• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯაფაროვი მამედ იუსიფ

ჯაფაროვი მამედ იუსიფ (14.III.1885, ბაქო - 15.V.1938, ბაქო ), აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი. პარტია მუსავატის წევრი.  საშუალო განათლება ბაქოში მიიღო. 1912  დაამთავრა წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  სტუდენტობის პერიოდში მოსკოვში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანული დიასპორის გაერთიანება. 1912-ის რუსეთის მეოთხე   დუმის არჩევნებზე, არჩეული იქნა ბაქოს, განჯისა და ერევნის გუბერნიის მუსლიმთა მიერ, დუმაში შევიდა კადეტთა ფრაქციაში. დუმის ტრიბუნიდან აკრიტიკებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ცარისტულ პოლიტიკას. 

1917-ის 15 ნოემბერს ჯაფაროვი შევიდა ქართველ სოციალ-დემოკრატ ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით შექმნილ ამიერკავკასიის კომისარიატში, იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის კომისრის პოსტს. შედიოდა აზერბაიჯანის ეროვნულ საბჭოს შემადგენლობაში. 1918-ის 28 მაისს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ფათალ ხან ხოისკის მეთაურობით შექმნილ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობაში,  20 დღით იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტს. 1918-ის ზაფხულში მ. ჯაფაროვი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. მონაწილეობა მიიღო 1918-ის სექტემბერში თბილისში ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში.1918-ის ნოემბერში თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენელმა. 1919-ის დასაწყისში დატოვა საქართველოში ელჩის თანამდებობა, მის ნაცვლად აზერბაიჯანის ელჩად დაინიშნა ვექილოვი. 1919-ის მარტში მ. ჯაფაროვი დაინიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად. 1920-ის თებერვლ-აპრილში იკავებდა აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომრის მოვალეობას (ალიმანდარ თოფჩიბაშევის არყოფნის გამო).

საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა ხელ მოაწერე  ბოლშევიკებთან დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. შემდგომში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. საბჭოთა დიდი ტერორის პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს, წარსულში ნაციონალისტური საქმიანობის გამო.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates