• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანფიმოვი იაკობ

ანფიმოვი იაკობ ათანასეს ძე (1852, ქ. სევესკი, ორიოლის გუბ. -  1930, თბილისი) - ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი, კავკასიის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე. პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი 1880 - 1885 წწ-ში მუშაობდა ორდინატორად თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში.  1885-1892 წწ-ში იყო პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრის პრივატ-დოცენტი, 1892-1894 წწ-ში ხელმძღვანელობდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას, ხოლო 1894 წ-დან   ხელმძღვანელობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას, სადაც მიენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება.

1920 წ-ის 15 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით, უნივერსიტეტში ნერველოგიის კათედრის მოსაწყობად მოიწვიეს პროფესორი ანფიმოვი, საბჭომ მას დაუნიშნა პროფესორის სარგო.   1920-1925 წწ-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელი.

 ი. ანფიმოვი იკვლევდა თავის ტვინის ტრავმებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს და ასე შემდეგ. მან შექმნა რეოსტატი, რამაც ფართო გამოყენება პოვა იონოთერაპიაში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates