• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი

რეგულარული ჯარის გენერალური შტაბი - რესპუბლიკის გენერალური შტაბი შედიოდა სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებაში, განყოფილების სახით.  შტაბს სათავეში ედგა გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც ომის დროს ინიშნებოდა, არმიის საველე შტაბის უფროსად. 1918-ის ორგანიზაციით გენერალური შტაბი შედგებოდა ექვსი სექციისაგან: 1.საოპერაციო  - ამ სექციას ევალებოდა ჯარის შედგენა და ორგანიზაცია, მობილიზაცია, დაზვერვა, ჯარების გაწრთვნა და აღლუმი, ტერიტორიის დაცვა და რკინიგზის საქმე, საზღვრების დაცვა და საველე ჯარების ოპერაციები  ომის დროს. 2. საორგანიზაციო სექცია - შეიმუშავებდა საკითხებს, რაც შეეხებოდა ახალგაზრდების ჯარში გაწვევას, დისციპლინას, სამხედრო სკოლებს, სამსახურის წესრიგს, ჯარის შინაური ცხოვრების ვითარებას და სამხედრო გამოცემათა საქმეს. 3. საარტილერიო სექცია – განაგებდა ჯარისათვის ზარბაზნების, შაშხანების და სხვა საომარი იარაღისა და მასალის მიწოდების საქმეს, საარტილერიო ქარხნების, საწყობების, მსროლელთა სკოლებისა და სასწავლო პოლიგონების საქმეს. 4. საინჟინერო-სატექნიკო სექცია - სექცია უზრუნველყოფდა ტექნიკურ ნაწილებს მათთვის საჭირო მასალით და აგრეთვე განაგებდა საინჟინრო-ტექნიკურ სკოლას. 5. სამხედრო-საზღვაო სექცია – შეიმუშავებდა სამხედრო-საზღვაო საკითხებს. 1919-ს  ჩატარდა შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია. რომლის შემდეგაც გენერალური შტაბის განყოფილებაში დარჩა 4 სექცია: 1. ოპერატიული; 2. სამხედრო საზღვაო; 3. კანცელარია; 4. სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი. საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიული სექციის დაქვემდებარებაში გადავიდა

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates