• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რუხაძე ვარლამ ალექსის ძე

რუხაძე ვარლამ ალექსის ძე  (5.XI.1874, სოფელი ქუტირი — გ. 23.X.1935), ქართველი მწერალი და მთარგმნელი.ლექსებს ბეჭდავდა „კვალში“, „მოამბეში“, „თანამედროვე აზრში“ და სხვა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სალიტერატურო ცხოვრებაში. 1898-1899 — გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი „ლექსები და მოთხრობები“, რომლებიც 1902 აკრძალა ცენზურამ. მისი კრებულებია: „ცისკარი“ (1904), „თაიგული“ (1910), „ზღაპრები და არაკები“ (1916), „ცხოვრების ყვავილები“ (1919), „რჩეული ლექსები“ (1931). წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს ა. პუშკინის პოემები.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 12.I.1919 — გაზ. ,,ერთობამ“ გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას).   მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე — „საღამო სოსიას ღელე“ ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates