკიცდეს
15. მოისმინეს: წარვლინებულ იქმნას ლექტორი ასპესოვი საზღვარ გარედ ზაფხულის არდადეგების დროს 3 თვით თავის ხარჯზე.
16. მოისმინეს: დამტკიცდეს კბილის სნეულებათა ექიმის წოდებაში 1) კარაგულიან სათენიკ, 2) სეირანოვი მინუშაკ და ლორისმელიქოვი ნინო (სამკ. ფაკ. ოქმი 17 ივნისის).
დაადგინეს: დამტკიცდეს
17. მოისმინეს: დამტკიცდეს კბილის სნეულებათა კლინიკის ორდინატორად ექ. ალ. ედიბერიძე, სარგო მიეცეს ა. წ. 15 ივნისიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
18. მოისმინეს: მიენიჭოს დოცენტ წინამძღვრიშვილს პროფესორის წოდება.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

პოლტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი:
19. მოისმინეს: დამტკიცდეს ინჟინერი ალ. ჯორჯაძე გვირაბების კურსის ლექტორად.
20. მოისმინეს: მივლინებულ იქმნან სამეცნიერო მიზნით საზღვარ გარედ შემდეგი პირნი და გამოთხოვილ იქმნას მათთვის შემდეგი თანხები:
დოცენტი გ. ნიკოლაძე ოთხი თვით (200 გირვან. სტერლ.); დოცენტი კ. ამირეჯიბი სამი თვით (200 გირვანქა სტერლინგი); ლექტორი ყირქესაშვილი 3 თვით (120 გ. სტერ.)
დაადგინეს: 19, 20 შუამდგომლობანი დამტკიცდეს.
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
21. მოისმინეს: დამტკიცდეს გრენობლის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი კ. მოდებაძე ღვინის ქიმიის და ფიზიოლოგიის კურსის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
22. მოისმინეს: წარვლინებულ იქმნას აგრონომიულ ქიმიის ასისტენტი შ. ცინცაძე მოსკოვში სამეცნიერო მიზნით ერთი წლით. აღიძრას შუამდგომლობა გან. კომ. წინაშე, რათა მას მივლინებაში ყოფნისას აღმოეჩინოს ყოველთვიური დახმარება. მის ნაცვლად მოწვეულ იქმნეს ახალი პირი.
დაადგინეს: 1/ წარვლინება ერთი წლით დამტკიცდეს, 2/ შეენახოს თანამდებობა. 3/ ცინცაძის ჯამაგირი მიეცეს ახლად მოწვეულ პირს, 4/ აღიძრას შუამდგომლობა გან. კომ. წინაშე რათა აღმოეჩინოს ცინცაძეს მატერიალური დახმარება, რომ შესძლოს მან წარვლინებაში ყოფნის დროს ცხოვრება.

სოც. ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
23. მოისმინეს: დატოვებულ იქმნას უნივერსიტეტში სამეცნიერო მუშაობისათვის ფატი გოკიელი დოც. ლ. ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით სტიპენდიიით სამოქალაქო სამართალში.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
24. მოისმინეს: მიეცეს სოც. ეკონომ. ფაკულტ. კურსდამთავრებულ ლუარსაბ კარბელაშვილს და ნიკოლოზ სანაძეს დიპლომები.
დაადგინეს: დამტკიცდეს:

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ალადაშვილი, გ. ახვლედიანი, გიორგი ჯავახიშვილი, წერეთელი, ასათიანი, ა. ბენაშვილი, ს. ამირეჯიბი, ა. მაჭავარიანი, ივ. თიკანაძე, შ. ნუცუბიძე, გ. მუხაძე, შ. ნუცუბიძე, მ. მგალობლიშვილი, დ. უზნაძე, ს. იოსელიანი, გ. ღამბარაშვილი, ივ. თულაშვილი, ვ. ყიფშიძე, ა. თვალჭრელიძე, ი. ბერიტაშვილი, ვ. ჟღენტი, ბ. ღოღობერიძე, ვ. მოსეშვილი

 

* მეშვიდე მუხლი
სია იმ სტუდენტთა, რომელთაც მიენიჭა საპედ. ფაკულტეტის გათავების დიპლომი.
1) აბესაძე მიხეილ სპირიდონის ძე _ სიტყვიერების დარგი
2) აბუევა არუსიაკ ივანეს ასული _ საბუნების მეტყველო
3) ალშვანგი დავით აბრამის ძე _ ’’ _ ’’
4) ბაგდოევი ქეთო ოგანეზის ასული _ ’’ _ ’’
5) ბროდსკაია დიბე ზეილიკ გერშვის ასული _ საბუნების მეტყველო
6) ბუაჩიძე ნინო მიხეილის ასული _ სიტყვიერების
7) გაბიჩვაძე არისტოტელ ერასტის ძე _ ’’ _ ’’
8) გაჩეჩილაძე სიმონ გიორგის ძე _ “ _ “
9) გოკიელი ლევან პეტრეს ძე _ მათემატიკური
10) გოკიელი ფატმან გაბრიელის ასული _ ფილოსოფიური,
11) დუნიამათიან ვარდუი სააკის ასული _ საბუნების მეტყველო 12) ვაჩნაძე ნინო ლევანის ასული _ ფილოსოფიური
13) ვეფხვაძე ვერა ერმალოზის ასული _ სიტყვიერების
14) თაბუკაშვილი ნეოფიტე ივანეს ძე _ “ _ “
15) კაკაბაძე მეთოდი მიხეილის ძე _ “ _ “
16) კაჭარავა ივანე ბესარიონის ძე _ საბუნების მეტყველო
17) კორიფაძე აბიბოს ლუკას ძე _ საისტორიო
18) მეფისაშვილი ნიკოლოზ გაბრიელის ძე _ სიტყვიერების
19) მჭედლიძე სიმონ ოქროპირის ძე _ საისტორიო
20) ნადარაია პლატონ _ სიტყვიერების
21) ნამორაძე ალექსანდრე გიორგის ძე _ ისტორიული
22) ნივინსკაია ოლღა ანტონის ასული _ საბუნების მეტყველო
23) პაპაიანი ლუსიაკ გეგაზოს ასული _ “ _ “
24) ჟვანია კალისტრატე ტიმოთეს ძე _ სიტყვიერების
25) რაბინოვიჩ როზალია _ საბუნების მეტყველო
26) რცხილაძე მარიამ _ ისტორიული
27) საყვარელიძე თამარ იასონის ასული _ ფსიქოლოგიური
28) ფირცხალავა დოროთე ალექსის ძე _ ისტორიული
29) ფურცელაძე ნატალია ვარდენის ასული _ სიტყვიერების
30) ყარამურზა ეველინა ნიკიტას ას. _ საბუნების მეტყველო
31) ყოჩიაშვილიახმეტელაშვილი სოფიო ვასილის ას _ ” _ ”
32) ჩოგოვაძე მიხეილ იასაის ძე _ ფსიქოლოგიური
33) ცაგარელი (ცაგარეიშვილი) მიხეილ ეპიფანეს ძე _ სიტყვიერების
34) ცაგურია მარიამ ბესარიონის ასული _ ისტორიული
35) წიფურია ბესარიონ ცაკვას ძე _ ფსიქოლოგიური
36) წერეთელი თამარ იოსების ასული _ საბუნებისმეტყველო
37) ხარაზიშვილი ფელიქს ედუარდის ძე _ ფსიქოლოგიური
38) ჯიქია სერგი სიმონის ძე _ ენათმეცნიერების
39) პატარაია ბართლომე _ სიტყვიერების დარგი

 

 




ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესორთა საბჭოს სხდომის ოქმი
# 9
~5~ ენკენისთვე 1924 წ.

დაესწრენ: პროფ. დოცენ. ჯავახიშვილი ივანე, ალ. ჯავახიშვილი, ბერიტაშვილი, მაჭავარიანი, ნათაძე, გეხტმანი, ანდრონიკაშვილი ლუარსაბ, ამირეჯიბი კოტე, წერეთელი გ. ღოღობერიძე ბორისი, შალამბერიძე მ, ასათიანი მ, ქუთათელაძე იოველი, მუსხელიშვილი ნ. ჟღენტი, გედევანიშვილი, ჩუბინაშვილი, ნუცუბიძე, დიდებულიძე, გ. ჯავახიშვილი, ნიკოლაძე გ. ახვლედიანი გ.
უნცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ყანჩაველი ზ. იოსელიანი დავითი.

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ იქონია მსჯელობა საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში მომხდარ ავანტიურისტულ გამოსვლების შესახებ დაადგინა გამოაქვეყნოს შემდეგი დეკლარაცია:
მეოთხე წელიწადია არსებობს საქართველოში მტკიცე მოქალაქობრივი მშვიდობიანობა. რევოლუციის შემდგომი ხანის დაუსრულებელ შეტაკებებს და ომებს მეზობელ ხალხებთან ბოლო მოეღო საბჭოთა ძალაუფლების დამყარებით საქართველოში. ერთი მუჭა ქართველი ხალხი მრავალგვარ ფიზიკურ უბედურებით დაუძლურებული გარკვეულად შევიდა ახალ მშვიდობიან ხანაში. არსებული ძალა უფლება შეძლების და გვარად ყოველგვარ საშუალებას ხმარობდა დანგრეულ ცხოვრების ეკონომიურად და კულტურულად აღრძინებისათვის და შექმნილ პირობებში ორივე მიმართულებით წინსვლის პერსპექტივები იშლებოდა ქართველ ერის წინაშე. კულტურული ცხოვრება საზოგადოთ და მეცნიერული კერძოდ _ ერთ დროს შეფერხებული _ ნელ ნელ დაიძრა წარმატების და განვითარების გზაზე, რომლის დადებითი მიღწევანი უკვე გარკვეულად სჩანდნენ და ყველასათვის თვალსაჩინო და ხელსახები იყვნენ. მრავალი ხნის განმავლობაში დაბეჩავებულს ენასა და მწერლობას ხელსაყრელი პირობები შეექნა და აყვავების უტყუარი ნიშნები დაეტყო; ამის მჭერ მეტყველი მოწამეა აუარებელი ახალი სკოლა და ქართული ბეჭდვითი გამოცემანი, რომელთა რიცხვმა საბჭოთა ძალა უფლების დროს ისეთ რაოდენობას მიაღწია, რომელსაც არც ერთ წინანდელ რეჟიმის დროს ადგილი არ ჰქონებია. ყველა ამის შემდეგ აშკარა იყო, რომ სამი წლის ნახევრის შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ საბჭოთა ძალაუფლება ქართველი ხალხის ფართო მასების მთავრობა იყო, რომელიც ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებთან ორგანულად იყო დაკავშირებული. საბჭოთა ძალაუფლების მიერ შექმნილი მშვიდობიანი პირობები ერთადერთი თავდები და საწინდარი იყო კულტურულ და ეკონომიურ აღორძინების მომავალ განვითარების.
ასეთი პირობებში ავანტიურისტული მახვილის შემოტანა საქართველოში გაუმართლებელ დანაშაულობად უნდა ჩაითვალოს ერის წინაშე და მომაკვდინებლად მისი სასიცოცხლო ინტერესებისათვის. უმაღლეს განათლების კერას და ქართულ კულტურის ბურჯს სახელმწიფო უნივერსიტეტს არ შეუძლია უტყვი მოწმე იყოს იმ საშინელებათა, რომლებიც დაატრიალა საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა უპასუხის მგებლო ავანტიურამ და თავისი მკაცრი საპროტესტო ხმა არ აღიმაღლოს იმათ წინააღმდეგ, რომელთაც დაკარგული ძალაუფლების დასაბრუნებლად ქართველი ხალხის ფიზიკური არსებობა არ დაინდვეს და ერი სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენეს.
უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო საქვეყნოდ გმობს უპასუხისმგებლო და ავანტიურისტულ გამოსვლას არსებული ძალაუფლების წინააღმდეგ და მას სთვლის ქართველი ერის ინტერესების ღალატად. ჯგუფურის ძალაუფლების ძიების ,,ეროვნულ თავისფლებისათვის~ ბრძოლის საგანში გახვევა სრულიად არ ათავისუფლებს ამ ავანტიურას ერის სამტრო მოქმედების ყოველი ნიშნებისაგან.
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭო სრულს იმედს გამოსთქვამს, რომ ყოველი პატიოსანი ქართველი ინტელიგენტი ჯეროვნად დააფასებს შექმნილ მდგომარეობას და მთელს თავის გულის წყრომას მიმართავს მათ წინააღმდეგ ვინც ასე ხელ აღებით ქართველ ხალხს მოულოდნელი უბედურება თავს დაატეხა.
პროფესორთა საბჭოს იმედი აქვს, რომ მომხდარი ავანტიურა ვერ დაარღვევს იმ მშვიდობიან განწყობილებას, რომელიც არსებობდა საბჭოთა ძალაუფლების და ქართული კულტურის მესვეურთა შორის და როგორც მეცნიერების ისე მთელი ერის მიმართ ურყევი დარჩება ის გზა, რომელზედაც მშვიდობიანი მოქალაქობრივობის აღდგენით ამიერიდანაც გაჩა...

საქართველოს სახელმწიფო უტის პროფესორთა საბჭომ იქონია მსჯელობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ავანტიურისტულ გამოსვლების შესახებ და დაადგინა გამოაქვეყნოს შემდეგი დეკლარაცია:
მეოთხე წელიწადია არსებობს საქართველოში მტკიცე მოქალაქობრივი მშვიდობიანობა. რევოლუციის შემდგომი ხანის დაუსრულებელ შეტაკებებს და ომებს მეზოზბელ ხალხებთან ბოლო მოეღო საბჭოთა ძალაუფლების დამყარებით საქართველოში. ერთი მუჭა ქართველი ხალხი მრავალგვარ ფიზიკურ უბედურებათა დაუძლურებული გარკვეულად შევიდა ახალ, მშვიდობიან ხანაში. არსებული ძალაუფლება შეძლებისდაგვარად ყოველგვარ საშუალებას ხმარობდა დანგრეული ცხოვრების ეკონომიურად და კულტურულად აღორძინებისათვის და შექმნილ პირობებში ორივე მიმართულებით წინსვლის პერსპექტივები იშლებოდა ქართველ ერის წინაშე.
კულტურული ცხოვრება საზოგადოდ და მეცნიერული კერძოდ _ ერთ დროს შეფერხებული _ ნელნელა დაიძრა წარმატების და განვითარების გზაზე, რომლის დადებითი მიღწევანი უკვე გარკვეულად სჩანდნენ და ყველასათვის თვალსაჩინოდ და ხელსახები იყვნენ. მრავალი ხნის განმავლობაში დაბეჩავებულს ენასა და მწერლობას ხელსაყრელი პირობები შეექმნა და აყვავების უტყუარი ნიშნები დაეტყო; ამის მჭერმეტყველი მოწამეა აუარებელი ახალი სკოლა და ქართული ბეჭდვითი გამოცემანი, რომელთა რიცხვმა საბჭოთა ძალაუფლების დროს ისეთ რაოდენობას მიაღწია, რომელსაც არც ერთ წინანდელ რეჟიმის დროს ადგილი არ ჰქონებია. ყველა ამის შემდეგ აშკარა იყო, რომ სამი წლისნახევრის შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ საბჭოთა ძალაუფლება ქართველი ხალხის ფართო მასების მთავრობა იყო, რომელიც ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებთან ორგანულად იყო დაკავშირებული, საბჭოთა ძალაუფლების მიერ შექმნილი მშვიდობიანი პირობები ერთადერთი თავდები დასაწინდარი იყო კულტურულ და ეკონომიურ აღორძინების მომავალ განვითარების.
ასეთ პირობებში ავანტიურისტული მახვილის შემოტანა საქართველოში გაუმართლებელ დანაშაულობად უნდა ჩაითვალოს ერის წინაშე და მომაკვდინებელი მისი სასიცოცხლო ინტერესისათვის. უმაღლესი განათლების კერას, ქართული კულტურის ბურჯს სახ. უნივერსიტეტს _ არ შეუძლია უტყვი მოწმე იყოს იმ საშინელებათა, რომლებიც დაატრიალა საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა უპასუხისმგებლო ავანტიურამ და თავისი მკაცრის საპროტესტო ხმა არ აღიმაღლოს იმათ წინააღმდეგ, რომელთაც დაკარგული ძალაუფლების დასაბურნებლად ქართველი ხალხის ფიზიკური არსებობა არ დაინდვეს და ერი სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენეს.
უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო საქვეყნოდ ჰგმობს უპასხუისმგებლო და ავანტიურისტულ გამოსვლას არსებული ძალაუფლების წინააღმდეგ და მას სთვლის ქართველი ერის ინტერესების დამღუპველად. ჯგუფური ძალაუფლების ძიების ,,ეროვნული თავისუფლებისათვის~ ბრძოლის საგანში გარკვევა სრულიად არ ათავისუფლებს ამ ავანტიურას ერის სამტრო მოქმედების ყოველი ნიშნებისაგან.
სახ. უნივერსიტეტის საბჭო სრულს იმედს გამოსთქვამს, რომ ყოველი პატიოსანი ქართველი ინტელიგენტი ჯეროვნად დააფასებს შექმნილ მდგომარეობას და მთელს თავის გულისწყრომას მიმართავს მათ წინააღმდეგ, ვინც ასე ხელაღებით ქართველ ხალხს მოულოდნელი უბედურება თავს დაატეხა.
პროფესორთა საბჭოს იმედი აქვს, რომ მომხდარი ავანტიურა ვერ დაარღვევს იმ მშვიდობიან განწყობილებას, რომელიც არსებობდა საბჭოთა ძალაუფლების და ქართული კულტურის მესვეურთა შორის და როგორც მეცნიერების ისე მთელი ერის მიმართ ურყევი დარჩება ის გზა, რომელზედაც მშვიდობიანი მოქალაქეობრივობის აღდგენით ამიერიდანაც გაჩაღდება შემოქმედებითი მუშაობა.

1924. 5. IX

ივ. ჯავახიშვილი, შ. ნუცუბიძე, ა. დიდებულიძე, ა. მაჭავარიანი, მ. ასათიანი, ნ. მუსხელიშვილი, ვლ. ჟღენტი, გრ. ნათაძე, გ. ახვლედიანი, ალ. ჯავახიშვილი ბ. ღოღობერიძე, გ. გეხტმანი, მ. შალამბერიძე, დ. გედევანიშვილი, კ. მ. ამირეჯიბი, ი. ბერიტაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, ჩუბინაშვილი, გ. წერეთელი, ზ. ყანჩაველი

 

 



ტ ფ ი ლ ი ს ი ს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო
უ ნ ი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი ს ს ა ბ ჭ ო ს ს ხ დ ო მ ა.
ო ქ მ ი # 10
26 დეკემბერი 1924 წ.

დაესწრენ: პროფესორდოცენტები: ი. ქუთათელაძე, ა. დიდებულიძე, გ. ნათაძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, კ. კეკელიძე, წერეთელი, ივ. ჯავახიშვილი, ნ. იოსელიანი, ს. ქურდიანი, ა. მაჭავარიანი, ალ. ალადაშვილი, ივ. თულაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, შ. ნუცუბიძე, პ. მელიქიშვილი, დ. უზნაძე, ა. ჯანელიძე, ალ. ნათიშვილი, ი. ბერიტაშვილი, მ. ასათიანი, ი. თიკანაძე, ა. თვალჭრელიძე, ნ. ყიფიანი, გ. გეხტმანი, ვ. ჟღენტი, გ. ღამბარაშვილი, გიორ. ჯავახიშვილი, ს. ამირეჯიბი, მუხაძე, ვ. მოსეშვილი, მ. შალამბერიძე, ა. შანიძე.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ა. წერეთელი, მ. ბექაია, ვ. ყიფშიძე, მ. მგალობლიშვილი, ნ. ყიფშიძე და ილ. ყიფშიძე. სტუდენტთა წარმომადგენელნი: პ. ბუაჩიძე, ლ. დადუნაშვილი, ელ. ანდრიაძე, გ. ცაგარელი, დ. ცხაკაია, რ. სანებლიძე, ს. კიკაბიძე, ნ. ცინცაძე, ი. მიქაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი
1. განიხილეს: შეცვლილ იქმნეს შინაგან სნეულებათა ჯგუფისათვის სამეცნიერო ხარისხის წოდება შინაგან მედიცინის დოქტორის წოდებად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. გიორგი ფავლენიშვილი ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად 1924 წლ. 1ლ დეკემბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
3. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ნადეჟდა სერგოს ასული ჭიჭინაძისა პედიატრიულ კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს 1924 წლ. 1ლ ოქტომბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ელისაბედ ბესარიონის ასული იმნაიშვილი ბავშვთა კლინიკის ორდინატორად, სარგო მიეცეს 1924 წლ. 1ლ ოქტომბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. გაბრიელ იოსების ძე რატიშვილი ბავშვთა კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს 1924 წლის 1ლ ოქტომბრიდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
6. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. გიორგი ალექსანდრეს ძე ლორთქიფანიძე სამეანო კლინიკის ორდინატორად. სარგო მიეცეს დღიდან ექ. კუჭუხიძის მიერ თანამდებობის განთავისუფლებისა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
7. განიხილეს: დატოვებულ იქმნას ბავშვთა სნეულებათა კათედრასთან მოსამზადებლად ექ. პიმენ ნანეიშვილი სტიპენდიით ორი წლის ვადით.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
8. განიხილეს: დამტკიცდეს მეაფთიაქის მოწაფენი რიცხვით 131 თანახმად თანდართული სიისა, მეაფთიაქის თანაშემწის წოდებაში.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
განიხილეს: დამტკიცდეს სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად პროფ. გრ. მუხაძე.
დაადგინეს: ვინაიდან სტუდენტთა წარმომადგენლებისაგან შემოვიდა სიტყვიერი განცხადება, რომ მათ არ მიუღიათ იმ სხდომის უწყება, რომელზედაც არჩეული იყო ახალი დეკანი ამ მიზეზისა გამო არ სცნობენ არჩევნებს კანონიერად, დაუბრუნდეს დეკანის არჩევნების საკითხი სამკურნალო ფაკულტეტს.

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი
განიხილეს: დაარსდეს მათემატიკურ განყოფილებასთან ასტრონომიული დარგი, უკანასკნელთან ასტრონომიული კაბინეტი და სადგური; ამ მიზნისათვის გამოთხოვნილ იქმნეს სახალხო განათლების კომისარიატიდან 5000 მანეთი.
დაადგინეს: შუამდგომლობა ასტრონომიულ დარგის უკანასკნელთა ასტრონომიულ კაბინეტის და სადგურის დაარსების შესახებ დამტკიცდეს. დადგენილება მიღებულია 24 ხმით 14 წინააღმდეგ, 5მა თავი შეიკავა.
განიხილეს: დატოვებულ იქმნას ახლად კურს დამთავრებული ბ. ალ. ნამორაძე ახალ ისტორიის კათედრასთან მოსამზადებლად ერთი წლის ვადით.
დაადგინეს: საკითხი გადაიდოს.
განიხილეს: დამტკიცდეს პედაგოგიურ ფაკულტეტის დეკანად პროფ. დ. უზნაძე
დაადგინეს: დამტკიცდეს.

პოლიტეხნიკური ფაკულტეტის მოხსენებანი
განიხილეს: დამტკიცდეს პოლიტეხნიკურ ფაკულტეტის დეკანად პროფ. ა. დიდებულიძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი.
14. განიხილეს: დამტკიცდეს აგრონომიულ ფაკულტეტის დეკანად დამსახ. პროფ. პ. მელიქიშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
სოციალურეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი.
15. განიხილეს: დამტკიცდეს სოციალურეკონომიურ ფაკულტეტის დეკანად პრ. შ. ნუცუბიძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
16. განიხილეს: დამტკიცდეს სოციალურეკონომიურ ფაკულტეტის მდივნად ლექტ. ი. ტატიშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
17. განიხილეს: დატოვებულ იქმნას ჰაილბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიძინა რამიშვილი პოლიტიკურ ეკონომიაში საპროფესოროდ მოსამზადებლად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
18. განიხილეს: პრორექტორების არჩევნები.
დაადგინეს: სტუდენტების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვინაიდან მათ არ მიუღიათ უწყება ისინი წარმოადგენენ სტუდენტთა წარმომადგენლების უმცირესობას და არ შეუძლიანთ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასეთ განცხადების გამო თავმჯდომარემ ბნ რექტორმა ივ. ჯავახიშვილმა მისცა მათ შემდეგი შენიშვნა: თუ უწყება არ მიგიღიათ და ამის გამო სხდომას უკანონოდ აცხადებთ ასეთი განცხადება სხდომის დასაწყისში უნდა ყოფილიყო და არა სხდომის დამთავრებისას. შემდეგი ასეთი განცხადება მხედველობაში მიღებული არ იქნება. არჩევნების საკითხი გადადებულ იქმნა შემდეგ სხდომისათვის.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი,
წევრები: ალ. ჯანელიძე, ნ. იოსელიანი, შ. ნუცუბიძე, ვ. მოსეშვილი, ა. ხარაძე, ალადაშვილი, ი. თიკანაძე, ა. მაჭავარიანი, გ. წერეთელი, ა. ბენაშვილი, მ. მგალობლიშვილი, კ. ამირეჯიბი, ს. ქურდიანი, ცეცხლაძე, ს. ამირეჯიბი, ღამბარაშვილი, ასათიანი, ალ. წერეთელი, ი. ყიფშიძე, მ. ბექაია, ნ. ყიფშიძე, ივ. თულაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, გ. გეხტმანი

 

  წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates