• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

არჯევანიძე გიორგი

არჯევანიძე გიორგი  პავლეს ძე (24.I.1863 - 16.I.1940) - სამხედრო სამსახური დაიწყო 1881 წელს. პოდპორუჩიკი (1883), პორუჩიკი (1887), შტაბსკაპიტანი (1893), კაპიტანი (1899). იყო  რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. პოდპოლკოვნიკი (1905), პოლკოვნიკი (1910). I მსოფლიო ომის მონაწილე. 153-ე ქვეითთა პოლკის მეთაური. გენერალ-მაიორი (1916; წარჩინებისთვის). 1917 წ-ის  სექტემბერში 123-ე ქვეითთა დივიზიის მეთაურია. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავი მე-2 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებით და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით.            

 1917-1918 წწ-ში ქართული დივიზიის მეთაურია. დამოუკიდებლობის წლებში მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში. 1920 იყო ქალაქ ფოთის გარნიზონის უფროსი. ემიგრაციაში არ წასულა. 1921-1929 წწ-ში მსახურობდა წითელ არმიაში, იყო ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის უფროსი. 1929 გავიდა თადარიგში. 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates