ავეტისიანი ტიგრან გიორგის ძე (18.II.1893, თბილისი - 13.VIII.1938, კრასნოიარსკი) - უმაღლესი განათლებით იურისტი. იყო სომხური სარევოლუციო პარტიის „დაშნაკცუთიუნის“ წევრი, 1918 ეროვნულ საბჭოში შევიდა 13 სექტემბრის კანონით, ეროვნული უმცირესობებისათვის გამოყოფილი კვოტით. დამფუძნებელი კრების პირველი დამატებითი არჩევნების შემდეგ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავების პროცესში. საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე იყო გადასახლებული და იქვე გარდაიცვალა.