• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

აბრამოვი აბრამ - ჰაზირა

აბრამოვი აბრამ - ჰაზირა (1841, შულავერი - 12.I.1922, თბილისი) - აშუღი, დაირის დაკვრის ოსტატი, თბილისელი მგოსანი. შესვენებების დროს თეატრალურ წარმოდგენებზე უკრავდა და მღეროდა პიესების შესაბამის ლექსებს, ამით მაყურებელზე ზეგავლენას ახდენდა. 1918-1921  პრესაში მისი არაერთი ფოტო და ლექსი დაიბეჭდა. პერიოდულად იმართებოდა მისი საღამოები. 24.V.1920 მუშათა ცენტრალურ კლუბში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს. საღამოზე სიტყვა წარმოთქვეს თუმანიანცმა და მხატვარმა ბაშინჯაღიანმა. მისი პოეზიისათვის სოციალური და პატრიოტული მოტივები იყო დამახასიათებელი. ჰაზირას ცნობილი სიმღერააა: ,,აღსდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო“, ,,სადაც არის გათენდება, აღსდექ, მუშავ, შენ!“ და სხვ.                                                                                 

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates