• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

თამარ მეფის ორდენი

თამარ მეფის ორდენი - სამხედრო ჯილდოს ერთ-ერთი სახეობა სა­ქართველოს დე­­­­­­მოკ­რა­­­ტიულ რესპუბლიკაში. I მსოფ­ლიო ომის პერიოდში იყო სამხედრო წარ­ჩი­ნების ნი­შა­ნი გერ­მა­­­ნიისა და მი­სი მო­კა­ვშირე ქვეყ­ნების შეი­ა­რა­­­­­ღებული ძა­ლე­ბის მხა­რდამხარ მებ­რ­ძოლი ქარ­თული ლე­გიონისა, რო­მე­ლიც ოს­მა­­ლეთის ტერი­ტო­რიაზე, კერძოდ, ჭანეთში (ვიწე) ჩამოყალიბდა. გასცემდა ბერლინში მოქმედი სა­­ქა­რ­თ­ვ­ე­ლოს დამო­უ­­კიდებ­ლო­ბის კომიტეტი. თავდაპირველად არსებობდა I და II ხა­რი­­­­ს­­ხისა, მოგვიანებით მათ და­ე­მა­ტა III ხა­რი­ს­ხისაც. სამივე მათგან­ზე, რვაქი­მი­ა­ნი ვა­რსკვლავის ცე­ნ­ტრში, მოთავ­სე­ბულია მედალიონი, რო­­­მლის ცისფერი ან ლუ­რ­ჯი მინანქრის ფო­ნ­ზეც გა­მოსა­ხუ­ლია თამარ მეფის რე­ლი­­ეფური პორტრეტი. მე­და­ლიონის ირგ­ვ­ლივ არის ზედ­წე­რილი ქართულ ენაზე (მხე­დრული შრიფტით): „ქა­რთული ლე­გი­ონი. 1915“. I ხა­რი­­ს­­ხის ორდენის მე­და­ლი­ონს გარს აკრავს წვრი­ლი ბრილი­ან­ტე­ბის ორი წყება, II ხა­რი­­ს­­ხისა­ს - ერ­თი წყე­ბა, ხოლო III  ხა­რი­­ს­­ხისა - ბრილიანტების გა­რეშეა. I და II ხა­რი­­ს­­ხის ორდენებს ამზა­დე­ბ­დ­ნენ ვერცხლისაგან, ხოლო III  ხა­რი­­ს­­ხისას - ძი­რი­თა­დად ბრინჯაოსაგან. ორდენების ძირითადი ნა­წი­ლი დაამზადეს ბერლინში არ­სე­ბუ­ლ­­მა ფირმებმა: „პაულ კუსტმა“, „იოგენ გოდემ“, „პაულ მეიბაუერმა“, ხოლო გარკ­ვე­ული ნაწილი ბრიუსელშიც დამზადდა. ამან თა­­ვისთავად წარმოშვა გა­რ­კ­ვე­უ­ლი გა­ნსხვავებანი ხსენებული წარჩინების ნიშნის საო­რდენო ტიპებს შორის. ამ ორ­­დე­ნის კავალერი შესაძლოა გამხდარიყო როგორც ლეგიონერი, ასევე ის პი­რო­ვ­ნებაც, რო­მელიც მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევდა გე­­რმანულ-ქართულ პოლი­ტი­­კურ ალიანსს. სათანადო დოკუმენტში ვკით­ხუ­ლობთ: „ქართული ლე­­­­გიონის სა­მახ­სო­ვრო ნიშანი ეძლევა იმ პირთ, რომლებმაც რა­იმე თვალსაჩინო სა­მ­­სახური გაუ­წი­ეს ქართულ საქმეს და იმ საპატიო პირთ, რო­მელთა გავლენასაც შე­­უძლია სა­მსახური გაუწიოს ამავე საქმეს“. მათ შორის იყ­ვნენ როგორც ქართველები, ასევე გერმანელები. ორდენის ქართველ კავალერთა შო­რის იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, ლეო კერესელიძე, სტე­ფანე ახმე­ტე­ლი, დავით ვა­ჩ­­ნაძე, მემედ აბაშიძე, ყადირ შერვაშიძე, ალე­ქ­სა­ნ­დ­რე გრიგოლია, ნიკო ხორავა და სხვები, ხოლო გერმანელ კავალერთა შორის: გე­ნე­რლები პაულ ფონ ჰინ­დე­ნ­ბურგი (რომელიც შემდგომში პრეზი­დენ­ტი გახდა), ერიხ ლუდენდორფი და ფონ ლო­სოვი, პრუსიის პრინცი ვოლდემარი, გრაფი ფონ დერ შულენბურგი (რომე­ლიც მუშაობდა გერმანიის კონსულად თბილისში, ხო­ლო შემდგომში ელჩად მო­სკოვში), გრაფი კურტ ფონ გალენი, დოქტორები გ. შედე, რ. ფრიშკე და სხვ. სა­ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავ­რო­ბის მოწვევით, 1918 წ-ის ივ­ნისიდან ქვეყანაში იმყოფებოდა გერმანული ჯა­რი, რო­მელიც უზრუნ­ველ­ყო­ფ­და ქართული სახელმწიფოს დაცვას საგარეო და სა­ში­ნაო საფრთხეებისაგან. მსო­ფ­ლიო ომში დამარცხების შემდეგ  გერ­მა­ნული ჯარი იძუ­­ლებული გახდა, სამ­შო­ბ­ლოში დაბრუნებულიყო. საქართველოს  მთავ­რო­ბის გა­დაწყვეტილების შესა­ბამი­სად, 1918 წ-ის 13 დეკემ­ბერს, სამხედრო მინის­ტ­რის მო­ვალეობის შემსრუ­ლე­ბელმა, გენერალ-მაორმა ზაქარია მდივანმა, ხელი მოაწერა ბრძა­ნე­ბულებას №5332, რომლის თანახმადაც, 4 ნო­ემ­ბრის შემდეგ ჩვენს ქვეყა­ნა­ში მყო­­ფი გერ­მა­ნე­ლი სამხედრო მოსამსა­ხურენი, რომელთაც დამსახურება ჰქონ­დათ ქართუ­ლი სა­ხელ­მწიფოს წინაშე, ­ჯი­ლ­დოვდებოდნენ წმ. თამარ მეფის ორდე­ნე­ბით. ამ ბრძანე­ბუ­ლე­ბით, ქართული ლეგიონის წარჩინების ნიშანმა ფაქტობრივად შეიძინა საქართ­ვე­ლოს სახელ­მ­წი­ფო სამხედრო ჯილდოს ფუნქცია, თუმცა შემდგომში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­დე­ნით აღარა­ვინ  დაუჯილდოებიათ. თამარ მეფის ორდენების ცა­ლ­კე­უ­ლი ეგ­ზემპ­ლა­რები დაცულია მსოფლიოს მუზეუმებში (მათ შორის, საქარ­თ­ვე­ლოს ერ­ოვ­ნულ მუ­­­ზეუმში, სანკტ-პეტერ­ბურგის ერმიტაჟში), ასევე, კერძო კოლექ­ცი­ებში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates