• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ალადაშვილი ალექსანდრე

ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე  (1876, სოფ. არბოშიკი - 1950, თბილისი) - თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).   1904 დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ხარკოვში 1911 მოიპოვა დოქტორის ხარისხი სადისერტაციო თემით   ,,ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის.” 1919 აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ.

1919  თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ალ. ალადაშვილი უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1919-1921 წწ-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტს.

1921-1924 წწ-ში იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ათწლეულები  ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიენიჭა. მისი სამეცნიერო შრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates