• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯამალიანი არშაკ

ჯამალიანი არშაკ (1882, განჯა – 1940, პარიზი), სომეხი პოლიტიკოსი და დიპლომატი.  სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი თბილისში. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრი. დაამთავრა ეჩმიაძინის სემინარია.  სოციალურ მეცნიერებებს სწავლობდა  გერმანიაში. სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა „ევროპის სომეხ სტუდენტთა კავშირი“. გამოსცემდა პერიოდულ გამოცემას „უსანოხ“. 1909-ს დაბრუნდა ამიერკავკასიაში. ასწავლიდა თბილისის ნერსიანის სკოლაში. თბილისში გამოსცემდა  სომხურ გაზეთს „ჰორიზონს“.

 1917  შეუერთდა დაშნაკციუთუნის პარტია, ამავე წელს  დასახელებული იქნა  სომხეთის ეროვნული საბჭოს წევრი. 1918  შედიოდა ამიერკავკასიის სეიმის შემადგენლობაში. 1918 შედიოდა გერმანიაში გაგზავნის სომხეთის ეროვნული საბჭოს დელეგაციაში. 1918-ის ივლისში ა. ჯამალიანი საქართველოში სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგნელად დაინიშნა. როგორც სომხეთის წარმომადგენლმა 1918-ის სექტემბერში თბილისში მონაწილეობა მიიღო ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918-ის დეკემბერში სომხეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ევგენი გეგეჭკორმა საპროტესტო ნოტა გადასცა ელჩ ჯამალიანს და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა. 1920-ის გაზაფხულზე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად ჯამალიანის ნაცვლად ტიგრან ბეკზადიანი დაინიშნა. 1920-ის აპრილ-ნოემბერში ა. ჯამალიანი იკავებდა სომხეთის კომუნიკაციების მინისტრის პოსტს. 1920-ის აგვისტოში თბილისში ხელი მოაწერა საბჭოთა რუსეთსა და სომხეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

საბჭოთა რუსეთის მიერ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. 1928-ს ემიგრაციაში გამოსცა წიგნი „სომხეთ-საქართველოს პრობლემა“.

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates