• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯაყელი  ნიკოლოზ

ჯაყელი  ნიკოლოზ.  ქართველი პოლიტოკოსი, საზოგადო მოღვაწე, იტალიის ქალაქ მილანში ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს წარმომადგენელი, 1921-დან პოლიტიკური ემიგრანტი.

1919 წლის 7 დეკემბერს, ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც საგანგებო მანდატით აღჭურვილი პირების  მეშვეობით, ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, 1920-ის  12-16 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე საქართველოს სახელით ნ. ჯაყელი მიიწვიეს. ამის შესახებ მასაც და ერთა ლიგის ასოციაციების მეოთხე კონგრესის თავმჯდომარესაც ოფიციალური ტელგრამით აცნობეს, რომლის შინაარსი ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. იმდროისთვის, საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის  წევრად მიღებული არ იყო  და არც თავისი სტატუსი გაუგზავნია, რაც ნ. ჯაყელის აზრით, დიდი შეცდომა იყო. 1920-ის 27 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის სახელზე გაგზავნილ წერილში, იგი მოითხოვდა, რათა საქართველოს მთავრობას ფრანგულ და ქართულ ენებზე სტატუსის ტექსტი დაუყოვნებლივ გაეგზავნა. ნ. ჯაყელი კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად არა თუ მიიწვიეს, უფრო მეტიც კენჭისყრის დროს, იგი გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. როგორც საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი, ნ.ჯაყელი კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.  მოხსენება იტალიის პოლიგრაფისტთა საზოგადოებამ, 1920 წელს რომში დასტამბა.  კონგრესზე გამოსვლისას მან თქვა: „...აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი ხალხის ის სულიერი იდეები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მთელი თავისი წარსული ისტორიის მანძილზე და რომლებიც საფუძვვლად უდევს ერთა ლიგას. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის საერთაშორისო ურთიერთობის უხეში ძალა და მზადაა რა ბოლომდე დაიცვას თავისი სიცოცხლე და თავისი თავისუფლება, მას სწადია, მთელი საერთაშორისო ცხოვრების განახლება. ისეთი წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც მისი უფლებები, ისევე როგორც, სხვა ხალხების უფლებები, დაცული იქნება არა ხიშტებით, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობის საზოგადოებრივი აზრით... ერთა ლიგამ უნდა მიიღოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის შემადგენლობაში და გაუწიოს მორალური მხარდაჭერა, რისი უფლებაც ამ რესპუბლიკას უდავოდ აქვს. ვიმედოვნებ, რომ უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აღიმაღლებს თავის გავლენიან ხმას ჩვენი სამართლიანი საქმის მხარდასაჭერად“. ნ. ჯაყელის გამოსვლამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომ კონგრესის თავმჯდომარის - რუფინის წინადადებით, საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის მსოფლიო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად ერთხმად მიიღეს, წინააღმდეგ ხმა მისცა, მხოლოდ, რუსეთის წარმომადგენელმა - ესერმა აქვსენტიევმა.             

საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნ. ჯაყელი ემიგრაციაში წავიდა და ევროპაში საქართველოს ეკონომიკური წარმომადგენელი იყო.  მას შემდეგ, რაც საქართველოს საელჩო პარიზში ლეგაციად გადაკეთდა. (ელჩი -ა. ჩხენკელი, პირველი მდივანი-ს. ასათიანი. მრჩევლები - ა. ჟორჟოლიანი და ა. ქუთათელაძე. საინფორმაციო ბიუროს გამგე - ვლ. ვოიტინსკი), ეკონომიკური ნაწილის გამგე ჯერ მ. სკობელევი, ხოლო შემდეგ ნ. ჯაყელი გახდა.                                                             

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates