ასათიანი ლევან გიორგის ძე (?-?) - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. 1918 წ-ის დეკემბერში არჩეულ იქნა თბილისის მაზრის ხმოსნად. 1919 წ-ის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მოვალეობის შესრულებას 10 ოქტომბრიდან შეუდგა. მუშაობდა სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.