მელიქსეთბეგი ლეონ მელიქსეთის ძე (1890, თბილისი - 1963, თბილისი) - არმენოლოგი, პროფესორი. დაამთავრა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1918 წ-ის 13 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ლ. მელიქსეთბეგი მოიწვია უნივერსიტეტში სომხური ენის ლექტორად.
1922 წ-დან სიცოცხლის ბოლომდე იყო არმენოლოგიის კათედრის გამგე მუშაობდა ლიტმცოდნეობის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ეპიგრაფიკის, სამართლის, ბიბლიოგრაფიის, ტექსტოლოგიისა და სხვა საკითხებზე. ავტორია შრომებისა: ,,ქართველების ნათესაობა ესპანელებთან უძველესი წყაროების მიხედვით“ (1911), ,,მეგალითური კულტურა საქართველოში“ (1938), ,,საქართველოს ისტორიული წერილობითი წყაროების პუბლიკაციები“ (1949), ,,ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ“ (1934-1955) და ა.შ.