• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჰიუსმანსი კამილ ჟან-ჟოზეფ

ჰიუსმანსი კამილ ჟან-ჟოზეფ (26.V.1971,  ბილენზი  - 25.II.1968, ანტვერპენი)   ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი. ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი (1946-1947). მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი. უმაღლესი განათლება მიიღო ლიეჟის უნივერსიტეტში. მოიპოვა გერმანული ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი და წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1896-ს შეუერთდა ბელგიის სოციალისტურ პარტიას, იყო წამყვანი სოციალისტური გამოცემების ჟურნალისტი. 1905-1922-ში იყო მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი.  1906-ს  აირჩიეს ბრიუსელის  საბჭოს წევრად. 1910-ს გახდა ბელგიის პარლამენტის წევრი.  მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეორე ინტერნაციონალსა და ჩინეთის რევოლუციონურ მოძრაობას შორის კავშირების დამყარებაში.

1920-ს მეორე ინტერნაციონალის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. მოგზაურობდა რეგიონებში. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა კახეთის, გურიისა და სამეგრელოს მაზრებში გამართულ საზეიმო მიტინგზე.  საჯაროდ მხარს უჭერდა საქართველოში განხორციელებულ აგრარულ რეფორმას. საქართველში ყოფნისა  განცალკევებით შეხვდა ნოე ჟორდანიას და ევროპულ სოციალისტური წრეების მყარ მხარდაჭერა დაჰპირდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ,  სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად აპროტესტებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. 1920-იან წლებში ჰიუსმანსი აქტიურ პოლიტიკურ  და სამეცნიერო საქმიანობას აგრძელებდა. მეორე მსოფლიო ომის პირობებში გერმანიის მიერ ბელგიის ოკუპაციის დროს თავი ლონდონში შეაფარა, აქტიურ მხარდაჭერას უწევდა დევნილ ებრაულ თემებს, თანამშრომლობდა მემარცხენე სიონისტურ მოძრაობასთან. 1946-ს სათავეში ჩაუდგა ბელგიის მემარცხენე კოალიციურ მთავრობას.  1954-ს  არჩეული იქნა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად. იყო ძალიან პოპულარული პოლიტიკური ფიგურა, რამოდენიმეჯერ ხალხმრავალი  დემონსტრაციებით აღინიშნა ჰიუსმანსის იუfბილე.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates