• library@tsu.ge
  • ორშაბათი-პარასკევი, 9:00 -18:00

ჯავახიშვილი ნატალია

ჯავახიშვილი ნატალია (1882 - თბილისი - 1950 - თბილისი). 1900 დაამთავრა თბილისის ეპარქიული სასწავლებელი. 1901 პირველად გამოვიდა სცენაზე. ავჭალის სცენისმოყვარეთა დასში მარიამ დემურიას დახმარებით. 1902 თბილისის ქართულ თეატრში მიიწვიეს. 1902-1903 და 1905-1919 თბილისის დასში მსახურობდა. 1903-1904 - ქუთაისში. იყო ქართველი მსახიობის, რეჟისორისა და დრამატურგის ვალერიან შალიკაშვილის მეუღლე.                 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში 1919-1921 სოხუმის თეატრში გამოდიოდა, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი სახე. იმ პერიოდის პრესა ბეჭდავდა მის ფოტოებს.                                                                                                                

1921-დან სიცოცხლის ბოლომდე თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მსახიობობდა. 1934 საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1946 საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მისი არქივი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშ ინახება.     

Publish modules to the "offcanvs" position.

Free Joomla! templates by Engine Templates