რუსია მელიტონ ივანეს ძე (მეტსახელი: Переводчик) [1878 სოფ.ლანჩხუთი - 1951]. საშუალო განათლება მან ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, თუმცა სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904-დან თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი გახდა. რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური ჩართულობის გამო 1905 მას 5 წლით გადასახლება მიესაჯა. 1917 რევოლუციის შემდეგ ის საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტი), წევრი ხდება. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით მას ირჩევენ დამფუნძბელი კრების წევრად. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში საფრანგეთში.