• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე

ჯიჯიხია არტემ მურზაყანის ძე (2.I.1874 - 31.XII.1938). დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. პოდპორუჩიკი (1897). მსახურობდა მე-7 სარეზერვო ბატალიონში, ტაშკენტის 1-ლ  სარეზერვო ბატალიონში, თურქესტანის მე-2  მსროლელთა ბატალიონში. პორუჩიკი (1901). შტაბს-კაპიტანი (1905). 1907 დაამთავრა გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემია 1-ლი თანრიგით. კაპიტანი (1907). 1907-1909-ში ასეულის მეთაური. 1909-1911-ში ქვეითი მე-6 დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1911 -დან XV საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი ადიუტანტი. პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ პრუსიაში მიმდინარე ბრძოლების მონაწილე. ჩავარდა ტყვედ როდესაც კორპუსი ალყაში მოექცა. ტყვეობიდან გათავისუფლდა 1918 წელს. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავი მე-3 ხაროსხის, წმ. ანნა მე-3 ხარისხის.

1918-1921-ში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1918  იბრძოდა გაგრის ფრონტზე. საქართველო-სომხეთის ომში მონაწილეობდა პოლკოვნიკის ჩინით. 1919 იყო გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსი. 1919- 1921-ში იყო, ჯერ სამხედრო სამინისტროს დავალებათა გენერალი, ხოლო შემდეგ სახალხო გვარდიის სამართველოს განყოფილების უფროსი. 1921-ის თებერვალში მეთაურობდა სამხრეთ-ღმოსავლეთის ფრონტის რეზერვში მყოფ გვარდიის ბატალიონებს. ომის პირველა ეტაპზე განცდილი მარცხის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია თბილისისკენ. 18-24 თებერვალს თბილისის დაცვის დროს იყო მარცხენა ფრთის (ორხევი-ლილო) სარდალი. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მის სექტორში მიმდინარეობდა 24 თებერვალს, თუმცა კრიტიკულ მომენტში რეზერვების სწორი გამოყენებით შეძლო მოწინააღმდეგის იერიშის მოგერიება და პოზიციების აღდგენა. ემიგრაციაში არ წასულა, გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ცხოვრობდა სამეგრელოში თავის სოფელში. იყო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. დახვრიტეს.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates