ტერ-სტეფანიანი გარეგინ არზატის ძე (ფსევდონიმი: სლეპცოვი) [14.01.1876 სიღნაღი - გარდაცვალება უცნობია]. საშუალო განათლება ტერ-სტეფანიანმა თბილისის და ალექსანდროპოლის პედაგოგიურ ინსტიტუტებშიმიიღო.იყო დაშნაკცუთიუნის პარტიის ეკუთვნოდა. პოლიტიკური მოღვაწეობის გამო 1908 დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ არჩეულიქნა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. 1919 წელს დაშნაკცუთიუნის სიით გ. ტერ-სტეფანიანი საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ტერ-სტეფანიანი დააპატიმრეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს. 1922 წელს მოკლეს ოსმალეთის იმპერიის ყოფილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ახმედ ჯემალ-ფაშა. დაკავებულთა შორის იყო გარეგინ ტერ-სტეფანიანიც.