• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

წერეთელი თამარ

წერეთელი თამარ (14.VIII.1900, სოფ. სვირი -  05.IV.1968, მოსკოვი) - პოპულარული საესტრადო მომღერალი. კონტრალტო. ბოშური რომანსის პირველი ქართველი შემსრულებელი.

1917 დაამთავრა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია და სწავლა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. მალე სამედიცინო ინსტიტუტს თავი დაანება და სწავლა თბილისის სახელმწიფო  კონსერვატორიაში განაგრძო. ფორტეპიანოზე დაკვრას ნ. ნ. ჩერეპნინი ასწავლიდა, ვოკალს - ა. ჯაყელი.  1920 იყო მისი სასცენო დებიუტი. თავისი აკომპანიატორის - ბ. პროზოროვსკის რჩევით, კონსერვატორიას  თავი დაანება და მოსკოვში გაემგზავრა.            

გასაბჭოების შემდეგ მისი პირველი სოლო კონცერტი, 1923 მოსკოვის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა. შემდეგ აღიარება მთელ რუსეთში მოიპოვა. 1925 საქართვლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა არ დაბრუნებულა. 1959 ჩათვლით აქტიურად გამოდიოდა ევროპისა და რუსეთის სცენებზე. მის კონცერტებში ხშირად მონაწილეობდნენ მაშინდელი ცნობილი არტისტები: დ. ოისტრახი, ნ. ობუხოვა, ა. ნეჟდანოვა, ი. კოზლოვსკი, ლ. სობინოვი, ს. კუზნეცოვი და სხვ. 1960 დატოვა სცენა. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვწეთა პანთეონში.         

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates