• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ანტონ მიტროპოლიტი

ანტონ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, 1882, სოხუმი – 24.XI.1956, იქვე) - პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან, მისი აზრით, ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება. 1914 ს. გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. I მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით, 1922 დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ ის მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წინადადებით, მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წ-ის 24 ნოემბერს, 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ). დაიკრძალა სოხუმში.                  

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates