ამირეჯიბი გიორგი სარდიონის ძე (1880 - 25.I.1919) - გენერალი. სამხედრო განათლება მიიღო სანკტ-პეტერბურგში. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1918-1919 წწ-ში მსახურობდა ქართულ ჯარში. მონაწილეობდა აფხაზეთში და შავიზღვისპირეთში გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში. ტუაფსეს აღებისთვის მიენიჭა გენერლობა (1918). გარდაიცვალა ავადმყოფობის შედეგად.