• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1925

1925

უკან

  

ო ქ მ ი # 1
13/II 1925 წ.

დაესწრენ: პროფესორები: ა. ბენაშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ი. ქუთათელაძე, სვ. გოგიტიძე, დოცენტი ლ. ანდრონიკაშვილი, პროფ. ა. დიდებულიძე, ალ. ალადაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, შ. ნუცუბიძე, ი. მოსეშვილი, გ. წერეთელი, გ. ჩუბინაშვილი, გ. ახვლედიანი, ვ. მოსეშვილი, მ. პოლიევკტოვი, ს. ქურდიანი, გ. ღამბარაშვილი, ა. მაჭავარიანი, ა. შანიძე, ი. ბერიტაშვილი, ს. ამირეჯიბი, ნ. კახიანი, ი. თიკანაძე.
დოცენტები: ალ. ჯანელიძე, გ. გეხტმანი, გიორგი ჯავახიშვილი, ი. თულაშვილი, ა. ხარაძე, გ. ნათაძე, მ. შალამბერიძე, ნ. იოსელიანი, ბ. ღოღობერიძე.
უმცროსი მასწავლებელნი: ი. ყიფშიძე, ალ. წერეთელი, მ. ბექაია, ზ. ყანჩაველი, ლომოური, ყიფშიძე, ვლად. ცეცხლაძე, ს. ჩოლოყაშვილი, დ. იოსელიანი, მ. მგალობლიშვილი, ნ. ყიფშიძე.
სტუდენტთა წარმომადგენელნი: კიკაბიძე ნიკოლოზ, მესხი ბენედიქტე, ბუაჩიძე პეტრე, კიკაბიძე სამსონი, ბელქანია იროდიონ, ცხაკაია დომენტი, მიქაძე ია, ცაგარელი გიორგი, დადუნაშვილი ლავრენტი, ანდრიაძე ელისაბედ, ცინცაძე ნიკოლოზ, ჯანაშია სპირიდონ, სანებლიძე, ო. მღვდლიშვილი.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

1. განიხილეს: ბატონ რექტორის ივ. ჯავახივშილის მოხსენება უნივერსიტეტის
დაადგინეს:
სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი
2. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ელენე ბეთანელი გინეკოლოგიურ კლინიკის ორდინატორად 1/XIIდან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
3. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. ტარასი ნიკოლაიშვილი თვალთა სნეულების კლინიკის ორდინატორად 1/XIIდან.

დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას ექ. კონიაშვილი საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით ბალნეოლოგიის შესასწავლად ერთი წლის ვადით ჯამაგირის შენახვით.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. განიხილეს: დამტკიცდეს პროფ. გრიგოლ მუხაძე სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად.
დაადგინეს: აღიძრას განათლების კომისარიატის წინაშე, რათა პროფ. გრ. მუხაძე დამტკიცებულ იქმნეს სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად.
სოციალურეკონომიურ ფაკულტეტის მოხსენება.
6. განიხილეს: დამტკიცდეს სერგო ჯაფარიძე სავაჭროსამართლის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენება
7. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ახლად კურს დამთავრებული ბნი ალ. ნამორაძე ახალი ისტორიის კათედრასთან ერთი წლით. ხელმძღვანელობა მიენდოს ბნ გ. ნათაძეს.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
აგრონომიულ ფაკულტეტის მოხსენებანი.
8. განიხილეს: აღიარებულ იქმნას ბნი ა. სანაძე აგრონომიულ ფაკულტეტკურს დამთავრებულად და მიეცეს მას სათანადო მოწმობა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
9. განიხილეს: დატოვებულ იქმნას შ. ცინცაძე აგრონომიულ ქიმიის კათედრასთან საპროფესოროდ მოსამზადებლად და დაენიშნოს მას უნივერსიტეტთან დატოვებულის დამს. პროფ. პ. მელიქიშვილის სახელობის სტიპენდია მიწადმოქმედების კომისიარიატისა.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
10. განიხილეს: პროფ. ბერიტაშვილის მოხსენება მის მიერ სამკურნალო ფაკულტეტში შეტანილ განცხადების, ფიზიოლოგიის კითხვაზე თავის დანებების შესახებ.
დაადგინეს: არჩეულია კომისია შემდეგი შემადგენლობით პროფ. გ. ახვლედიანი, ა. წერეთელი, პროფ. ა. ბენაშვილი და დაევალა
მას საქმის ყოველმხრიულად გამორკვევა.
11. განიხილეს: საგამომცემლო კომისიის შემადგენლობის არჩევნები.
დაადგინეს: გადაიდოს.
12. განიხილეს: პრორექტორების არჩევნები.
დაადგინეს: არჩეულ იქმნენ პროფ. შ. ნუცუბიძე (40 თეთრი, შავი 16) და პროფ. კ. კეკელიძე (თეთრი 34, შავი 23)

ივ. ჯავახიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. შანიძე, ა. დიდებულიძე, გ. გეხტმანი, გ. ჩუბინაშვილი, ვ. მოსეშვილი, გ. ახვლედიანი, ნ. მუსხელიშვილი, გ. ცაგარელი, ივ. თიკანაძე, ს. გოგიტიძე, ლ. ანდრონიკაშვილი, პოლიევქტოვი, მაჭავარიანი, მ. წინამძღვრიშვილი, წერეთელი, ბუაჩიძე, გ. რცხილაძე, ი. ლომოური, ალადაშვილი, ივ. თულაშვილი, გ. ნათაძე, ნ. იოსელიანი, ნ. კიკაბიძე, ს. ამირეჯიბი, კახიანი, ბ. ღოღობერიძე, დ. იოსელიანი, ღამბარაშვილი, ნიკ. ყიფშიძე, ალ. ჯანელიძე, ვლ. ცეცხლაძე, დ. ცხაკაია, მ. შალამბერიძე, ს. ჯანაშია, ბ. მესხი, ს. გოგიტიძე, რ. სანებლიძე, ნ. ცინცაძე, თ. მჭედლიშვილი, ლ. დადუნაშვილი, მ. მგალობლიშვილი, ს. ჩოლოყაშვილი, ე. ანდრიაძე, ი. ბელქანია, მიქაძე ი.

 


ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საბჭოს სხდომის ოქმი
#2
~17~ აპრილი, 1925 წ.

დაესწრენ: პროფესორები და დოცენტები: ღამბარაშვილი, ქუთათელაძე, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, ს. ქურდიანი, გ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძე, გ. ნათაძე, ივ. თულაშვილი, ივ. თიკანაძე, ა. თვალჭრელიძე, ა. ხარაძე, ს. დანელია, ასათიანი, გ. ჯავახიშვილი, ვ. მოსეშვილი, ა. ალადაშვილი, ა. შანიძე, მ. პოლიევკტოვი, ლ. მელიქსეთ ბეგი, გ. გეხტმანი, ა. დიდებულიძე, გ. ჩუბინაშვილი, ლ. ანდრონიკაშვილი, დ. გედევანიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, შ. ნუცუბიძე, ს. ამირაჯიბი, ი. ბერიტაშვილი, მ. წინამძღვრიშვილი ა. მაჭავარიანი, გ. მუხაძე, ბ. ღოღობერიძე, დ. უზნაძე, მ. შალამბერიძე, ვ. ჟღენტი, მუსხელიშვილი.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: მ. ბექაია, ცეცხლაძე, ი. ყიფშიძე, ალ. წერეთელი, ვ. ყიფშიძე, მ. მგალობლიშვილი, ს. ჩოლოყაშვილი, გ. რცხილაძე, ი. ტატიშვილი, ი. ლომოური, ნ. ყიფშიძე.
სტუდენტთა წარმომადგენელნი: ელ. ანდრიაძე, კიკაბიძე, ნ. ცინცაძე, რ. სანებლიძე, გ. ცაგარელი, თ. მჭედლიშვილი.
კომისარიატის წარმომადგენელი: არჩილ მიქაძე.
თავმჯდომარე: პროფ. ი. ჯავახიშვილი
მდივანი: პროფ. ი. ქუთათელაძე

1. განიხილეს: საგამომცემლო კომისიის 1924 წ. მუშაობის ანგარიში.
დაადგინეს: ეთხოვოს საგამომცემლო კომისიას გამორკვეულ იქმნეს პროფ. ალ. ჯავახიშვილის ფიზიკური გეოგრაფიის პრაქტიკუმის ნამდვილი ღირებულება.: პროფ. ა. ჯავახიშვილის განცხადებით დახარჯული უნდა იყოს არა 320 მან. როგორც ეს ანგარიშში აღნიშნულია არამედ 100 მან.
გამორკვეულ იქმნეს თუ რატომ პროფ. მუსხელიშვილი რომელიც მისი განცხადებით თავის დროზე არჩეული იყო საგამომცემლო კომისიის წევრად არ იყო მოწვეული სამუშაოდ.
რაც შეეხება გადაუხდელ ვალს, რომლის რაოდენობა თანახმად კომისიის მოხსენებისა დაახლოვებით 5,6 ათას მანეთს უდრის, და რომლის გადახდის საშუალება მას არა აქვს, აღიძრას შუამდგომლობა სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე ხსენებულ თანხის გაღების შესახებ.
აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის წინაშე, რათა გაღებულ იქმნას საგამომცემლო საქმისთვის საჭირო თანხა.
არჩეულ იქმნეს ფაკულტეტების მიერ კომისიები და დაევალოს მათ რომ დასაბეჭდ შრომებში იქმნეს ნახმარი საერთო ტერმინოლოგია. ეთხოვოს საგამომცემლო კომისიას, რათა უნივერსიტეტის გამოცემებს ექმნეს ერთი გარკვეული ფორმა.
კორექტორის ყოლა იქნეს ცნობილი საჭიროდ.
ეთხოვოს საგამომცემლო კომისიას შეძლების და გვარად შემოღებულ იქმნეს ფერადოვანი სურათების ბეჭდვა.
ანგარიში საერთოდ დამტკიცდეს.
2. განიხილეს: საგამომცემლო კომისიის მოხსენება საგამომცემლო კომისიის წევრების ახალი არჩევნების მოხდენის შესახებ.
დაადგინეს: განთავისუფლებულ იქმნენ საგამომცემლო კომისიის წევრები მათ მოვალეობიდან და გაწეულ დიდ შრომისათვის გამოეცხადოს მათ უღრმესი მადლობა. ეთხოვოს ფაკულტეტებს აირჩიონ საგამომცემლო კომისიის წევრებათ თითო წარმომადგენელი ხოლო პედაგოგიურმა _ ორი. გარდა ფაკულტეტების წარმომადგენლებისა კომისიაში არჩეულია პრორექტორები: პროფ. კ. კეკელიძე და პროფ. შ. ნუცუბიძე. დაევალოს კომისიას აირჩიოს პრეზიდიუმი.

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
3. განიხილეს: დოც. ვლადიმერ ჟღენტს, რომელმაც ა.წ. 29 მარტს დამაკმაყოფილებლად დაიცვა მის მიერ წარმოდგენილი შრომა სათაურით ,,გლიომები~ მიენიჭოს პათოლოგიის დოქტორის ხარისხი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. განიხილეს: დამტკიცდეს ექ. თ. ტატიშვილი ბავშვთა კლინიკის ორდინატორად. /წარმოდგენილია 22/12; ფაკულტ. 9/II25.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. განიხილეს: დაარსდეს ჰოსპიტალურ ქირურგიულ კლინიკასთან უროლოგიის განყოფილება და მიეცეს ერთი ზედმეტი ასისტენტის თანამდებობა.
დაადგინეს: აღიძრას შუამდგომლობა სახალხო განათლების კომისარიატის წინაშე, რათა დაარსებული იქმნას სამკურნალო ფაკულტეტთან უროლოგიის განყოფილება და მიეცეს ერთი ზედმეტი ასისტენტის თანამდებობა.
6. განიხილეს: მოხსენება საზღვარ გარედ წარვლენილების გეგმის შესახებ და შუამდგომლობა ფაკულტეტისა, რათა პროფ. მ. წინამძღვრიშვილი და ასისტენტები მიქელაძე და ვარაზაშვილი წარვლინებულ იქმნან 1925/26 სამოსწავლო წელს საზღვარგარედ სამეცნიერო მიზნით პირველ რიგში პირველი 6 თვით, ხოლო მეორე და მესამე თითო წლით. გარდა ამისა წარვლინებულ იქმნან საზღვარ გარედ პროფესორებიდან: ი. თიკანაძე და გ. ღამბარაშვილი, დოცენტებიდან: ბ. ღოღობერიძე და ვ. ჟღენტი, უნცროს მასწავლებლებიდან: მ. ცხაკაია, ნ. მახვილაძე, მ. მგალობელი და კ. ერისთავი. უკანასკნელი ოთხი პირი უნდა წავიდენ მხოლოდ დისერტაციის დაცვის შემდეგ.
დაადგინეს: მოხსენება საზღვარ გარედ წარვლინების შესახებ გადაიდოს იმ დროისთვის, როდესაც საზღვარ გარედ წარვლინების პრინციპებზე იქნება მსჯელობა. საზღვარ გარედ წასარვლინებელთა სია დამტკიცდეს. აღიძრას გან. კომისარიატის წინაშე სათანადო შუამდგომლობა, რათა გაღებულ იქმნას სათანადო თანხა წარსავლინებელ პირთა დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში თუ კომისარიატი ვერ შესძლებს ყველას გაგზავნას ეთხოვოს მას, რათა გაღებული თანხა გადაეცეს უნივერსიტეტის გამგეობას და მიენდოს უკანასკნელს საზღვარ გარედ წასარვლინებელ პირთა რიგის გამომუშავება.
7. განიხილეს: დამტიკცდეს ფაკულტეტის წევრებად შემდეგი პირნი: მ. მგალობელი, შ. მიქელაძე, მ. ცხაკაია, პ. ქავთარაძე, ნ. ყიფშიძე, ვ. მუსხელიშვილი, და კანდიდატად ვ. ცეცხლაძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
8. განიხილეს: დამტკიცდეს აფთიაქის თანაშემწის წოდებაში 27 კაცი თანახმად ამასთანავე ერთად თანდართულ სიისა.*
დაადგინეს: დამტკიცდეს.
9. განიხილეს: შინაგან მედიცინის დოქტორი შ. მიქელაძე რომლის მიერ წაკითხული სანიმუშო ლექცია ფაკულტეტის მიერ დამაკმაყოფილებლად იყო ცნობილი და ფარული კენჭის ყრით არჩეულ იქმნა პრივატდოცენტად დამტკიცდეს ამ წოდებაში.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
10. განიხილეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის წევრებად ნაცვლად სტუდ. ჩხაიძის და პ. ბუაჩიძისა, სტუდენტები: ი. კვანტალიანი და ვ. ვასაძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს:
11. განიხილეს: დამტკიცდეს სამკურნალო ფაკულტეტის პრეზიდიუმის წევრად სტუდენტი გიორგი ცაგარელი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
12. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ფსიქოლოგიის კათედრასთან ახლად კურს დამთავრებული ანგია ბოჭორიშვილი სტიპენდიით ერთი წლის ვადით ა.წ. 1 თებერვლიდან, ხელმძღვანელობა მიენდოს პროფ. დ. უზნაძეს.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
13. განიხილეს: დამტკიცდეს საბჭოს წევრებად პედაგოგიურ ფაკულტეტის უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენლებად შემდეგი პირნი: ლექტორები: ყაუხჩიშვილი სიმონ, ყანჩაველი ზაქარია და წერეთელი ალექსანდრე. ასისტენტები: ჯაკობია, ბექაია მელქისედექ, ყავრიშვილი ბესარიონ, ყიფშიძე ილია, ჩხიკვიშვილი და ყიფშიძე ვასილი. კანდიდატებად გ. ცქიმანაური, ქიქოძე აბულაძისა ელისაბედ და ციციშვილი ნინო.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
14. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით წელს პირველ რიგში შემდეგი უნივერსიტეტთან დატოვებულები და ასისტენტები: ზაქ. ყანჩაველი 6 თვით, გ. ჯაკობია 2 წლით, შ. ამირანაშვილი ერთი წლით, თოფურია ერთი წლით, ჩიქობავა 1 წლით, და დ. იაშვილი 1 წლით /რუსეთში/, ა. ბეგიაშვილი, ი. ყიფშიძე, წარვლინებულ იქმნან საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით /მეორე რიგში/. 1/პროფესორი ნუცუბიძე ოქტომბრამდე, პროფ. ა. ბენაშვილი 2 1/2 თვით რუსეთში, ა. შანიძე 5 თვით, გ. ჩუბინაშვილი 6 თვით, პროფ. გ. წერეთელი რუსეთში _ 2 თვით, დოც. გ. ჯავახიშვილი 6 თვით ევროპაში. წარვლინებულ იქმნან საზღვარ გარედ მომავალ წელს: პირველ რიგში ა. მოსეშვილი 1 წლით და ა. ბოჭორიშვილი 1 წლით.
მეორე რიგში: ა. დიდებულიძე 3 თვით, გ. ახვლედიანი 6 თვით, ი. მოსეშვილი 6 თვით, ი. ბერიტაშვილი 3 თვით.
დაადგინეს: სია დამტკიცდეს, დადგენილება იგივე რაც სამკურნალო ფაკულტეტის შესახებ.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
15. განიხილეს: ე. ზოლოტარიოვას, ვ. ღვალაძეს და ი. ჩხენკელს რომელთა მიერ წარმოდგენილი სადიპლომო შრომები დამაკმაყოფილებლად არის ცნობილი აღიარებულ იქმნან აგრონომიულ ფაკუტეტის კურს დამთავრებულად და მიეცეს მათ სათანადო მოწმობები.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
16. განიხილეს: ათანელაშვილი არჩილ, კვარაცხელია იასონ, კელენჯერიძე კოსტანტინე, კოსტანტინოვი ვასილი, კუსიანი კონსტანტინე, მარგველაშვილი ნიკოლოზ, მირიანაშვილი ელისაბედ, ნადარეიშვილი შალვა, ნიჟარაძე ანიპოდისტე, სანიკიძე აკაკი, ქომეთიანი ქეთევან, ღვალაძე პლატონ, ხომიზურაშვილი ნიკოლოზ და ჯაფარიძე ნიკოლოზ, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები აღიარებულ იქმნან აგრონომიულ ფაკულტეტის კურს დამთავრებულად.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
17. განიხილეს: ლექტორ ს. ჩოლოყაშვილს დაერთოს ნება უცხოეთში სამეცნიერო მიზნით გამგზავრებისა ერთი წლის ვადით. ამ მიზნით მიეცეს მას შვებულება სათანადო ჯამაგირის შენახვით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
18. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას ა. ხუბუტია უცხოეთში სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დარგში მოსამზადებლად და მიეცეს მას საგზაო 300 მანეთი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
19. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას ლ. კალანდაძე უცხოეთის ენტიომოლოგიაში მოსამზადებლად, გაუდიდდეს მას სტიპენდია 60% და მიეცეს მას საგზაო 300 მან.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
20. განიხილეს: მიეცეს ლ. ლეონიძეს შვებულება 1 წლით უცხოეთში სამეცნიერო მიზნით გასამგზავრებლად. გაუდიდდეს მას ჯამაგირი 60%ით და მიეცეს საგზაო 300 მანეთი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
21. განიხილეს: მიეცეს გ. რცხილაძეს 1 წლის ვადით შვებულება უცხოეთში სამეცნიერო მიზნით გასამგზავრებლად. გაუდიდდეს ჯამაგირი 60%ით და მიეცეს საგზაო 300 მანეთი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
22. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას წელს საერთაშორისო სამართლის ლექტორი ერეკლე ტატიშვილი სადოქტორო გამოცდისა და სამეცნიერო მუშაობისათვის 5 თვით. აღიძრას შუამდგომლობა რათა მას ამ მიზნისთვის მიეცეს ერთდროულად 500 მანეთი, ხოლო თუ ეს არ მოხერხდება 5 თვის ჯამაგირი. გარდა ამისა წარვლინებულ იქმნას საზღვარ გარედ წელს სამეცნიერო მიზნით ლექტორი ა. ვაჩეიშვილი 6 თვით და მომავალ წელს წარვლინებულ იქმნას უცხოეთში იროდიონ სურგულაძე.
დაადგინეს: დადგენილება იგივე როგორიც სამკურნალო ფაკულტეტის შესახებ.

პოლიტექნიკურ ფაკულტეტის მოხსენებანი:
23. განიხილეს: დამტკიცდეს ინჟინრად არჩილ ალექსის ძე გულისაშვილი რკინის და სპილენძის მეტალურგიის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
24. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას მიმდინარე წლის ზაფხულზე პროფ. ა. ბენაშვილი მოსკოვს და ლენინგრადში მარკშეიდერობის, გეოდეზიისა და ასტრონომიისათვის საჭირო იარაღების შესაძენად და საქმის დაყენების გასაცნობად. მიეცეს მას ამ მიზნით 2150 მანეთი, აქედან 1200 მანეთი იარაღებისთვის და 950 მანეთი პირადი ხარჯებისათვის.
დაადგინეს: დადგენილება იგივე რაც სამკურნალოდ ფაკულტეტისთვის.
25. განიხილეს: წარვლინებულ იქმნას პროფ. ალ. დიდებულიძე 1926 წლის ზაფხულზე სამი თვით სამეცნიერო მიზნით გერმანიაში ელექტრო მექანიკურ დარგის მდგომარეობის გასაცნობად.
წარვლინებულ იქმნას აგრეთვე მომავალ წელს ზაფხულზე დოც. ი. თულაშვილი 34 თვით ევროპაში გარდა ამისა წარვლინებულ იქმნან სამეცნიერო მიზნით მიმდინარე წელს ზაფხულზე: ასისტენტი მ. მაჭავარიანი 34 თვით გერმანიაში და დოც. გ. ნიკოლაძე ამერიკაში 6 თვით.
დაადგინეს: დადგენილება იგივე რაც სამკურნალო ფაკულტეტისთვის.
26. განიხილეს: კომისიის მოხსენება პროფ. ი. ბერიტაშვილის მიერ პროფ. ალ. ალადაშვილის შესახებ შემოტანილ განცხადებისა გამო.
დაადგინეს: მიღებულ იქმნეს კომისიის დასკვნა. პრაქტიკულ ზომების გამორკვევის შესახებ მიენდოს გამგეობას.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, მ. პოლიევქოვი, ნ. მუსხელიშვილი, ა. დიდებულიძე, ა. თვალჭრელიძე, ს. ამირეჯიბი, ს. ქურდიანი, მ. მგალობლიშვილი, ვ. ყიფშიძე, ს. ჩოლოყაშვილი, ი. ლომოური, ი ყიფშიძე, მ. ბექაია, ნ. ყიფშიძე, გ. რცხილაძე, გ. გეხტმანი, ივ. თულაშვილი, გ. ნათაძე, ი. მოსეშვილი, ალ. ჯანელიძე, ნ. იოსელიანი, მდივანი პროფ. ი. ქუთათელაძე

 



ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საბჭოს სხდომის ოქმი #3

5 ივნისი 1925 წელი

დაესწრენ: პროფ. დოცენტები: მუხაძე, შალამბერიძე, გეხტმანი, ივ. ჯავახიშვილი, უზნაძე, ქუთათელაძე, თვალჭრელიძე, თიკანაძე, ახვლედიანი, თულაშვილი, ღოღობერიძე, წერეთელი ალ. ნ. მუსხელიშვილი, ჯანელიძე, ბერიტაშვილი, ხარაძე, ნათაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, დიდებულიძე, ანდრონიკაშვილი, იასონ მოსეშვილი, გ. წერეთელი, ს. ქურდიანი, ბენაშვილი, ვ. მოსეშვილი, მაჭავარიანი, ოსელიანი, ალადაშვილი, ამირეჯიბი სვ. მელიქსედბეგი პოლიევკტოვი, ფ. გოგიჩაიშვილი, შანიძე, ნათიშვილი, დანელია, ჩუბინაშვილი, ასათიანი, ნიკოლაძე.
უმცროს მასწ. წარმომადგენ. ნ. ყიფშიძე, ჩოლოყაშვილი, მგალობლიშვილი, ვ. ყიფშიძე, ბექაია, ერ. ტატიშვილი, ილ. ყიფშიძე, ლომოური, გ. რცხილაძე.
სტუდ. წარმომადგ. მესხი, სანებლიძე, კიკაბიძე, კაკაბაძე, ჯანელიძე, ბელქანია, ჟღენტი, კიკაბიძე სამსონ, დადუნაშვილი, მიქაძე, ცაგარელი.
კომისარ. წარმომადგ. არჩ. მიქაძე.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:
1. მოისმინეს: დამტკიცდეს კანის და ვენერიულ კლინიკის გამგედპროფ. ვ. ბურგსდორფი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
2. მოისმინეს: დამტკიცდეს პათოლოგიის დოქტორი ვლ. ჟღენტი დოცენტად /ფაკ. დადგ. 6/4 25 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
3. მოისმინეს: დამტკიცდეს ექ. მ. კოკოჩაშვილი ადამიანის ანატომიის კათედრის უმცრ. ასისტენტად /ფაკ. დადგ. 6/4 25 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
4. მოისმინეს: დამტკიცდეს ჰოსპ. თერაპ. კლინიკ. ორდნატორად ექ. ალ. მამულაიშვილი /ფაკ. დადგ. 6/4 25 წ./.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
5. მოისმინეს: დამტკიცდეს ჰოსპიტ. ქირურგიულ კლინიკის უფროსი ასისტენტი ექ. ალ. წულუკიძე იმავე კლინიკის უროლოგიის განყოფილების უფროს ასისტენტად. /ფაკ. დადგ. 18/5 25 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
6. მოისმინეს: დამტკიცდეს ჰოსპ. ქირურგიულ კლ. უმცროსი ასისტენტი მიხეილ ცხაკაია იმავე კლინიკის უფროს ასისტენტად /ფაკ. დადგენილება 18/5 1925 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
7. მოისმინეს: დამტკიცდეს ჰოსპიტ. ქირურგიულ კლინიკის უმცროს ასისტენტად ექ. გ. ფავლენიშვილი /ფაკ. დადგ. 18/5 25 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
8. მოისმინეს: მიენიჭოს ექიმ ვასილ ვარაზაშვილს, რომელმაც ამა წლის 26/5 დამაკმაყოფილებლად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სათაურით ,,მღვრიე შეშუპება ღვიძლის მარაგ ცილის მოძღვრებასთან დაკავშირებით~, მიენიჭოს პათოლოგიის დოქტორის ხარისხი. /ფაკ. დადგ. 26/5. 1925 წ./
დაადგინეს: მიენიჭოს პათოლოგიის დოქტორის ხარისხი.
9. მოისმინეს: დატოვებულ იქმნას ექიმი ლეონტი ელიაშვილი გინეკოლოგიურ კლინიკასთან მოსამზადებლად ერთი წლის ვადით უჯამაგიროთ /ფაკ. დადგ. 13/4. 25./
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
10. მოისმინეს: წარვლინებულ იქმნას ლექტორი ნ. ასპისოვი საზღვარ გარედ სამეცნიერო მიზნით ზაფხულის არდადეგების დროს 4 თვის ვადით თავის ხარჯით /ფაკ. დადგ. 27/4 25 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
11. მოისმინეს: დამტკიცდეს საგამომცემლო კომისიის წევრად პროფ. ი. თიკანაძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

სოც. ეკონომიური ფაკულტეტის მოხსენებანი:
12. მოისმინეს: დამტკიცდეს საგამომცემლო კომისიის წევრად ერ. ტატიშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
13. მოისმინეს: დამტკიცდეს საგამომცემლო კომისიის წევრად დოც. ნიკოლოზ იოსელიანი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
14. მოისმინეს: დამტკიცდეს ასისტენტის თანამდებობაზე დროებით აღმასრულებელი ვ. ღვალაძე ღვინის ქიმიის და მიკრობიოლოგიის ასისტენტად /ფაკ. დადგ. 20/5. 25 წ/.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
15. მოისმინეს: დამტკიცდეს მილონის უმაღლეს სასოფლო სამეურნეო სასწავლებლის სოფ. მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი შ. ცქიტიშვილი მეაბრეშუმეობის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
16. მოისმინეს: გაუქმებულ იქმნეს მეტეოროლოგიის ასისტენტის თანამდებობა და განთავისუფლებულ თანხით დაკმაყოფილდეს ახლად მოსაწვევი ლექტორი.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
17. მოისმინეს: დამტკიცდეს სას. სამეურნეო მეტეოროლოგიაში ასისტ. ივანე გაჩეჩილაძე ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
18. მოისმინეს: დატოვებულ იქმნას ნიკ. ჯაფარიძე ცხოველთ მომშენებლობის კათედრასთან მოსამზადებლად ერთი წლით უსტიპენდიოთ.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
19. მოისმინეს: დატოვებულ იქმნეს ნ. ხომეზური მებაღეობის კათედრასთან მოსამზადებლად ერთი წლით და დაენიშნოს მას 1 განთავისუფლებული სტიპენდია.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
20. მოისმინეს: მიენიჭოს ვალენტინა სუპატაშვილს, მარიამ ვაჩნაძეს, გ. გაბრიჩიძეს, მარიამ ჭელიძეს, ნატალია მახარაძეს, აგრონომიულ ფაკულტეტის სრულ კურსის დამთავრების უფლებები /ფაკ. დადგ. 1, 2 და 3სთვის 30/5, 25 წ.; 4სთვის 9/5. 25 და მე5სთვის 20/5 _ 25 წ.).
დაადგინეს: დამტკიცდეს.

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
21. მოისმინეს: დამტკიცდეს საგამომცემლო კომისიის წევრებად პროფ. ალ. ჯავახიშვილი და ლექტორი სვ. ყაუხჩიშვილი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
22. მოისმინეს: საგამომცემლო კომისიის განმარტება პროფ. ალ. ჯავახიშვილის ფიზიკურ გეოგრაფიის პრაქტიკუმის ღირებულების შესახებ.
დაადგინეს: გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის.
23. მოისმინეს: პროფ. წინამძღვრიშვილის მოხსენება საზღვარ გარედ წარვლინების შესახებ.
დაადგინეს: გადაიდოს.
24. მოისმინეს: განსაკუთრებულ კომისიის და პოლიტექნიკურ ფაკულტეტის მოხსენებანი პოლიტექნიკურ ფაკულტეტის რეორგანიზაციის შესახებ.
დაადგინეს: დამტკიცდეს პოლიტექნიკურ ფაკულტეტის სამი განყოფილება: მექანიკური, სააღმშენებლო და სამთო ქიმიური. თვითეულ განყოფილება ორორი სპეციალობით სახელდობრ მექანიკურ განყოფილებაზე ელექტრო ტექნიკური და მექანიკური, სააღმშენებლოზე _ სახუროთმოძღვრო და საინჟენერო სააღმშენებლო. სამთო ქიმიურზე _ ქიმიურ მეტალურგიული და სამთო. დაუბრუნდეს ფაკულტეტს წარმოდგენილი სასწავლო გეგმა გადასამუშავებლად და დასამტკიცებლად 6 სპეციალობის მიხედვით.
25. მოისმინეს: სამკურნალო ფაკულტეტის დადგენილება პროფ. ი. ბერიტაშვილთან კომისიის მოლაპარაკების შედეგების მოსმენისა ფიზიოლოგიის კითხვის და მის მიერ წამოყენებულ პირობების გამო.
დაადგინეს: ეცნობოს პროფ. ი. ბერიტაშვილს ან დაემორჩილოს უნივერსიტეტის უმაღლეს ორგანოების დადგენილებებს ან შემოიტანოს განცხადება გადადგომის შესახებ.
26. მოისმინეს: პროფ. ი. ბერიტაშვილის განცხადება ექ. ცქიმანაურის საბჭოს წევრობისა ექ. იაშვილის წარვლენილების შესახებ და სათანადო ორგანოების პასუხი.
დაადგინეს: დამაკმაყოფილებლად იქმნეს ცნობილი გამგეობის განმარტება.

ივ. ჯავახიშვილი, ალადაშვილი, კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. ბენაშვილი, მ. ასათიანი, ა. დიდებულიძე, ვ. ყიფშიძე, მ. მგალობლიშვილი, ჯანელიძე, გ. გეხტმანი, ივ. თულაშვილი, ს. ჩოლოყაშვილი, ალ. წერეთელი, ი. ლომოური, ალ. ნათიშვილი, ნ. იოსელიანი, ლ. მელიქსეთბეგი, გ. ჩუბინაშვილი, მ. შალამბერიძე

 

 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორთა საბჭოს სხდომის
ო ქ მ ი #4
3 ივლისი 1925 წ.

დაესწრენ: პროფესორ დოცენტები: ბენაშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ვლ. ჟღენტი, ჩუბინაშვილი, შალამბერიძე, პოლიევკტოვი, ქუთათელაძე, გ. წერეთელი, გ. ახვლედიანი, გეხტმანი, ი. მოსეშვილი, გედევანიშვილი, დიდებულიძე, ნათაძე, გოგიჩაიშვილი, ჯანელიძე, თულაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ალადაშვილი, ნათიშვილი, კეკელიძე, შანიძე, უზნაძე, მელიქსეთბეგი, მუხაძე, ასათიანი, მუსხელიშვილი, რაზმაძე.
უმცროს მასწავლ. წარმომადგ. მგალობლიშვილი, ვ. ყიფშიძე, ლომოური, ჩოლოყაშვილი, ალ. წერეთელი, ბექაია, სვ. ყაუჩხიშვილი, ყანჩაველი.
სტუდენტთა წარმომადგ. სანებლიძე, ი. ჩხაიძე, დადუნაშვილი, ბელქანია.

თავმჯდომარე: ივ. ჯავახიშვილი მდივანი: ი. ქუთათელაძე

სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:

1. მოისმინეს: მიენიჭოს დოც. ვლ. ჟღენტს პროფესორის წოდება. [ფაკ. დადგ. 22/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს (25 თეთრი 2 შავი)
2. მოისმინეს: მიენიჭოს ექ. ნიკ. მახვილაძეს შინაგან სნეულებათა დოქტორის სამცენიერო ხარისხი. [ფაკ. დადგ. 21/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
3. მოისმინეს: მიენიჭოს ექ. ალ. წულუკიძეს ქირურგიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. [ფაკ. დადგ. 24/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
4. მოისმინეს: ფარმაციის დარგში ფარმაციის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის შემოღების შესახებ. [ფაკ. დადგ. 22/II 25 წ.].
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
5. მოისმინეს: დამტკიცდეს ექ. ჯიბუტი ჰოსპიტ. ქირურგიული კლინიკის ორდინატორად. [ფაკ. დადგ. 8/VI 25 წ.]
დაადგინეს: დამტკიცდეს
6. მოისმინეს: დამტკიცდეს ექ. ი. ასლანიშვილი ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად [ფაკულტ. დადგ 22/VI 25 წ.]
დაადგინეს: დამტკიცდეს
7. მოისმინეს: დამტკიცდეს ექ. ნ. გვარამაძე ბავშვთა სნეულებათა კლინიკის ორდინატორად. [ფაკ. დადგ. 22/VI 25 წ.]
დაადგინეს: დამტკიცდეს

საპედაგოგიო ფაკულტეტის მოხსენებანი:
8. მოისმინეს: პარიზის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ პროფ. ან. რაზმაძისთვის დოქტორის ხარისხის ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხთან გათანასწორების შესახებ. [ფაკ. დადგ. 24/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
9. მოისმინეს: ბ. ზანდუკელის საზღვარ გარედ და სამეცნიერო მიზნით წარვლინების შესახებ. [ფაკ. დადგ. 24/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

პოლიტექნიკურ ფაკულტეტის მოხსენებანი:
10. მოისმინეს: დამტკიცდეს მიხ. მაჭავარიანი სააღმშენებლო მეცნიერების ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს
11. მოისმინეს: დამტკიცდეს ნიკ. ლეჟავა რკინის გზების კურსის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს
12. მოისმინეს: დამტკიცდეს საგამომცემლო კომისიის წევრად პროფ. ნ. მუსხელიშვილი
დაადგინეს: დამტკიცდეს
13. მოისმინეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის წევრებად ნაცვლად სტ. მაღრაძისა და მელუასი სტ. კაკაბაძე და ჯანელიძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
14. მოისმინეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის პრეზიდიუმის წევრად ნაცვლად სტ. მელუასი სტუდენტი ნ. კიკაბიძე.
დაადგინეს: დამტკიცდეს
15. მოისმინეს: სასწავლო გეგმის განხილვა.
დაამტკიცეს: გეგმა დამტკიცდეს. რაც შეეხება უმაღლეს გეოდეზიას სამთო განყოფილებაზე ამ ნაწილში გეგმა დაუბრუნდეს ფაკულტეტს გადასაშინჯავად.

აგრონომიული ფაკულტეტის მოხსენებანი:
16. მოისმინეს: დატოვებულ იქმნას აპოლონ კაკაბაძე მიწათმოქმედებაში მოსამზადებლად სტიპენდიის დანიშვნით [ფაკ. დადგ. 19/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. აღიძრას შუამდგომლობა განათლების კომისარიატის წინაშე სტიპენდიის დაარსების შესახებ.
17. მოისმინეს: მიენიჭოს ლიუდმილა წერეთელს და ბარბარე ვარდოსანიძეს აგრონომიულ ფაკულტეტის კურს დამთავრების ყველა უფლებები. [ფაკულტეტის დადგ. 19/VI 25 წ.]
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს
18. მოისმინეს: საპედაგოგიო ფაკულტეტთან არსებულ საგამოცდო კომისიის მოხსენება შესახებ იმისა თუ ვინ დაამთავრა სახელმწიფო გამოცდები.
დაადგინეს: მიღებულია ცნობათ
19. მოისმინეს: პროფ. მ. წინამძღვრიშვილის მოხსენება საზღვარგარედ წარვლინების შესახებ.
დაადგინეს: გადაიდოს.
20. მოისმინეს: საგამომცემლო კომისიის განმარტება პროფ. ალ. ჯავახიშვილი ფიზიკურ გეოგრაფიის ღირებულების შესახებ.
დაადგინეს: საგამომცემლო კომისიის განმარტება დაკმაყოფილებულად იქმნეს ცნობილი.
21. მოისმინეს: პრორექტორ კ. კეკელიძის მოხსენება სასწავლო სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად დატოვებულთა შესახებ.
დაადგინეს: დამტკიცდეს

პოლიტეხნიკურ ფაკულტეტის მოხსენებანი
მოისმინეს: დამტკიცდეს ინჟინერი პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი რკინის ხიდების კურსის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს რკინის ხიდების კურსის ლექტორის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მოწვეულ იქმნეს პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი (პირობით).
მოისმინეს: დამტკიცდეს ინჟინერი კალისტრატე ესტატეს ძე გაბუნია მადნეულობის ბუდობების და მინერალოგიის კურსის ლექტორად.
დაადგინეს: დამტკიცდეს მადნეულობის ბუდებობის კურსის ლექტორის თანამდებობა და ამ თანამდებობაზე მოწვეულ იქმნეს კალისტრატე ესტატეს ძე გაბუნია.

ივ. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ალადაშვილი, მ. პოლიევკტოვი, ივ. თულაშვილი, ალ. ნათიშვილი, გ. გეხტმანი, ვ. ჟღენტი, ა. დიდებულიძე, ა. ბენაშვილი, გ. ახვლედიანი, ასათიანი, ვ. ყიფშიძე, გ. მუხაძე, ნ. მუსხელიშვილი, ნ. იოსელიანი, ს. ყაუხჩიშვილი, ლ. მელქისეთბეგი, დ. გედევანიშვილი, ი. ლომოური, ზ. ყანჩაველი, ს. ჩოლოყაშვილი, გ. ჩუბინაშვილი, მ. შალამბერიძე, ი. ჩხაიძე, სანებლიძე, დადუნაშვილი

 

 

 

ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესორთა ს ა ბ ჭ ო ს
სხდომის ო ქ მ ი #5

20 ნოემბერი, 1925 წ.

დაესწრენ: რექტორი ივ. ჯავახიშვილი, პროფ. ი. მოსეშვილი, ა. შანიძე, ა. რაზმაძე, გ. ჩუბინაშვილი, კ. ამირეჯიბი, ი. თულაშვილი, კ. კეკელიძე, ი. თიკანაძე, გ. ღამბარაშვილი, გ. გეხტმანი, ფ. გოგიჩაიშვილი, ნ. იოსელიანი, ა. დიდებულიძე, მ. შალამბერიძე, გ. ნათაძე, მ. პოლიევკტოვი, ლ. ანდრონიკაშვილი, ს. ვირსალაძე, გ. წერეთელი, ა. ხარაძე, გ. ახვლედიანი, ალ. ჯანელიძე, დ. უზნაძე, ვ. მოსეშვილი, ვ. ჟღენტი, გ. ჯავახიშვილი, ა. ალადაშვილი, ს. ქურდიანი, ა. ჯავახიშვილი, ალ. ნათიშვილი, ს გოგიტიძე, ბ. ღოღობერიძე, მ. ასათიანი, დ. გედევანიშვილი, გ. ნიკოლაძე, ნ. მუსხელიშვილი.
უმცროს მასწავლებელთა წარმომადგენელნი: ვ. ცეცხლაძე, ა. წერეთელი, ვ. ყიფშიძე, ი. ყიფშიძე, ა. ვაჩეიშვილი, ზ. ყანჩაველი, ს. ყაუხჩიშვილი, ი. ლომოური, მ. მგალობლიშვილი, მ. ყიფშიძე. ე. ტატიშვილი.
სტუდენტთა წარმომადგენელნი: გ. ცაგარელი, პ. ბუაჩიძე, ლავრ. დადუნაშვილი.

თავმჯდომარე: პროფ. ივ. ჯავახიშვილი მდივანი: პროფ. ვ. ჟღენტი.

1. სამკურნალო ფაკულტეტის მოხსენებანი:

ა. მოისმინეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის წევრად ნაცვლად სტ. კვანტალიანისა და ჭელიძისა სტუდენტები: ვ. შარაშიძე და ვ. ანდღულაძე
დაადგინეს: დამტკიცდეს
ბ. მოისმინეს: განთავისუფლებულ იქმნეს დამსახ. პროფ. ანფიმოვი მისი მოვალეობისაგან და მის მიერ გაწეულ დიდ შრომისათვის გამოეცხადოს მადლობა, ნება დაერთოს პროფ. ანფიმოვს კერძო კურსის წაკითხვის იმ საკითხებზე და იმ პროგრამით, რომელსაც იგი წარმოადგენს და მიღებულ იქნება ფაკულტეტის მიერ.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
გ. მოისმინეს: დამტკიცდეს ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის ორდინატორად ექ. გ. გაჩეჩილაძე, დღიდან ექ. გ. ხეჩინაშვილის მიერ თანამდებობის განთავისუფლებისა.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
დ. მოისმინეს: მიენიჭოს ექ. მ. მგალობლიშვილს რომელმაც ა/წ 1 ნოემბერს დამაკმაყოფილებლად დაიცვა საჯარო დისერტაცია სათაურით: ,,საშვილოსნოს ფიბრომიების ეტიოლოგიის და წამლობის საკითხისათვის~, ქირურგიის დოქტორის ხარისხი.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
ე. მოისმინეს: დამტკიცდეს ნევროპათოლოგიის დოქტორი ექ. ს. ყიფშიძე დოცენტად და ნევროპათოლოგიის კათედრის გამგეთ ფაკულტეტის დადგენილება 26/1025 წ.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.

2. პედაგოგიური ფაკულტეტის მოხსენებანი:

ა. განიხილეს: დატოვებულ იქმნეს ქართული მწერლობის კათედრასთან ალექსანდრე ბარამიძე 1/10დან, დაენიშნოს მას სტიპენდია /ფაკულტეტის დადგენილება 26/1025 წ./
დაადგინეს: დამტკიცდეს.
ბ. მოისმინეს: დატოვებულ იქმნეს ახალ ქართული ლიტერატურის კათედრასთან მოსამზადებლად ვახტანგ კოტეტიშვილი უსტიპენდიოთ ა/წ 1/10დან /ფაკულტეტის დადგენილება 1/10დან/
დაადგინეს: დამტკიცდეს.
გ. მოისმინეს: გაუგრძელდეს უნივერსიტეტთან დატოვებულს: თამარ ლომოურს, ს. ჯანაშიას, ვ. თოფურიას და ა. ჩიქობავას ვადა კიდევ ერთი წლით.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს.
დ. მოისმინეს: გაუგრძელდეს უნივერსიტეტთან დატოვებულს გ. ჯაკობიას ვადა კიდევ ერთი წლით უსტიპენდიოთ და აღძრულ იქმნეს სათანადო შუამდგომლობა რათა მის მივლინება სპარსეთში ახლო მომავალში განხორციელდეს.
დაადგინეს: დამტკიცდეს.
ე. მოისმინეს: დაწესებულ იქმნეს პეტროგრაფიაში ლექტორის თანამდებობა ოპტიკურ კონსტანტების კურსის წასაკითხავად და ამ თანამდებობაზე მოწვეულ იქმნეს გ. სმირნოვი ასისტენტის ჯამაგირით.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

3. აგრონომიულ ფაკულტეტის მოხსენებანი:

მოისმინეს: დაინიშნოს კომისია ვეტერინარიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელ გეგმის შესამუშავებლად შემდეგი შემადგენლობით: პროფ. ა. ნათიშვილი, ს. ამირეჯიბი, ვ. ვორონინი და დოც. ნ. იოსელიანი და დაევალოს მას მ. ფარცვანიძისაგან გამოცდის მიღება.
დაადგინეს: შუამდგომლობა დამტკიცდეს. დაევალოს აგრონომიულ ფაკულტეტს კომისიასთან ერთად შეიმუშავოს საგნების გეგმა და წარმოადგინოს საბჭოში დასამტკიცებლად.

4. მოისმინეს: საგამომცემლო კომისიის ინსტრუქცია.
დაადგინეს: დაევალოს ფაკულტეტებს სათანადო დარგებში ტერმინოლოგიის საქმის მოწესრიგების გეგმის შემუშავება და ამ გეგმის საბჭოში დასამტკიცებლად წარმოდგენა.
ყოველივე ნაშრომს დაბეჭდილს უნივერსიტეტის საგამომცემლო კომისიის მიერ, გარდა სახელმძღვანელოებისა უნდა დაერთოს რომელიმე უცხო ენაზე მოკლე შინაარსი თუ შრომა ქართულად არის დაწერილი. იმ შემთხვევაში როდესაც შრომა დაიწერება უცხო ენაზე მოკლე შინაარსი მისი უნდა დაერთოს ქართულ ენაზე.
5. მოისმინეს: პროფ. ი. ბერიტაშვილის განცხადება რომ მას, მის მიერ შემოტანილი უნივერსიტეტის მიტოვების შესახებ ქაღალდი უკან მიაქვს.
დაადგინეს: უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მოისმინა პროფ. ი. ბერიტაშვილის განცხადება, რომ მას მიმდინარე წლის შემოდგომას მისი სამკურნალო, აგრონომიული და პედაგოგიური ფაკულტეტების დეკანების სახელობაზე შემოტანილი ფიზიოლოგიის კათედრის განთავისუფლების შესახებ განცხადება მთელი თავისი შინაარსით უკან მიაქვს, და ფიქრობს რა, რომ უნივერსიტეტის საბჭოსადმი მომართულ ამ თავის უკანასკნელ განცხადებით პროფ. ი. ბერიტაშვილი უნივერსიტეტში არსებული დებულების თავისთვისაც სავალდებულობასაც ჰგულისხმობს, დაადგინა:
პროფ. ი. ბერიტაშვილის განცხადების მიღება შესაძლებლად იქმნეს ცნობილი. რაც შეეხება პროფ. ი. ბერიტაშვილის თხოვნას სამკურნალო და აგრონომიულ ფაკულტეტებზე ფიზიოლოგიის კითხვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრონომიულმა ფაკულტეტმა ეს საგანი უკვე სხვა პირს გადასცა, ხოლო საკითხი სამკურნალო ფაკულტეტზე ფიზიოლოგიის კითხვისაგან განთავისუფლების შესახებ სამკურნალო ფაკულტეტს გადაეცეს განსახილველად, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლების უზიანოდ პროფესორ ი. ბერიტაშვილის თხოვნა შეწყნარებულ იქმნეს. უკეთუ ისეთი შესაძლებლობა გამოირკვევა, ეთხოვოს სამკურნალო ფაკულტეტს მეორე ფიზიოლოგის მიერ ფიზიოლოგიის ლაბორატორიით სარგებლობის წესები და პირობები მოაგვაროს.
6. მოისმინეს: დამტკიცდეს ბუნებისმეტყველთა სტუდენტთა წრის წესდება.
დაადგინეს: დამტკიცდეს.

ივ. ჯავახიშვილი, ვლ. ჟღენტი, კ. კეკელიძე, ალადაშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ს. ამირეჯიბი, ალ. ნათიშვილი, ს. გოგიტიძე, ი. თიკანაძე, გ. ახვლედიანი, გ. გეხტმანი, გ. ნათიშვილი, ა. ბენაშვილი, ვ. მოსეშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ზ. ყანჩაველი, დ. გედევანიშვილი, ი. მოსეშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ივ. თულაშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ა. დიდებულიძე, ბ. ღოღობერიძე, ალ. წერეთელი, ე. ტატიშვილი, ნიკ. ყიფშიძე, ვ. ყიფშიძე, ს. ყაუხჩიშვილი, მ. პოლიევქტოვი, ასათიანი

 

  წყარო:  "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები", გამოსაცემად მოამზადეს მანანა ლილუაშვილმა და ზურაბ გაიპარაშვილმა, თბ., უნივერსალი, 2006

 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates