• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რუსიშვილი რაჟდენ გრიგოლის ძე

რუსიშვილი რაჟდენ გრიგოლის ძე (5. X. 1900, თელავი - 15. I, 1984, ილი, დიდი ბრიტანეთი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერ­თი პირველი სტუდენ­ტი, ქიმიის მე­ცნიერებათა დოქტორი, ქარ­თ­ული ემიგ­რა­ციის ცნობილი წარმო­მა­დ­­გე­ნე­ლი. და­ი­ბა­და თავად გრიგოლ გიორ­გის ძე ყორჩიბაშ-რუსიშვი­ლი­სა და ნატალია ილიას ას­ული ჯა­ნ­დი­ერის ოჯახში. დაწყებითი გა­ნათლება მიიღო თე­ლა­ვში. დაამ­თა­ვ­­რა თბი­ლი­სის გი­მ­ნაზია (1917). 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად­გახ­ს­ნილ ქარ­თულ უნი­ვერსი­ტე­ტში, სადაც თავისი ოჯახის ახ­ლობლის ივანე ჯავა­ხი­შ­ვი­ლის რჩე­ვით, საბუნების­მეტყ­ვე­ლო ფაკულტეტზე ჩაი­რი­ც­ხა. მას მუდამ ახ­სო­ვ­და დი­დი მეც­ნი­ე­რის შემდეგი შეგონება: „XX საუკუნე - ტექ­ნი­კის საუკუნე იქნება და ამ სფე­რო­ში სა­ქა­რ­­თველოს კვალი­ფი­ცი­ური სპეციალისტები და­სჭირდებაო“. პეტრე მელი­ქი­შ­ვილის ხე­ლმძღვანელობით და­ს­პეციალდა ქიმიაში, რომელიც თავის სამოღ­ვა­წეო სფე­როდ აირ­ჩია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ბოლო პე­რიოდში ივანე ჯა­ვა­ხი­შ­ვილის რეკო­მე­ნ­დაციით გაიგზავნა გერმანიაში სწა­ვ­ლის გასაგ­­რ­ძე­ლე­ბ­ლად. გე­რ­მა­ნიაში ჩასულს დახვდნენ ძმები ივანე და ალე­ქ­სა­ნ­დრე ნიკურა­ძე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1919 წელს ჩა­ვი­დნენ თბი­­ლი­სის უნივერ­სი­ტე­ტის იმდროინ­დე­ლი რექტორის პეტრე მელიქი­შვილის რე­კო­მე­ნ­და­ცი­ით. დაამთავრა მიუნხენის უმაღ­ლე­სი ტე­ქნიკური სასწავლე­ბელი. იქვე და­იც­ვა სა­დო­ქტორო დისერ­ტა­ცია ქიმიის და­რ­­გში და მოიპოვა დოქტორ-ინ­ჟინრის ხა­რი­ს­ხი (1928).

 მისი ნაშ­რო­მები იბეჭ­დე­ბო­და გერმანიაში გა­მო­­მავალ ავ­ტო­რი­ტეტულ სა­მე­ც­ნი­ე­­რო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლო­ესი მეგობარი, ევ­­რო­პის კონტინენტური კვლევის ინსტი­ტუ­ტის დირექტორი, ფი­ზი­კოსი ალექ­სა­ნ­დრე ნი­კუ­რაძე. ახ­ლო ურ­თი­ერ­თობაში იმყო­ფე­ბოდა ქართული და ჩრდი­ლო­კავკასიური ემი­გ­­რაციის ცნობილ წარ­მო­მად­გენლებ­თან, მათ შორის, ეროვნულ გმი­რ ქაქუცა (ქა­ი­ხო­ს­რო) ჩო­ლოყაშვილსა და გენერალ გიორგი კვინიტაძესთან, რომლებსაც ჯერ კიდევ სა­ქა­რთველოდან იცნობდა, როგორც თავისი მშობლების ახლობლებს, მწე­რალ გრიგოლ რო­ბაქიძეს­თან, დაღესტ­ნელ მხატ­ვარ ჰალილ ბეგ მუსაიასულთან (მუსა­ევ­თან), რო­მე­ლიც წა­რ­მო­შო­ბით ქართველი იყო, სტუდენტობის მეგობარ გიორგი მა­ღალაშ­ვილთან და სხვ. არასდროს ჩარეულა პო­ლიტიკაში და მხოლოდ ნაყო­ფი­ერ სა­­მე­ც­ნიერო მოღვა­წე­ობას ეწეოდა. მი­სი ხელ­მძ­ღვანელობით მიუნხენში მოქ­მე­დი ქი­მი­უ­რი ლა­ბო­­რა­ტო­რიის სტუ­მართა შო­რის იყვ­ნენ როგორც ქართველი, ასევე გე­რ­მა­ნე­ლი მოღ­ვა­წე­ნი, მათ შორის, თომას მანი და სხვ. II მსოფლიო ომის დაწ­ყე­ბამდე რა­მდენიმე თვით ადრე საცხოვრებლად გა­და­ვიდა დიდ ბრი­ტა­ნე­თ­ში, სადაც დასახლ­და ქალაქ ილიში. აქტიურად განაგრძობდა სა­მე­ც­ნი­ე­რო მოღვა­წეო­ბას. იყო რა­მდენიმე მსხვილი სასურ­სა­თო ფირმის ტექნიკური კო­ნ­­სუ­ლ­ტანტი. სამეცნიერო მი­ვ­ლი­­ნებით აგზავნიდ­ნენ მსო­­ფ­ლიოს ცალკეულ ქვეყ­ნე­ბ­ში, მათ შორის, ინ­დოეთსა და თურქეთში, სადაც იმოგ­ზაურა ტაო-კლარჯეთსა და ჭა­ნე­თში. დიდი ბრიტანეთის მოქალაქის რანგში 1973 წლიდან რამდენ­ჯე­რმე ჩამოვიდა სა­ქა­რთ­ველოში დარჩენილი ნათესავების მოს­ანა­ხუ­ლებლად. ქ. ილიში, ფილდსაიდის ქუჩაზე მდებარე საკუთარი ორსართულიანი სა­ხ­ლის ეზოში გაახარა ვაზი, რითაც გა­ნ­ც­ვიფრებაში მოჰყავდა ამ ქვეყნის მცხოვრებნი. გა­რ­დაიცვალა ილიში, საიდანაც მისი ფერფლი სამ­შო­ბლოში გად­მოა­ს­ვენა დამ - და­რია რუ­სი­შ­ვილმა (1904-1992). დაკ­რძა­ლულია ვაკის სასაფ­ლა­ოზე, თა­ვი­სი ძმის, თერა­პევტ გიორგი რუსიშვილის (1892-1958) გვერდით. მისი არქივი და სადოქტორო დი­სე­რ­ტაცია დაცუ­ლია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ერო­ვ­ნულ ბიბლი­ო­თე­კაში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates