• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ამირეჯიბი სიმონ

ამირეჯიბი სიმონ სარდიონის ძე (1877, სოფ. საღოლაშენი - 1936, თბილისი) - ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი. ს. ამირეჯიბმა 1903 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.  1907-1919 წწ-ში  იყო ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების შრატებისა და ვაქცინების და ბაქტერიოლოგიური განყოფილებების გამგე.

1919 წ-დან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა მის მიერვე უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულ  ბაქტერიოლოგიისა და  ზოგადი ჰიგიენის   კათედრებს, ასევე აგრონომიის ფაკულტეტის მიკრობიოლოგიის კათედრას. მისივე თაოსნობით დაიწყო (1919) ვაქცინებისა და შრატების წარმოება. 1919 წ-ის 13 ნოემბერს გამართულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე, პროფ. ალ. ნათიშვილის ნაცვლად, ს. ამირეჯიბი დროებით აირჩიეს  უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის დეკანად. შეადგინა მიკრობიოლოგიის პირველი ქართული სახელმძღვანელო.

იყო თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის     დირექტორი (1926-1933 ). 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates