• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანჯაფარიძე გიორგი

ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე (ფსევდონიმები: გიზო, маска) (09.I.1889, სოფ. კიწია - 14.XII.1937, ქ. ირკუტსკი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ადვოკატი.  საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და შემდგომ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დაიბადა აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში. მოსკოვში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1913 ბათუმში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ადვოკატად.                

1918 საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორის იყო                                    გ. ანჯაფარიძეც.  1919 წ-დან დამფუძნებელ კრებაში ყოფნის დროს იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. 1920 გ. ანჯაფარიძე არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქისთავად.  1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ იგი რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული 1921, 1924, 1933, 1936. მონაწილეობას იღებდა 1924 წ-ის აჯანყებაში.  დახვრიტეს ქალაქ ირკუტსკში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates