• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ახმეტელაშვილი (ახმეტელი) სტეფანე

ახმეტელაშვილი (ახმეტელი) სტეფანე გიორგის ძე (6.II.1877 - 1922) - გენერალი. თავდაპირველი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო. 1897 სამხედრო სამსახური დაიწყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასაწავლებელი. შემდეგ მსახურობდა თურქესტანის მე-4 ბატალიონში. პოდპორუჩიკი (1895), პორუჩიკი (1899), შტაბსკაპიტანი (1903). 1904-1905  წწ-ის რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. გამოირჩეოდა ტყვეებისადმი კარგი დამოკიდებულებით, რის გამოც იაპონიის ფლოტის სარდალმა ადმირალმა ხეიხატირო ტოგომ იაპონური ხმალი გამოუგზავნა. კაპიტანი (1907). 1913 თურქესტანის მე-9 მსროლელთა პოლკშია. I მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1915).                                                    

1917  წ-ის  მაისში მე-6 საზღვაო პოლკის უფროსია. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის. 1918-1921 წწ-ში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იყო ქართული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 იყო ქართული კორპუსის სარდალი. გენერალი (1918). 1918 წ-ის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს, სარდლობდა ეკატერინეფილდის (ბოლნისის) ფრონტს. შემდგომში იყო სახალხო გვარდიის თბილისის გარნიზონის უფროსი, სასაზღვრო ჯარების პირველი სარდალი. 1921 წ-ის თებერვალში იმყოფებოდა კახეთში და იქ  დისლოცირებულ მე-6 ათასეულთან ერთად უკან იხევდა. ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. დახვრიტეს რიაზანის ჩეკაში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates