• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აკოფაშვილი დავით

აკოფაშვილი დავით (12.III.1886, ქუთაისი  - 1948) - საოპერო მომღერალი. ბარიტონი. 9 წლისა ქუთაისის გიმნაზიაში მიიყვანეს, რომლის დამთავრების შემდგომ, 1903, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. პარალელურად პეტერბურგის კინსერვატორიაში პროფ. ფერნი ჯირალდონთან სიმღერას სწავლობდა. 1905 ვოკალის დახვეწის მიზნით იტალიაში გაემგზავრა. 1906 მილანში ცნობილ ვოკალისტთან - კაზინოსთან განაგრძო მეცადინეობა. კონტაქტობდა გამოჩენილ  მომღერლებთან - ევგენი ჯირალდონთან და ენრიკო კარუზოსთან. 1908 ახალგაზრდა ვიოლონჩელისტ ილიკო აბაშიძესთან ერთად საქართველოში კონცერტებს მართავდა.     

1919 დამოუკიდებელ საქართველოში მონაწილეობდა პირველი ქართული საოპერო სტუდიის წარმოდგენაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1920 მიხეილ ნანობაშვილთან (მიშელ დარიალთან) ერთად დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და კონცერტები ჩაატარა. იმავე წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ხმა დაკარგა და მოსწყდა ვოკალურ ხელოვნებას.      

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates