• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჰასან ზადე ჰუსეინ

ჰასან ზადე ჰუსეინ (1869, ტფილისი  - 1948, ტფილისი) პედაგოგი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.  დაამთავრა გორის სამასწავლებლო სემინარია. მუშაობდა მასწავლებლად თბილისში ხარპურის სკოლაში. აზერბაიჯანელ მოსახლეობაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თუმცა არ წარმოადგენდა არცერთ პარტიას.

1918-ს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი.

სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates