• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე

ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე (1886, ქუთაისის მაზრ. - ?) სოციალისტ-ფედერალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ასოთამწყობად სხვადასხვა ქართულ სტამბაში. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. ე. ტო-ძეს ფსევდონიმით, მუშათა პრობლემების შესახებ წერილებს აქვეყნებდა პარტიულ პრესაში. 1907-დან იყო ქ.შ.წ.გ. საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1918-ს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს მუშათა საკითხების კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოში. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ „სახალხო საქმეში“

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates