• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აბულაძე იუსტინე ირაკლის ძე

აბულაძე იუსტინე ირაკლის ძე (1874, სოფ. როკითი -  1962, თბილისი) - ფილოლოგი, ირანისტი,  რუსთველოლოგი. 1900 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი ქართულ-სომხურ-სპარსული განხრით. 1901-1902 წწ-ში  სპარსული ხელნაწერების შესასწავლად იმოგზაურა შუა აზიასა   და დასავლეთ  ევროპაში.  საქართველოში   ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.   იყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი და ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე.

1917 წ-ის  ნოემბრიდან  იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი,  უნივერსიტეტის გახსნისთანავე კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს და ხელმძღვანელობდა მის მიერვე შექმნილ  უნივერსიტეტის სპარსული ფილოლოგიის კათედრას.

ი. აბულაძე ქართულ-სპარსული ურთიერთობის კვლევის  ფუძემდებელია. მან შეისწავლა ,,შაჰნამე”  და  ,,ვისრამიანი”. 1916 გამოსცა ,,შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის” ქართული ვერსიების I ტომი. ასევე მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში. წერილების მთელი სერია მიუძღვნა ,,ვისრამიანის” ქართულ და სპარსულ ტექსტებს. 1938  მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში. მას  ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936 ). ი. აბულაძემ ორჯერ გამოსცა (1914, 1926) ,,ვეფხისტყაოსანი” ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი მოგვიანებით, 1938 დაერთო პოემის საიუბილეო გამოცემას.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates